Jump to content
Club-Monadire.Ge

ქართული სპორტი


Recommended Posts

  • Replies 268
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

დღეს არ ვიქნები თავმდაბალი :) 1 წლიანი შეჩერების და არასტაბილური მომზადების შემდეგ მას შემდეგ რაც ჯერ კიდე 95 კილო დავიკელი მხოლოდ 5 ადგილიშევძელი კოპა იტალიაზე სულ ეს იყო მარჯვნინ რო ვარ ეგ ვარ მ

ყველაზე დიდი ტურნირი ჩემთვის იტალიაში იტალიის თასი,თვითონ ჩემპიონატში მონაწილეობის უფელა არ მაქვს სამწუხაროდ მარა იქნება ვეტერანებში მაინც გადმოვიდე აქ მაინც იტალიაში ვცხოვრობ.საქართველოს სახელით ვიჭი

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:-60კგ ამირან პაპინაშვილი.-73კგ ზვიად კაპანაძე.-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.-100კგ

Posted Images

DAVIT_001

 

 

დემიკო მე გამომიგზავნე დათია, სამ თვეში ორი მაგხელას დაგიბრუნებ ძამია.

 

 

დილით ხაში და ჩიხირთმა, შუადღისას ხაშლამა დიდძალად და საღამოს ხინკალი და ქაბაბი არ მოაკლდება, თან ვახეტიალებ ტყე-ღრეში.

 

რავალია?

 

თევზეული თუ უყვარს კიდო, სრულყოფილ აკულას გამოვუშვებ უკან.

 

 

 

გილოცავთ გამრეკლიძეებს, მხოლოდ წარმატებები გამეგოს თქვენზე.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

რაც შენ დაწერე ეგ ყველა პერსპექტიულ და კარგ სპორცმენს ჭირდება საქართველოში, იმხელა რესურსი აქ საქართველოს სპორცმენების წარმოუდგენლად დიდი

ზემოთ მოყვანილ ვიდეოებში კოტე ჯანაშიაა ქუთაისში თავისით გაიზარდა მაგხელა გამიხარდა ამერიკაშI წასულა და აშკრაა იმ მწვრთნელს მაგაზე ამოდის მზე და მთვარე

სამწუხაროა მაგრამ ძალიან ბევრი სპორცმენი იკარგება უსახსრობის და პირობების გამო

Link to post
Share on other sites

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ზვიად გოგოჭურმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. პარაძიუდოისტთა შორის თავის წონაში, ზვიადმა 5 შეხვედრა გამართა, რომელთაგან ოთხი იპონით ანუ სუფთა გამარჯვებით დაასრულა. ფინალში ზვიადს ლონდონის პარაოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ბრიტანელი სამუელ ინგრამი შეხვდა, რომელთანაც ქართველმა პარასპორტსმენმა შიდოთი ანუ გაფრთხილებით მოიგო. ზვიად გოგოჭურისთვის ეს პარასპორტში პირველი საერთაშორისო შეჯიბრება გახლდათ და მან დებიუტი ოქროს მედლით დააგვირგვინა...

 

 

მე ზვიადს წლებია ვიცნობ და სადღაც 4 წლის წინ ქონდა ამაზე ლაპარაკი ნაკრების ექიმს ზურა კახაბრიშვილს ზვიადთან პარაოლიმპიურ შეჯიბრებებზე გამოსვლასთან დაკავშირებით მაშIნ უარი უთხრა და გამიხარდა ეხლა ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე ზვიადს როგორც მახსოვს სალი თვალით ვერ ხედავს მეორეში მხოლოდ 30 % აქ

post-1092-0-16577900-1431693011_thumb.jpg

post-1092-0-12700100-1431693012_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გადავწყვიტე სუმოს პოპულარიზებას შევუწყო ხელი და ჩვენებურების წარმატებები გამცნოთ სამწუხაროდ ეს ბაშო(შეჯიბრი) უკვე დასასრულისკენ არის მაგრამ ამიერიდან ყველა ინფორმაციას მოგაწვდით

 

ინფორმაცია აღებული იქნება "ქართული სუმოს ქომაგების" ფბ გვერდიდან

 

ესეც დღევანდელი ინფო

 

 

ესეც ჩვენი დღევანდელი (მე-11) დღის მიმოხილვა.

