Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა

Recommended Posts

Gurulo

რას იტყვი

რაც ამ ვიდეოზეა, ძველი ქრესტომატიული ჭეშმარიტებაა:

1) ორლულიანი თოფი თავისი არსით ძაღლთან ნადირობისა და საშუალო-მოკლე დისტანციებისათვისაა უპრიანი.

2) ნახევარავტომატური კარგია სროლის დიდი სერიისათვის წყალცურავების მოსაპოვებლად და ტყვიის სროლისათვის(ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სროლის სტაბილურობა, რამეთუ ერთი ლულა განაპირობებს მუდმივ ერთნაირ ბალისტიკურ შედეგს).

3) ორთავე ტიპს მონადირეები წარმატებით უწევენ ექსპლოატაციას(შეჩვევა უნდა და ნოუ პრობლემ).

აქ ჩემთვის მხოლოდ ერთი დეტალი იყო სიახლე:

კომპანია ბრაუნინგის განსხვავებული მარკირება სახრახნ ჩოკებზე :to_keep:

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

Gurulo

ჩოკები ბრაუნინგის ფირმის აქვთ?

ვიდეოში ნაჩვენებ თურქულებს რა ჩოკი აქვსო მეკითხები ალიკ?

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

ჩოკები ბრაუნინგის ფირმის აქვთ?

არა ჩოკები ატას თავისი აქვს.

სიახლე ჩემთვის ის არის რომ, ერთგან წამყვანი ამბობს: ბრაუნინგს თავის ნაწარმზე ანუ სახსნელ ჩოკებზე სხვაგვარი მარკირება აქვსო(იგულისხმება ნაჭდევების რაოდენობა).

იხილე ეპიზოდი 24წთ-18წმ :hi:

Link to post
Share on other sites

ზაუერის თემა რომ არ გავაოფო(ეს ტრმინი თქვენეულია ახალგაზრდებო :alfons: ), ამიტომ ბირჟაზე განვიხილოთ კიდევ ერთი "მარგალიტი"

რას აკეთებს რუსულ სპუტნიკზე გერმანული დამღები?

დაინტერესებული აქოური იარაღის მოყვარული რუსების პოლემიკასაც გაეცნობა, გერმანულია ეგ თოფიო, მარა, მაშინ ამ კითხვაზე მიპასუხოს ვინმემ: რუსულ დამღებს რა უნდა გერმანულ იარაღზე? :scratchchin:

http://www.medwed-hunt.ru/MedwedPosts.aspx?pid=234495&p=1

Link to post
Share on other sites

შეცვლილია სავარაუდოდ ლულის მილები (ტრუბკები) ასე იმიტომ ვფიქრობ,რომ იჟ-59 სპუტნიკი 1960-1964 წლებში გამოდიოდა,ხოლო გერმანული დამღების გვერდით თარიღიცაა 1970 წლის აგვისტო,ალბათ შეკეთების შემდეგ გამოცდაც ჩაუტარეს,რავი ასე მგონია!!!

ნება მომეცი არ დაგეთანხმო. :*

თუ დააკვირდები დამღები მუფტაზე აქვს და არა თავად მილებზე(ტრუბკებზე).

როგორც მოგეხსენება ლულები მონობლოკის პრინციპთაა შეერთებული და თავად ბლოკზე უსვიათ დამღა.

გახეთქილი და სხვა მიზეზთა გამო დაზიანებული ლულის გამოცლა ხდება მუფტიდან ამოღებითა და მასში სხვა ლულის(მილის) ჩასმით.

ა)თუ ვივარაუდებთ რომ გერმანული ტრუბკები ჩაუსვეს რუსებმა, მაშინ შემაერთებელ მუფტაზე ვინ დასვა გერმანული ნიშნები?

ბ) თუ ვივარაუდებთ, რომ გერმანელებმა ქნეს ეს საქმე, მაშინაც რატომ მოხვდა მუფტაზე გერმანელების დამღა? რაა ამ ნაჩალჩებ თოფს ხომ არ წაიღებდნენ გერმანულ სადგურზე გამოსაცდელად? ამ შემთხვევაშიც კი მუფტის გვერდებზე უნდა გადაეშალათ ძველი საბჭოთა ნიშნები.

