gube 20 Posted December 4, 2014 Report Share Posted December 4, 2014 ხვალიდან შაბათის ჩათვლით ტოკიო ძიუდოში სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირს – გრან სლემს უმასპინძლებს. ტრადიციულ, პრესტიჟულ შეჯიბრებაში 65 ქვეყნის 424 ძიუდოისტი ჩაერთვება. სამთვიანი პაუზის შემდეგ ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გავლენ. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში რვა შეგირდი შეიყვანა. ტურნირის მიმომხილველი ვებ-გვერდის წინასწარი ინფორმაციით კიმონო ათ ქართველს უნდა მოერგო, მაგრამ შემადგენლობას ბოლო მომენტში გამოაკლდნენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). პაპინაშვილის შემთხვევაში მიზეზი ძველი ტრავმაა, რომელიც ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი პირველობების პრიზიორმა უკვე მოიშუშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ზედმეტ დატვირთვას მაინც აარიდა. ოქრუაშვილის ჭიდაობა კი წინასატურნირო შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გამოირიცხა. საქართველოს ნაკრები უკვე მესამე კვირაა, იაპონიაში გადის საწვრთნელ პროცესს. გუნდის ლიდერები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) კი სულაც, ორ თვეზე მეტია, ტოკიოში ვარჯიშობენ. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 5 დეკემბერს მედლები ვაჟებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსო. 66-ში კი კიმონოს ვაჟა მარგველაშვილი და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ძმა ბექა შავდათუაშვილი მოირგებენ. ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან და საქმეში ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან. გრან სლემის დასკვნით დღეს კი ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ. ტოკიოში შეკრებილი შემადგენლობის გათვალისწინებით, მომავალ ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატიც შეიძლება ეწოდოს. ვაჟებში შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში პირველ ნომრად მსოფლიო რეიტინგის ლიდერია განთესილი. უკვე შედგა წილისყრა და ქართველი ძიუდოისტების პირველი მეტოქეებიც გამოვლინდნენ. მარგველაშვილი გრან სლემს იტალიელ ემანუელ ბრუნოსთან დაჭიდებით გახსნის. ბექა შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება, სამხრეთკორეელ ბაულ ანთან შეხვედრით. ტატალაშვილიც მეორე წრით დაიწყებს, სადაც მეტოქედ სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანსა და ჩინელ შუაი სუნს შორის უძლიერესი ეყოლება. ლაშა შავდათუაშვილი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს დაუპირისპირდება. ჭრიკიშვილი აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუსა და ესპანელი დანიელ გონზალესის წყვილიდან გასულს შეხვდება. ლიპარტელიანი - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილსა და პუერტორიკოელ აქსელ რივერას შორის მოგებულს. ბექა ღვინიაშვილი - უზბეკ კამოლიდინ ხოლმამატოვს ან აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს, ხოლო ლევან მატიაშვილი - უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს. გრან სლემის ჩემპიონებს ოქროს მედალი 500 სარეიტინგო ქულით დაუფასდებათ. ფინალისტები 300-300 ქულას ჩაიწერენ, ბრინჯაოს პრიზიორები – 200-200-ს, ხოლო რეპეშაჟის ფინალში წაგებულები – 100-100-ს. საქართველოს ნაკრები 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ბექა შავდათუაშვილი 73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი 81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ - ლევან მატიაშვილი ვფიქრობ 2 შესაძლო მედალი გამოგვაკლდა რატო ალბათ დაწერენ რამეს ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 4, 2014 Author Report Share Posted December 4, 2014 (edited) 5--7 დეკემბერს გაიმართება ტოკიოს გრან სლემი. წინასწარი შეხვედრები დაიწყება თბილისის დროით 5:00-ზე. შედეგები http://www.ippon.org/gs_jpn2014.php ინტერნეტრეპორტაჟი www.ippon.tv Edited December 4, 2014 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 5, 2014 Author Report Share Posted December 5, 2014 (edited) უმედლო დასაწყისი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ტოკიოს გრან სლემზე მე-7 ადგილი დაიკავა. ეროვნული გუნდის დებიუტანტმა იაპონურ ტატამზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში საწყის ეტაპზე იტალიელ ემანუელ ბრუნოს დაუპირისპირდა და მეორე წუთზე შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე. მეორე წრეში, კანადელ პატრიკ განიესთან პირველსავე წუთზე იუკოზე დავარდა. სწრაფადვე აღადგინა წონასწორობა. მერე იუკოთივე დაწინაურდა. მეხუთე წუთის დასაწყისში კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა. მართალია ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ვაზარი მაინც გამოიმუშავა და უპირატესობა საფინალო გონგამდე მშვიდად შეინარჩუნა. მესამე მეტოქეს - სლოვენიელ ადრიან გომბოცს მარგველაშვილმა ბეჭებზე გასაკრავად წუთნახევარი აკმარა და მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი ებრაელ გორან პოლაკთან თავად წააგო სუფთად და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტისთვის დაუძლეველი ზღუდე იაპონელი კენგო ტაკაიჩი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საწყის წამებზევე ვაზარი შეასრულა და გდება შებოჭვით დააგვირგვინა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ბექა შავდათუაშვილმაც იჭიდავა, რომელიც იაპონიაში ნაკრებს საკუთარი ხარჯით გაჰყვა. ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ძმა შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთკორეელ ბაულ ანთან იპონით წააგო. დღესვე მედლები 60 კილოგრამშიც თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უმსუბუქეს წონაში მონაწილე არ ჰყავდა, რადგან გუნდის ლიდერმა, ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატების პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა ტრავმა ახლახან მოიშუშა და მწვრთნელებმა მისი დატვირთვისგან თავი შეიკავეს. ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ზეგ კი დარჩენილი სამი წონა: 90, 100 და +100 კილოგრამები დაინომრება. გრან სლემის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის პრიზიორები პირად რეიტინგს 300 ქულას შემატებენ, ხოლო ბრინჯაოსნები – 200-ს. ვასილ მშვილდაძე Edited December 5, 2014 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 6, 2014 Author Report Share Posted December 6, 2014 დღე მეორე ლინკები მაღLა არის მითითებული სანახავი წარმატებით გაიარა ჭრიკიშვილმა წინა სამი შეხვედრა ვნახოთ ეხლა რა იქნება ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted December 6, 2014 Report Share Posted December 6, 2014 მადლობა ინფორმაციისთვის ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 6, 2014 Author Report Share Posted December 6, 2014 მხოლოდ ბრინჯაო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს და 200 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან წაგებით. შეგახსენებთ, ნაგასეს ჭრიკიშვილმა სამიოდ თვის წინ, მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საკმაოდ ადვილად აჯობა, თუმცა იმავე პირველობაზეც დაუპირისპირდა და უკვე იაპონელმა იმარჯვა, ოქროს დროში აღებული ქულით. ამჯერად ჭრიკიშვილმა მესამე წუთზე, იპონით წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ნაგასეს ჯავრი ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერზე იყარა. ამ ორ შეხვედრამდე კი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუს, ჩინელი ჰემუბატუ ერისა და იაპონელი გოკი მარუიამას ძლევა მოასწრო. გრან სლემის ჩემპიონი სწორედ ტაკენორი ნაგასე გახდა, ფინალში პორტუგალიელი სერგიუ ტომას ძლევით. მესამე საპრიზო ადგილი კი ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად გერმანელმა ალექსანდერ ვიეცზერზაკმა დაიკავა. დღესვე მედლები 73 კილოგრამშიც გათამაშდა. ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გავიდნენ, მაგრამ გრან სლემს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ტატალაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან იუკოთი წააგო. შავდათუაშვილმა პირველ წრეში ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შიდოს უპირატესობით აჯობა, მონაკოელ სედრიკ ბესის წუთსა და 22 წამში მოუმთავრა საქმე, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვთან იუკოთი დამარცხდა. 