Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2014-2015


Recommended Posts

სეზონის გახსნა ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც გულს გაუხარდებოდა, მაგრამ...რაც არის, ის არის.

 

გავხსენი სეზონი პსკოვის ოლქში, სადაც ნადირობის სეზონი ერთი კვირით ადრე გაიხსნა, ვიდრე ჩვენს, ლენინგრადის ოლქში. ამინდმა არ გაგვიმართლა - კარგი ამინდები იდგა მტელი ზამთარ-გაზაფხული და ჩვენი ნადირობის მთავარი ობიექტი, გარეული ბატი, უმთავრესად უკვე ლენინგრადის ოლქში და უფრო ჩრდილოეთ რაიონებში იმყოფებოდა.

ბევრი ვერაფერი მოვინადირეტ, მაგრამ ეგ არ იყო ჩვენთვის მთავარი. გავედით ჩვენს ცუგრიებთან ერთად ბუნებაში, დავიმშვიდეთ ნერვები და ცოტაც დავისვენეთ.

 

i-2207.jpg

 

i-2210.jpg

 

i-2209.jpg

 

ფოტო მასალა ცოტაა, მაგრამ კიდევ მომაწვდიან და დავუმატებ.

 

i-2208.jpg

 

მე 2 მამალი იხვი, 4 ტყის ქათამი და ... ერთი "ნორკა" მოვინადირე. ბეწვეულის სეზონი დახურულია, მაგრამ იძულებული გავხდი მესროლა. კარმენმა სადღაც მდინარის ნაპირას იპოვა, მაგრამ უხერხულად წაიჭირა და მაგ ოხერმაც მოასწრო ძაღლის ყბის ქვედა ნაწილზე ჩამოკიდება. თანაც ისე ჩამოეკიდა, რომ იტყვიან "мёртвая хватка"-ო. ვეცადე ფეხის დაკვრით მომეშორებინა, მაგრამ უშედეგოდ.

ბიჭებმა მარტო ერთი იხვის აყვანა შესძლეს

Link to post
Share on other sites
  • Replies 413
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

თქვენა, ფორუმელებს როგორღაც გიძლებთ, მაგრამ ეს კაცი მომიღებს ბოლოს. :e025:

 

 

ბარაქა ჯიმა, ოქრო ხარ. :drunk:

 

პ.ს. წავედი რაღაც უნდა გავაკოტრიალო, ან "ჩამოვაგდო" ჰაერიდან.

დილით ტოლმა გამაცხელებინა თორნიკემ მაგის ჩაქაფული როცა ვნახე, ამან თოფი ამაღებინა ხელში.

დამანებეთ თავი, თუ ჩემი ძმები ხართ, მაგარ შარში ვარ თქვენი გადამკიდე. :d030:

Link to post
Share on other sites

კობა

მომილოცნია კოვბა, რა ბედნიერებაა რა, წლის დასაწყისი თავისი სეზონით და ნანადირევით :yes:

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მზადება სეზონის გახსნისთვის

 

მეგობრებო ცოტათი ადრე კია ამ თემის გახსნა მარა გულმა ვეღარ მოითმინა :) არც ისე ბევრია დარჩენილი (სულ რაღაც 2 თვე) იმ ლამაზ დღემდე რომელსაც ყველა მონადირე ზეიმობს, სულ რაღაც 2 თვეში დადგება ის დღე როდესაც ჩვენნაირი ხალხი გავა მინდორში, დატკბება ბუნების სილამაზით , დაიკმაყოფილებს ნადირობის ჟინს და ა.შ B)

 

 

m9x2k.jpg

 

აბა მეგობრებო დაწერეთ დაიწყეთ უკვე თუ არა მზადება, ოთხფეხა მეგობრები როგორ ფორმაში გყავთ და ა.შ

