Jump to content
Club-Monadire.Ge

ქართული სპორტი


Recommended Posts

  • Replies 268
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

დღეს არ ვიქნები თავმდაბალი :) 1 წლიანი შეჩერების და არასტაბილური მომზადების შემდეგ მას შემდეგ რაც ჯერ კიდე 95 კილო დავიკელი მხოლოდ 5 ადგილიშევძელი კოპა იტალიაზე სულ ეს იყო მარჯვნინ რო ვარ ეგ ვარ მ

ყველაზე დიდი ტურნირი ჩემთვის იტალიაში იტალიის თასი,თვითონ ჩემპიონატში მონაწილეობის უფელა არ მაქვს სამწუხაროდ მარა იქნება ვეტერანებში მაინც გადმოვიდე აქ მაინც იტალიაში ვცხოვრობ.საქართველოს სახელით ვიჭი

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:-60კგ ამირან პაპინაშვილი.-73კგ ზვიად კაპანაძე.-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.-100კგ

Posted Images

ვულოცავ ჩვენს ბიჭებს.

 

ქარდავამ და ტეტელაშვილმა ტექნიკურად და ჭკვიანურად იჭიდავეს.

ჭრიკიშვილს, ბოდიში მომითხოვია და ფეხებზე ჰკიდია ვინ უდგას წინ, უმაგრესი თავდაყირა გაუჩალიჩა მოწინააღმდეგეს.

ლიპარტელიანზე ვერაფერს ვიტყვი, მიკერძოებაში ჩამომერთმევა, ჩემი ნათესავი გვარის შვილია, მაგანაც კაი დააპროწიალა ჰაერში, მაგრამ ოქრუაშვილს რა დაემართა?

 

ტრამვები ჰქონდა, თუ ხადურთან ერთად სამი ციკანი მიირთვა?

 

ვერ გავიგე რატომ არ იჭიდავა.

Link to post
Share on other sites

ელჩი

ქალების ძიუდოში ის შანსებია რო რამოდენიმე კარგი ბავშვი იზრდება, 16 წლის მზია ბებოშვილი მაგალითად, კონტინენტის მესამე პრიზიორი ევროპის და რამოდენიმე ტურნირია გამარჯვებულია

და არი კარგი გოგოები, ეს ახალი თაობა ძველი თაობა საერთოდ არ იყო და ვინც იყო "ცხრა სტოლზე გარანახტომი", უკაცრავად, სანამ მამები არ ჩათვლიან რო ქართველ გოგონასაც შეუძლია ჩაიცვას კიმანო და იჭიდაოს ან თუნდაც ფინკები და იჭიდაოს ბერძნულ რომაული ან თავისუფალი სტილით მანამდე არაფერი ეშველება ქართველ ქალთა ძიუდოს ყოველთვის ვიქნებით 1 ან მე2 ეები მამაკაცებში ნებისმიერ შეჯიბრზე მაგრამ 6 10 ქვეყნის შედეგებში რადგან იტალია ხანდახან იმიტო გვჯობის რომ, სამი ქალი იღებს ოქროს მედალს და აღარ ყოფნის ჩვენი ბიჭების შედეგები.

გიორგი ამარიკელებს ყავს მაგარი ქალი ძიუდოისტი Kayla Harrison ბოლო 6 7 ტურნირიდან სადაც იასპარეზა მსოფლიოს და სუპერ ა კლასის ტურნირების ჩათვლით ყველა მოიგო. და ის ის ბიჭი Travis Stevensი ჭრიკიშვილის ერთ ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი.

