Jump to content
Club-Monadire.Ge

ქართული სპორტი


Recommended Posts

12 მედალი ევროპის თასზე

 

 

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის თასზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიალსკო-ბიალაში გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ნიაზაშვილი (-50კგ), გოგა ქევხიშვილი (-81კგ) და ონისე სანებლიძე (-90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ზურაბ კახნიაშვილი (-50კგ), ვანო ხუბაშვილი (-55კგ), ლაშა დუდაშვილი (-73კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ვაჟა ბუბუნაურმა (-50კგ), თემურ ნოზაძე (-55კგ), თენგიზ ჩიტაურმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) და ზაურ კენჭაძემ (-90კგ).

 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს. 8 ფინალიდან 6-ში ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა. -50კგ-ში ფინალში სულაც ქართველები გავიდნენ.

 

პოლონეთში ევროპის თასზე ვაჟთა და ქალთა შორის 6-7 ივნისს 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ამ ასაკის ძიუდოისტებს ივლისში თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ ასპარეზობა და ძიუდოისტები ქართული დელეგაციისთვის მედლების მოპოვების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან. (საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1993 წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას სულ მოპოვებული აქვს 53 მედალი, აქედან 45 ძიუდოისტების ანგარიშზეა)

post-1092-0-29468800-1433701117_thumb.png

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 268
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

დღეს არ ვიქნები თავმდაბალი :) 1 წლიანი შეჩერების და არასტაბილური მომზადების შემდეგ მას შემდეგ რაც ჯერ კიდე 95 კილო დავიკელი მხოლოდ 5 ადგილიშევძელი კოპა იტალიაზე სულ ეს იყო მარჯვნინ რო ვარ ეგ ვარ მ

ყველაზე დიდი ტურნირი ჩემთვის იტალიაში იტალიის თასი,თვითონ ჩემპიონატში მონაწილეობის უფელა არ მაქვს სამწუხაროდ მარა იქნება ვეტერანებში მაინც გადმოვიდე აქ მაინც იტალიაში ვცხოვრობ.საქართველოს სახელით ვიჭი

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:-60კგ ამირან პაპინაშვილი.-73კგ ზვიად კაპანაძე.-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.-100კგ

Posted Images

2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი ბაქოს ევროპის თამაშებზე. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან დღეს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ და საბოლოოდ ოთხივემ მედლისთვის იჭიდავა.

 

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად ბექა ლომთაძე გამოვიდა – დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ქუთაისელმა მსუბუქწონოსანმა ფინალის გზაზე უკრაინელი ვასილი შუპტარი (12:1), რუმინელი ივან გუიდეა (6:3 4:5) და ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი (1:0 9:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს ალექსანდრ ბოგომოევთან სცადა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირველი პერიოდი ფრედ 6:6 დასრულდა. მეორეში კი უპირატესობას ბოგომოევი დაეუფლა და 4-ქულიან უპირატესობასაც დაეუფლა. ბექამ ერთიც გაიბრძოლა – საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა (8:10), მაგრამ... ამ ილეთის შემდეგ მწვრთნელებს ეპიზოდის გაპროტესტება მოსთხოვა. მათაც დაუჯერეს და ვიდეოგანხილვამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოიტანა – 2 ქულა რუსს დაუწერეს, ზედ დაუკმაყოფილებელი პროტესტის საჯარიმო ქულაც წაამატეს და ლომთაძის ჩამორჩენა 5 ქულამდე გაიზარდა – 8:13. შეხვედრა ასევე დასრულდა.

 

დავით ტლაშაძემ (70 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს.

 

დღის მეორე მედალი საერთო მონაგარს სანდრო ამინაშვილმა შემატა. ნაკრების დებიუტანტმა პირველსავე წრეში რუმინელ გეორგიტა სტეფანთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ეს ბრძოლაც (6:0 2:0) და მთელი შეჯიბრებაც შეხვეული თავით ჩაამთავრა. შემდეგ უკრაინელი დმიტრო როჩნიაკი (6:0 2:1) და სომხეთის ნაკრების წევრი მუსა მურთაზალიევიც (1:0 3:1) ჩამოიშორა. ფინალის საგზური კი მოლდოველ პიოტრ იანულოვთან თანაბარ ბრძოლაში დაკარგა (1:2 2:3).

 

რეპეშაჟის ფინალში ამინაშვილმა უნგრელ იშტვან ვერებთან პირველი სამწუთეული 0:2 წააგო. მცირე შესვენების შემდეგ კი მეტოქეს 3 უპასუხო ქულა აუღო და ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.

 

მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა გენო პეტრიაშვილიც (125 კგ). მინდორაშვილის გუნდის უმძიმესმა წევრმა ოქრო-ვერცხლის შანსი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონთან - ბელარუს ალექსანდრ შემაროვთან ფრით 5:5 დაკარგა. 21 წლის მძიმეწონოსანმა ნახევარფინალამდე ორი ძალიან ადვილი გამარჯვება მოიპოვა: მაკედონიელ ბობან დანოვთან (11:0) და უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკისთან (10:0). "ბრინჯაოს ფინალში” კი სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს დაეჭიდა და 2 პერიოდში 5 უპასუხო ქულა აუღო.

