BROWNING 349 Posted January 7, 2015 Report Share Posted January 7, 2015 ქართლს დიდი ტრადიცია აქვს ჭიდაობის. რამდენი ფალავანია ქართული ჭიდაობიდან მოსული....ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სპორტის სამინისტრომ, ელემენტარულად, სოფლის, რაიონის შეძლებულმა ხალხმა ეს ტრადიცია რომ არ ჩაკლან(არ უნდა დიდი ინვესტიცია ალბათ), კიდე კაი ხანს გვეყოლებიან ფალავნები. ოჰ გუბე, გუბე. შენ მომიღებ ბოლოს. "შვიშტოკს" სასტვენი ჰქვია ქართულად. ერთი ორ სიტყვას ვიტყვი ქართული ჭიდაობის შესახებ. ბავშვობიდან მახსოვს, იმართებოდა ჭიდაობა სოფლის ეკლესიის ეზოში, უამრავი მაყურებელი, თავის სამსართულიანი ტრიბუნებით, ნახერხ-მოყრილი არენა და იქვე ჭედილა თავის ოციანით. დასცხებდნენ ზურნა-დუდუკ-დოლით "ჭიდაობას რა უნდა" და მიდიოდა ფხლეწვა-გლეჯვა. ჰო, მაყურებელი უფრო მეტს "ჭიდაობდა", ანუ ისინი ჩხუბში გადადიოდნენ და გაუდიოდა მერე ბარაბნიანებს ბათქა-ბუთქი. სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ და საერთოდ, ყველა ახლომახლო სოფელში იმართებოდა მსგავსი შეჯიბრი. სრულიად უვარჯიშებელი ბიჭები, მარტო ბარზე და "ლაფატკაზე" რომ ჰქონდათ დამსხვილებული მკლავები, ისეთები დაუგდიათ ნახერხზე თავდაყირა, ყველა ევროპაში და "თელ სოფლიოში" მოპოვებულ მედალს რომ აყრევინებდნენ "ნაპორით" იქვე, მერეა და ვეღარ ასულიერებდნენ კაი ხანი ჩემპიონებს. პ.ს. დავტოვოთ ქართული ჭიდაობა ჩვენთან, ისწავლიან ჩვენს ილეთებს სხვებიც და ითვალეთ მერე ოქროს მედლები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 7, 2015 Report Share Posted January 7, 2015 ხახალეიშვილი მახსოვს კარგად ჭიდაობდა. სტუდენტობაში თბილისის ტურნირი იმართებოდა სპორტის სასახლეში, რაც იქ ჩვენ ბიჭებს ვბალეშჩიკობდით. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 8, 2015 Author Report Share Posted January 8, 2015 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გულშემატკივართა შორის 2014 წლის საუკეთესო ძიუდოისტის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს. ქართველთაგან აქ ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანია http://ijf.wponline.eu/j…/category/category/year/gender/male? ხოლო ამ გვერდზე http://ijf.wponline.eu/judo/category/category/team? შეგიძლიათ ხმა მისცეთ წლის საუკეთესო გუნდს ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 10, 2015 Author Report Share Posted January 10, 2015 მოკლედ დილიდან აღშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით "უთანხმოება სპორტის სფეროში. საჭადრაკო სფეროს სახელმწიფო პრიორიტეტად აცხადებს. სპორტის ამ სახეობისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 38 მილიონი ლარი გამოიყოფა და ეს იმ ფონზე, როდესაც სპორტის ყველა სახეობისთვის ჯამში 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ხელისუფლება დაფინანსების რეკორდულად ზრდის მიზეზად 2018 წელს დაგეგმილ ოლიმპიადას ასახელებს, თუმცა ეს არგუმენტი გაუგებარია ძიუდოს ფედერაციისთვის. " საზ მაუწყებელი. არვიცი რახდება მაგრამ ოცნებათაც არ ენქბე აარავის იმხელა შედეგი რასაც ჩვენი ბიჭებიძიუდოში აღწევენ და თუ მსოფლიო ჩემპიონების რაოდენობით ითვლიან და მის გამო უკეთებენ პოპულარიზაციას მაშინ სამბოს და კარატეს ვერცერთი აჯობებს მსოფლიო ჩემპიონატის მედლებით. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 10, 2015 Report Share Posted January 10, 2015 გუბე ერთი შენბურად გემრიელად ქართულ ტაეკავნდოზეც მოგვახსენე რამე. ყველაზე მეტად ტაეკვანდო მომწონს ფეხით მოჩხუბარი სპორტებიდან, ბავშვობიდან ვიქნევ ფეხებს, ახლაც კარგად ვუტკაცუნებ მარჯვენას 200-220 სმ დიაპაზონში ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 10, 2015 Author Report Share Posted January 10, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი ანუ მაღალ ადამიანს დაწევ დაბლა ტაე კვანდოზე ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ ვიცი რო საკმაოდ კარგად გადიან საერთაშორისო ასპარეზობებზე