მეორე პოსტს რაც შეეხება ქარდავა ყოველთვის მაყურებელთა და გულშემატკივართა ქარცერცხლში ეხვეოდა მისი უღიმღამო შეხვედრების გამო რაც ყოველთვის ტრამვის მიზეზი იყო,ისე გამორჩეული სპორცმენია ტექნიკური გონებით ჭიდაობს რაც არარი საყურებლად ლამაზი მარა შედეგისთვის კარგია

ბაჩო(ნუგზარ) ტატალაშვილი დაიბადა იქ რაც უკვე რუსებმა წაგვართვეს ცხოვრობდა და გაიზარდა რუსეთში ომის მერე დაბრუნდა და დამკვიდრდა აქ სასწაული მშრომელი და მემბრძოლი ადამიანი ვარჯიშისას და შრომისას უნაკლო ადამიანია მარა ერთი რაღაცა ყოველთვის გულს მწყვიტავს ამავე წონაში არი ჩვენი უძლიერესი სპორცმენი რომელიც ასევე 73 კილოა და ამ საკლუბოზე 81 ში იჭიდავა და მოიგო ყოველთვის ჩრდილში დგას და გასათვალისწინებელია ისიც რო ილიას ილიადისთან(ჯარჯი ზვიადაურთან)(საბერძნეთი) და გიორგი ზანთარაიასთან (უკრაინა) ერთად იცავს მსოფლიოს ერთერთი ძლიერი კლუბის გერმანული აბენსბერგის ღირსებას არამგონია სულელები იყვნენ ისინი და ტყუილა აჭიდავებდნენ ზებედას

ლიპარტელიანს რაც შეეხება ყველაფერი მისი უბადლო ნიჭის შრომის და მამამისის დამსახურებაა ლიპოს აქვს ნიჭი იმის რო არ დაეცეს გამოძვრეს ცუდი მდგომარეობნნიდან და შექმნას პირიქით და გააკეთოს მისი საყვარელკი გდება ამოსმული (uchi mata) მას ძიუდოს სამყარო იცნობს როგორც მისტერ უჩიმატად :)

რაც შეეხება ჩვენ ტანკს მსოფლიოს საუკეთესო სპორცმენს ასევე მსოფლიო ძიუდოს 81 კგ საუკეთესო სპორცმენს ავთო ჭრიკიშვილს ის ისე მალე გაიზარდა მისი გაცნობაც ვერ მოვასცარი სულ 2 წელიწადში დააგროვა ის ყველაფერი რაც მის შედეგებში აღინუსხება ძალიან სტაბილური უემოციო თითქოს ნერვი საერთოდ არ ქონდეს ისე მშვიდად მიყავს შეხვედრები. მას ძიუდოს სამყაროში მოიხსენიებენ როგორც ქართველ არწივს

 

როგორც ჩემი მწვრთნელი და ბავშვობის მეგობარი მეუბენა გუბე შენ რო აქ იყავი ისევ იმ ფრმაში რო იყო ადამას 10დან 10ვეს მოუგეფო სავარაუდოდ ხადურთან ციკნის ჭამით არი დაკავებული არადა ბოლოს კარგი შედეგები დადო მაგრამ ფაქტია ახლა მხოლოდ ჭამით არის დაკავებული ჩემთვის უფრო გასაკვირი ის არის მისი ძმა ერთი პერიოდი სომხეთის სახელით მოასპარეზე ვახო ბიტიევი ისევ ოქრუაშვილი რო გახდა და ახლა მძიმე წონაში რო გვევლინება არვიცი მაგრამ სანამ ბიძაშვილობას არ გადაეჩვევიან ქართველები არსად საშველი არ იქნება

Link to post
Share on other sites

მადლობა გიგა.

 

ე.ი. რა გამოდის?

ყველა სპორტის ფედერაციაში ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს.

