gube 20 Posted June 7, 2015 Author Report Share Posted June 7, 2015 12 მედალი ევროპის თასზე საქართველოს კადეტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის თასზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიალსკო-ბიალაში გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ნიაზაშვილი (-50კგ), გოგა ქევხიშვილი (-81კგ) და ონისე სანებლიძე (-90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ზურაბ კახნიაშვილი (-50კგ), ვანო ხუბაშვილი (-55კგ), ლაშა დუდაშვილი (-73კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ვაჟა ბუბუნაურმა (-50კგ), თემურ ნოზაძე (-55კგ), თენგიზ ჩიტაურმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) და ზაურ კენჭაძემ (-90კგ). აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს. 8 ფინალიდან 6-ში ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა. -50კგ-ში ფინალში სულაც ქართველები გავიდნენ. პოლონეთში ევროპის თასზე ვაჟთა და ქალთა შორის 6-7 ივნისს 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ამ ასაკის ძიუდოისტებს ივლისში თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ ასპარეზობა და ძიუდოისტები ქართული დელეგაციისთვის მედლების მოპოვების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან. (საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1993 წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას სულ მოპოვებული აქვს 53 მედალი, აქედან 45 ძიუდოისტების ანგარიშზეა) ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 18, 2015 Author Report Share Posted June 18, 2015 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი ბაქოს ევროპის თამაშებზე. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან დღეს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ და საბოლოოდ ოთხივემ მედლისთვის იჭიდავა. ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად ბექა ლომთაძე გამოვიდა – დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ქუთაისელმა მსუბუქწონოსანმა ფინალის გზაზე უკრაინელი ვასილი შუპტარი (12:1), რუმინელი ივან გუიდეა (6:3 4:5) და ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი (1:0 9:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს ალექსანდრ ბოგომოევთან სცადა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი პერიოდი ფრედ 6:6 დასრულდა. მეორეში კი უპირატესობას ბოგომოევი დაეუფლა და 4-ქულიან უპირატესობასაც დაეუფლა. ბექამ ერთიც გაიბრძოლა – საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა (8:10), მაგრამ... ამ ილეთის შემდეგ მწვრთნელებს ეპიზოდის გაპროტესტება მოსთხოვა. მათაც დაუჯერეს და ვიდეოგანხილვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოიტანა – 2 ქულა რუსს დაუწერეს, ზედ დაუკმაყოფილებელი პროტესტის საჯარიმო ქულაც წაამატეს და ლომთაძის ჩამორჩენა 5 ქულამდე გაიზარდა – 8:13. შეხვედრა ასევე დასრულდა. დავით ტლაშაძემ (70 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს. დღის მეორე მედალი საერთო მონაგარს სანდრო ამინაშვილმა შემატა. ნაკრების დებიუტანტმა პირველსავე წრეში რუმინელ გეორგიტა სტეფანთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ეს ბრძოლაც (6:0 2:0) და მთელი შეჯიბრებაც შეხვეული თავით ჩაამთავრა. შემდეგ უკრაინელი დმიტრო როჩნიაკი (6:0 2:1) და სომხეთის ნაკრების წევრი მუსა მურთაზალიევიც (1:0 3:1) ჩამოიშორა. ფინალის საგზური კი მოლდოველ პიოტრ იანულოვთან თანაბარ ბრძოლაში დაკარგა (1:2 2:3). რეპეშაჟის ფინალში ამინაშვილმა უნგრელ იშტვან ვერებთან პირველი სამწუთეული 0:2 წააგო. მცირე შესვენების შემდეგ კი მეტოქეს 3 უპასუხო ქულა აუღო და ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა. მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა გენო პეტრიაშვილიც (125 კგ). მინდორაშვილის გუნდის უმძიმესმა წევრმა ოქრო-ვერცხლის შანსი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონთან - ბელარუს ალექსანდრ შემაროვთან ფრით 5:5 დაკარგა. 