Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა


Recommended Posts

  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

BROWNING

ორ ლულიანი დავათვალიერე მაგ ფირმის, თოფს ვერ უწოდებ ვერანაირად.

ორ ლულაზე არ ამბობს,ნახევარ ავტომატზეა საუბარი

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ბუნების შვილებო!

ნამდვილდ კარგი ფორუმია და ეს დადებითი სიმპათიაც ფორუმის წევრებმა გამიჩინეს...ყველაზე მეტად კი 2 ფაქტორი მსიამოვნებს..1) ხართ სულით ნამდვილი მონადირეები და ყველანაირი ბრაკონიერული მეთოდი და ქცევა მიუღებელია თქვენთვის. 2) ქართულ ენას რომ არ ღალატობთ და არ წერთ რუსულ სიტყვებს(მაგალთად იარაღის ნაწილებს ვგულისხმობ).

მეც მალე ჩავებმები თქვენს ფერხულში,ძალიან მალეე )) ჩაბმული კი ვარ,მაგრამ საკუთარი იარაღი არ მაქვს(სიყვარული და პატივისმება კი საკმაოდ თუნდაც სხვის იარაღზე).

მანამდე კი ერთი რამ მაინტერესებს და იქნებ იცოდეთ/დამეხმაროთ..

ვეძებ ალექსი არაბულის წიგნს "ნადირთა კვალდაკვალ"..შევიძენ! ელ-ვერსია არ მინდა

შეიძლება გქონდეთ ფორუმის წევრებს,მესმის ძნელია მონადირემ დათმოს ასეთი წიგნი,მაგრამ იქნებ იცოდეთ სად ვიშოვო.

გმადლობთ წინასწარ

Edited by Trapper
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ბუნების შვილებო!

ნამდვილდ კარგი ფორუმია და ეს დადებითი სიმპათიაც ფორუმის წევრებმა გამიჩინეს...ყველაზე მეტად კი 2 ფაქტორი მსიამოვნებს..1) ხართ სულით ნამდვილი მონადირეები და ყველანაირი ბრაკონიერული მეთოდი და ქცევა მიუღებელია თქვენთვის. 2) ქართულ ენას რომ არ ღალატობთ და არ წერთ რუსულ სიტყვებს(მაგალთად იარაღის ნაწილებს ვგულისხმობ).

მეც მალე ჩავებმები თქვენს ფერხულში,ძალიან მალეე )) ჩაბმული კი ვარ,მაგრამ საკუთარი იარაღი არ მაქვს(სიყვარული და პატივისმება კი საკმაოდ თუნდაც სხვის იარაღზე).

მანამდე კი ერთი რამ მაინტერესებს და იქნებ იცოდეთ/დამეხმაროთ..

ვეძებ ალექსი არაბულის წიგნს "ნადირთა კვალდაკვალ"..შევიძენ! ელ-ვერსია არ მინდა

შეიძლება გქონდეთ ფორუმის წევრებს,მესმის ძნელია მონადირემ დათმოს ასეთი წიგნი,მაგრამ იქნებ იცოდეთ სად ვიშოვო.

გმადლობთ წინასწარ

ამას წინ მშრალ ხიდზე ვნახე.ჩასასვლელთან მწვანე ფერის მანქანა იდგა და იმას ქონდა ბევრი წიგნები.მათ შორის ეგეც,იმიტომ მეც რაღაცეები ვიყიდე და ეგეც იყო

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

აქ საინტერესო კატალოგები და პრეისკურანტებია!!!!

http://shotguncollector.com/%D0%BA%D0%B0%D1%82%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B8-%D0%B8-%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B9%D1%81%D0%BA%D1%83%D1%80%D0%B0%D0%BD%D1%82%D1%8B-2/

Link to post
Share on other sites

ლომებს სიცოცხლე! :hi:

 

სეზონის გახსნამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ბირჟა ასე "დაგვიყრუვდა"...