ორივე ქართველმა რიკიშიმ ძალისმიერ ბრძოლაში მოიგო, რაც ძალიან სასიხარულოა! smile emoticon

გაგას ორთაბრძოლა 05:38-დან შეგიძლიათ იხილოთ, ხოლო ტოჩის - 06:38-დან.

ტურნირს კი კვლავ იოკოძუნა ჰაკუჰო და ბრაზილიელი კაისეი ლიდერობენ, 10-10 მოგებითა და თითო მარცხით.

 

Link to post
Share on other sites

საქართველოს ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის ფინალშია!

 

ბორჯღალოსნები ფინალში ტონგასა და კანადას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

post-1092-0-23331000-1432188938_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

http://www.ippon.org/masters2015.php

23-24 მაისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში უმაღლესი რანგის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი რაბატის მასტერსი გაიმართება, სადაც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

საქართველოს ნაკრები მაროკოში 8 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი.

 

სულ რაბატის მასტერზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 225 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. მედლები მამაკაცთა და კაცთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდება.

 

რაბატის მასტერსის საპრიზო ფონდი 200 000 დოლარია, ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს მასტერსის ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები ერიცხებათ.

 

ტურნირის პირველ დღეს, 23 მაისს მედლებისათვის მამაკაცთა შორის -60, -66 და -73 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 24 მაისს კი ტატამზე -90, -100 და + 100 კგ. წონითი კატეგორიების სპორტსმენები გავლენ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

 

-60კგ - ამირან პაპინაშვილი

-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი

-90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

 

მთ. მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

post-1092-0-24355400-1432328823_thumb.png

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

ის, რაც ტოჩინოშინმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე გააკეთა, მერწმუნეთ, ნამდვილი გმირობაა!!!

კაცს მთელი ტურნირის მსვლელობისას არ მოშორებია ნაოპერაციები მუხლის მწვავე ტკივილი, მუხლში სითხეჩამდგარმა იბრძოლა მთელი ბაშო და ურთულეს მეტოქეებთან პაექრობაში, დადებითი ბალანსი გამოაცხო!

ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ტურნირის სტარტი საკმაოდ მძიმე ქონდა ლევანს - საწყის 6 ტურში მხოლოდ 1 ბრძოლის მოგება შეძლო.

მაგრამ ჩვენი ჯილა არ გატყდა ფსიქოლოგიურად, 1-5 ბალანსიდან ვითარება მკვეთრად შემოატრიალა და კაჩი-კოში დააფიქსირა (8-6). თანაც ბოლო ბრძოლა ჯერ კიდევ წინა აქვს და თუ ისიც მოიგო, უბრალოდ ბრწყინვალე იქნება!

აღსანიშნავია ისიც, რომ 8 მოგებიდან 3 ტოჩიმ სანიაკუს ბიანდრებთან მოიპოვა. მის სამსხვერპლოში მოხვდნენ: ოძეკი კისენოსატო, სეკივაკე მიოგირიუ და კომუსუბი იჩინოჯო.

ბარაქალა შენს ვაჟკაცობას და უდრეკ სულს, ჩვენო დევგმირო!

P.S. გააზიარეთ ეს ამბავი, რათა ყველამ გაიცნოს ქართველი გმირი - ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი!

post-1092-0-89909700-1432389527_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

 

 

 

დღეს ამ ერთობ საპასუხისმგებლო და ერთერთ ყველაზე მაღალი დონის მასტერსზე სამი ქართველი იღებდა მონაწილეობას

-60 კგ ში ამირან პაპინაშვილი

-73 კგ ში ნუგზარ(ბაჩო) ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი

84f449751387.png

0674af1d8a87.png

 

ჯერჯერობით ესე გამოიყურება ჩვენი ბიჭების წინსვლა66 კგ შ არ ყავდა საქართველოს წარმომადგენელი

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

 