Link to post
Share on other sites

ელჩი

დაახლოებით მაგრამ ძალოსნურ სპორტს იმდენად ვერაფერს ვერ უხერხებენ უგებს კლავს და ეგაა. მარა მაინც ჩნდება შავი ხვრელები ჩემი მაგალითიც საკმარისია 7წელი ნაკრებში და არცერთი საერთაშორისო ტურნირი არ მაქ ნაჭიდავები სამაგიეროდ მეტრეველი და მსხალაძე ყველგან დადიოდნენ.ზუსტად მახსოვს როგორ უთხრა ერთერთმამთავარმა მწვრთნელმა ჩვენ ოლიმპიუტ ჩემპიონს მაშინ ის დამწყები იყო სანამ მე ვარ აქ მანამდე შენ პირველი ნომერი ვერ იქნებიო იმიტო რო მას თავისი სპოცმენი ყავდა იმ წონაში რო'ელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო მრა ვერ აჯობა სიტყვამ ამის ძალას და ასე ვთქვატ მისი საკუთარი ძალით დახნა აღმართი და. შეუძლებელი შეძლო ყველაფერს ეშველება ვფიქრობ ახლა ძიუდოსბსაქართველოში კარგი დრო უდგას ახლანდელი ფედერაციის პრეზიდენტი დათო ქევხიშვილი ძალიან განათლებული და თანამედროვედ მოაზროვნე ადამანი ბუწებიც კარგები ყავს ჩანს რო ხედავს საქმეს და ფნახოთ რა გამოვა. იმედი ვიქონიოთ ოქრუაშვილს სპორტული ჩავარდნა აქ და მალე დაუბრუნდება ოპტიმალურ ფორმას .ჩვენი შსს მინისტრიც ყფილი.ძიუდოისტია და კლუბი გააკეთა მოიგეს აგერ კიდეც და ვნახოხთ დრო აჩვენებს ყველაფერს

პ.ს. ჩვენი მინისტრი 2ჯერ მყავს მწარედ დამარცხებული ეროვნულ ჩემპიონატზე

Link to post
Share on other sites

ბექა ღვინიაშვილზე გვითხარი გუბე რამე.

სავარაუდოდ არ არ გექნებოდა მასშან ხშირი კავშირი მისი ასაკიდან გამომდინარე მაგრამ --გადმოცემით ხო იცი ჩვენზე მეტი,

ძალიან მეიმედება და თან შიშითაც ვუყურებ--შეიძლება ამ ოლიმპიადაზეც კი ამოაგდოს ლიპო წონიდან ისე ჯიქურ მიიწევს,მაგან რო ცოტა პრაგმატულობა ისწავლოს კაცი ვეღარ შეაჩერებს.

Link to post
Share on other sites

სულ არ მომიკლა გული?! ბიჯო მაგაში მაინც ევარგა :alfons:

 

 

 

 

 

 

პ.ს. ჩვენი მინისტრი 2ჯერ მყავს მწარედ დამარცხებული ეროვნულ ჩემპიონატზე

Link to post
Share on other sites

BROWNING

აცადე ბატონო იქნება აქ აპირებს რო ივარგოს :D მაშინ იმ დროს კარგი ადამიანია იყო კეთილი წესიერი მოწესრიგებული.ახლა რავიცი ბევრი წლები გავიდა მას მერე

maxo06

ბექა ღვინიაშვილი(ტაისონა) strong gviniashvili ყოველთვის ასე მოიხსენიებენ მას კომენტატორები მისი არაადამიანური ფიზიკური სიძLიერის გამო კარგი ბიჭIა მშრომელი ცოტა ზარმაცი აი იმ დონეზე ყველა სპორცმენი რო არი ნესტორ ხერგიანის და ამირანა პაპინაშვილის გარდა :D მაგრამ ბოლო შეხვედრა თუ ნახე რამაც დიდი წვლილი შეიტანა კლუბ საგარეჯო FF ის ფინალში ვერ გასვლაზე მიხვდები მიზეზი რაც არი, მართლა ტაისონაა ყველაფერი ძალით უნდა რო შეძლოს მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ძალაზე ორიენტირება თან ძიუდოში არ შეიძლება არ არი ძიუდო ის სპორტის სახეობა სადაც მარტო ძალა არი გადამწყვეტი პირიქით ძიუდო JU DO ქართულად ითარგმნება როგორც ადვილი გზა გამარჯვებისკენ ბექას ჭირდება უფრო მეტი შეჯიბრებები ოღონდ ისე რო ფორმა შეინარჩუნოს და არ გადაიწვას ჭირდება სისწრაფეზე და ტექნიკაზე ორიენტირება ძლიერი ისედაც არის და კიდე წირდება გურამ მოდებაძე რომელიც მისი ტრეინერი არ იქნება სანამ ლიპარტელიანი ეყოლება :) გურამი მოდებაძე ესარი ადამიანი ვინც არი ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკი თუ ვეტრანი წარმატებული ძიუდოისტვის აღმზრდელი