https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/843581175693075 თავისი ვებ გვერდი არ ქონია ფედერაციას ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 10, 2015 Author Report Share Posted January 10, 2015 არა კი აქ მაგრამ გადაუხდელობის გამო ქ გათიშული სერვ ჯის ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 10, 2015 Author Report Share Posted January 10, 2015 ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის განცხადება უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე ამ ფორმით გამომეხატა ჩემი პოზიცია, რამეთუ, ხშირ შემთხვევაში, ხდება აზრის არასწორი ინტერპრეტაცია. საკითხი ეხება 2015 წლის სპორტის ბიუჯეტის განაწილებას. მავანნი ისე ხატავენ ამას თითქოს ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა და თითს მთავრობისკენ იშვერენ. უფრო მეტიც, ცდილობენ ჩვენი, ამა თუ იმ ფედერაციის ხელმძღვანელის (ვისი პირდაპირი მოვალეობაც სწორედ ჩვენი სფეროს ინტერესების დაცვაა) ამ კუთხით გაკეთებული განცხადებები წარმოაჩინონ იმ კონტექსტში, თითქოს ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას, რაც სრული აბსურდი და ცილისწამებაა. პირველ რიგში, მეც და ჩემი მეგობრებიც, გახლავართ იმ დიდი პოლიტიკური გუნდის წევრები, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ და ყველაფერი ისე მივიღოთ, როგორც არის, თუ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ამას საერთოდ არ ეხება. მე პირადად, როგორც ერთი რიგითი ქართველი და სპორტის გულშემატკივარი. მივესალმები იმ პოლიტიკას, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქართულ სპორტში განხორციელდა. კერძოდ: სპორტის დეპოლიტიზირება, სპორტსმენთა პრემირების ორჯერ გაზრდა, ფედერაციის ფინანსური ინტერესის გათვალისწინება, საერთო პრემირების საკითხში. კონკრეტულად, ძიუდოსთან მიმართებაში პრემიერ- მინისტრის მკაფიო და მყარი პოზიციის დაფიქსირება, ძიუდოსთვის თანამედროვე სავარჯიშო ბაზის გადაცემის თაობაზე (რაც პროცესშია და ხორციელდება), სპორტის მინისტრის მხრიდან გვერდში დგომა თბილისის გრან პრის მოპოვების, საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან 11 კომპლექტი ტატამის გადმოცემის საკითხში და სხვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ყველაფერ ამისთვის. რაც შეეხება წამოჭრილ საკითხს, აქ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულად ნაკრები გუნდების მზადებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმ მიზნების მისაღწევად, რასაც ჩვენს ბიჭებს უსახავთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელი იყო დღეს ამ ბიუჯეტის გაზრდა, რომელიც არ მოხდა. არა იმიტომ, რომ მთავრობას ეს არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ ობიექტური ინფორმაცია იმ მოთხოვნილებებზე, რომელსაც საჭიროებს ქართული სპორტის სხვადასხვა შტო და მათ შორის, პირველ რიგში ძიუდო. ამ დროს ის ხალხი ვისი ვალდებულებაც ამ ინფორმაციის მიწოდებაა, ამას არ აკეთებს, ან აკეთებს დამახინჯებულად. უფრო მეტიც, შემდგომ უკვე ჩვენს უარყოფით შეფასებას ხატავს ისე, თითქოს ჩვენ ვუპირისპირდებით მთავრობას. ბატონებო, ჩვენ მთავრობას კი არა თქვენ გიპირისპირდებით, იმიტომ, რომ თქვენი ქმედებები, თესავს მხოლოდ შუღლს და მიმართულია ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მანდ მოხვედრილებს გავიწყდებათ, რომ ბევრი თქვენგანი, სწორედ ამ სპორტმა წარმოგაჩინათ. სპორტმა, რომლისთვისაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რბილად რომ ვთქვათ, ხელის შეშლის მეტი, არაფერი გაგიკეთებიათ. ამავე დროს, იმედს გამოვთქვამ, რომ უკვე დაწყებული მოლაპარაკებები, ძიუდოს ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე, შედეგს გამოიღებს, რაც საშუალებას მოგვცემს, სპორტის ეს სახეობა, კიდევ უფრო მეტად წარმატებული გახდეს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 23, 2015 Author Report Share Posted January 23, 2015 https://www.youtube.com/watch?v=knbU74fI5EY ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 23, 2015 Author Report Share Posted January 23, 2015 ოქრო-ბრინჯაოები ბაქოდან საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში გამართულ მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა. ვანო გოდელაშვილი (54 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (69 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გოგა მამიაურმა (58 კგ), თორნიკე კვინიკაძემ (63 კგ) და ზურა ურტაშვილმა (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. გადამწყვეტ ბრძოლაში სამივე ქართველმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა. გოდელაშვილმა კანან შაჰბაზოვი დაამარცხა, ჯულაყიძემ – ისმაილ აბდულაევი, ხოლო მეგენეიშვილმა – რავილ ბადაზადე. გიორგი იანტბელიძის გუნდის წევრთაგან საპრიზო სამეულამდე თითო მოგება დააკლდათ გია უგრელიძეს (42 კგ) და გიორგი ბრეგვაძეს (76 კგ) – ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა. ვასილ მშვილდაძე ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 24, 2015 Report Share Posted January 24, 2015 gube genacvale Zmao,umagresi videoa ! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 3, 2015 Author Report Share Posted February 3, 2015 ქართული ძიუდოს სამწვრთნელო გადაადგილებები საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გადაწყვეტილება საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახლახან, აღმასკომის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მთავარი სიახლე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების გაერთიანებაა. ახალი ნაკრების თავკაცებად კი ირაკლი ცირეკიძე და დავით ბოდაველი დაინიშნენ. ძიუდოს ფედერაციისვე გადაწყვეტილებით, ორივე სპეციალისტს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ექნება და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის სტატუსიც არ იარსებებს. ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გია გუგავა მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. ამიერიდან მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთად ნაკრებს ხუთი კურატორი მოამზადებს: გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი, გიორგი ბაინდურაშვილი, გია გუგავა და ბიძინა მოხევიშვილი, რომელიც აქამდე გუგავას მსგავსად ახალგაზრდულ ნაკრებში საქმიანობდა. გასულ სეზონში უზნაძის სამწვრთნელო შტაბში გურამ მოდებაძეც შედიოდა. ახლა ის უკვე გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მომზადებაში მონაწილეობას გიორგი ვაზაგაშვილი და ლაშა ყიზილაშვილიც მიიღებენ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 3, 2015 Author Report Share Posted February 3, 2015 ახალი სეზონი 7-8 თებერვალს სოფიაში გასამართი ევროპის ღია პირველობით იწყება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: -60კგ - ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი -66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ბაქარ გულბიანი -73კგ - ფრიდონ გიგანი -81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ამბაკო ავალიანი -90კგ - ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი -100კგ - ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე მსხალაძე +100კგ - ონისე ბუღაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი, გიორგი ბოლოთაშვილი ბარემ ჩემ აზრსაც მოგახსენებთ კარგია მრავალრიცხოვანი ნაკრების წაყვანა სხვა ბიჭებს რო ეძლევათ შანსი შეჯიბრებზე გამოსვლის კარგია პირველი ნომრები რომ ისვენებენ,გამიკვირდა რეხვიაშვილის 81 კგ ში ხილვა მარა ვეჭვობ მოიგებ კიდეც იმიტო რო არ არიმაღალი დონის შეჯიბრი,გამიხარდა 100 კილოშლაშა გურულის ხილვა რადგან მებრძოლი და კარგი სპორცმენია უბრალოდ აქამდე საშუალება არ ეძლეოდა "ქუთაისლობის" გამო და გეტყვით იმასაც რო დიდი ნაკლიიყო ქუთაისლობა ადრე სამწუხაროდ ასევე მიკვირს 2 რამ ვახო ოქრუაშვილი და გიორგი ბოლოთაშვილი მძიმე წონაშ ბოლოთა კარგი ბიჭია