ტატალაშვილის მეორე ადგილით და პაპინაშვილის მნე5 ადგილით დამმთავრდა პირველი დღე

ზანტარაია იმიტო დავდე რო მაინც ქართველია სულით და ხორცით

post-1092-0-36265300-1432409647_thumb.png

post-1092-0-46013600-1432409648_thumb.png

post-1092-0-26709600-1432409649_thumb.png

Link to post
Share on other sites

დღე მე2 ე სამწუხაროდ პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა ვარლამ ლიპარტელიანი- 90 მაგრამ ამავე წონით კატეგორიაში საკმაოდ კარგად ასპარეზობს გორელი ბექა ღვინიაშვილი რომელმაც მე4ედფინალში ილიას ილიადისი(ჯარჯი ზვიადაური დაამარცხა)

გასაკვირი არ იყო -81 კილოგრამში ჭრიკიშვილის კარგი ჭიდავი და რა თქმა უნდა მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმა ისევ ჩაისვარა მაგრამ როგორც ვნახე ახალგაზრდა მატიაშვილს უბრძოლია საქონელ რინერთან კარგად დამარცხდა ვაზარით მაგრამ მანამდე ორივეს 2 2 ი გაფრთიხილება ქონდათ სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება ამ ეტაპისთვის

შეგახსენებთ ასევე რომ -100 კილო ეს ერთადერთი საპრობლემო წონაა -66 თან ერთად საქართველოს ნაკრებში

post-1092-0-66488100-1432471756_thumb.png

post-1092-0-59731700-1432471758_thumb.png

post-1092-0-51027400-1432471759_thumb.png

Link to post
Share on other sites

ესეც ფინალები გასული ვიყავი დამიგვიანდა გაგვახარა ღვინიაშვილმა და დაამტკიცა რო პატარა ბიჭI აღარ არის ის მასტერსის გამარჯვებული გახდა

 

 

 

-81ჭრიკიშვილი ავთანდილი (ქართველი არწივი, ძიუდოს მესი) სამწუხაროდ ნახევარ ფინალში შეხვედრა დათმო რუს ნიფონტინოვთან ამის შემდეგ ჩაერთო დამამშვიდებელ ტურში მესამე ადგილისთვის სადაც დაამარცხა კანადელი ვალოის ფორტიე

70ec00e5be4f.png

-90 კგ სამწუხაროდ პირველივე შეხვედრა დათმო ვარლამ ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირთან და გამოეთიშა შეჯიბრს,მაგრამ ამავე წონაში საოცრად იასპარეზა გორელმა ახალგაზრდა სპორცმენნმა ბექა ღვინიაშვილმა რომელმაც პირველი შეხვედრა ასერბ ალექსანდრ კუკოლს მოუგო ამის შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ილიას ილიადისი იგივე ჯარჯი ზვიადაური დაამარცხა მე4ედფინალშI მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი კუბელი ეშლი გონსალესი და ფინალში იაპონელი იოშიდა უია დაამარცხა შეიძლება ბექას გამარჯვება სენსაციადაც ჩაითვალოს რადგან ასაკით ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ნაკლებად წარმატებული იყო ამათ შორის

76eec11b730e.png

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

რაც შეეხება -100 კილოგრამს აქ საქართველოს არ ყავდა წარმომადგენელი.

+100 მძიმე წონაში ოქრუაშვილზე დროს არ დავხარჟავ წლების წინ ვეძახოდი დედა ღორიხართქო და ეხლა ამართლებს მოფხანეს და დაწვა :D

სამწუხაროდ მატიაშვილიც სამეულს მიღმა დარჩა და მხოლოდ მე5 ადგილს დასჯერდა

e0afedcfc178.png

გაიმარჯვა საქონელმა რინერმა რომელსაც საერთაშორიშო შეხვედრებში 1005 იანი მაჩვენებელი აქვს 81 ბრძოლა 81 მოგება :meeting: იმედი მაქ როდესმე დამარცხდება

Link to post
Share on other sites

 

ესეც ჩვენი ნაცუ ბაშოს ფინალური დღის ვიდეო მიმოხილვა.

ვრცელ სტატიურ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მანამდე კი უყურეთ ამ ვიდეოს და ისიამოვნეთ როგორც ჩვენების მოგებებით, ისე ტერუნოფუჯის ჩემპიონობით!

