Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს თასი ფიდერით თევზჭერაში 2014

Recommended Posts

საქართველოს თასი 2014

მეგობრებო, გატყობინებთ, რომ 11–12 ოქტომბერს, ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია ჩაატარებს პროფესიონალურ რეიტინგულ ტურნირს ფიდერით თევზჭერაში "საქართველოს თასი 2014"

ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "2014 წლის პროფესიონალური პირველობა ფიდერით თევზჭერაში "საქართველოს თასი 2014""

ტურნირის ჩატარების თარიღი: 11–12 ოქტომბერი (ორი ტური დამოუკიდებელი კენჭისყრით)

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: დაზუსტებით ცნობილი გახდება ტურნირამდე 10 დღით ადრე. სავარაუდო ადგილებია – სიონის წყალსაცავი, წალკის წყალსაცავი, დალის წყალსაცავი, ნადარბაზევის ტბა, კუმისის ტბა.

ტურნირის სტატუსი: პროფესიონალური რეიტინგული შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

!!! შეჯიბრება პროფესიონალური ხასიათისაა და ჩატარდება საქართველოს ფიდერის ფედერაციის წესების სრული დაცვით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მხოლოდ ფიდერის ფედერაციის წევრებმა. ის პირები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული ფიდერის ფედერაციაში, ვალდებულნი არიან გაიარონ წევრობის რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის წევრობის პროცედურა აღწერილია აქ – http://sportfishing....რაციის-წევრობა/

გაწევრიანების კანდიდატებად დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მიმდინარე სათევზაო სეზონზე მიიღეს მონაწილეობა მინიმუმ ერთ ფედერაციის მიერ მოწყობილ ტურნირზე ან იმუშავეს მსაჯთა ბიგადაში.

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;

2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;

3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;

4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად, ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);

5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;

6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;

7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;

8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ ერთი ფიდერის მონტაჟი – სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი. სხვა დანარჩენი მონტაჟი აკრძალულია!

9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.

10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპ–აპ საშუალებები, მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.

11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.

12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.

13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 40 ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარიში: GE32TB7601436080100003

თანხის შეტანის ბოლო ვადა 5 ოქტომბერი.

შეგროვილი თანხა მოხმარდება ტურნირის საპრიზო ფონდს. დარჩენილი თანხა მოხმარდება ფიდერის ფედერაციის პროექტს: "კაპარჭინას პოპულაციის აღდგენა საქართველოს წყალსატევებში"

Link to post
Share on other sites

როგორ მიხარია ასეთი პროგრესი რომ არის ამ საქმეში B) სულ 2-3 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა რომ ეს მოხდებოდა? და უახლოეს დროს საქართველოს ამ სახეობის სპორტსმენების კარგი ნაკრები ეყოლება :yes: :yes: :yes: Я так думаю :dato:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ოქროს ტბაზე შესვლა ფასიანი არ არის salamandra???

ფასიანია,და სწორეთ მანდ უნდათ რომ ჩაატარონ თორე უფასოში თევზი აღარაა ! ))

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

SPORTFISHING.GE -დან გადმოვაკოპირე თენგო ბინიაშვილის პოსტი ინფორმაციისათვის

თასი ჩავატარეთ... :) როგორც წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს შეეფერება, ყველაზე დიდი მზადება და დაძაბულობა ამ შეჯიბრების წინ შეინიშნებოდა ფიდერმენებში. ფედერაციის გამგეობაც დიდად დაძაბულები ვიყავით, რადგან ტუნირი დაგვიანებით დაიგეგმა და ბოლო წუთამდე შიში გვაქონდა ამინდს ან წყლის უეცარ გაცივებას ტურნირი არ ჩაეშალა. მაგრამ ყველაფერი საუკეთესო სცენარით განვითარდა და შეჯიბრება საინტერესო და ბოლომდე დაძაბული გამოვიდა. ახალმა წესებმაც ასპარეზობას მეტი სერიოზულობა და ნამდვილი პროფესიონალური ელფერი შესძინა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე ამ ტურნირის მიზანი იყო გამოგვეცადა ჩვენი თავი სწრაფ ჭერაში – ხოდა ზოგიერთმა ისეთი ტემპი აკრიფა, რომ ერთი შეხედვით დაუჯერებელიც არის – არტურ ვართარეზოვმა 5 საათში 5 კილოზე მეტი შამაია დაიჭირა! არის ვიდეო, სადაც გადაღებულია, როგორ გამოყავს მას 3 წუთში 5 თევზი!!! და ეს ფიდერით :) მოკლედ, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები სწრაფი ჭერის ათვისებაში და საკმაოდ წარმატებულად. ასევე ამ შეჯიბრებამ გვაჩვენა, რომ შამაია არც თუ ისე მარტივი თევზი ყოფილა და მის მოხელთებასაც მეთევზესგან საკმაო ძალისხმევა სჭირდება – შესაფერისი ანკესი და ქვივერი, სწორად აწყობილი მონტაჟი, სატყუარის სწორად შერჩევა და პრეზენტაცია, და რაც მთავარია მარჯვე ხელები და მარიფათი. მოკლედ ტურნირზე იოლი თევზი არ არსებობს, თითოეულის მოპოვებას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

მინდა აქვე ყველა გამარჯვებულს და საერთოდ ყველა მონაწილეს მივულოცო ტურნირის წარმატებულად ჩატარება და სატურნირო სეზონის დახურვა. მომავალი წლიდან კიდევ არაერთი საინტერესო და დაძაბუყლი შეჯიბრება გველოდება!

ზურა ვერ მივაგენი და იქნებ ლინკი დადო რეპორტი თუ არის უკვე მზად...

Link to post
Share on other sites

ზურა ვერ მივაგენი და იქნებ ლინკი დადო რეპორტი თუ არის უკვე მზად...

არმენ აქედან დაიწყე,საინტერესოა ))

http://sportfishing.ge/forum/index.php?/topic/324-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%AD/page-18

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...