Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

W.& C. Scott & Son

 

 

493917592960.jpg

 

 

 

ამ კომპანიის ბედი მეცხრამეტე საუკუნიდან ,,უებლი და სკოტის" ბედთანაა გადაჯაჭვული, რაც შესაბამიდად Webley & Scott-ის თემაშია აღწერილი, აქ კი მისი დამოუკიდებელი მოღვაწეობის რამდენიმე შტრიხს შევეხებით.

 

კომპანია W & C Scott შეიქმნა ბირმინგემში 1834 წელს ძმების უილიამისა და ჩარლზ სკოტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ამ კომპანიამ უკვე წამყვანის რეპუტაცია მიიღო.

1850 წელს საწარმოში შემოდიან უილიამის შვილები, უილიამ მედიჩი და ჯეიმს ჩარლზი. უილიამ მედიჩი იყო ნიჭიერი ინჟინერი და გამომგონებელი, რომელმაც თავისი პირველი პატენტი მიიღო 1865 წელს, ხოლო 1878 წელს მიიღო პატენტი გლუვ თოფზე, რომელსაც ბევრი ფირმა უშვებდა მ.შ. ჰოლანდ-ჰოლანდიც.

1858 წელს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ბირმინგემში თავისი ვიზიტისას იხილეს სპეციალურად ამ დღისათვის ძმები სკოტების მიერ გაკეთებული იარაღის თაღი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ათასი პისტოლეტის, მუშკეტისა და დროშისაგან. დედოფალი აღფრთოვანებული დარჩა და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ფირმის ბედი.

ფირმამ იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ გაკეთებას ვერ უთავდებოდა. საჭირო იყო შემდგომი გაფართოება. 1865 წელს ფირმა გადადის ლანკასტერ-სტრიტზე. ამავე დროს იხსნება წარმომადგენლობა ლონდონში. ამ პერიოდში ფირმამ შეისყიდა კომპანია Moore & Harris. 1869 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს შვილი უილიამი. მასთან დაკავშირებულია წარმოების მასშტაბების კიდევ უფრო ზრდა_ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზარზე შესვლა.

 

cc18b4b91979.jpg

 

 

ფირმა გლუვი ლულის ჩოკური შევიწროებების შემოტანის პიონერად ითვლება. შვილი უილიამი ჩოკებზე პატენტს 1875 წელს იღებს. ამავე წელს დაპატენტდა ზედა საკეტი Triplex. ზედა კვადრატული ფორმის ჭანჭიკით დაკეტვა, რომელიც ,,სკოტის კვადრატულ ჭანჭიკადაა" სახელდებული, შემოტანილი იყო საფირმო თოფებზე 1892 წელს. აღნიშნული საკეტი სავალდებულო ელემენტი გახდა საფირმო თოფებისათვის 1936 წლამდე. ფირმა უშვებდა ყველა ყალიბისა და სისტემის თოფს. მხოლოდ .410(36) ყალიბის თოფებია ძალიან ცოტა გამოშვებული(100-ზე ნაკლები). 4 ყალიბის თოფების გამოშვება პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ფირმას მცირე რაოდენობით აქვს ნაწარმოები 14 და 24 ყალიბის თოფებიც.

 

 

 

3a0c7b702184.jpg

 

ba5047d3e553.jpg

 

 

1887 წელს ფირმის ხელმძღვანელი ჯეიმს ჩარლზ სკოტი ხდება.

1897 წელს სამი კომპანიის P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son-ის გაერთიანებით და საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, მოვლინებით სკოტის დამოუკიდებელი ბრენდის სახით წარმოდგენა დიდი ხნით შეწყდა.

1980 წელს კომპანია Harris & Sheldon Group-მა გადაწყვიტა ძველი W & C Scott ბრენდის აღდგენა და ახალ საწარმოში 250 ათასი ფუნტი სტერლინგის ინვესტირება მოახდინა. თუმცა 1985 წელს ,,სკოტი" კვლავ გაიყიდა... ამჯერად ჰოლანდ-ჰოლანდზე. ახალი მფლობელის ხელში ბრენდისათვის ახალი საწარმოო პერსპექტივების შანსები გაჩნდა, თუმცა ჰოლანდ-ჰოლანდის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერის მოთხოვნით 1989 წელს ბრენდი W.& C. Scott & Son კვლავ გააჩერეს და მხოლოდ თოფების რემონტისა და აღდგენის ფუნქცია დაუტოვეს.