გ)თუ ვივარაუდებთ, რომ თავდანვე გერმანული დაწყვილების იყო ლულათა ბლოკი და მერე მოარგეს სპუტნკს, მაინც შეუსაბამობა მოგვხვდება თვალში:

გერმანულ ლულათა ბლოკი, რომელიც გადაკეთების გარეშე(გახეხვა, ჩამოჭრა, გაშლიფოვკება და ა.შ) ერთი-ერთზე წავდოდა სპუტნიკის კალაპოტზე ძნელად წარმოსადგენია; გადაკეთება აუცილებლად დაემჩნეოდა ბლოკს; ამ გადაკეთების დროს აუცილებლად წაიშლებოდა ზედ არსებული გერმანულები; მერე ეს ნაჩალიჩევი ინსტრუმენტი უნდა მიეტანათ საბჭოთა გამოსაცდელ სადგურზე და დაედამღათ;

მთლად მთავარი_გერმანული ლულათა ბლოკი ბარე 4-5 ცალ სპუტნიკს ყიდულობდა და არანაირი აზრი არ ქონდა მათ დაყენებას საბჭოთა კალაპოტზე.

ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეძლება ვცდები :hi:

Link to post
Share on other sites

მაი ამბები გ.დ.რ.-ში ხდებოდა და შეიძლება ვინმე ბობოლა ღრუს სამხედროს ქე გოუკეთენ რამე ,,ძმობაში,,.გამოუშვი შენეული ვერსია!!!

Link to post
Share on other sites

მაი ამბები გ.დ.რ.-ში ხდებოდა და შეიძლება ვინმე ბობოლა ღრუს სამხედროს ქე გოუკეთენ რამე ,,ძმობაში,,.გამოუშვი შენეული ვერსია!!!

არა მაქვს ვერსია მამუ.

ერთი კი ვიცი, თოფს, რომელსაც გაურკვეველი დამღები აქვს(ეხება ნიტრო დამღიან დამასკოსაც და ამ სპუტნიკსაც) ვერ ჩაითვლება სრულყოფილ ნაკეთობად(მარტო ტექნიკურ სრულყოფილებას არ ვგულისხმობ).

უსახელო თოფების, რომელსაც კალაპოტზე და ლულაზე არ აწერია სახელი, მეტი რაა?! მარა მათ თუ დამღები სწორად აქვს დასმული მაშინ არანაირი პრობლემა არაა.

დამღები გარკვეული თანმიმდევრობით და რიგით ისმება. ისინი მთავარი ნიშნებია, რომელიც განსაზღვრავს იარაღის უსაფრთხოებას და ფუნქციონალურობას.

მართალია რემონტიც ხდება ხოლმე, მაგრამ ამის მერე გაურკვეველი დამღა არ ხდება არსად_ ესმება შესაბამისი რემონტის ნიშანი და ყველაფერი ნათელია.

გაურკვეველ ნიშნიანი არასრულყოფილი იარაღი ყველაზე მეტად გვხვდება საბჭოთა და გერმანულ თოფებში.

გერმანულში იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ უამრავი კატაკლიზმა მოხდა, რაც შესაბამისად აისახა მწარმოებელ-მაკონტროლებლებზეც, ხოლო საბჭოთა კავშირი თავიდანვე უგულვებელყოფდა საერთაშორისო შეთანხმება-კანონებს, გარდა ამისა, გეგმიური და მყიდველზე არაორიენტირებული ეკონომიკა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა ათასგვარი მაქინაციისათვის(გაიხსენეთ თუნდაც ,,სამეფო ტულკის" ისტორია).

პ.ს. მოგვიანებით, ზაუერი პატიოსნად და კანონიერად(წარწერებიანად) რაფერ ცვლიდა ლულის ტრუბკებს, ამის თაობაზე პატარა ინფოს მოგაწოდებთ ;)

Link to post
Share on other sites

იმ დამასკოზე არის დამღა რომ თოფი გადაკეთებულია!!ისე მე რამოდენიმეჯერ შემხვდა გერმანული თოფები კაი ნამუშევარი,მაღალი მხატვრული გაფორმებით,რომლებსაც მხოლოდ ნომერი აწერია და სხვა არავითარი დამღა არ გააჩნია,ჩემი აზრით ეს საბჭოთა ოფიცრების მიერ ომისშემდგომი გერმანიიდან წამოღებული თოფებია,როცა უამრავი კუსტარი მუშაობდა და ვინ რას და რითი აწყობდა კაცმა არ იცის,ერთხელ კამათიც მომივიდა მომსახურების სააგენტოში,ვეუბნებოდი ასეთი თოფის გაფორმება საერთოდ არ შეიძლება მეთქი,მარა ვინ მოგისმინა!!