საქართველოში აწ გარდაცვლილი ქართლელი (სოფ ხოვლე) ომარი მერაბიშვილის (ვასილიჩის) შემდეგ გურამი მოდებაძე არი მსოფლიო დონის და თუ შეილება ითქვას უფრო მეტიც მაგ დონის მწვრთნელ მასწავლებელი ტრენერი

რაც შეეხება ოლიმპიადას

ვალოს გამოცდილება აჯობებს ამ ეტაპზე ტაისონას გამოცდილებას და ლიპარტელიანს ერთI პლიუსი აქ დაავადება ქართველი გადალახა წარმატებას რაც მოზდევს და ღვინიაშვილს ეგ ჯერ კიდე გადასალახავი აქ იმედია ამ წარმატებებით არ დაკმაყოფილდება და ბოლომდე იბრძოლებს თავის დასამკვიდრებლად

პ.ს. თუ ომარ მერაბიშვილი არ იცით ვინ არის გეტყვით ის იყო ჩემი მასწავლებელი ძალიან კარგი მეგობარი,აღმზრდელი,მამა დარბაზში შესლებს პირველი ადამიანობას გვასწავლიდა და შემდეგ სპორტს სამწუხაროდ ჩემ თაობას დაგვაკლდა მაშIნ ბორჯომში სპორტკომპლექს ოლიმპშში ვიყავი 7 ბიჭი ვიყავით ჩემი დარბაზიდან ნაკრებში ეს ძალიან დიდი წარმატებაა დარბაზისთვის ვარჯიშიდან დაბრუნებულებს ცუდი ამბავი დაგვახვედრეს სამწუხაროდ ამის შემდეგ დარბაზი დაიშალა მის მერე აგერ უკვე 8 წელი გავიდა და ვერ დადგა ფეხზე ჩვენი დარბაზი ვასილიჩის გარდაცვალების მერე ჩვენი დარბაზიდან მარტო მე შემოვრჩი ნაკრებს ალბათ მე ყველაზე მეტად შემაყვარა ეს საქმე

დილამდე რო ვილაპარაკო იმ ადამიანზე არ გამომელევა სასაუბრო

ეს კი ვასილიჩის ორი ოლიმპიური ჩემპიონი ორივე მისი მოსწავლე იყო კიდე ბევრ სხვა წარმატებულ სპორცმენებთან ერთად

post-1092-0-07920000-1419289485_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გუბე

 

 

ეს ყველაფერი კაი, მაგრამ გასკდა გული ბუჯო.

 

წერტილ-მძიმე-ტირეს თავი დავანებოთ, სიტყვა "სპორცმენი" აღარ დაწერო, თორემ დავიხლი ტყვიას. :d030:

 

სპორტსმენია, სპორტსმენიიიიიიი.

 

ვაახ. :vinsent:

Link to post
Share on other sites

ელჩი

რაგინდა ბიძია ქუთაისელი ვარ და სპორცმენით და ტრეინერით ვარ გაზდილი რო მოუხოვდი დარბაზთან ვიცოდი იქანა რამდენი კიბე იყო ასავალი

ჩვენ კუთხეს პატივი ეცით ბატონო გიორგი :) აწი ასე დავწერ სულ გულღრმულ ქუთაისურად

პაპლაუკა ლესკა კატუშკაზე გადავალ საჩOკსაც არ დავივიწყებ :crazy:

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

სტოლი სპიჩკა და ლამპოჩკა არ მიხმარია ჯერ,და ყველა ვ ამოვაკლებ სიტყვებიდან და იქნება მერე გოდოუხვიე,გადმოუხვიე,წევეი,მევეი,იქანა,სითკენ. :bossqu6:

Link to post
Share on other sites

ძიუდო კი ჩემი საყვარელი სპორტია ქართული ჭიდაობის შემდეგ. ვფიქრობ იაპონელებიც ასე არიან და იმიტომაც გააუქმეს ფეხში შესვლა. ძიუდოს გამოკლებული ფეხში შესვლა ტოლია ქართული ჭიდაობის. როდის აღიარებს მსოფლიო ქართულ ჭიდაობას ნეტავ? :vinsent:

