Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა


Recommended Posts

ჩვენს ფორუმელს(ნიკი დამავიწყდა) აქვს მაგ იარაღი, ფაუსტი აჯობებს თურქულს.

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

იქნებ მირჩიოთ ვიმემ ვისაც შეხება გქონიათ ახალი ბრაუნინგ ა5–თან ან ბენელი სუპერ ვინჩი. რომელი ჯობია ან ამავე კატეგორიის სხვა გლუვლულიანი ავტომატური თოფები, ამავე კლასის, უკეთესი რომელია?

ა 5 არის კლასიკა ასე ვთქვათ სულ პირველი ავტომატი და მისი პოპულარულობაც ამითაა გამოწვეული, სხვა ღირსებას დანარჩენ ავტოებთან მე პირადად ვერ ვხედავ. ამ სეზონზე მქონდა ბედნიერება ასე თუ ისე ახლოდან გავცნობოდი ვიჩის და რავი რა ვთქვა ან რის თქმაა საჭირო საერთოდ. იარაღი არის გაკეთებული იმისათვის რომ მაქსიმალურად იხმარო პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით :)). მსუბუქია და მაგნუმებზე შესამჩნევი უკუცემა აქვს. თუმცა ბალანსი იდელაურადაა დაცული ნახევრად ავტომატის კვალობაზე და არის ძალიან კომფორტული იარაღი.

მეეჭვება საიმედოობაში ვინჩის მექანიზმს ა5-ის მექნაიზმმა რამე უქნას. შესრულების ხარისხს რაც შეეხება ამაში არცერთი ფირმა არ იჭვევს რაიმე ეჭვებს.

 

ისე მიდი მაღაზიაში და ნახე ორივე, ძალიან დიდ სხვაობას დაინახავ ხელში.

 

პ.ს. მე ისე ბრაუნინგ მაქსუს ვარჩევდი, გარეგნულად მომწონს და მხოლოდ მაგიტომ.

Edited by master
Link to post
Share on other sites

იტალიური თოფები აღარ ჩამოდის იტალიის ემბარგოს გამო.უკრაინის გულისთვის.რისი გულისთვისაც გავყიდე თოფები ეგ პონტი გაიმაზა :karochera: :karochera: :karochera: რამისაა გავგიჟდე

 

მირჩიეთ რამე,გადავატყავე თბილისის ყველა მაღაზია და ფაბარმის ელოს ა და ელოს ბ მოდელები აღარ შემოდის.

ამ მოდელზე რას ფიქრობთ??? CZ-USA Mallard 12/76,მართალია თურქეთში იწყომა მაგრამ ჩეხების კონტროლით და მზადდება ამერიკის ბაზრისთვის და გადის ორმაგ კონტროლსო.მოიძიეთ რა თქვენც და იქნებ მირჩიოთ რამე.აგერ საიტიც cz-usa.com

ჯაბა ჩზ უსა არის იგივე ჰუგლუ რომელიც ამერიკის ბაზარზე გადის. თუ უკეთესი ალტერნატივა არაა ეგ ფაუსტი დაითრიო აჯობებს ისევ, თორემ თუ დიდხანს გასტანა ემბარგომ საგრძნიბლად მოემატება ფასი იტალიურებს.

პ.ს მე შენს ადგილზე აკუსზეც ვიფიქრებდი, შეგიძლია ქარხანას დაუკავშირდე და შენი გემოვნებით ააწყობინო.

Edited by master
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დღეს აღმოვაჩინე თოფის კონდახზე ეს ლაქა, რისგან უნდა იყოს ნეტა გამოწვეული ??? :scratchchin: ზეთი არამგონია

სეზონის დახურვის შემდეგ რო გავწმინდე და შევინახე, დღეს დავხედე ზეთს გადავუსმევთქო და ეს ლაქა დამხვდა.

შეიძლება ამის მოშორება ?

 

c7ebfe8a9702.jpg

Link to post
Share on other sites

თუ ზეთია ღრმად იქნება გამჯდარი, სხვა რა უნდა იყოს ვერ ვხვდები. ვაბშედა იყოს რას გიშლის.

Link to post
Share on other sites

ვაბშედა იყოს რას გიშლის.

 

შენი ჰუგლu კიარაა, აჭრელებული კონდახი რო ქონდეს :haha: :haha: :haha::friends::*

Edited by duta
Link to post
Share on other sites

დღეს აღმოვაჩინე თოფის კონდახზე ეს ლაქა, რისგან უნდა იყოს ნეტა გამოწვეული ??? :scratchchin: ზეთი არამგონია

სეზონის დახურვის შემდეგ რო გავწმინდე და შევინახე, დღეს დავხედე ზეთს გადავუსმევთქო და ეს ლაქა დამხვდა.