 

დავით ტლაშაძემ ევროტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან 2 წუთსა და 18 წამში დაკარგა (0:10). იქამდე რუმინელ ადრიან მოისეს (1:0 5:0) და უკრაინელ ოლექსეი მელნიკს (0:1 4:0) სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანის ნაკრების წევრთან – ევროპის შარშანდელ ჩემპიონ რუსლან დიბირგაჯიევთან დამარცხდა (0:4 2:2).

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

ევროპის თამაშები

 

ბაქო

 

17-18 ივნისი

 

57 კგ

 

1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)

 

2 მარსელ ევალდი (გერმანია)

 

3 ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა)

 

3 სეზარ აკგული (თურქეთი)

 

61 კგ

 

1 ალექსანდრ ბოგომოევი (რუსეთი)

 

2 ბექა ლომთაძე (საქართველო)

 

3 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

 

3 ვასილი შუპტარი (უკრაინა)

 

 

65 კგ

 

1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

 

2 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

 

3 მუსტაფა კაია (თურქეთი)

 

3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

 

70 კგ

 

1 მაგომედრასულ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)

 

2 მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

 

3 იაკუპ გორი (თურქეთი)

 

3 რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი)

 

5 დავით ტლაშაძე (საქართველო)

 

 

74 კგ

 

1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

 

2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

 

3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

 

3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

 

86 კგ

 

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

 

2 პიოტრ იანულოვი (მოლდოვა)

 

3 სანდრო ამინაშვილი (საქართველო)

 

3 რადოსლავ მარცინკიევიჩი (პოლონეთი)

 

 

97 კგ

 

1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

 

2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

 

3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)

 

3 აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი)

 

125 კგ

 

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

 

2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)

 

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

 

3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

 

 

d770a4d1b153.jpg

Link to post
Share on other sites

გილოცავთ 1 ოქრო და 1 ვერცხლი მხოლოდ დღეს ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილი ვერცხლი ნუგზარ(ბაჩო) ტატალაშვილი

მინდა ავღნიშო ტატალაშვილის ვერცხლი მსაჯის დამსახურება იყო

https://www.youtube.com/watch?v=_K4rLhopE68

ესეც ჭრიკიშვილის ფინალი სადაც პირველი გდება ვაზარი (Waza-ari) 1005 იყო ჭრიკიშვილის მაგრამ... მაგრამ

 

ვულოცავ ჭრიკიშვილს ამ გამარჯვებას ჯერ მხოლოს პაპინაშვილის 3 ჭრიკიშვილის 1 და ტატალაშვილის 2 ადგილი გვაქ

ვნახოთ რა იქნება ხვალ 100 კგში არავინ გვყავს ...

90 შI ლიპარტელიანი ღვინიაშვილი

+100 ოქრუაშვილი მატიაშვილი

Link to post
Share on other sites

ვულოცავ საქართველოს ბაქოში მოპოვებულ პირველ ოქროს.

ეს ერთი(ოქოს მედალს ვგულისხმობ) და სხვა მრავლი!!!

Link to post
Share on other sites

ევროპი ჩემპიონატი კადეტთა შორის, 3-5 ივლისი 2015.

 

9658mzia-champion.jpg

 

მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატის პირველსავე დღეს -52კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ავსტრიელი ლიზა დენგი დაამარცხა. ფინალამდე ბებოშვილმა 4 შეხვედრა მოიგო და დაამარცხა ძიუდოისტები ისრაელიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან. ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში მზია ბებოშვილი, გახდა მეორე ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი გახდა. თავად მზია ბებოშვილი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მედალი მოუპოვებია. ის ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ნინო მგელაძეს.

 

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -50კგ-ში გიორგი ნიაზაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რობინზონ ბეგლარაშვილი (-60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ)

ოქრო - მზია ბებოშვილი, ლაშა დუდაშვილი

ვერცხლი - გიორგი ნიაზაშვილი, გოგა ქევხიშვილი, ზაურ კენჭაძე

ბრინჯაო - რობინზონ ბეგლარაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, მარიამ ჭანტურია, ონისე სანებლიძე, გელა ზაალიშვილი

Link to post
Share on other sites

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტებმა ბულგარეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს

 

 

c2376a522839.png

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

უკუღმა აღმართული ოლიმპიური დროშა ცრცხლწაკიდებული ტრიბუნები და ჩამქვრალი ოლიმპიური ცეცხლი ჯერ მეტი ვერ მოახერხეს :karochera:

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

სპორტული უიღბლობა+გოთვერანი მსაჯი, სხვა ვერაფრით აიხსნება ნამიბიასთან პირველ ტაიმში 0-6. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს

დავიწყებ იმით რომ როგორც ყოველთვის ჩვენი ლომები მოჭიდავეები სულ გვასახელებენ მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ გედის სიმღერას გავს ჩვენი ნაკრები რადგან შემდეგ თაობაში ვერ ვხედავ პერსპექტივებს მოკლედ ეს ჩენმი აზრია