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

ფეხშI შესვლა იაპონელების გამო ამოიღენ ძიუდოდან არადა რა ლამაზი იყო და რაც გააკეთეს არ შეილება ყველა დიდი სპორცმენი როგორი წარმატ3ებულიც არ უნდა იყოს ერთ ილეთს აკეთებს საბოლოო ჯამში მაინც მაგ ფეხზე შეხების ამოღებამ დააჩქარა ნესტორ ხერგიანის წასვლა სპორტიდან თორე კიდე იჭიდავებდა რამოდენიმე წელიწადი

ეგ მოხდა იმის გამო რომ ძირითადად ძიუდოს მართავს რუსულ ევროპული "მამები" მაგათი გადაწყვეტილება იყო თორე იაპონიას ვინ ეკითხება რაიმეს როგორც მახსოვს მაშინ საუბარი იყო ფეხში შესვლაზე და ხელის გადავლების ამოღებაზე რომელიმე უნდა ამოეღოთ ხოდა უფრო მეტი ხალხი შეაჩერეს მაგ ფეხში შესვლის ამოღებით იაპონია და მთელი აღმოსავლეთ ძიუდოს სამყარო რა ჯობდა ფეხიდან აყვანას.აგლეჯვას

 

 

ახლა ხელის გადავლებას თუ ამოიღეს აღარ იქნება გარეფეხი გრძელი მოგვერდი და რა რჩება სუფთა ევროპული სტილი ცერულები და მისთანა სირობები სამწუხაროა და იმედი მაქ არ დაემსგავსება ძიუდო თავისუფალის არიოლი რეშკას

 

 

ქართული ჭიდაობა მართლას ამოუხსნელი ფენმომენია რომელსაც კახელი ქართლელი სოფლის ბიჭები უკეთ ჭიდაონბენ ვიდრე ტატამზე გაცვეთილი დიდი სპორცმენები ის ფაქტიც მაქ უფროსი თაობის სპორცმენ მწვრთნელებისგან მოსმენილი იაპონელები როგორ ჩამოდიოდნენ სპოეციალურად რათა ქართული ჭიდაობიდან აეღოთ ახალი ილეთები და ესწავლათ მათ სპორცმენებს სასიამოვნო ფაქტია ეს ჩემთვსი მაგრამ მეეჭვება ქართული ჭიდაობა საქართველოს ფარგლებს გაცდეს თავისი სპეციფიურობის გამო

1. ზურნაზე დაკვრა სხვებმა მემგონია არ იციან კაი იყოს საქსაფონი ან გარმონი :D

2. დღეს ნახერხზე არავინ ჭიდაობს ამასაც ეშველება ლეიბით შეიცვლება

3. უნდა ჩამოყალიბდეს რაიმე დაიწყე შეჩერდი(აჯიმე მატეს მაგვარი) ვფიქრობ იმ დროიდან რა დროიდანაც ქართული ჭიდაობა მოდის სვისტოკი არ ექნებოდათ ( სვისტოკს რა ქვია ქართულად ?= ? ? ? ?)

 

 

ყველაზე კარგი და საუკეთესო რაც არის ქართულ ჭიდაობაში ის არის რო წესების შეცვლას არ საჭიროებს ყველაფერი მარტივია და ადვილი ისევე როგორც სუმოში

Link to post
Share on other sites

ოჰ გუბე, გუბე.

შენ მომიღებ ბოლოს. :d030:

 

"შვიშტოკს" სასტვენი ჰქვია ქართულად.

 

ერთი ორ სიტყვას ვიტყვი ქართული ჭიდაობის შესახებ.

 

ბავშვობიდან მახსოვს, იმართებოდა ჭიდაობა სოფლის ეკლესიის ეზოში, უამრავი მაყურებელი, თავის სამსართულიანი ტრიბუნებით, ნახერხ-მოყრილი არენა და იქვე ჭედილა თავის ოციანით.