შეიძლება ამის მოშორება ?

 

c7ebfe8a9702.jpg

ლეიკემიამ იცის მასე და ერთი ანალიზები ჩააბარებინე :d030:

Link to post
Share on other sites

ბრიტანული ინტერნეტგამომცემლობა "Sporting Gun"-ის ჟურნალისტებმა გააკეთეს ინგლისის იარაღის მაღაზიებში წამოდგენილი მეორადი გლუვლულიანების შედარებითი ანალიზი და შეადგინეს 20 წევრიანი რეიტინგი.

ლიდერის გამოვლენისას მნიშვნელობა ეძლეოდა შეგდეგ კრიტერიუმებს:

ა) საიმედოობა;

ბ) შეფარდება ფასი-ხარისხი;

გ) მყიდველის ინტერესი;

 

რეიტინგში აღებული იყო მხოლოდ ვერტიკალური წყობის ორლულიანები. ყველა მოდელი დაყოფილი იყო ფასების კატეგორიებად:

1) 750 გირვანქა სტერლინგამდე;

2) 1500 გირვანქა სტერლინგამდე;

3) 2500 გირვანქა სტერლინგამდე;

4) 6000 გირვანქა სტერლინგამდე.

 

თითოეულ კატეგორიაში არჩეულ იქნა 5 იარაღი.

 

პირველ კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო იჟ-27-მა_ ის ყველაზე იაფია;

მეორე კატეგორიაში მოიგო Miroku MK60-მა (950 გირვანქა სტერლიგი)

უფრო ძვირიან მოდელებში ლიდერია Beretta 682 Gold E (1600 გირვანქა სტერლინგი).

ყველაზე ძვირფას კატეგორიაში კი პირველობა არავის დაუთმო Browning B25-მა(4500 გირვანქა სტერლინგი)

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კი შედის, მაგალითად არმსანი,ჰატსანი,უილდიზი, ფასები 250 დან 600 ფუნტამდეა.ანდა ეს საიტი ნახეhttp://www.gunstar.co.uk/All-Guns-for-sale#t6s83lRlDG8ufXqH.97

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბატონო გელა, ;Gurulo'' გვითხარით რამე უნგრულ იარაღწარმოებაზე, კერძოდ უფრო გლუვებზე. მე მაქვს უნგრული სანადირო თოფი ფრომერი,დამზადებული უნდა იყოს 1927 წელს,გრინერის ჭანჭიკი არ აქვს,იხსნება ქვევიდან,როგორც ცალლულიანი.ლულის სიგრძე76სმ, დიამეტრი17,5,ორთავე ლულას აწერია ნემ გოლიჩაკ.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

რაჭაში ვნახე ამ წასვლაზე 3ლულიანი თოფი, ძველი ძალიან, ზედა 2 ლულა იყო 16 კალიბრი და ქვედა მესამე 9,3მმ. გადასახნელი მექანიზმი იყო მარცხენა გვერდზე და მიძრაობდა თითის დაჭერით ქვევით. ვიან ღამე იყო აღარ დამიშლია წარწერების წასაკითხად. იქნება და დავადგინოთ რა თოფი იყო.

 

ხო მართლა, ზედა ორი ლულა ჩახმახებზეა.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

ბატონო გელა, ;Gurulo'' გვითხარით რამე უნგრულ იარაღწარმოებაზე, კერძოდ უფრო გლუვებზე. მე მაქვს უნგრული სანადირო თოფი ფრომერი,დამზადებული უნდა იყოს 1927 წელს,გრინერის ჭანჭიკი არ აქვს,იხსნება ქვევიდან,როგორც ცალლულიანი.ლულის სიგრძე76სმ, დიამეტრი17,5,ორთავე ლულას აწერია ნემ გოლიჩაკ.

უნგრეთში იყო ბევრი კუსტარული საწარმო, რომლებიც იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულები, თუმცა მათ შესახებ ცნობები ნაკლებად შემორჩა ისტორიას. პირველი საიარაღო ქარხანა ამ ქვეყანაში 1887 წელს შეიქმნა. ეს იყო დიდი საწარმო, რომელიც უშვებდა ძირითადად სამხედრო იარაღს და მცირე რაოდენობით სანადირო თოფებს.

ამ ქარხნის ხელმძღვანელი 1906 წლიდან 30 წლის განმავლობაში გახლდათ რუდოლფ ფრომერი. ქარხანა სწორედ ფრომერის კონსტრუქციის სანადირო თოფებს უშვებდა.