4-6 დეკემბერს იმართება წლის ერთერთი ყველაზე რთული საპასუხისმგებლო და რთული შეჯიბრი ტოკიოს გრანდსლემი (ძიგარო კანოს ტურნირად ცნობილი)(ძიგარო კანო ძიუდოს დამაარსებელი იაპონელი ბერი რომელმაც პირველი ილეთი უჩი მატა მოიფიქრა მოიგონა თუ რაც არი როცა შემაჩნია თუ როგორ გადმოვარდა დათოვლილი ნაQვის პატარა ტოტიდან თოვლი :) ასე მარტივად დაედო საფუძველი ძიუ დო ს რაც ქართულად ნიშნავს იოლ ადვილ გზას გამარჯვებისკენ )

20151023gstokyo02.jpg

ტოკიოს გრან სლემის ბადეები ცნობილია . 60 კგ-თი დავიწყოთ . ლუხუმ ჩხვიმიანს არც თუ ისე კარგი ბადე აქვს , რადგან მესამე შეხვედრა ტაკატოსთან უწევს . პაპინაშვილს ბადეში მიშტვის ცნობილი ცენდ ოჩირი და მუდრანოვი ჰყავს. 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა თუ წარმატებით იასპარეზა , 1/4 ფინალში კორეელ ანს დაუპირისპირდება , ნუგზარ ტატალაშვილის ბადეში კი ცინდაოს გრან პრის გამარჯვებული ჰაშიმოტოა , რომლის გდება ჩვენს გვერდზე გუშინ დაიდო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს , შოჰეი ონოს ამ შეჯიბრზე ვერ ვიხილავთ.

თქვენთვის როგორც ცნობილია ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კგ-ში პირველ ნომრადაა განთესილი. სავარაუდოდ მას პირველივე შეხვედრა იაპონელთან მოუწევს . არაუშავს , კარგად გახურდება. უშანგი მარგიანს კარგი ბადე აქვს , წესით 1/4 ფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭურდეს.

გადავიდეთ 90 კგ-ზე სადაც ჩვენთვის უჩვეულოდ მხოლოდ 1 სპორტსმენით ვართ წარდგენილი , ვარლამ ლიპარტელიანი.ვალოს პირველი შეხვედრა სავარაუდოდ იაპონელ იოშიდასთან მოუწევს (მასტერსის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა დაამარცხა). 1/4 ფინალში ის დიდ ალბათობით ეშლი გონზალეზს შეხვდება .

ახლა კი 100 კგ. ამ წონაში წელს 2 სპორცმენით ვართ წარდგენილი , ლაშა გურული და ბექა ღვინიაშვილი , რომლისთვისაც ეს პირველი შეჯიბრი იქნება 100 კგ წონით კატეგორიაში . გურულს არც თუ ისე კარგი ბადე აქვს , რადგან პირველი შეხვედრა ფრანგ მარესთან უწევს , მეორე კი სავარაუდოდ იაპონელ ტაკაგისთან , მაგრამ ეს დაუძლეველი ბარიერი არაა. ჩვენს ტაისონას უკეთესი ბადე აქვს ,პირველ შეხვედრას ბექა გამოცდილ პაცეკთან ჩაატარებს და ამის შემდგომ წესით 1/4 ფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილს პირველივე შეხვედრა ცნობილი იაპონელი კამიკავა შეხვდება .თუ კი ადამი მოიგებს , ნახევარფინალამდე გასვლა არ გაუჭირდება . ლევან მატიაშვილს კარგი ბადე აქვს , შარშან ლევანმა მეორე ადგილი დაიკავა , 1/4 ფინალში მას კიმი ჰყავს კონკურენტი.

სულ ეს იყო და იმედია ჩვენი ლომები გაგვახარებენ მომდევნო დღეებში .

მთლიანი ბადეების ნახვა შეგიძლიათ აქ http://www.ippon.org/gs_jpn2015.php

პირდაპირი რეპორტაჟი იქნება აქ: http://134.213.29.25/live/

 

ინფორმაცია ბადეების შესახებ გადმოკოპირებულია fb ს გვერდ We Love Judo სგან

Link to post
Share on other sites

მოკლედ დღეს ავთანდოილ ჭრიკიშვილმა ქართველმა არწივმა გაგვახარა 1982 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა როცა იაპონიის დიდი სლემის ტურნირზე ოქროს მედალი ავიღეთ

სრულად როცა შეჯიბრი მორჩება შემდეგ შემოგთავაზებთ ყველაფერს:)

3 ადგილი 73 ტატალაშვილი ნუგზარი 81 ოქრო ავთო ჭრიკიშვილი

ეს კი ავთოს გავლილი გზა

https://www.youtube.com/watch?v=jM9UPRqVbb0

https://www.youtube.com/watch?v=T42VshUegoI

Link to post
Share on other sites

რომან მოუსტოპულოსი ქართველი გიორგი რევაზიშვილის შვილი https://en.wikipedia.org/wiki/Giorgi_Revazishvili_(judoka)

https://www.youtube.com/watch?v=dga2lU1inGQ

და ფინალი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...