Link to post
Share on other sites

იმ დამასკოზე არის დამღა რომ თოფი გადაკეთებულია!!

მერე ნორმალურია დამასკოზე ნიტრო დამღა?!

რაც არ უნდა "პრავად" გადაკეთებული იყოს, დამასკო შავი დენთისთვისაა და მორჩა. ეს ქრესტომატიული ჭეშმარიტებაა!

იმ დამასკოს სურათი ევროპელების მიმოხილვაში ვიპოვე შემთხვევით, მერე სურათს დავაკვირდი და იმ საიტის მისამართი ეწერა ზედ სადანაც მათ გადმოიტანეს. გაგიკვირდება და სურათის სამშობლო რუსეთი არ აღმოჩნდა?! :alfons:

მოკლედ, ინგლსურის მცოდნეებს ვათარგმნინე, რადგან იქ იდებატეს ამ საკითხზე, რუსებისაგან განსხვავებით.

გამოვიდა რომ ფირმაჩები თანხმდებიან: ყალბი თოფი!!!

Link to post
Share on other sites

მაი ამბები გ.დ.რ.-ში ხდებოდა და შეიძლება ვინმე ბობოლა ღრუს სამხედროს ქე გოუკეთენ რამე ,,ძმობაში,,.გამოუშვი შენეული ვერსია!!!

ბობოლა რუს ღენერალს რაფერი თოფები მოსწონდათ აგერაა მაგალითი:

შებრუნებულ საკეტიან თოფზე ჰოლანდ-ჰოლანდს აწერინებდა და სამიზნე თამასაზე სპეცზაკაზიო :alfons:

მთლიანობაში ბლომად ნაშრომია ამ ოტო რაიფზე: ოქროც გამოუყენებიათ და ვერცხლიც, ძვალიც არ დავიწყნიათ ტარზე.

post-28-0-22970400-1446795209_thumb.jpg

post-28-0-80483700-1446795223_thumb.jpg

post-28-0-87195300-1446795236_thumb.jpg

post-28-0-30969400-1446795248_thumb.jpg

post-28-0-60685900-1446795278_thumb.jpg

post-28-0-50388300-1446795291_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

როგორც ამბობენ ეს გერმანელი ოსტატების ფარული პროტესტი და დაცინვა იყო,ერთი თუ მოხვდი გელა სამტრედიაში,მაგ ჰოლანდიანი რაიფი უნდა გაჩვენო,სასაცილო ისაა,რომ სანებართვოს გაცემულ საბუთშიც ,,ჰოლანდ ჰოლანდი,, უწერია!!!! :karochera:

ვააააააააააავააააააააააააააააააააა :karochera:

Link to post
Share on other sites

ამიხსენით ვინმემ რას აკეთებს დამასკის ლულაზე ნიტროს დამღა? :scratchchin:

ფაქტია რომ მაღალი შევიწროების ლულებია, ე.წ. სამტრედე(წარწერა Not for ball), აქვს შემოწმების(რევიზიის) ლონდონური დამღა და საბოლოო მისროლის დამღა, მარა ნიტრო და თან გარედან???

არადა პერდეა

http://www.medwed-hunt.ru/MedwedPosts.aspx?pid=199663&p=1

Link to post
Share on other sites

გარედან დამღა ძალიან ხშირია ინგლისურ თოფებზე,მაი აფერი,მარა აი ნიტრო ვერ გევიგე,თან მგონი გერმანული დამღაა არწივიანი!!!

Link to post
Share on other sites

ამიხსენით ვინმემ რას აკეთებს დამასკის ლულაზე ნიტროს დამღა? :scratchchin:

ფაქტია რომ მაღალი შევიწროების ლულებია, ე.წ. სამტრედე(წარწერა Not for ball), აქვს შემოწმების(რევიზიის) ლონდონური დამღა და საბოლოო მისროლის დამღა, მარა ნიტრო და თან გარედან???