შევეცდები გამოვაცოცხლო:

 

ამ თემაში შემომსვლელების უმრავლესობას გაგონილი აქვს, რომ საიმპერატორო ტულკა კოლექციონერების(განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ ქვეყნებში) სანატრელი ნივთია. აღნიშნული თოფები არც თუ ისე ბევრი შემორჩა ჩვენს დროში და მათ შორის გარკვეული რაოდენობისა იყო ყალბი...

 

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე გლუვლულიანი თოფის ყიდვა უპრობლემოდ შეიძლებოდა. საკმარისი იყო მონადირის ბილეთი და ფარა... ხელიდან ხელში ყიდვა ხომ საერთოდ "პუსტიაკი" გახლდათ. არც მილიცია, არც რეგისტრაცია-ნებართვა. ასეთ პირობებში ყალბისმქნელებს კარგი ნიადაგი გააჩნდათ.

აღნიშნულ პერიოდში დიადი საბჭოეთის დედაქალაქში მუშაობდა ოსტატების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: პეტროვიჩი, სერიოგა და იუროჩკა. მათ შორის პეტროვიჩი წარსულში მასლოვის მოსწავლე გახლდათ. მისი სპეციალიზაცია ყალბი საიმპერატორო ტულკების დამზადება გახლდათ.

გასაყალბებელი მასალა მოდელი БМ იყო. სერიული თოფის ყველა დამღა იშლებოდა, არყის ხის კონდახი იხსნებოდა და ალბათ ცეცხლში შეუკეთებდნენ :alfons: . ამის შემდეგ პეტროვიჩი(ამ დროს 60 წელს გადაცილებული იყო) იწყებდა გრავირებას სუფთა კალაპოტზე. მას ეგ საქმე კარგად ასდიოდა ხელიდან(არცაა გასაკვირი მასლოვის მოსწავლისაგან), რადგან საუკეთესოდ უწყოდა რა უნდა დაეხატა. არც ჟანრს აურევდა ერთმანეთში და არც ერთ წერტილს დასვამდა ზედმეტს. ჭანჭიკების დაგრავირებაც არ ავიწყდებოდა. ბოლოს კალაპოტს ოქსიდირებას უკეთებდნენ ნაცრის ან მარმარილოს ფერზე. ერთადერთი რასაც ვერ აყალბებდნენ ესაა ჩახმახის რკალი, რომელიც ტოზ-ბ-ს არ გააჩნდა, მაგრამ ასეთ "მცირე" დეტალს ბარე ორი არიფი ფულიანი არ მიაქცევდა ყურადღებას.

 

სურათზე: (ზემოდან) საიმპერატორო და სერიული(ქვედა) ტულკების მექანიზმი

6379f67135a0.png

 

 

შიდა მხრიდან უამრავი დეტალია განმასხვავებელი, თუმცა მაგენს ვინ ხედავს... :alfons: ხილული კი პატარა რგოლია საიმპერატორო თოფის ჩახმახზე გარედან, მარა მაგას ვინ მიაქცევდა ყურადღებას...

 

 

შემდეგ საქმე ლულებზე მიდიოდა: ნებისმიერი დამღის გაყალბება პეტროვიჩისათვის განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენდა და ასეც იქცეოდა, მაგრამ ლულების სავაზნეზე დასმული არწივების "დახატვა" შეუძლებელი გახლდათ, რადგან ნამდვილ საიმპერატორო თოფებზე ისინი ისმებოდა ცხელ ლულებზე მათ შეერთებამდე, ხოლო დაწყვილებულ ლულებზე ესოდენ პატარა, რთული და ზუსტად ერთნაირი ორი ნახატის შესრულება ოვალურ ზედაპირზე უზარმაზარ რისკთან იყო დაკავშირებული_ სულ მცირე შეცდომა და ლულები გადასაგდები გახდებოდა. ამიტომ არწივები არ იხატებოდა. რჩებოდა მხოლოდ წარწერის შესრულება "მისი უდიდებულესობა იმპერატორი..." და ა.შ. ბოლოს ლულებს ოქსიდირებას უკეთებდნენ.