Link to post
Share on other sites

ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა ნაცუ ბაშო ორივე ქართველმა - გაგამაც და ტოჩიმაც მოიგეს თავიანთი ბრძოლები და გაიმყარეს მონაგარი.

გაგამარუმ იაპონელი მე-14 მაეგაშირა იოშიკაძე ოშიდაშით გააძევა დოჰიოდან და საჩემპიონო რბოლას ჩამოაშორა. თავად კი მე-7 მოგება ჩაიწერა აქტივში და მინიმალური მაკე-კოშით დაასრულა ტურნირი (7-8).

ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ მომდევნო ბაშოსთვის მისი დაქვეითება რეიტინგში მინიმალური იქნება (-1 ან 2 საფეხური).

კიდევ უფრო გაიმყარა თავისი კაჩი-კოში ტოჩინოშინმა. ლევანმა იაპონელი მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯი უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე და მაკე-კოშიც გაუფორმა. თავად კი 9 მოგება მოაგროვა, 6 მარცხის წილ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრწყინვალე შედეგი გამოაცხო!

სამწუხარო ის არის, რომ ტოჩის ყველა უშუალო კონკურენტმა, ვინც სანიაკუში იმყოფება და ვისი წაგებაც გვინდოდა დღეს, საპირისპირო შედეგი დააფიქსირა: თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს, პირველმა მაეგაშირა ტაკარაფუჯიმ, კომუსუბი იჩინოჯომ, კომუსუბი ტოჩიოძანმა და სეკივაკე მიოგირიუმ. შესაბამისად, ტაკარაფუჯიმ ზუსტად ლევანის დარი შედეგი (9-6) დააფიქსირა, მინიმალური კაჩი-კოში გააკეთა ორივე კომუსუბიმ (8-7) და მინიმალური მაკე-კოში დადო მიოგირიუმ (7-8).

არ ვიცი, რა იქნება მომდევნო ბაშოზე - მემგონი, სერიოზულად მოუწევს სუმოს ასოციაციას, სანიაკუში ადგილების დამატებაზე დაფიქრება...

 

ინფ წყარო:https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/260698767278050?fref=nf

Link to post
Share on other sites

ქართველმა 20-წლამდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი პროგრესირებს და მსოფლიო რაგბის 2016 მსოფლიო ჩემპიონატში, 12-გუნდა ელიტაში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვეს

 

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა და მათი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი ფინალურ მატჩში აღმოჩნდა. კანადამ ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, მაგრამ ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებაში, ღია თუ ფეხით თამაშში და მეტოქე ლამაზ სტილში დაამარცხეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებიც იყო, მაგრად ითამაშა ყველამ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურობის მაგალითი აჩვენა და რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, ანგარიში ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.

 

 

 

საქართველოს ნაკრებმა შვიდჯერ დაამიწა ლელოში და 3-4-ის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ შეტევები წინთამაშის გამო ჩაიშალა. ქართველმა მორაგბეებმა ჩაატარეს უმაღლესი დონის თამაში და 26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, დილის 03:20 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა დაიმსახურეს.

 

 

 

გუნდმა ითამაშა დიდი მონდომებით და აჩვენა ლაღი რაგბი, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა და კანადელთა ყველა მონდომებას ღირსეული პასუხი გასცა.

 

 

 

ფინალის პირველი წუთებიდან

 

 

 

მატჩის დებიუტში კანადამ შემოგვიტია, მაგრამ მათი აქტიურობა სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ შეტევა ლელოდან 5 მეტრში წინთამაშის გამო ჩაიშალა. დებიუტშივე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება მეტოქისას მაგრად ერეოდა, კანადა დერეფანში ხშირად სცოდავდა და ამით ქართველმა მამორაგბეებმა კარგად ისარგებლეს.

 

 

 

მე-10 წუთზე შერკინებამ იმძლავრა და მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრით უკან დაახევინა, მერე ვასილ ლობჟანიძე სამ მბოჭავს გაექცა და შეტევა გიორგი კვესელაძემ გააგრძელა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს. საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, მაგრამ ბურთის ცუდად შეგდების გამო ეს შეტევა ჩაიშალა.