არადა პერდეა

http://www.medwed-hunt.ru/MedwedPosts.aspx?pid=199663&p=1

ან კითხვა ვერ გავიგე ქვისლო ან გასაკვირი რაია მაგასი ის ვერ გავიგე. :scratchchin:

დამღა ნიტრო უბოლო დენთზე გამოცდილ თოფებს ესმებოდა ყველგან და ყოველთვის როცა უკვე ნიტრო დენთი გამოვიდა.

Link to post
Share on other sites

ან კითხვა ვერ გავიგე ქვისლო ან გასაკვირი რაია მაგასი ის ვერ გავიგე. :scratchchin:

დამღა ნიტრო უბოლო დენთზე გამოცდილ თოფებს ესმებოდა ყველგან და ყოველთვის როცა უკვე ნიტრო დენთი გამოვიდა.

ქვისლო დამასკური ლულა და ნიტრო?

დამასკური ფოლადი თავისი წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე მაღალ წნევას(იგულისხმება ნიტროს მიერ ერთეულ ფართობზე დაწოლა) ვერ უძლებს, რადგან ფოროვანია...

დამასკური ლულა გათვლილი ნიტრო დენთზე არცერთ ლიტერატურაში ან სხვა წყაროში არ ამომიკითხავს.

ნებისმიერი ავტორი, რომლის ნაშრომიც დღემდე წამიკითხია, აღნიშნავს: დამასკური ლულა-- ბოლიანი დენთი;

ჩამოსხმული ფოლადის ლულა-- უბოლო დენთი და ბოლიანიც რა თქმა უნდა;

ნუ თუ იმ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომელიც ჩვენი ბაბუების დროს აღწერს, რომლის დროსაც ნიტრო დენთის ნახევარ დოზას აძლევდნენ დამასკურ ლულებში, ეს უკანასკნელი იმით იყო განპირობებული, რომ პირველ ხანებში ჯერ კიდევ არ იყო მასიურად გამოსული ხმარებიდან დამასკი.

ასეთი პრაქტიკა არსებობს, განსაკუთრებით პროვინციებში, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნული არ შეიძლებოდა...

ბალისტიკურადაც, დამასკში ნასროლი ნიტრო დენთი მისი ნახევარი დოზირებისას(ეკუთვნოდა 2 გრამი, იტენებოდა 1 გრამი) ვერაფერ შედეგს ვერ ქაჩავდა, ხოლო დოზის გაზრდა ლულას დედას უტირებდა.

უფრო მეტიც: ჩამოსხმული ფოლადის პირველ ლულებში ყველა არ იყო ნიტროზე გათვლილი. ასეთ ლულებზე მხოლოდ ბოლიანის გამოცდის დამღაა.

ჩემს ოჯახში იყო ქვისლო ,,პიპერ ბაიარდი(ბელგია),, დამასკურ ლულებიანი თოფი რომელსაც ნიტროს დამღა ჰქონდა და სოკოლზე ამუშავებდა ბაბუაჩემი ნადირ ფრინველზე.მისი ტროფეი იყო შუაგულ ბერლინიდან წამოღებული. (სამწუხაროდ 89 წელში რომ ჩამოკრიბეს იარაღები მაშინ შეიტყაპუნა ვიღაც პაგონიანმა ნაბიჭვარმა)

ეს დამღა გარედან ალბათ იმიტომაცაა დასმული რომ კარგად ჩანდეს.

Link to post
Share on other sites

1877 წლის 22 ოქტომბერს ანრი პიპერმა ჩაატარა ექსპერიმენტი მან ჩაატარა სხვადასხვა მარკის დამასკის,რკინისა და ფოლადისაგან ჩამოსხმული ლულების ერთდროული გამოცდა,რითაც დაამტკიცა ფოლადის ლულების უდაო უპირატესობა და მანვე ევროპაში პირველმა დაიწყო ფოლადის ლულების ქარხნული წარმოება.რაც შეეხება დამღების ლულის სავაზნეზე გარიდან დასმას ეს ინგლისში ჩვეულებრივი მოვლენა იყო,ახლაც ესმევა გამოცდის დამღები ლულის გარე ზედაპირზე!!!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...