 

 

ტიბჟირს პეტროვიჩი საბჭოთას ტოვებდა, ანჯამით, რადგან საიმპერატოროსათვის საჭირო ღილაკიანი ტიბჟირისათვის დეტალებს სად იშოვნდა?! რომც ეშოვა დეტალები, ასეთი მაღალი კლასის ტიბჟირი ლულის კაუჭების გადაკეთებასაც მოითხოვდა...

კონდახ-ტიბჟირის კაკალს საგანგებოდ არჩევდნენ. ლაკს არ იყენებდნენ: მხოლოდ ზეთი და სანთელი. ხის დამუშავება თავიდან ბოლომდე ხელით ხდებოდა.

მთელი სამუშაო ორი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდებოდა და დღის სინათლეზე გამოდიოდა ბრწყინვალე ყალბი საიმპერატორო ტულკა, რომელიც მყიდველს უადვილესად პოულობდა.

 

 

ასეთი პრეისკურანტებით ხელმძღვანელობდნენ გამყალბებლები

3d441698a65b.png

 

ცოდნის უმაღლესი დონის მიუხედავად ოსტატთა ამ ჯგუფს არასოდეს გაუყალბებიათ მათი მასწავლებლის მასლოვის ან მაცკას ნაკეთობანი. ამ შემთხვევაში არწივების პრობლემა არ ექნებოდათ, მაგრამ ალბათ პაცივისცემით იყვნენ გამსჭვალული დიდ ოსტატთა მიმართ.

 

ამ სურათზე ნამდვილი საიმპერატორო ტულკის ლულაა

c84edc6b254c.jpg

 

სერიოგა(იგივე სერიოჟა) პეტროვიჩზე ორჯერ ახალგაზრდა გახლდათ და მისი "ცოდნა" მხოლოდ ტულკით არ შემოიფარგლა. მას გაყალბებული აქვს ბრაუნინგები და რემინგტონები.

 

იუროჩკა(იგივე იური) ამ საამქროში პირდაპირ ჯარიდან მოვიდა, სადაც მეიარაღე ოსტატად მსახურობდა. მის სასტავში შემოსვლას დაემთხვა პერიოდი, როცა საკომისიოებში შემოვიდა გერმანული თოფები. არადა საბჭოთა სანადირო გლუვლულიანები ხომ გერმანულებიდან ცუდად კოპირებული მოდელებია?! :e025:

აქ იუროჩკამ გამოაცხო "ზაუერები" "მერკელები" და ა.შ.

იუროჩკას მხრიდან განსაკუთრებული პატივი ერგო რამდენიმე მც 21-ს, რომელშიც მან სავაზნე 76-მმ-მდე გაადიდა. ამასთან ერთად სხვადასხვა გრავირებით დაამშვენა და დააწერა "Magnum". დაფიქსირებულია ფაქტი, როცა იუროჩკამ მაგნუმის ნაცვლად მც 21-ზე Magma დაწერა :haha: :haha: :haha: ალბათ გაჩიჩინებულ პახმელიაზე იქნებოდა... საზოგადოდ აღსანიშნავია, რომ სამთავე ოსტატი გადამკვდარი ალკაში გახლდათ.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

e0903b22a82e.jpg

 

b9a289d21c05.jpg

 

 

ხომ არაა საჭირო განმარტება რომელია საიმპერატორო და რომელი ტოზ ბმ-ის ტიბჟირი? :alfons:

 

 

 

 

 

 

e23efafbc296.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ერთხელ ვნახე საიმპერატორო ტულკა და ძალიან მომეწონა,თუმცა დედა აღარ ყავდა,მაგრამ იგრძნობოდა ძველი დიდება!!!მაგ გამყალბებლებზე მეც მაქვს ეგ სტატია,რუსულ ჟურნალშია,ოქრო კაცი ხარ გელა,რომ არ დაიზარე და თარგმნე,რაც შეეხება რუსი ხელოსნების ალკაშობას,უგონებ შენ,არ დალევდენ მაგენი!!!! :d030:

Link to post
Share on other sites

Gurulo

mamuka grigolia

 

ნაღდი ვიცი, რომ "ნოლსემებს" გარაჟებში აწობდნენ ტოლიატში/ახლანდელი სამარა/, მაგრამ თოფებსაც თუ მასე უბერადნენ უნიტაზიპარიები, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი.