 

დასცხებდნენ ზურნა-დუდუკ-დოლით "ჭიდაობას რა უნდა" და მიდიოდა ფხლეწვა-გლეჯვა.

 

ჰო, მაყურებელი უფრო მეტს "ჭიდაობდა", ანუ ისინი ჩხუბში გადადიოდნენ და გაუდიოდა მერე ბარაბნიანებს ბათქა-ბუთქი.

 

სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ და საერთოდ, ყველა ახლომახლო სოფელში იმართებოდა მსგავსი შეჯიბრი.

 

სრულიად უვარჯიშებელი ბიჭები, მარტო ბარზე და "ლაფატკაზე" რომ ჰქონდათ დამსხვილებული მკლავები, ისეთები დაუგდიათ ნახერხზე თავდაყირა, ყველა ევროპაში და "თელ სოფლიოში" მოპოვებულ მედალს რომ აყრევინებდნენ "ნაპორით" იქვე, მერეა და ვეღარ ასულიერებდნენ კაი ხანი ჩემპიონებს.

 

პ.ს. დავტოვოთ ქართული ჭიდაობა ჩვენთან, ისწავლიან ჩვენს ილეთებს სხვებიც და ითვალეთ მერე ოქროს მედლები.

Link to post
Share on other sites

ელჩი

საკმაოდ უხვ ილეთიანი არის ძიუდო მაგრამ მოგვერდი არ ვიცი იაპონურად რა ქვია და ბრუნი ქართული ჭიდაობიდან არი აღებული

შენ რაც მოყევი აი ზუსტად ეგ აკლია დღევანდელ ჭიდაობის სახეობებს, იქ ნახერხში გამოწვრთნილი ბიჭები, სადღაა თორე ,მასეთს რო მიმართულებას მიცემს კარგი მწვრთნელი, აბა მერე ვინღა უნდა დაუდგეს წინ და შეაჩეროს

Link to post
Share on other sites

გუბე

 

გავიხსენებ გიგა ერთ ამბავს.

 

ბავშვობის მეგობარი მყავდა სოფელში, სადღაც 17-18 წლისების ვართ, ჭიდაობაა ეკლესიის ეზოში.

 

უამრავი ხალხი მოგროვდა, ხაბარელი და ჩოჩიშვილიც ესწრებოდნენ ამ ყველაფერს.

 

ეს ჩემი მეგობარი საშინლად ძლიერი იყო, ჯირკივით დაკუნთული რასაც ჰქვია.

 

არასოდეს უვლია რაიმე სპორტზე.

 

ქარელელი იყო ვიღაც, ყველა თავდაყირა დადო.

 

მეთქი ვიგე/იმ ცხონებულს ვიგენტი ერქვა, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ/, მიდი რა დადე ძირს ეს ისე, რომ დაიბღავლოსთქო.

 

გადავიდა არენაზე.

 

ბჯოოო, ქამრიდან ასწია ორივე ხელით, ჰაერში აპროწიალა და მერე ისეთი დახეთქა, ეკლესიის ზარებმა რეკვა დაიწყეს.

 

გაშტერდა ხალხი.

 

იქვე შესთავაზეს ორივე შოთამ წაგიყვანთ, გავარჯიშებთ ჩვენთანო.

 

რა უპასუხა იცი?

 

-ჰო, მერე თქვენ დაბარავთ ჩემს ნაკვეთს და თქვენ დამიჩეხავთ საზამთროდ შეშასო.

 

აცხონოს მისი სული.

 

რაც მაგასთან ერთად მინადირია და მითევზავია, ეჰ.

უმაგრესი კაცი იყო.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჭრიკიშვილი არა მარტო თავისი, არამედ შვიდივე წონის აბსოლუტური ლიდერია

8197er_img_1670.jpg

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2013-14 წლების ყველა საერთაშორისო ტურნირის შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომლითაც სპორტსმენები ახალ სეზონს დაიწყებენ. ვაჟთა შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს სათავეში კვლავ ქართველი ძიუდოისტები უდგანან. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ნომერი ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილია, რომელიც არა მარტო თავისი წონის, არამედ შვიდივე წონის აბსოლუტური ლიდერია. საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენის ანგარიშზე 3610 ქულაა და უახლოეს მდევრებთან იმხელა უპირატესობა აქვს, სულ რომ არ გავიდეს ტატამზე, შეიძლება სეზონის ბოლოსაც ლიდერის რანგში შეხვდეს. ჭრიკიშვილის უახლოეს მდევარს კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს 1936 ქულა აქვს.