21 წლის მძიმეწონოსანმა ნახევარფინალამდე ორი ძალიან ადვილი გამარჯვება მოიპოვა: მაკედონიელ ბობან დანოვთან (11:0) და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკისთან (10:0). "ბრინჯაოს ფინალში” კი სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს დაეჭიდა და 2 პერიოდში 5 უპასუხო ქულა აუღო. დავით ტლაშაძემ ევროტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან 2 წუთსა და 18 წამში დაკარგა (0:10). იქამდე რუმინელ ადრიან მოისეს (1:0 5:0) და უკრაინელ ოლექსეი მელნიკს (0:1 4:0) სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანის ნაკრების წევრთან – ევროპის შარშანდელ ჩემპიონ რუსლან დიბირგაჯიევთან დამარცხდა (0:4 2:2). თავისუფალი ჭიდაობა ევროპის თამაშები ბაქო 17-18 ივნისი 57 კგ 1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი) 2 მარსელ ევალდი (გერმანია) 3 ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა) 3 სეზარ აკგული (თურქეთი) 61 კგ 1 ალექსანდრ ბოგომოევი (რუსეთი) 2 ბექა ლომთაძე (საქართველო) 3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) 3 ვასილი შუპტარი (უკრაინა) 65 კგ 1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი) 2 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია) 3 მუსტაფა კაია (თურქეთი) 3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი) 70 კგ 1 მაგომედრასულ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი) 2 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი) 3 იაკუპ გორი (თურქეთი) 3 რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი) 5 დავით ტლაშაძე (საქართველო) 74 კგ 1 ანიუარ გედუევი (რუსეთი) 2 სონერ დემიტრაში (თურქეთი) 3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) 3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო) 86 კგ 1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) 2 პიოტრ იანულოვი (მოლდოვა) 3 სანდრო ამინაშვილი (საქართველო) 3 რადოსლავ მარცინკიევიჩი (პოლონეთი) 97 კგ 1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი) 2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) 3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა) 3 აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი) 125 კგ 1 ტაჰა აკგული (თურქეთი) 2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი) 3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო) 3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი) ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 20, 2015 Author Report Share Posted June 20, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 26, 2015 Author Report Share Posted June 26, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 26, 2015 Author Report Share Posted June 26, 2015 გილოცავთ 1 ოქრო და 1 ვერცხლი მხოლოდ დღეს ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილი ვერცხლი ნუგზარ(ბაჩო) ტატალაშვილი მინდა ავღნიშო ტატალაშვილის ვერცხლი მსაჯის დამსახურება იყო https://www.youtube.com/watch?v=_K4rLhopE68 ესეც ჭრიკიშვილის ფინალი სადაც პირველი გდება ვაზარი (Waza-ari) 1005 იყო ჭრიკიშვილის მაგრამ... მაგრამ ვულოცავ ჭრიკიშვილს ამ გამარჯვებას ჯერ მხოლოს პაპინაშვილის 3 ჭრიკიშვილის 1 და ტატალაშვილის 2 ადგილი გვაქ ვნახოთ რა იქნება ხვალ 100 კგში არავინ გვყავს ... 90 შI ლიპარტელიანი ღვინიაშვილი +100 ოქრუაშვილი მატიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 26, 2015 Report Share Posted June 26, 2015 ვულოცავ საქართველოს ბაქოში მოპოვებულ პირველ ოქროს. ეს ერთი(ოქოს მედალს ვგულისხმობ) და სხვა მრავლი!!! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 27, 2015 Author Report Share Posted June 27, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 27, 2015 Author Report Share Posted June 27, 2015 ესეც ხვალინდელი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted July 4, 2015 Author Report Share Posted July 4, 2015 ევროპი ჩემპიონატი კადეტთა შორის, 3-5 ივლისი 2015. მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატის პირველსავე დღეს -52კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ავსტრიელი ლიზა დენგი დაამარცხა. ფინალამდე ბებოშვილმა 4 შეხვედრა მოიგო და დაამარცხა ძიუდოისტები ისრაელიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში მზია ბებოშვილი, გახდა მეორე ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი გახდა. თავად მზია ბებოშვილი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მედალი მოუპოვებია. ის ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ნინო მგელაძეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -50კგ-ში გიორგი ნიაზაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რობინზონ ბეგლარაშვილი (-60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ) ოქრო - მზია ბებოშვილი, ლაშა დუდაშვილი ვერცხლი - გიორგი ნიაზაშვილი, გოგა ქევხიშვილი, ზაურ კენჭაძე ბრინჯაო - რობინზონ ბეგლარაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, მარიამ ჭანტურია, ონისე სანებლიძე, გელა ზაალიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted July 5, 2015 Author Report Share Posted July 5, 2015 საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტებმა ბულგარეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted July 7, 2015 Author Report Share Posted July 7, 2015 http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/80596-qarthuli-dinamiti-tsarmateba-romelic-aqamde-saqarthvelos-ar-hqonia.html ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted July 26, 2015 Author Report Share Posted July 26, 2015 (edited) უკუღმა აღმართული ოლიმპიური დროშა ცრცხლწაკიდებული ტრიბუნები და ჩამქვრალი ოლიმპიური ცეცხლი ჯერ მეტი ვერ მოახერხეს Edited July 26, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 1, 2015 Report Share Posted September 1, 2015 (edited) ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატში ძიუდოში საქართველო რომელზე გავიდა ?? Edited September 1, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 1, 2015 Report Share Posted September 1, 2015 ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატში ძიუდოში საქართველო რომელზე გავიდა ?? მესამეზე ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted September 1, 2015 Report Share Posted September 1, 2015 ჩვენთვის ძალიან ცუდი ჩემპიონატი იყო!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted September 1, 2015 Author Report Share Posted September 1, 2015 Gundur CaTvlaSi mesameze da use savaraudod 15 17 adgilze araferia 2 brinjao mxolod adamam ichidava misi shesadzleblobit sxvisi Ra vtqva 81 team as davabralot sxvas Yuri's see a ar awyenda ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 25, 2015 Report Share Posted September 25, 2015 (edited) Edited September 25, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 25, 2015 Report Share Posted September 25, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 25, 2015 Report Share Posted September 25, 2015 ეეჰ არგენტინა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 7, 2015 Report Share Posted October 7, 2015 სპორტული უიღბლობა+გოთვერანი მსაჯი, სხვა ვერაფრით აიხსნება ნამიბიასთან პირველ ტაიმში 0-6. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 7, 2015 Report Share Posted October 7, 2015 ჰააა დავადეთ ნამიბიასაც და მსაჯსაც!