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

წესით აგვისტოს მესამე შაბათს არ იხსნებას სეზონი? შარშან და იმის წინ მასე გაიხსნა, წელსაც თუ მესამე შაბათს გაიხნსა სეზონი 16 რიცხვი უწევს და რამოდენიმე დღე გექნებათ სანადიროდ. იქნებ ერთობლივი გახსნაც გამოგვივიდეს აღმოსავლეთ დასავლეთს :scratchchin:

Edited by duta
Link to post
Share on other sites

უუუუუუუუუუუხ გადნა ყინვა! დაწყდა ობობიების ქსელები ! ამუშავდა გამჭკნარი და მივიწყებული ნადირობის ჟინი! რა გაგვახსენე კაცო ეს? კიდევ მოვა ნეტა? მოვა აბა სად წავა მარა დღეს ისეთ ხასიათზე ვარ როცა ჩემი საკუთარი აღარაფერი მახსოვდა :( ამ წერილმა გამახალისა ნაბული და დენთის სუნი გამახსენა ,აფრენილი მწყერი და მისი ხმა ახლაც მესმის ყურში,ახლად აყვერებული ამბროზიის და ნაირნაირი ბალახის ჭრელაჭულა ხიბლი მომეძალა! თვალწინ დამიდგა ჩემი ძაღლი დინგზე ყვითელი მტვერით და აცრემლებული თვალებით რომელიც გახელებული ანგრევს და სერავს ამაღლებულ ბალახებს მთელი მონადირული ჟინით! ვამხნევებ ჩემებურად მიდი ბიჭო მიდი აქაა მაგ გათახსირებული ! მიდი არ გაგეპაროს მიდი მიდი ეძიე აქააა აქაა და ვმშვიდდები ვხედავ ნაბულს რომელსაც წყალი არ გაეპარება ვიცი რომ ერთი სიტყვა ,,ეცი,, და ის რასაც ვეძებდით ორივენი, ჩვენია, აქაა !ცხვირწინ! ვდგევარ და სცენა რომელიც უამრავჯერ გათამაშებულა ჩემი გონების დასანახად ისევ მეორდება. ალბათ ყველა ხვდებით რაც მოხდება! ინსტიქტურად გავიძახი ბრძანებას ,,ეცი,, ძაღლი იწევს და საფანტისათვის განწირული ფრინველი ამ ულამაზეს პეიზაჟს ურო მიმზიდველს ხდის. მენანება გასროლა ხალხო,იმიტომ რომ არ მინდა ეს იდილია დავარღვიო,ძალიან მომწონს ეს სპექტაკლი ჩემი ძაღლის და ველური ფრინველის შესრულებით მარა მე ხო ამ ორივეზე ველური და დაუნდობელი ვარ ?! კი ასეა, ხო-და ინსტიქტურად ვისვრი ! ვისვრი და ვკლავ ორ სილამაზეს! რომელთაც ამ სიკეთის ამ სილამაზის მსახიობები ქვია! ვკლავ მწყერს რომელმაც ძაღლის სცენა წამოიწყო და არ ვაცლი თამაშს მსახიობ ძაღლს რომელსაც ამ სცენარში ჯერ მისი როლი არ დაუსრულებია . ეს მე ვარ ადამიანი ხალხო მონადირე. მე ეგეთი ვარ ! დაუნდობელი ! უმოწყალო და მკვლელი! მე ასე ვექცევი ცხოველს,ნადირ - ფრინველს და თქვენ ვის?კაცობრიობას ვეკითხები! ადამიანებს? სულიერებს?

გაგვეცით პასუხი ყველამ ვინც ადამიანებს ჩვენზე უარესად ექცევით და ჩვენ დავანებებთ ნადირობას თავს!

 

მტკივა ბიჭებო ! გეხუტეთ ყველას ! მაპატიეთ!

Link to post
Share on other sites

ყველაფერი იდეალურად მაქვს,ახალი თოფი,რომლიდანაც ჯერ არც კი გამისვრია,ძაღლი რომლის დიდი იმედი მაქვს,მარა მანქანა არ მიწყობს ხელს...თუმცა მე მეყოფა რაც არის.ნეტა როგორი სეზონი იქნება?!