 

b830c46af90f.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

1961 წლის 2 ივლისს ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი სანადირო თოფით სიცოცხლე მოისწრაფა. საბედისწერო იარაღი დღეს აღარ არსებობს. საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო "სუვენირებზე მონადირეთა" გამოხდომები, ჰემინგუეის უახლოესმა მეგობარმა ჩარლზ ატკინსონმა ადგილობრივ რკინის საამქროში მიიტანა იარაღი და შემდუღებლის დახმარებით მცირე ნაწილებად დაჭრა, შემდეგ ნარჩენები მინდორ-ველად მიმოფანტეს კეტჩუმში.

ტრაგედიამ წარმოშვა უამრავი მოარული ხმები. იყო ვერსიები საბედისწერო ვინჩესტერის M21-ზე, იყო ხმები პერდეზე(რომელიც სინამდვილეში ერნესტს საერთოდ არ გააჩნდა), ტყუპისცალ ბოსზე. ყველაზე დამაჯერებლად ჟღერდა ვერსია ბერნარდელიზე(ვერსიას ამ ბოლო დრომდე თქვენი მონა-მორჩილიც იზიარებდა და შესაბამის თემაშიც არის კომენტარი:hi: ).

 

 

სულ ახლახანს გადავაწყდი მასალას თავისი დოკუმენტური მტკიცებულებებით, რომელიც რადიკალურად ცვლის სურათს:

 

სწორედ იმ საამქროში, სადაც "დაფქვეს" იარღი, შემორჩა ჰემინგუეის საბედისწერო თოფის რამდენიმე ფრაგმენტი. ძალიან დიდი ალბათობით ეს ფრაგმენტები ეკუთვნის თოფს, რომელიც W.& C. Scott & Son-მა გამოუშვა და მოდელის სახელია Monte Carlo B

 

 

afe8d8069afa.png

 

 

მარცხენა სურათზე მოცემულია ჰემინგუეის საბედისწერო იარაღის ფრაგმენტი, ხოლო მარჯვენაზე კი იგივე ფრაგმენტი შედარებულია W.& C. Scott & Son-ის მოდელ Monte Carlo B-ის გვერდით დაფას. ყურადღებას იპყრობს პირველი შტიფტის უკიდურესი მარცხენა განლაგება, რაც ძალიან იშვიათი პოზიციაა.

 

ახლა დავხედოთ გრავირებას:

 

d3d453e4735d.png

 

მარხცენა სურათზე ჰემინგუეის თოფის ფრაგმენტი, ხოლო მარჯვენაზე კი W.& C. Scott & Son-ის მოდელ Monte Carlo B.

 

 

შემდეგი დოკუმენტური მასალა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჰემინგუეის სკოტის აღნიშნული თოფი გააჩნდა

 

fa046497ad15.png

 

 

ჰემინგუეის აღნიშნული თოფი შეუძენია 1948 წლის შემოდგომაზე იტალიაში და ამ იარღით ნადირობდა იტალიაში, კუბასა და აფრიკაში.

სურათზე ჩვენ ვხედავთ საიდლოკს, რომლის შტიფტების რაოდენობა და განლაგება ზუსტად ემთხვევა W.&C. Scott&Son-ის Monte Carlo B-ის შტიფტებს(ეს საკეტი 1894 წლიდან დგება შესაბამის მოდელზე).

 

 

და ბოლოს, ჰემინგუეის ერთ-ერთი მეგობარი ფორესტ მაკ მულენი იხსენებს, რომ 1960 წლის იანვარში ერნესტის თხოვნით სკოტის საიდლოკი მიიტანა ხელოსანთან სასხლეტების დასარეგულირებლად და ანტაბკების მოსახსნელად.

ტრაგედიიდან მალე ხანებში აღნიშნული თოფი მწერლის სახლში აღარ აღმოჩნდა...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...