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 8, 2015 Report Share Posted October 8, 2015 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 3, 2015 Author Report Share Posted December 3, 2015 დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს დავიწყებ იმით რომ როგორც ყოველთვის ჩვენი ლომები მოჭიდავეები სულ გვასახელებენ მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ გედის სიმღერას გავს ჩვენი ნაკრები რადგან შემდეგ თაობაში ვერ ვხედავ პერსპექტივებს მოკლედ ეს ჩენმი აზრია 4-6 დეკემბერს იმართება წლის ერთერთი ყველაზე რთული საპასუხისმგებლო და რთული შეჯიბრი ტოკიოს გრანდსლემი (ძიგარო კანოს ტურნირად ცნობილი)(ძიგარო კანო ძიუდოს დამაარსებელი იაპონელი ბერი რომელმაც პირველი ილეთი უჩი მატა მოიფიქრა მოიგონა თუ რაც არი როცა შემაჩნია თუ როგორ გადმოვარდა დათოვლილი ნაQვის პატარა ტოტიდან თოვლი ასე მარტივად დაედო საფუძველი ძიუ დო ს რაც ქართულად ნიშნავს იოლ ადვილ გზას გამარჯვებისკენ ) ტოკიოს გრან სლემის ბადეები ცნობილია . 60 კგ-თი დავიწყოთ . ლუხუმ ჩხვიმიანს არც თუ ისე კარგი ბადე აქვს , რადგან მესამე შეხვედრა ტაკატოსთან უწევს . პაპინაშვილს ბადეში მიშტვის ცნობილი ცენდ ოჩირი და მუდრანოვი ჰყავს. 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა თუ წარმატებით იასპარეზა , 1/4 ფინალში კორეელ ანს დაუპირისპირდება , ნუგზარ ტატალაშვილის ბადეში კი ცინდაოს გრან პრის გამარჯვებული ჰაშიმოტოა , რომლის გდება ჩვენს გვერდზე გუშინ დაიდო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს , შოჰეი ონოს ამ შეჯიბრზე ვერ ვიხილავთ. თქვენთვის როგორც ცნობილია ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კგ-ში პირველ ნომრადაა განთესილი. სავარაუდოდ მას პირველივე შეხვედრა იაპონელთან მოუწევს . არაუშავს , კარგად გახურდება. უშანგი მარგიანს კარგი ბადე აქვს , წესით 1/4 ფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭურდეს. გადავიდეთ 90 კგ-ზე სადაც ჩვენთვის უჩვეულოდ მხოლოდ 1 სპორტსმენით ვართ წარდგენილი , ვარლამ ლიპარტელიანი.ვალოს პირველი შეხვედრა სავარაუდოდ იაპონელ იოშიდასთან მოუწევს (მასტერსის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა დაამარცხა). 1/4 ფინალში ის დიდ ალბათობით ეშლი გონზალეზს შეხვდება . ახლა კი 100 კგ. ამ წონაში წელს 2 სპორცმენით ვართ წარდგენილი , ლაშა გურული და ბექა ღვინიაშვილი , რომლისთვისაც ეს პირველი შეჯიბრი იქნება 100 კგ წონით კატეგორიაში . გურულს არც თუ ისე კარგი ბადე აქვს , რადგან პირველი შეხვედრა ფრანგ მარესთან უწევს , მეორე კი სავარაუდოდ იაპონელ ტაკაგისთან , მაგრამ ეს დაუძლეველი ბარიერი არაა. ჩვენს ტაისონას უკეთესი ბადე აქვს ,პირველ შეხვედრას ბექა გამოცდილ პაცეკთან ჩაატარებს და ამის შემდგომ წესით 1/4 ფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილს პირველივე შეხვედრა ცნობილი იაპონელი კამიკავა შეხვდება .თუ კი ადამი მოიგებს , ნახევარფინალამდე გასვლა არ გაუჭირდება . ლევან მატიაშვილს კარგი ბადე აქვს , შარშან ლევანმა მეორე ადგილი დაიკავა , 1/4 ფინალში მას კიმი ჰყავს კონკურენტი. სულ ეს იყო და იმედია ჩვენი ლომები გაგვახარებენ მომდევნო დღეებში . მთლიანი ბადეების ნახვა შეგიძლიათ აქ http://www.ippon.org/gs_jpn2015.php პირდაპირი რეპორტაჟი იქნება აქ: http://134.213.29.25/live/ ინფორმაცია ბადეების შესახებ გადმოკოპირებულია fb ს გვერდ We Love Judo სგან ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 5, 2015 Author Report Share Posted December 5, 2015 მოკლედ დღეს ავთანდოილ ჭრიკიშვილმა ქართველმა არწივმა გაგვახარა 1982 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა როცა იაპონიის დიდი სლემის ტურნირზე ოქროს მედალი ავიღეთ სრულად როცა შეჯიბრი მორჩება შემდეგ შემოგთავაზებთ ყველაფერს 3 ადგილი 73 ტატალაშვილი ნუგზარი 81 ოქრო ავთო ჭრიკიშვილი ეს კი ავთოს გავლილი გზა https://www.youtube.com/watch?v=jM9UPRqVbb0 https://www.youtube.com/watch?v=T42VshUegoI ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 5, 2015 Author Report Share Posted December 5, 2015 რომან მოუსტოპულოსი ქართველი გიორგი რევაზიშვილის შვილი https://en.wikipedia.org/wiki/Giorgi_Revazishvili_(judoka) https://www.youtube.com/watch?v=dga2lU1inGQ და ფინალი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.