Link to post
Share on other sites

ულრტაბგერით მანოკები შემოიტანეს,ანუ ხმა არ აქვს.ასე რომ ბრაკებმა გამოსავალი იპოვნეს მაინც.

მე დიდი იმედი არ მაქვს

Link to post
Share on other sites

ულრტაბგერით მანოკები შემოიტანეს,ანუ ხმა არ აქვს.ასე რომ ბრაკებმა გამოსავალი იპოვნეს მაინც.

მე დიდი იმედი არ მაქვს

 

უკან და უკან მიდის საქმე ამ მხრივ :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

იმ მანოკებს ვერ აკონტროლებდნენ რომელსაც ხმა ქონდა და ეხლა ამ ახალ ოხრობას ხო ვაფშე ვერაფერს ვერ უზამენ :karochera:

ერთადერთი გამოსავალი რჩება: უნდა გაკონტროლდეს მაღაზიები,აიკრძალოს მანოკის და საერთოდ იმ მოწყობილობების გაყიდვა რომელსაც ბრაკონიერები იყენებ.

არამგონია ეს რაღაც ულტრაბგერითი მანოკი, ვინმემ კუსტარული წესით დაამზადოს საქართველოში :scratchchin:

წარმოდგენაც არ მინდა, იმის თუ რა ამბავი იქნება სეზონის გახსნაზე და შემდგომაც, რომელიღაც თემაში მიწერია აქ თუ რახდებოდა ჩემთან სოფელში, შარშან სეზონის გახსნაზე. იყო ლაპარაკი ამ ცოტა ხნის წინ, "გდი" გააქტიურდა და კონტროლიც გააძლირა ამ მიმართულებითო მარა რავიცი რავიცი დიდი იმედი არ მაქ მე რო მანოკისტების და ზოგადად ბრაკონიერების "პარადი" არ იქნება წლევანდელ სეზონზე. (ღმერთმა ქნას ვცდებოდე) :karochera:

Link to post
Share on other sites

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6103646

აჰაა თურმე ამზადებენ კიდეც, კაცი 500$ ად ამზადებს უხმო მანოკს, უპრობლემოდ გამოაქვს და ყიდის, ვითომ არ იქნება წელს ბაკონიერობის ბაქტებიი????? :scratchchin:

აი ეს უნდა გაკონტროლდეს პირველრიგში, რო ასე თავისუფლად არ მიდიოდეს ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობა... მარა სულ ფეხებზე კიდიათ არავინ არაფერს არ ეუბნება, კანონი ამათ არ ზღუდავს და მიდიი ესენი ფულს აკეთებენ, ბრაკები "ხორცს აგროვებენ" სეზონზე და სეზონამდეც და ეგ არი რაა :karochera:

Edited by duta
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ქვემო ქართლში (რუსთავი, მარნეული წალკა ა.შ.შ) სერიოზულ დარღვევას თუ დააფიქსირებთ დამირეკეთ,(577231640)მე ვარ პასუხისმგებელი რომ მოვლენ და დააჯარიმებენ 100%. სხვა რაიონები არ ვიცი. ქვემო ქართლში უეჭველია ;)

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

შუკა

 

გარემოს დაცვაში ხომ არ დაგიწყია მუშაობა მეგობარო? კარგია თუ კი ნამდვილად იქნება ზემოქმედება ბრაკონიერობაზე !

Link to post
Share on other sites

მე სულ სხვანაირი იმედი მქონდა და სხვანაირად წარმომედგინა გარემოს დაცვის მუშაობა . . .

 

მე თუ ვდიე ბრაკონიერს და ვრეკე აქა იქა, ეგ მუშაობა არაა

 

5 თვეა ოთახიდან არ გავსულვარ და მე ვიცი რომ ალაზანზე ქვემოთ ნავით ისევ ადუღებენ ! და ვინც საჭიროა იმან არ იცის ვითომ?

