gube 20 Posted December 18, 2015 Author Report Share Posted December 18, 2015 ხვალ ვენაში გაიმართება ევროპის საკლუბო ჩემპიონატის "ოქროს ლიგა", რომელიც რანგით ყველაზე მაღალი ლიგაა ევროპულ საკლუბო ძიუდოში. ოქროს ლიგაში მონაწილეობის უფლება ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებით მოიპოვა ქართულმა კლუბმაც, Judo Club "Fighter" - ძიუდოს კლუბი "მებრძოლი". მებრძოლის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება. -66კგ - ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი -73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა -81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი -90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური +90კგ - ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი წარმატებები ბიჭებს !!! ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ ინფორმაცია აღებულია ფბ გვერდ We Love Judo https://www.facebook.com/We-Love-Judo-338739232996738/ ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 18, 2015 Author Report Share Posted December 18, 2015 ხვალ 19დეკემბერს 11:00სთ-დან სტარტს აიღებს ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. აღნიშნული ღონისძიება ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარეობს (ავტობუსის გაჩერება 150, 21, 92, 24... ). ეს ტურნირი ძიუდოს გულშემატკივართათვის კარგი საჩუქარია. ტურნირზე ორი ქართული გუნდი გამოვა შემდეგი შემადგენლობით. საგარეჯო 66 კგ. გიორგი კაციაშვილი, ბექა შავდათუაშვილი 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი 81 კგ. უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი 90 კგ. ბექა ღვინიაშვილი !!! +90 კგ. ლევან მატიაშვილი შევარდენი 66 კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი 73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური 81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი 90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი +90 კგ. ონისე ბუღაძე. http://www.eju.net/georgian-power-stands-high-to-flow-ecc-gold-4021 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 19, 2015 Author Report Share Posted December 19, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 19, 2015 Author Report Share Posted December 19, 2015 ქართველი ზიუდოისტების მორიგი ტრიუმფი დასრულდა 2 ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 1 რომელიც იმართვებოდა საქართველოში და მეორე (ოქროს ლიგა) რომელიც გაიმართა ავსტრიაში ბევრი როარ გავაგრძელო ოქროს ლიგაში გამარჯვება არავის დაუთმო შსს გუნდა მებრძოლმა(FIGHTER) და თბილისში გამარჯვებული გახდა კლუბი საგარეჯო ასევე ამ შეჯიბრზე თბილისში მესამე ადგილი დაიკავა შევარდენი 2005 სასიხარულო ამბავიც მომავალ წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაშI იასპარეზებს ზემოთჩამოთვლილი 3 ქართული კლუბი მებრძოლი საგარეჯო შევარდენი 2005 გილოცავთ ამ დიდ წარმატებას ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 20, 2015 Report Share Posted December 20, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 21, 2015 Author Report Share Posted December 21, 2015 მორიგი სასიხარულო ამბავი საქართველოდან დღეს 21.12 გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ქართულ ძიუდოში ახალი სისტემის დანერგვას. პროექტის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ისაუბრეს. პროექტის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ადგილებზე გასული