Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

B.S.A., Guns

 

 

48f7691f04b5.gif

 

ფორუმში ბევრგან გვაქვს აღნიშნული, რომ ინგლისური თოფები ძალიან ძვირს ფასობს...

დღეს მოგითხრობთ საწარმოზე, რომელმაც უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებაც მოახერხა და ამავე დროს თავისი ფასით ხელმისაწვდომი იყო რიგითი მონადირისათვის. ამ ფირმას Birmingham Small Arms, Guns ქვია(შემოკლებით B.S.A., Guns).

ფირმა დაფუძნებული იყო სააქციო საზოგადოების სახით ბირმინგემში 1861 წელს ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის წარმოების მიზნით. აქციონერები ცნობილი ბირმინგემელი მეიარაღეები იყვნენ. ამ პერიოდში საწარმომ ბრიტანეთის მთავრობის შეკვეთა მიიღო, რომელიც არმიის შეიარაღებაში არსებული თოფების გადაკეთებას მოიცავდა(თოფები სახაზინო გადატენვაზე გადაჰყავდათ). ამას მოყვა თურქეთის მთავრობის 1863 წლის ანალოგიური შეკვეთა 20 000 ერთეულ თოფზე.

ფირმა აგრეთვე ამზადებდა Martini-Henry მოდელის კარაბინებს. პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდებში ფირმა საბრძოლო იარაღის მასიურ წარმოებაზე იყო გადასული.

 

 

46d2fab6c917.jpg

 

სანადირო იარაღის კონვეიერულ წარმოებას სააქციო საზოგადოებამ 1920 წლიდან მიჰყო ხელი. ფირმის გლუვლულიანებზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება 1920-1930 წლებში იყო. ეს შედარებით ხელმისაწვდომი თოფები ლულათა ჰორიზონტალური წყობით იყო. მათ სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა შესრულების მაღალი ხარისხისა და მასალის საიმედოობის გამო. ფირმას სარეკლამო კამპანია კარგად ჰქონდა ორგანიზებულული და სხვადასხვა ფირმის კატალოგებში მისი ნაწარმი ხშირად ხვდებოდა.

 

af235961e539.jpg

 

ლულები jessop's Fluid Pressed Stel მარკის ფოლადისაგან მზადდებოდა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა საუკეთესო ხარისხის ძვირადღირებულ ფოლადის მარკებს. მოდელებში Special და Special Deluxe ლულები დემიბლოკებია. კალაპოტები ნიკელირებული ფოლადისაგან კეთდებოდა; თოფები უმეტესად 12 ყალიბისა იყო; საკეტები ენსონ დილეის სისტემის; ლულათა სიგრძე შეადგენდა 762-711-635 მმ-ს. სავაზნის სიგრძე 65მმ ან 70 მმ; წყალმცურავებისათვის განკუთვნილი თოფების ლულათა სავაზნეები 76მმ-ს სიგრძის იყო; ლულის სიგრძის შესაბამისად თოფების წონა მერყეობდა 3,18კგ- 3,12კგ-2,89კგ-ს ფარგლებში.

 

392bcec18cbc.jpg

 

საწარმო უშვებდა აგრეთვე ხრახნილლულიანის რამდენიმე მოდელს.

B.S.A., Guns-მა 1940 წელს შეწყვიტა სანადირო იარღის გამოშვება, ხოლო 1950 წლიდან კი მხოლოდ პნევმატურ იარაღს აწარმოებს. 1986 წელს ფირმამ რეორგენიზაცია განიცადა თუმცა პნევმატური იარღის პროფილიდან არ გადაუხვევია.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...