სანადირო იარაღის საგამოცდო სისტემა უნგრეთში ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის პერიოდში არსებობდა. პირველი უნგრული კანონი, რომელიც ავალდებულებდა მწარმოებელს გამოეცადა სანადირო თოფი, თარიღდება 1892 წლით და წარმოადგენდა ამავე შინაარსის ავსტრიული კანონის ანალოგს. უნგრეთს როგორც იმპერიაში შემავალ ცალკე ქვეყანას ჰქონდა საკუთარი დამღები.

უნგრული წარმოების თოფები ევროპაში ძალიან ფართოდ გავრცელებული არ ყოფილან და ყოველთვის ითვლებოდა, რომ ისინი უფრო დაბალი დონისა გახლდნენ, ვიდრე სხვა ევროპულები.

როგორც აღინიშნა ამ ქვეყნის სანადირო საიარაღო სკოლის ფუძემდებლად ფრომერი ითვლება, რომელსაც ცნობადობა თავისივე კონსტრუქციის მოდელმა ,,მონტე-კარლომ" მოუტანა. აღნიშნული მოდელი საბაზო გახდა ბევრი სხვა სერიული იარაღისათვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სანადირო იარაღის წარმოება კონცენტრირდა საწარმოში, რომელიც პარალელურად გაზის აპარატურასაც აწარმოებდა Fegyver es Gazkeszuelekryara(აბრევიატურით ,,Feg").

ამ პერიოდში საწარმოში მზადდებოდა 10 სახის სანადირო იარაღი. რადგან ფრომერის იარაღი ყველა მათგანისათვის საბაზო გახლდათ, მიღებულია, რომ ყველა უნგრულ სანადირო თოფს ,,ფრომერს" უწოდებენ.

ლულათა ჰორიზონტალური წყობის მოდელებია: ,,მონტე-კარლო"(monte carlo), ,,მონტე-კარლო ექსტრა", ,,კონტინენტალი"(continental), ,,კონტინენტალი ექსტრა", ,,ვიქტორია". ლულათა ვერტიკალური წყობის მოდელია: ,,ბოკ"(bock); ერთლულიანებია ,,იუნიორი" ,,ჰანტერი", ,,ჰამერლესი".

 

 

bock

(სურათი ვერ ვიპოვე)

ლულები მონობლოკი, ოთხმაგი საკეტი_ ორი ლულის კაუჭზე და ორი კერსტენი, სასხლეტი სისტემა ვიკერსი; საბრძოლო ზამბარა სპირალური; ინტერსეპტორებზე; ავტომატურ მცველზე(არის არაავტომატურზეც); ეჟექტორებზე(შესაძლებელია ექსტრაქტორებზეც); კონდახი კაკლის(პისტოლეტური).

შემაერთებელი თამასა ვენტილირებადია ან არა. პირველ შემთხვევაში თოფს აქვს ინდექსი В12 და В16(შესაბამისად 12 ან 16 ყალიბისა), მეორე შემთხვევაში თოფის ინდექსია BZ12 და BZ16.

12 ყალიბის სავაზნე 70 ან 76; 16 ყალიბის სავაზნე 65 ან 70. ლულის სიგრძე ორთავე ყალიბში 710 ან 760მმ; 12 ყალიბი იწონის 3,1 კგ, ხოლო 16 ყალიბისა კი 3 კგ.

 

 

 

continental

 

f82d051a0888.jpg

საკეტი ბოქსლოკი(ხშირად ფალშდაფებზე) ლულები დემიბლოკი(მერცხლისკუდა შეერთებით); ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; ჩაკეტვა სამმაგი; ზოგიერთ მოდელს აქვს შეყენების მაჩვენებლები; ლულათა სიგრძე მერყეობს 700მმ-დან 760მმ-მდე; იწარმოებოდა 20,16 და 12 ყალიბისა; წონა 2,9-დან 3,1 კგ-მდე;

 

 

c44cd8451bdf.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მადლობთ ბატონო გელა, ჩემ თოფსაც ესეთივე დამღები აქვს,გრინერის ჭანჭიკის ადგილზე კი რაღაც შტირი რომლის გაწევის შემტხვევაში თოფის გადახსნა დაკეტვისას მცველს მიწევა არ სჭირდება,ანუ ასე ვთქვათ შეყენებულია.ხო და მასეთ თოფს ყიდდა ვიღაც მაი მარკეტზე 4000 ლარად, სულ ასი ცალია მსოფლიოშიო წერდა. გავკეთებულვარ და ესაა :d030: :d030: :d0 :d030: 30:

Link to post
Share on other sites

alika-alika გეთანხმები სავსებით,ბოლო ბოლო ბრიტანეთია , ფარჩაკ თოფებს იქ ვინ შეატანინებს,იუტუბზეც დევს ვიღაც ბრიტანელი ნადირობს ქედანზე არმსან ა612-ით.