გორელიმარა 81ში ჭიდაობდა რა ჭამა ამდენი და მეორე ოქრუაშვილი ხვდებით ალბათ ვისი ძმაცაა და სანამ არ მოეშვებიან ქართველები ბიძაშვილობას მანამდე არ იქნება ჩვენი საქმე კარგად,ახლაშევამჩნია 100 კგ ში მსხალაძე ამას ყველგან დაათრევენ და ჯერ სადმე შედეგი არ გაუკეთებია ერთი სიტყვით მაგარი დეფიციტი გვაქ მძმე წონის არადა რამდენი ვიყავით მარა ბატონი ტოტიკაშვილის და არეული გარემოს ბრალია ეს ყველაფერი ჩემ თავს არ ვგულისხმობ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 7, 2015 Author Report Share Posted February 7, 2015 7-8 თებერვალი, ევროპის ღია პირველობა, ბულგარეთი პირდაპირი რეპორტაჟი შედეგები ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 7, 2015 Author Report Share Posted February 7, 2015 ვნახოთ როგორ დასრულდება დღე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 7, 2015 Author Report Share Posted February 7, 2015 ევროპის ღია პირველობის პირველ დღეს ბულგარეთში ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მინდია ლილუაშვილი (-66კგ) და ფრიდონ გიგანი (-73კგ) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 11, 2015 Author Report Share Posted February 11, 2015 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ახალი სეზონი 7-8 თებერვალს სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე გახსნა. ევროპის ღია პირველობაზე ტატამზე 22 ქართველი გავიდა და 3-მა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა - ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, მინდია ლილუაშვილი (-66კგ) და ფრიდონ გიგანი (-73კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. სოფიის ტურნირში სულ 51 ქვეყნის 450-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 14-15 თებერვალს ანალოგიური რანგის ტურნირს რომი უმასპინძლებს. წინასწარი გეგმის მიხედვით, საქართველოს ნაკრები იტალიაშიც გადახალისებული შემადგენლობით ჩავა. გუნდის გამოცდილი წევრები კი საერთაშორისო ტურნირებში 20-22 თებერვალს ჩაებმებიან, დიუსელდორფში გასამართ გრან პრიზე. http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=140&info_id=12469 ინფ წყარო აქ კი წერია 4 გახდაო მაგრამ მეოთხე მედალი არ აგვიღია ალბათ მექანიკური შეცდომაა. შემდეგი შეჯიბრი რომში 14 15 თებერვალს გაიმართება მიწევს ზუსტად 14 წასვლა მაგრამე მე სხვა დარბაზში ვიქნები სამწუხაროდ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 11, 2015 Author Report Share Posted February 11, 2015 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 14-15 თებერვალს რომში გასამართ ევროპის ღია პირველობაზე: -60კგ - ამირან პაპინაშვილი -66კგ - შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი -73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი -81კგ - თამაზ კირაკოზაშვილი -90კგ - ბექა ღვინიაშვილი -100კგ - ალექსანდრე მსხალაძე, რევაზ წულუკიძე, გიროგი სეტიელი +100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted February 12, 2015 Report Share Posted February 12, 2015 (edited) 12-13 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშაჰში დიდი საჭიდაო ტურნირი - "ტახტის თასი" გაიმართება, რომელშიც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ტახტის სატურნირო ბადეები: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა თავისუფალი ჭიდაობა - ჩემი დისშვილია საქართველოს ნაკრების წევრი 66 წონით კატეგორიაში, ამ შეჯიბრის წინ იყვნენ ზბორებზე ბორჯომში ბავშვი მაგარ ფორმაში იყო ვინც წაიყვანეს შეჯიბრზე ორივეს თავისუფლად უგებო და მაინც ისინი წაიყვანესო. დავითაია და აბულადძე, აბულაძემ მესამე აიღო. გოგა ფავისუფლად უგებს აბულაძეს Edited February 12, 2015 by zaza-04 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 12, 2015 Report Share Posted February 12, 2015 12-13 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშაჰში დიდი საჭიდაო ტურნირი - "ტახტის