 

90 კილოგრამს სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი უდგას, 2470 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ უნგრელ კრისტიან ტოტს ქართველი ძიუდოისტი 463 ქულით უსწრებს.

 

უმსუბუქეს წონაში ქართული გუნდის ლიდერი ამირან პაპინაშვილი აგვისტოს ბოლოს ჩელიაბინსკში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებდა მესამე ადგილს ისე, რომ ერთ ტურნირშიც არ მიუღია მონაწილეობა. ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პროცესის გამო ვერც ტოკიოს გრან სლემზე შეძლო კიმონოს მორგება, მაგრამ ახალ სეზონს მეორე ადგილით ხვდება. აქამდელ მეორეადგილოსანს, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს წინა სეზონების ქულები ჩამოეჭრა და ერთი საფეხურით დაქვეითდა. წონის ლიდერი მონღოლი ბოლდბაატარ განბატია (2676). პაპინაშვილი მას 396 ქულით ჩამორჩება, ხოლო ტაკატო პაპინაშვილს – 320 ქულით.

 

მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი 2021 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს. მასზე წინ მსოფლიოს 7-გზის, ევროპის 4-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი (2500) და ბრაზილიელი რაფაელ სილვა (2302) დგანან.

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დღეს ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგიც გამოაქვეყნა და მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი მოხვდა. სწორედ ისინი, რომლების პირად რეიტინგზეც ზემოთ უკვე წაიკითხეთ. ჭრიკიშვილი აბსოლუტური ლიდერია, ლიპარტელიანი მეხუთე ადგილს იკავებს, პაპინაშვილი მეშვიდეა, ხოლო ოქრუაშვილი – მეცხრე.

 

რაც შეეხებათ სხვა ქართველ ძიუდოისტებს, მათგან თავიანთი წონითი კატეგორიების ათეულებში ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) შედიან. ორივე მეათე ადგილით.

 

ნუგზარ ტატალაშვილი 73 კილოგრამში მე-13 საფეხურს იკავებს, ზვიად გოგოჭური კი 90 კილოგრამის მე-16 ნომერია.

 

ყველაზე უიმედო მდგომარეობა 66 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშია. 66 სულაც საქართველოს ნაკრების უსუსტესი წერტილია. ყველაზე მაღალი რეიტინგი შალვა ქარდავას აქვს, რომელიც 48-ე ადგილზეა. 100-ში კი ქართველთაგან მოწინავე ალექსანდრე მსხალაძეა (36-ე ადგილი).

 

ვაჟთა შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს, აბსოლუტური რეიტინგ-სიის მოწინავე ათეულს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს აქვე გთავაზობთ.

 

ძიუდო

 

მსოფლიოს რეიტინგი

 

კაცები

 

 

60 კგ

 

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ) 2676

 

2 ამირან პაპინაშვილი 2280

 

3 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1960

 

4 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლ) 1826

 

5 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 1820

 

56 ლუხუმ ჩხვიმიანი 250

 

117 პაატა მერებაშვილი 72

 

124 გიორგი მესაბლიშვილი 60

 

149 ბეთქილ შუკვანი 41

 

161 ლაშა გიუნაშვილი 36

 

210 ვაჟა მარგველაშვილი 13

 

291 გიორგი ბროლაშვილი 1

 

291 ლერი ჭელიძე 1

 

66 კგ

 

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი) 1961

 

2 მასაში ებინუმა (იაპონია) 1800

 

3 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) 1800

 

4 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღ) 1710

 

5 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1591

 

48 შალვა ქარდავა 394

 

65 ლაშა შავდათუაშვილი 266

 