 

 

 

ქართველები თამაშს სწრაფად შლიდნენ და ხელდახელ უტევდნენ. ირაკლი სვანიძეს ფეხით გადაკიდებული ბურთები კარგად ამოჰქონდა. მე-14 წუთზე ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით ვისარგებლეთ და ბურთი ხაზს იქით გაიგზავნა. დერეფნის მოგებას კარგი მოლი მოყვა, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგობის მიუხედავად 5 მეტრი დაფარა და მიხეილ ბაბუნაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო მე-15 წუთზე დააფიქსირა. რეზი ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა. სამაგიეროდ, მას ფეხით კარგად გადაჰქონდა აუტში ბურთი და ცენტრიდან ოვალი 5-მეტრიან ზონაში რომ გაგზავნა, დერეფანს კვლავ მოლი მოყვა და ამჯერად ლელო გიორგი მელიქიძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა - 12:0

 

 

 

ორიოდე წუთში ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-იდან ლელოში ბურთი ფეხით ჩაკიდა, რომელიც გიორგი კვესელაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერიმ გარემარბი დამრტყმელზე წინ იყოო და ლელო გააუქმა. მალე ოთარ გიორგაძემ გაჭრა ხაზი კარგადაც იარა, მაგრამ რომ შებოჭეს დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა - მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე ზოიძე შემოვიდა. 34-ე წუთზე კანადელებმა ცუდად მოაწოდეს დერეფანი, ბურთი ქართველებს დარჩათ და ხელდახელ შეტევით კვესელაძე მცველთან ერთ-ერთზე დარჩა, მათ გაექცა და ანგარიში 17:0 გახდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 37-ე წუთზე ჩრდილოამერიკელები მეორედ შეცდნენ დერეფანში, ამჯერად დავით პაპავაძემ შეუტია და ლელოს დაახლოებით 3 მეტრამდე მიუახლოვდა, იქიდან ორი დარტყმის შემდეგ კი, მიზანს შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ უწია. ჯინჭველაშვილი ზუსტი იყო - 24:0! აქ საქართველოს ნაკრები მოდუნდა, რამბალმა რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ჰორგანმა კუთხიდან გარდასახა - 24:7 პირველი ტაიმის შემდეგ.

 

 

 

მსოფლიომდე 40 წუთით ადრე

 

 

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა, რითაც ხეირი საქართველოს ნაკრებმა ნახა, კანადა დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ის 3 ქულად აქცია. ორიოდე წუთში ქართველები დაჯარიმდნენ და კარის წინ 15 მეტრიდან ჰორგანმა ჯარიმა გაიტანა. ამის პასუხად ქართველებმა 49-ე წუთზე მეხუთე ლელო მიითვალეს და გამარჯვებულის ვინაობაც ნაადრევად გადაწყვიტეს. ლობჟანიძემ მარჯვნივ გრძელი პასით გარღვევაზე სვანიძე გაიყვანა, რომელმაც სისწრაფეში უპირატესობა შექმნა და ანზოერ სიჭინავას დროული გადაცემა გაუკეთა, რომელიც ბოლო მომენტში კი შებოჭეს, მაგრამ ლელოს ხაზს მაინც მიწვდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

 

 

 

თამაში რომ განახლდა ბექა კაკაბაძემ მოულოდნელად შეუტია, იერიში პაპავაძემ გააგრძელა და ბურთი მეტოქის 22-ში დაიკარგა, მაგრამ ფეხით გადმოკიდებული ბურთი კვესელაძეს მიუვიდა, რომელმაც თავადაც ფეხით გადაიკადა და თავისი მეორე და ნაკრების მეექვსე ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა და 39:10. კანადელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სხვაობის მიუხიდევად არ გატყდნენ, მოულოდნელად მათ შერკინებაში იმძლავრეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბრედლიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

 

 