თასი" გაიმართება, რომელშიც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ტახტის სატურნირო ბადეები: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა თავისუფალი ჭიდაობა - ჩემი დისშვილია საქართველოს ნაკრების წევრი 66 წონით კატეგორიაში, ამ შეჯიბრის წინ იყვნენ ზბორებზე ბორჯომში ბავშვი მაგარ ფორმაში იყო ვინც წაიყვანეს შეჯიბრზე ორივეს თავისუფლად უგებო და მაინც ისინი წაიყვანესო. დავითაია და აბულადძე, აბულაძემ მესამე აიღო. გოგა ფავისუფლად უგებს აბულაძეს მასეთი რამეები ძალიან ხშირია ქართულ სპორტში და მიტო გვაქ კარგად საქმე . ბიჭებმა ხმა თუ არ აიმაღლეს ეს მწრთვნელები ტურნირებს ჯიბისთვის იყენებენ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 12, 2015 Report Share Posted February 12, 2015 imitom gvakvs sakme kargad zogadad sakartveloshi. chems makaur samsaxurshi, sakutari uplebis elementaruli dazvaz ki ar unda xalxs. arada regaliebi izozxletko akvt, magram ''ufrosi'' ashinebs mtels sakartvelos. მასეთი რამეები ძალიან ხშირია ქართულ სპორტში და მიტო გვაქ კარგად საქმე . ბიჭებმა ხმა თუ არ აიმაღლეს ეს მწრთვნელები ტურნირებს ჯიბისთვის იყენებენ. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 12, 2015 Report Share Posted February 12, 2015 zaza-04 ასეთ უსამართლობაზე რომ ვიგებ საშინელ განწყობაზე ვდგები. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა არასწორ კაცს დავასაჭურისებდი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 12, 2015 Author Report Share Posted February 12, 2015 (edited) ამას წინათ დავწერე,მე შვიდი წელი ვიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი,არ ვიყავი ჩემპიონი ვერ ვუგებდი გუჯეჯიანს ვერც ხანჯალიაშვილს,მაგრამ სამეულში 4 ადამიანია ძუდოში რომლებიდანაც ყველას უნდა მიეცეს შანსი. რაც ამ ბოლო დროს ქევხიშვილმა მაგრად გამოასწორა,არი ხარვეზები ბიძაშვილური მარა რა შედარებაა... ხოდა ჩემო ძმებო მარტო ერთადერთი ტურნირი მაჭდავეს თბილისის მსოფლიო თასი ისიც იმის გამო რო დავითაშვილმა და გუჯეჯიანმა ტრამვები მიიღო არადა იმ წელს გუჯეჯიანს მოვუგე ფინალში გასასვლელი იპონით ქუთაისში..(შემდეგ გუჯეჯამ ოქრუაშვილთან წააგო მესამე ადგილისთვის) მაგრამ ასე იყო ზბორების სამეტაპიანი ციკლი იმ იმედით დავიხარჯე მსოფლიო თასს ვჭიდაობდი და 100% დარწმუნებულს რო მე გამომაცხადებდნენ 4ეულიდან,პარასკევს ქუთაისში გამომიშვა პოლკაცა ტოტიკაშვილმა (ცენზურას რა ვუთხარი თორე ავაყროლებდი აქაურობას) და შაბათ ღამე ისევ თბილისში დამაბრუნა,ხელი ჩაქნეული მქონდა და მთელი სამი ციკლის ნავარჯიშები წყალშ გადაყრილი,გვარი არ მეწერა ისე ვიჭიდავე აკრედიტაცია ტატამზე მომაწიეს...ეს იყო ჩემი ერთადერთი გაელვება საერთაშორისო სარბიელზე ისიც თბილისში,ცუდია რო ჩემ დროს არ იყო ქევხიშვილი პრეზიდენტი, სულ ვიძახი და სულ ვიტყვი სანამ ბიძაშვილობას არ გადაეჩვევა ქართველი ერი საქმეში,მანამდე კიდე უკან ვივლით პ.ს. თუ ვინმეს სპორტში გყავთ შვილები ტყავი გაიძვრეთ და ბოლომდე დაიცავით მათი სპორტული ღირსება მოითხოვეთ ბოლოდე ის რაც ეკუთვნით თორე ჩემსავით გულდაწყვეტილები იქნებიან.. Edited February 12, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 12, 2015 Author Report Share Posted February 12, 2015 zaza-04 მაგ დროს პერსონალური შეხვედრა უნდა მოითხოვო მარა მეორე მომენტია როცა გუნდში ხარ და შენ მოძმეს უტრაკებ უხერხულია მარა როცა ზემოდან გივლიან შენ ფეხი არ უნდა დააჭერიო იყო ჩვენთან შემთხვევა ტოტიკაშვილის მთავარმწვრთნელობის დროს ჭიათურელ ხუციშვილს ჩაგრავდა და არ მახსოვს იმის გვარი ახალქალაქის მცხრიდან იყო ის მიყავდა მოითხოვეს აჭიდავეს და ხუციშვილმა გადაუარა და იძულებული იყო ეს წაეყნამნა მარა ასეთი შემთხვევები იყო ერთეულები ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 13, 2015 Author Report Share Posted February 13, 2015 (edited) http://www.eju.net/?action=calendar&mode=downloadExternalResultFile&id=1928 Edited February 13, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.