 

დგანან და ანკესით მოთევზავეებს აჯარიმებენ ერთი მეორის მიყოლებით, ფუუ . . მალადეც რა!!!

 

კანონი როგორც ყოველთვის პატიოსანი კაცის წინააღმდეგ მუშაობს საქართველოში მხოლოდ.

Link to post
Share on other sites
მტკვარზე ისევ მიდის იმ სეტკებით თევზაობა მოურიდებლად

 

ეჰ მიდის მიდის, ეს ოხრები კიდე ქევხოს თქმის არ იყოს ანკესიან ხალხს დასდევენ თან ატელევიზორებენ რო საქმეში ჩაეთვალოთ :karochera: იმ დრეს გული დამეწვა, კაცი თხილის ჯოხით იჯდა სათევზაოდ და მაგას რო სასამართლოში მიიყვან, სირცხვილია მაშინ როდესაც ვიღაცეები შუაგულში ნავით ელექტრიკოსობენ და სახლართი ბადეებით და ეკრანებით ანადგურებენ თევზს. სირცხვილია :(

Link to post
Share on other sites

შარშან კარგი გასვლები გვქონდა მართალია რამდენიმე მარა სიტუაცია გვქონდა საკმაოდ კარგი. იხვის აღება ვერაფრით ვერ შევძელით. რათქმაუნდა გული არ გვწყდება, ყველანი ერთი ჭკუის ვართ და ჩვენთვის მთავარს წარმოადგენს დასვენება.

წელს ვნახოთ იხვის სეზონს დაველოდებით როგორი იქნება. ბიჭები უკვე ვემზადებით სეზონის გახსნისთვის და ვმსჯელობთ მარშრუტებზე. შარშანდელი სეზონის ტყვიაწამალი იმდენი მაქვს, რომ თუ ისევ ასეთი ექსტენსიური იქნება ჩვენი წლევანდელი ნადირობა მომავალშიც გადამყვება :D

ერთადერთი რაც საყიდელი მექნება ესაა თოფის საწმენდი ზეთი. ხო კიდე ერთი ძაღლი უკვე გვყავს წელს სეზონზე გავიყვანთ რო სუნი ავარებინოთ, სანადირო ასაკი ჯერ არ ექნება მარა უფროს ძაღლებტან ერთად ცოტახნით გავუშვებთ, მეორე ძაღლს ცოტახანში მე ავიყვან და მომავალი სეზონისთვის კარგად ვიქნებით დაკომპლექტებულები. ვოოოტ ჩვენი სასტავის რეპორტი.

Link to post
Share on other sites

მოკლედ 2 დღით სოფელში ვიყავი ასული, რათქმაუნდა დილა საღამოს ძაღლი გამყავდა მინდორში.

მწყერი შეიძლება ითქვას ცოტა კიარა, საერთოდ არ არის. ქვიტკირსაც იშვიათად თუ გაიგონებ კაცი.

2 ცალი მწყერი ვნახეთ სულ, ისიც თავის ბუდობიანად ამოვიდა (ბარტყებთან ერთად)

შარშან ამ დროს ძაღლს რო ვგეშავდი გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო, ყველა დილას საკმაო რაოდენობის მწყერს ვნახულობდით მე და ლედია.

სეტყვა იყო 2-3 ჯერ და მაგის ბრალია ასეთი "უმწყერობა" პლიუს ამას ადგილობრივ მოსახლეობას მინდვრები და ყანები შეუწამლიათ და ეს წამალი თურმე რაღაც შხამს შეიცავს, რომელიც ბალახს ანადგურებს.

ძალიან სუდი მდგომარეობაა ჩემსკენ, მაგ ადგილებში არ მაქ კარგი ნადირობის იმედი წელს .... ნეტა სხვაგან რახდებაა :scratchchin: :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ფეისბუქზე გავაკეთოთ გვერდი მანოკის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით-თქვენი აზრით როგორი იდეაა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...