68 ტრისტან ფეიქრიშვილი 237

 

99 ვაჟა მარგველაშვილი 110

 

116 თორნიკე თათარაშვილი 91

 

135 მინდია ლილუაშვილი 72

 

243 კახა ცაგარელი 12

 

275 გელა კელიხაშვილი 8

 

284 ვანიკო თოთლაძე 6

 

328 ბექა შავდათუაშვილი 2

 

361 გიორგი ქალდანი 1

 

73 კგ

 

1 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1880

 

2 ვიქტორ სკვორტოვი (აგს) 1640

 

3 საგი მუკი (ისრაელი) 1636

 

4 როკ დრაკშიჩი (სლოვენია) 1510

 

5 კუკ იონ ჰონგი (ჩრდ. კორეა) 1456

 

13 ნუგზარ ტატალაშვილი 1164

 

29 ლაშა შავდათუაშვილი 588

 

30 ზებედა რეხვიაშვილი 572

 

202 ზურაბ ნოზაძე 27

 

212 არსენ მაჭარაშვილი 24

 

226 ფრიდონ გიგანი 21

 

232 ამბაკო ავალიანი 18

 

239 თამაზ კირაკოზაშვილი 16

 

284 გიორგი პაპუნაშვილი 7

 

327 თენგიზ პაპოშვილი 2

81 კგ

 

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 3610

 

2 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) 1936

 

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1784

 

4 ლუის პიეტრი (საფრანგეთი) 1748

 

5 ტრევის სტივენსი (აშშ) 1490

 

24 უშანგი მარგიანი 642

 

36 ლევან წიკლაური (რუსეთი) 468

 

78 ზებედა რეხვიაშვილი 180

 

182 ამბაკო ავალიანი 36

 

250 გიორგი პაპუნაშვილი 12

 

266 პაატა ღვინიაშვილი 10

 

276 იასონ ჩილინდრიშვილი 7

 

346 ლაშა ზურაბიანი 1

90 კგ

 

1 ვარლამ ლიპარტელიანი 2470

 

2 კრისტიან ტოთი (უნგრეთი) 2007

 

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1941

 

4 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1518

 

5 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია) 1484

 

10 ბექა ღვინიაშვილი 997

 

16 ზვიად გოგოჭური 845

 

125 პაატა ღვინიაშვილი 69

 

184 ლაშა ტაველური 20

 

203 არჩილ გოგოლაშვილი 12

100 კგ

 

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2588

 

2 სირილ მარე (საფრანგეთი) 2246

 

3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია) 1670

 

4 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1612

 

5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1574

 

36 ალექსანდრე მსხალაძე 336

 

74 დავით ლორიაშვილი 139

 

80 გურამ თუშიშვილი 125

 

109 ლევან ჟორჟოლიანი 61

 

137 ნოდარ მეტრეველი 32

 

144 ლაშა გურული 31

 

147 ვარლამ ლიპარტელიანი 30

 

195 გიორგი ნოზაძე 8

 

+100 კგ

 

1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2500

 

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2302

 

3 ადამ ოქრუაშვილი 2021

 

4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 1954

 

5 რენატ საიდოვი (რუსეთი) 1884

 

10 ლევან მატიაშვილი 1029

 

112 გიორგი ზაქარიაძე 53

 

116 ნოდარ მეტრეველი 50

 

132 ონისე ბუღაძე 39

 

177 როსტომ ხახალეიშვილი 3

 

 

აბსოლუტური რეიტინგი

 

 

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 3610

 

2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ) 2676

 

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2588

 

4 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2500

 

5 ვარლამ ლიპარტელიანი 2470

 

6 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2302

 

7 ამირან პაპინაშვილი 2280

 

8 სირილ მარე (საფრანგეთი) 2246

 

9 ადამ ოქრუაშვილი 2021

 

10 კრისტიან ტოთი (უნგრეთი) 2007

 

ვასილ მშვილდაძე

 

 

დავამატებ იმასაც რომ ერთ დროს 80 ეულშ მეც შევდიოდი :)

9c3533b76fb3.png

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...