 

პ.ს. დედამიწის შავი ჭირია რა.

Link to post
Share on other sites

გელას მივმართავ!!!რუსული ჟურნალების რამოდენიმე ნომერია,არეკლამებენ სანადირო თოფების კონდახ-ტიბჟირის ნატურალური ტყავით შემოკერვას,ვნახე ბლაზერის,კირგჰოფის,მანლიხერის კარაბინებზე ნაკეთები ძალიან მაღალი დონის ნამუშევრები,თავიდან თითქოს მეუცხოვა,მაგრამ რო ვაკვირდები მაგარი ლამაზი რამეა,თან როგორც ამბობენ გამძლეობის უსასრულო რესურსი აქვსო,თან რუსული მკაცრი ზამთრის პირობებში,ძალიან მოხერხებულიაო,მე რავარც იცი ინტერნეტ-კომპიუტერთან ცოტა მწყრალად ვარ,ჰოდა მეიძიო იქნება,როგორც მახსოვს მოსკოვში საიარაღო სალონი ,,არსენალი,, არეკლამებდა,დადე თუ იპოვი,საინტერესოა!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

ეგ მამუ რუსული ჟურნალებისთვისაა სიახლე, თორემ მე ეგ ინფო კარგა ხნის წინ გავაცანი ფორუმს.

ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ მეტს ვერ მოგახსენებ, მოგვიანებით ლინკს მოგაწვდი

Link to post
Share on other sites

ახლა ტელეფონის მეტად ვერ ვქაჩავ. პოსტების ნომერაცია არ ჩანს, მარა ამავე თემაში 2014 წლის პირველი ოქტომბრის პოსტი იხილეთ. იქაა ტყავის ტიუნინგი.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

პირველი რუსული სანადირო თოფი!!!!ხუმრობს ადამიანი!!! :d030:

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=8002827

ნომერი ალბათ 0001 აქვს!!!!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დღეს ვნახე ერთი თოფი 2 ლულიანი 16 კალიბრი,(იყიდებოდა)და მხოლოდ ერთი დამღა ქონდა, აქ ვნახე დამღები და იჟ 36-ზე არის მითითებული,აქვს გრინერის ურდული,ერთი დამღა როაქ შეიძნება ქარხნული თოფი იყოს და არა პატენტი?ზაზორებში კარგადაა. გაფორმებაზე მარტო იჟი უწერია

პასპორტში.

Link to post
Share on other sites

დღეს ვნახე ერთი თოფი 2 ლულიანი 16 კალიბრი,(იყიდებოდა)და მხოლოდ ერთი დამღა ქონდა, აქ ვნახე დამღები და იჟ 36-ზე არის მითითებული,აქვს გრინერის ურდული,ერთი დამღა როაქ შეიძნება ქარხნული თოფი იყოს და არა პატენტი?ზაზორებში კარგადაა. გაფორმებაზე მარტო იჟი უწერია

პასპორტში.

ტერმინი "პატენტი" ყალბს არ ნიშნავს.

როგორც წესი, თოფებს არა ერთი საინფორმაციო დამღა, არამედ რამდენიმე არტყიათ.

და ის ერთადერთი დამღა რას ამბობდა?

თოფს საფირმო წარწერა არ აქვს?

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ ვერა,სურათები არგადამიღია.ის ერთი დამღა გადმოვიხატე ფურცელზე და წამოვედი, 500 ლარში ყიდდა, ევროპული მეგონა ძველი, მაგრამ იჟ 36-ტი არმინდა და ისიც რაკოვინებიანი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...