ქართველებმა მოინდომეს და ლამაზი ლელოც გაიტანეს. სვანიძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ლელომდე 7-8 მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე უშედეგო დარტყმის შემდეგ ლობჟანიძემ ჯინჭველაშვილს გაუტანა ბურთი, რომელმაც ფეხით გადაიკიდა და ძელებსშუა დაამიწა. მისი გარდასახვა ზუსტი იყო. კანადამ ჩამორჩენა ლელო-გარდასახვით 64-ე წუთზე შეამცირა, მერე რეფერიმ 68-ე წუთზე ნიკა ნეფარიძე გაასინბინა, მაგრამ ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი, 78-ე წუთზე კარგი შეტევა წამოიწყეს, ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ჯინჭველაშვილმა 35 მეტრიდან საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 49:24 და მსოფლიოს ქართულ რაგბზე სასაუბროდ კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა.

 

 

 

თასი ცოცხალი ლეგენდისგან

 

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სიხარულს ვერც საქართველოს ნაკრების მოთამაშეები თუ სამწვრთნელო შტაბი და ვერც ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე უხვად შეკრებილი ქართველი ქომაგი მალავდა. მთელი თამაშის მანძილზე ინტერნეტ სთრიმით მიმდინარე პირდაპირი რეპორტაჟისას ხმამაღლა და უწყვეტად ისმოდა „ლელო, ლელო, საქართველო“, რაც ბიჭებს უდიდეს სტიმულს მატებდა და ისედაც ვეებერთელა მოტივაციას უატასმაგებდა. ნამატჩევს მსოფლიო რაგბის ჟურნალისტმა ნაკრების კაპიტან, ბადრი ალხაზიშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმდენი ქართველი ქომაგის შეგროვდაო, რომ გეგონება თამაში შინ ითამაშეთო, რაზეც ალხაზიშვილმა მიუგო, რომ ძალიან ბედნიერი იყო ასეთი მხარდაჭერით და ქართველ ქომაგებს ხმამაღლა, ქართულ ენაზე „დიდი მადლობა“ შესძახა. მან ასევე განაცხადა: „ენით აღუწერელი გრძნობაა. ასეთი თამაში ჯერ არ მოგვიგია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ძალიან კარგი და ლამაზი რაგბი, ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გარეშე და დიდი მადლონა მინდა გადავუხადო კანადას ამისათვის. დიდი მადლობა ჩემ გუნდს, უზმოდ ამაყი ვარ ჩვენი მოთამაშეებით.“

 

 

 

ტურნირის კულმინაციამდე ჯერ ვერცხლის მედალოსანთ დაჯილდოვების ცერემონია იყო. კანადელთა 20-წლამდელებს საცერემონიო სცენისკენ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ტაშითა და ოვაციებით საპატიო დერეფანში მიაცილებდნენ. ჩრდილოამარიკელები მედლებით მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა დააჯილდოვა. დადგა ჩემპიონთა რიგი. ოქროს მედლებით დამშვენებულებმა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა გაავსეს სცენა და ყველა სანატრელი თასის მოლოდინში იყო, ხოლო თასი ჩვენს კაპიტანს შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანენელი და ირლანდიელი ლომების ცოცხალმა ლეგენდამ, ჯონ ჯეფრიმ, იგივე ‘თეთრმა ზვიგენმა“ გადასცა.

 

 

ელიტაში მინიმუმ 2 წლით

 

 

 

ეს გამარჯვება უდაოდ დიდი წარმატებაა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ის, რისთისაც ქართული რაგბის არა ერთი თობა იბრძოდა და შრომობდა. ამრიგად ალაფის ფინალში გამარჯვებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გაისად ინგლისში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ათი რის წინ გაირკვა, რომ 2017 წელს ამ ჩემპიონატს უკვე საქართველო უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ელიტაში მინიმუმ ორ წელს გაატარებენ და მათი შრომისმოყვარეობითა და მწვრთბელთა შტაბისა და საქართველოს რაგბის კავშირის დაუღალავი შრომით, ისინი იქ ადგილს დაიმკვიდრებე.