ძიუდოისტებისგან ჩამოყალიბდება კლუბები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საკლუბო ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ძიუდოისტები და კლუბები მიიღებენ საპრიზო თანხებს. ამით, ფაქტობრივად. მოგვარდება ნაკრებს მიღმა დარჩენილი ძიუდოისტების ანაზღაურების პრობლემა. საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობით ამ ძიუდოისტებს ექნებათ საშეჯიბრო პრაქტიკა და ისინი აღარ იქნებიან წელიწადში მხოლოდ ერთი შეჯიბრის საქართველოს ჩემპიონატის მოლოდინში. პრეზენტაციას დაესწრნენ მწვრთნელები და ძიუდოისტები, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს პროექტი. დავით ქევხიშვილმა მათ დეტალურად აუხსნა პროექტის დადებითი მხარეები. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდება. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 21, 2015 Author Report Share Posted December 21, 2015 (edited) [*]ძიუდოს წარმოქმნა და მისი პირველადი განვითარება [*] იაპონიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებული ფეოდალური დამოკიდებულებანი XIX საუკუნის შუა წლებისთვის თანდათან დაკნინებას მიეცა. იმპერატორის სპეციალური დადგენილებით, 1871 წელს სამურაებს აეკრძალათ ხმლის ტარება, რამაც საკმაოდ მოკლე ხანში მეომრებისა და პოლიციელების საბრძოლო ფიზიკურიმომზადების სისტემაზე იმოქმედა. ჯიუ-ჯიტსუს სხვადასხვა სკოლებში სწავლების აქცენტად უიარაღო თავდაცვის ხერხების დაუფლება იქცა. რეფორმების შედეგად გამოცხადდა სამურაების, გლეხების, ხელოსნებისა და ვაჭრების თავისუფლება და სამურაების მიერ დაარსებული სკოლებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად არა მარტო სამურაების, არამედ უბრალო იაპონელების ცხოვრების პირობებიც შეიცვალა, რაც ობიექტური წინაპირობა აღმოჩნდა ახალი, უფრო დემოკრატიული ფიზიკური აღზრდის სისტემის შექმნისათვის. ამგვარი სისტემის შექმნა ახალგაზრდა იაპონელმა პედაგოგმა, ლიცეუმის ინსპექტორმა ძიგორო კანომ სცადა. პირველ რიგში მან მიზნად დაისახა ის, რომ მისი სისტემა ხელმისაწვდომი ყოფილიყო არა მარტო სამურაებისთვის, არამედ ნებისმიერ ადამიანისთვის. მეორე ეტაპზე კანომ იაპონური იაპონური ეროვნული ჭიდაობა „სუმოს“ მდიდარი გამოცდილების გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ხალხში. ოდითგან იაპონიაში ძალის უკმარისობა აღიქმებოდა, როგორც ანომალია, ფიზიკური სისუსტე კი ხანგრძლივ ავადმყოფობად ითვლებოდა. სუმო ძალისა და სიმარჯვის განვითარების ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება იყო. გარდა სუმოს ელემენტებისა, ახალ სისტემას საფუძვლად დაედო ჯიუ-ჯიტსუს უსაფრთხო და ეფექტური ილეთები. ამგვარი სელექციის გატარებისთვის ახალგაზრდა ძიგორო კანოს სხვადასხვა სკოლებში თავად მოუხდა სხვადასხვა სკოლებში სწავლების მკაცრი სისტემის გავლა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ჯიუ-ჯიტსუს სისტემას ოცამდე სხვადასხვა სკოლა „რიუ“ გააჩნდა. ძიგორო კანოს აზრიტ ყველაზე ეფექტურ სკოლებს „კატო-რიუ“ და „ტუნსინ-სინიო-რიუ“ წარმოადგენდა, რომელტა ტექნიკური არსენალიც საფუძვლად ახალ სისტემას დაედო. ძიგორო კანო მოგვიანებით თავის წიგნში წერდა: „ჯიუ-ჯიტსუს“ ახალი სისტემის შესწავლისას დავრწმუნდით, რომ ეს არის სხეულისა და გონების განვითარების ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მეთოდი ყველაზე ფართო წრეებში გავავრცელო“. 