Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

C.G. Bonehill, Ltd

 

 

 

 

b375b94c4c58.jpg

 

 

მეცხრამეტე საუკუნის უმაღლესი კლასის ინგლისურ თოფებში ერთი მწარმოებლის პროდუქციაშიც კი იშვიათად იპოვით ერთნაირ ეგზემპლიარებს(თუ რა თქმა უნდა სპეციალურად არაა შეკვეთილი იდენტური თოფები). იარღის თითოეული დეტალი კონკრეტულ თოფზე იყო მორგებული.

არმიის შეიარაღება მასიური და იდენტური იარაღის წარმოებას მოითხოვდა. ამიტომ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში კონვეიერულ წარმოებაზე მოთხოვნილება გაიზარდა. კონვეიერზე დელალები იმდენად ერთნაირი კეთდებოდა, რომ შესაძლებელი იყო მათი ურთიერთმონაცვლეობა(თან გაიაფდა).

ინგლისურ კომპანიებს შორის სერიული სანადირო თოფების წარმოებაში წარმატებას ერთ-ერთმა პირველმა კრისტოფერ გეორგ ბონჰილმა მიაღწია ბირმინგემში.

ბონჰილის იარაღი სერიული და იაფი იყო თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა მაღალი ხარისხი. ამავე დროს მისი დეტალები ურთიერთმონაცვლებადი იყო.

 

700cbd15f332.jpg

 

კრისტოფერმა ყმაწვილობისას გადაწყვიტა მეიარაღე გამხდარიყო და მუშაობა ბირმინგემის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოსტატთან ჯოზეფ ესტონტან დაიწყო, რომელიც უკვე მაშინ ასრულებდა სახელმწიფო შეკვეთებს სამხედრო იარაღის გაკეთებაზე.

საკუთარი ფირმა ბონჰილმა 20 წლის ასაკში 1851 წელს დააფუძნა. ბიზნესმა აღმასვლა დაიწყო. 1870 წელს მისი ფირმა სამხედრო იარღით საფრანგეთის ჯარს ამარაგებდა. გაზრდილი მოთხოვნილებისათვის ფეხი რომ აეწყო, ფირმამ ბირმინგემში Belmont Row-ის ქუჩაზე მდებარე National Arms and Ammunition Company-ს ფაბრიკა აიღო, გადააიარაღა სერიული ტექნოლოგიების შესაბამისად და სამხედრო და სანადირო-სპორტული იარაღის წარმოება უფრო გაზარდა. აქედან მოდის სახელწოდება Belmont Firearms & Gun Barrel Works.

სანადირო თოფები Belmont სწორედ ამ საწარმოშია გაკეთებული. ძირითადად ეს თოფები ამერიკის მზარდი მოთხოვნილების ბაზრისათვის იყო განკუთვნილი.

 

084511e10790.jpg

 

ბონჰილის ორგანიზატორული ნიჭი ბრიტანეთში აღიარებული იყო. 28 წლის განმავლობაში ის ბირმინგემის იარაღის საცდელი პალატის წევრი იყო, რომელიც იარაღის გამოცდის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს შეიმუშავებდა. კრისტოფერი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით არ იყო დაინტერესებული. მის მიერ შექმნილია პნევმატური იარათი ,,ბრიტანია", რომელიც იმ დროში ერთ-ერთ საუკეთესო პნევმატიკად იყო აღიარებული. ,,ბრიტანია" ახალი ზელანდიის მთავრობამ სპორცმენების სავარჯიშოდ მასიურად შეიძინა ფირმიდან.

ფირმის დამფუძნებელი 1920 წელს გარდაიცვალა. მის სიკვდილამდე გაცილებით ადრე ბონჰილის მემკვიდრეებმა აიღეს თავიანთ ხელში მმართველობა და აბრევიატურაში გაჩნდა ახალი სახელი: Successors to C.G. Bonehill( ბონჰილის სამართალმემკვიდრეები).

ფირმა პროდუქციას უშვებდა 1940 წლამდე, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1965 წელს.

 

 

 

a7304a55e2e0.jpg

 

 

 

მოკლედ მოგახსენებთ ფირმის ყველაზე ცნობილ სერიის Belmont-ის შესახებ.

 

 

8d93cd345ba7.jpg

 

პირველი ,,ბელმონტები" 1887 წელს გამოჩნდა. ისინი გარე ან შიდა ჩახმახებზეა; მექანიზმი რამდემიმე ვარიანტადაა წარმოდგენილი. ლულათა კომბინაცია სხვადასხვაა_ გლუვლულიანები, ხრახნილები ან კომბინირებულები. კომბინირებულები ძირითადად გამოდიოდა მარჯვენა გლუვი 12 ყალიბით და მარცხენა .577 ან .450 ყალიბით.

შტუცერები ყველა ყალიბით გამოდიოდა(.303-.600). გრავირება ფასიდან გამომდინარე იყო_ ძვირიანი მოდელები უფრო მდიდარი გარვირებით კეთდებოდა.

12 ყალიბის Belmont ლულათა სხვადასხვა სიგრძით კეთდებოდა. სავაზნე 65მმ-იანი გახლდათ. ლულათა შევიწროება ნახევარჩოკი-ცილინდრი მეტყველებს იმაზე, რომ თოფი განკუთვნილი იყო მეძებართან ერთად ნადირობისათვის. ამ გლუვლულიანებს საკმაოდ მდიდრული გრავირება უკეთდებოდათ.

 

 

76da1d8775ba.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...