Edited by muska78
Link to post
Share on other sites

მადლობთ ბატონო გელა, ჩემ თოფსაც ესეთივე დამღები აქვს,გრინერის ჭანჭიკის ადგილზე კი რაღაც შტირი რომლის გაწევის შემტხვევაში თოფის გადახსნა დაკეტვისას მცველს მიწევა არ სჭირდება,ანუ ასე ვთქვათ შეყენებულია.ხო და მასეთ თოფს ყიდდა ვიღაც მაი მარკეტზე 4000 ლარად, სულ ასი ცალია მსოფლიოშიო წერდა. გავკეთებულვარ და ესაა :d030: :d030: :d0 :d030: 30:

 

მადლობა არაფრისა! :hi: პირიქით, მიხარია როცა ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან იარაღით...

რასაც ჩემი მოკლე ჭკუა გაქაჩავს, ყოველთვის მზადა ვარ დასახმარებლად(თუ რაღა თქმა უნდა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გამაჩნია).

 

ახლა რაც შეეხება თქვენი თოფის კონკრეტულ კვანძს: როგორც გავიგე, მაგ ადგილზე(გრინერის ურდულის სავარაუდო ადგილი) იარაღს აქვს ე.წ. ,,ალამი", რომელიც პასუხს აგებს მცველის ავტომატურ ან არაავტომატურ მუშაობაზე.

ეგ დეტალი არც თუ ისე ბევრ თოფს აქვს. მასეთი დეტალები ძირითადად იმ იარაღს გააჩნია, რომლის სპეციალიზაცია ფართოა ანუ ნახევრად სანადირო ნახევრად სპორტულია, თუ მეორენაირად განვმარტავთ, თქვენი თოფი სპორტულ-სანადიროა. ნადირობისას ალმის იმ პოზიციას ვირჩევთ, რომელიც მცველს ავტომატურ რეჟიმზე ამუშავებს, ხოლო სპორტული შეჯიბრებისას კი იმ პოზიციას, რომელითაც მცველი ხელით გადაგვყავს პოზიციიდან პოზიციაზე.

ლულის დიდი სიგრძიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩოკები საკმაოდ მაღალი შევიწროების ექნება. აქედან გამომდინარე კი სპორტული დანიშნულებით ტრანშეიზე გამოსადეგია თქვენი თოფი, ნადირობისას კი ძირითადად შორს მანძილზე სასროლად.

 

პ.ს. მარკეტზე მავანი რომ წერდა 100 ცალია სულ მასეთი თოფიო, ეგ რამდენად სარწმუნოა ვერ გეტყვი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია_ თუ კონკრეტული უნგრული თოფი რაიმე სპეცშეკვეთით არაა დამზადებული, ის იქნება ნორმალური სამუშაო თვისებების, ბიუჯეტური მსყიდველობის და სინდისიერად ნაკეთები სანადირო თოფი.

სერიაში მცირე რაოდენობა კი იმით არის განპირობებული, რომ უნგრულ თოფებს განსაკუთრებული ტაციაობით არასოდეს და არავინ ყიდულობდა, ამიტომაც არ იყო საჭირო მათი დიდ პარტიებად წარმოება.

 

ფოლადი უმეტესწილად ნორმალური კლასის, თუმცა არაძვირი; კვანძები სხვისგან ნასესხები(მცირედ გადანაკეთები); კაკალი უმეტესწილად საშუალო და დაბალი ხარისხის; პრესტიჟი-რენომე საშუალო და ა.შ.

ამ მონაცემთა სუმირებით მივიღებთ პატიოსან ფასს, მუშა ინსტრუმენტს, რომელში გადახდილი რეალური ფასი სრულად ამართლებს ავანსებს :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

აბა ლომებო, გაეცანით ზაუერ 303-ს ტყავის ქურქში :alfons:

პირადად მე ასეთი ,,ტიუნინგის" წინააღმდეგი ვარ, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ

 

4554cbb7f236.jpg

 

 

fb39dbda408d.jpg

 

 

ed46b8957c33.jpg

Link to post
Share on other sites

Gurulo

თურქული იარაღი შედის Bრიტანეთში ნეტა?

 

თურქეთის თემაში გიპასუხე ამ კითხვაზე :hi:

 

 

 

პ.ს. ყველას ვისი შეკითხვაც უპასუხოდ დამრჩა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ. :hi3:

ამ ბოლოს ცოტათი ნაკლები დრო მრჩება ფორუმის სრულფასოვნად დათვალიერებისათვის. ამის გამო ზოგჯერ შეიძლება თქვენი პოსტი(რომელიც ჩემზე იყო მიმართული) უპასუხოდ დამრჩეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ვპოულობ უპასუხო კითხვებს, რაზედაც ვწუხვარ და ვცდილობ ჩემი შეცდომა გამოვასწორო :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...