 

 

 

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა

 

 

 

VII ადგილისთვის პორტუგალია - ჰონკონგი 47:21, V ადგილისთვის ფიჯი - ნამიბია 36:24, III ადგილისთვის ურუგვაი - ტონგა 44:43

 

 

 

ნამატჩევს

 

 

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „რომ გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, იგივეა რომ არაფერი ვთქვა... ძალიან ამაყი ვარ! უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოთ გაიმარჯვეს და რაც მთავარია ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბს და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.

 

 

 

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათ უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი - ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას, და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს - ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძეს და ლიამ რობისნონს; გუნდის ვიდეო ანალიტიკოსს დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს. ასევე ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს. ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენ გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე - მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!

 

 

 

...ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად ...ალბათ არაფერი

 

 

 

„ჩემ ქვეყანას ვულოცავ, იმიტომ, რომ არც თუ ბევრი სიხარული გვაქვს სამწუხაროდ ცხოვრებაში და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს. როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია - ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად? ... ალბათ არაფერი.

 

 

 

„აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგმოისათვის საქართველოს მთავრობას, სპოსნორებს და საქველმოქმედო ფონდ ‘ქართუს’. მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდში დგას - ყველა ჟურნალისტს ვინც გაზეთებში, ვებ გვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელე-ჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებსა, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს - ეს მათი გამარჯვებაც არის. აქვე არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო - რბილად, რომ ვთქვა მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.

 

 

 

... ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს

 

 

 

„ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხეისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს. უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება. დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

 

...მსოფლიო რაგბის აღფრთოვანება

 

 

 

„ბოლოს ერთსაც გეტყვით - რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით. ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის რაც ვიღაცისთვის არის ადვილი, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი ვინც მსოფლიო რაგბში პოლოტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

საგაზეთო ოქმი:

 

საქართველო 49:24 კანადა

 

 

საქართველო

 

15 ირაკლი სვანიძე (22 გიორგი ბაბუნაშვილი 74) 14 ანზორ სიჭინავა, 13 ბადრი ლიპარტელიანი (20 რატი შანიძე 76) 12 სანდრო ილურიძე, 11გიორგი კვესელაძე;

 

10 რეზი ჯინჭველაშვილი, 9 ვასილ ლობჟანიძე (21 თემურ თუთბერიძე 74) /

 

 

1 ნიკა ნეფარიძე სბ 67, 2 ბადრი ალხაზაშვილი^კაპ (16 გიორგი თედორაძე 79) 3 გიორგი მელიქიძე (17 ბექა კაკაბაძე 48) 4 ოთარ გიორგაძე (18თორნიკე ზოიძე 32) 5 მიხეილ ბაბუნაშვილი; 6 თორნიკე ბუბუტეიშვილი (19 გიორგი ცუცქირიძე 60) 7 დავით პაპავაძე, 8 ბექა გორგაძე (მელიქიძე 71- 79)

 

7ლ: მ.ბაბუნაშვილი მელიქიძე კვესელაძე (3 6) ზოიძე სიჭინავა ჯინჭველაშვილი;

4გ 2ჯ: ჯინჭველაშვილი

 

 

კანადა

 

15 ქოუ, 14 სოდერ (22 გილ 79) 13 ბერნა, 12 დიუ’ტოი, 11 ლეითნერ;

 

10 ჰორგან, 9 ჯოისი (20 პომროი 62) /

 

1 ბლეიქი (17 მარტინეს 53) 2 ფინლი (16 შოუ 40) 3 თირნი (18 იანგ 53) 4 ჩულინი, 5 ვედენ (19 როზმან 50) 6 რამბოლ^კაპ, 7 ნოთ, 8 ბრედლი *

 

არ შესულა? 21 ბრომბელ -

 

3ლ: რამბოლ ბრედლი (2 3) 3გ ჯ: ჰორგან

 

5:0(15) 12:0(27) 17:0(32) 24:0(36) 24:7(39) /

27:7(45) 27:10(47) 32:10(49) 39:10(52) 39:17(56) 46:17(59) 46:24(64) სბ(67ს) 49:24(79)

 

 

ინფ წყარო: http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=4449&callerModID=17364

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...