73 კილოგრამის ფინალში ერთმანეთს იაპონელები ჰიროუკი აკიმოტო და შოჰეი ონო დაეჭიდნენ და ოქროს ბედი აკიმოტოს მიერ შესრულებულმა იუკომ გადაწყვიტა. ბრინჯაოს მედლებს კი ტატალაშვილის მომგები ჩანგრიმ ანი და უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაეუფლნენ. ტოკიოს გრან სლემი კვირას დასრულდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) მოირგებენ. ვასილ მშვილდაძე. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 6, 2014 Report Share Posted December 6, 2014 გუბე :yes: ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 7, 2014 Author Report Share Posted December 7, 2014 (edited) დღევანდელ დღეს სასიხარულო ამბით დავიწყებ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი ლევან მატიაშვილი იაპონიაში მიმდინარე ძიგარო კანუს საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა რაც შეეხება მის გავლილ გზას ლევან მატიაშვილი ფინალშია. 1982 წლის შემდეგ, როდესაც დავით ბოდაველმა ეს შეჯიბრი მოიგო, ქართველი ძიუდოისტი პირველად გავიდა ტოკიოს ტურნირის ფინალში სამწუხაროდ დღეს ჩვენი ორი დიდი იმედი უმედლოს დარჩა ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხებფინალი იაპონელ ნაგასავა კენტასთან და თმო დამამმშიდებელ წრეში თართვის შემდეგ ბრძოლა მესამე ადგილისთვის გააგრძელა სადაც ასევე იაპონელ მაშU ბაკერთან დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას ასევე 90 კგს მოჭიდავე ბექა ღვინიაშვი საკმაოდ წარმატებული სპორცმენი ახალგაზრდებში მეორე შეხვედრა დათმო ფრანგ იდდირ ალექსანდრესთან დაველოდოთ რა მოხდება ფინალში მძიმე წონაშI ჩვენებული რუს რენატ საიდოვ დაუპირისპირდება რომელმაც რაოდენ ასაკვირიც არუნდა იყოს იაპონელების ამომავალი ვარსკვლავი რაი სიჩინოე დაამარცხა სპორტულ სამყაროში მას უწინასწარმეტყველებენ ტედი რინერზე გამარჯვებას სხვამ ეს ჯერ ვერ შეძლო პ.ს. ფინალისტ რენატ საიდოვთან მეც მაქვს ნაჭIდავები ფიზიკურად მაღალი ძლიერი არატექნიკური მოჭიდავეა ქართულად კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ჩვენი შეხვედრა იტალიაში ლინგარნო საბიადოროს ზამთრის ვარჯიშებზე 2012 Edited December 7, 2014 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 7, 2014 Author Report Share Posted December 7, 2014 რამოდენიმე წუთში დაიწყება ფინალური შეხვედრა აქ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 7, 2014 Author Report Share Posted December 7, 2014 სიმაღლე მაინც თავისას შვება ვერცხლს დავჯერდით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 7, 2014 Report Share Posted December 7, 2014 რამხელაა ეგ შობელძაღლი, მაგას ტყვია თუ წააქცევს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 13, 2014 Author Report Share Posted December 13, 2014 უპრეცედენტო ფალავნობა – უცხოელებით და "პორშე კაიანით” შაბათს თბილისის ცირკი ქართულ ჭიდაობაში სეზონის შემაჯამებელ ტრადიციულ ტურნირს – ფალავნობას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები ჩაერთვებიან და მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. ოთხივე წონის ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენის შემდეგ კი გამორჩეული მოჭიდავეები მთავარი ჯილდოსთვის - 2014 წლის აბსოლუტური ფალავნის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან. მომავალ შეჯიბრებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. დამსწრეთ ფალავნობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ მიაწოდეს. "ფალავნობა 2014 შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი კამპანიის ფარგლებში იმართება. სიამოვნებით ვუერთდებით ამ აქციას. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სპონსორები - „მეღვინეობა ხარება" და „აქვა გეო". რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, მომავალი შეჯიბრება უპრეცედენტო იქნება იმ მხრივ, რომ წამყვან ქართველ სპორტსმენებთან ერთად ფალავნობაში უცხოელებიც ჩაერთვებიან. თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ბელარუსიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან 20-მდე მონაწილეს ველოდებით, რაც ჩვენს ტრადიციულ ტურნირს კიდევ უფრო გაალამაზებს” – განაცხადა გელა ბერუაშვილმა. თამაზ თევზაძემ და ირაკლი დოლაბერიძემ სიამაყით აღნიშნეს, რომ წლეულს ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ფედერაციის ხელმძღვანელობას კი კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული ტურნირი უსურვეს. პრესკონფერენციის პარალელურად, სამინისტროს ავტოსადგომზე საქართველოს 2014 წლის ფალავნისთვის დაწესებული მთავარი პრიზი - "პორშე კაიანი” დააყენეს. ფინალისტი 5 ათასი ლარით დასაჩუქრდება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 2 ათასით. წონითი კატეგორიების ჩემპიონ-პრიზიორებს კი 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარი გადაეცემათ. ფალავნობა 13 დეკემბერს დილის 9 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყების დრო კი 17 საათია. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერით გადასცემს ვასილ მშვილდაძე ცოტა მოგვიანებით კი დავდე იმიტომ რომ მეც გვინ გავიგე მაგრამ ჩემი მეგობრებიდან შედეგიც ვიცი წლევანდელი საქართველოს ფალავანი 90 კილოგრამის მოჭდავე ბექა ღვინიაშვილი გახდა ფინალური ორთაბრძოლა ადამ ოქრუაშვილთან +100 ჩაუტარებია და როგორც მეგობრებმა მითხრეს 3:2 მიდიოდა შეხვედრა და ბოლო წქამებზე გარეფეხით (Ō Soto Gari) 2 ქულა აუღია და გამარჯვებაც მას ხვდა წილად და პორშეც მისალოცი ამბავია ნამდვილად ეს პატარა გორელი ბიჭი დიდი იმედია ქართველებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 13, 2014 Author Report Share Posted December 13, 2014 ბექა ღვინიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 13, 2014 Author Report Share Posted December 13, 2014 ეხლა ვნახე ვიდეო და დასანანი მარცხი იწვნია ადამამ რთულია მცირე წონასთან ჭიდავი და გაცილებით მეტი პლიუსები აქვს მსუბუქ წონას ამ შემთხვევაში მძიმეს რჩება მხოლოდ ძალა და წონა. ვფიქრობ მოდუნებიც ბრალი იყო და იმისიც რომ ორივე ძიუდოს მოჭდავეა და ძუდოში ეს გდება არ ჩაითველებოდა მარცხი დარჩენილ 4 წამში საოცარია ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 დღეს ორი ქართული კლუბი "მებრძოლი" და "საგარეჯო FF" ჰოლანდიაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს. შეჯიბრი თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება პირდაპირი რეპორტაჟი იხილეთ აქ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 მე როგორც ვიცი და რასაც ვუყურე პოირველი წრეში ორივე კლუბმა მოიპოვა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება კლუბმა "მებრძოლი" დაამარცხა ჰოლანდიელთა კლუბი 4:1 და "საგარეჯო FF" სერბების კლუბი აქაც 4:1 იმასაც დავწერ რო საკმაოდ ძლიერი ბიჭებით არის ჩვენი კლუბი დაკომპლექტებული მებრძოლი და კლუბი საგარეჯო FF ახალგაზრდული ნაკრები გუნდით იმედი მაქვს დღეს ქართულ ფინალს ვიხილავთ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 2ვე ჩვენი გუნდი ნახევარფინალშია ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 20, 2014 Report Share Posted December 20, 2014 ფინალი როდის იქნება ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 20, 2014 Report Share Posted December 20, 2014 წარმატებები ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო! B) B) B) ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 სამწუხაროდ ფინალში გასასვლელ გზაზე საგარეჯო ფფ ს მასპინძელი კლუბი გადაეღობა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხა და ჩაერთო მესამ ადგილისთვის ორთაბრძოლაში რომელიც ეს წუთაბია მიმდინარეობა და პორტუგალიის კლუბს უპირისპირდება ფინალში კი ვიხილავთ საქართველოს მებრძოლი სა და ჰოლანდიის კლუბის შერკინებას ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 საგარეჯო დამარხდა დასანანი მარცხი უსჰანგი მარგიანი თითქმის გამარჯვებული ბრძოლა დათმო ცუთიერი მოდუნება და წმინდა გამარჯვება რაც ძალიან დააკლდა კლუბ საგარეჯო FF ს და გამოეთისა შეჯიბრს ველოდებით მანდილოსნების :D აკვდება ეს სიტყვა :D ფინალის დასრულებას და დაიწყება ფინალი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 ფინალი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 20, 2014 Author Report Share Posted December 20, 2014 2 შეხვედრით ადრე გილოცავთ საქართველოს შსს ს კლუბი მებრძოლი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 20, 2014 Report Share Posted December 20, 2014 რუსების ჯავრი იყარეს სპორცმენებზე არა? მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 20, 2014 Report Share Posted December 20, 2014 ულოცავ ქართველ ძივდოისტებს გამარჯვებას ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.