1882 წელს ძიგორო კანომ ტოკიოში დააარსასაკუთარი სკოლა, სადაც არზრდის ახალი სისტემის სწავლება და პროპაგანდა დაიწყო, რომელსაც „ძიუდო’“ უწოდა. ამავე დროს ტოკიოსა და იაპონიის სხვა ქალაქებში აღზრდის ახალი სისტემების შექმნის აქტიური ცდები მიმდინარეობდა, რასაც საფუძვლად ჯიუ-ჯიტსუს სხვა სკოლების მეთოდური და იდეოლოგიური მიმართულებანი დაედო, ამიტომ ძიგორო კანო ძიუდოს ტექნიკური არსენალის შერჩევასა და საზოგადოების ფართო წრისთვის მისი მისაწვდომობისა და უსაფრთხოების ბიომექანიკური დასაბუთების ძიებას განაგრძობდა. ზოგადად ძიუდოს არსენალის სელექცია 1886 წელს დასულდა. დადგა ჟამი მის მიერ შექმნილი სისტემის სიცოცხლისუნარიანობის დამტკიცებისა. ღია პაექრობაში უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი სკოლა იყო საუკეთესო. ამ დროისათვის ძიგორო კანოს სკოლას „კოდაკანი“ ეწოდა, რაც „სიმართლის მღაღადებელს“ ნიშნავს. განსაკუთრებით მწვავე კონკურენცია ხიკმსუკე ტოტსაკასა და კოდოკანის სკოლებს შორის გაიმართა. 1886 წელს ისინი ოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს. სკოლებმა თავისი საუკეთესო 15-15 მოჭიდავე წარადგინეს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, 15 შეხვედრიდან ფრედ მხოლოდ ორი პაექრობა დასრულდა, დანარჩენში კი დიდი უპირატესობით კოდოკანის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ამ წარმატებამ საბოლოოდ დაამტკიცა ძიგორო კანოს მიერ შექმნილი ფიზიკური აღზრდის ახალი სისტემის უპირატესობა. ძიუდოს პროპაგანდის მიზნით ძიგორო კანომ 1889 წელს გადაწყვიტა ჩაეტარებინა ტურნე ევროპაში. ამ დროისათვის ძიუდო უკვე მთელს იაპონიაში გავრცელდა, თუმცა ცალკეულ სკოლებში მაინც განაგრძობდნენ მეტოქეობას და ხელს უშლიდნენ მის გავრცელებას. ძიუდოს მეთოდური და ფილოსოფიური საფუძვლების შემუშავებისადმი მეცნიერულმა მიდგომამ და პროფ. ძიგორო კანოს და მისი მოსწავლეების დაუღალავმა პროპაგანდისტურმა საქმიანობამ თავისი გაიტანა. 1922 წლისთვის ძიუდო სპორტის ეროვნული სახეობა, 1931 წლიდან კი იაპონიის ყველა საშუალო სკოლაში აუცილებელ საგნად იქცა . 1903 წლიდან 1922 წლამდე არსებული პერიოდი შეიძლება დავახასიათოდ არა მარტო ძიუდოს ჩამოყალიბების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში ძიუდოს ექსპორტის ხანად. კოდაკანი თავის საუკეთესო მოსწავლეებს ძველი და ახალი სამყაროს ყოველ კუთხეში გზავნიდა, კერძოდ: ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. ძიუდომ მთელს მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. ძიუდოს პოპულარიზაციას ხელს უწყობდა არა მარტო მისი სპორტული მხარე, არამედ მეტწილად ფიზიკური და სულიერი აღზრდის წარმოდგენილი სისტემის პროგრესულობა. ძიგორო კანო შემთხვევით არ უწოდებდა თავის სისტემას „ჯიუ-ჯიტსუს“ (რბილი ხელოვნება) ნაცვლად „ჯიუ-დო“ (რბილი, მოქნილი გზა). ამით მან, პირველ რიგში ხაზი გაუსვა ფიზიკური და სულიერი საწყისების უწყვეტ ერთიანობას, მეორე მხრივ კი, არსებული პრობლემის გადაწყვეტისადმი სხვადასხვანაირი მიდგომის შესაძლებლობას. ძიგორო კანოს დამსახურებაა ისიც, რომ მან შეინარჩუნა რა ძიუდოს, როგორც აღმზრდელობითი სისტემის მთლიანობა, მასში გამოჰყო შემდეგი სამი შემადგენელი და ურთიერთდაკავშირებული ნაწილი: ტექნიკური ხელოვნება, სპორტი და თავდაცვის ხელოვნება. 1932 წელს ძიგორო კანო იაპონიის ფიზიკური კულტურის მინისტრად დაინიშნა. ამ დროისათვის იგი იწყებს აქტიურ მუშაობას ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძიუდოს ჩართვისათვის, მაგრამ იგი სიცოცხლეში ვერ მოესწრო ამ ოცნების განხორციელებას. პროფ. ძიგორო კანო 78 წლის ასაკში, 1938 წელს გარდაიცვალა. 1938 წელს იაპონიის ხელისუფლების სათავეში პროფაშისტური მთავრობა მოვიდა და ქვეყანამ კურსი ომის სამზადისზე აიღო და ძიუდოს სისტემის პროგრესული საწყისები დავიწყებას მიეცა. სახეობამ უაღრესად გასამხედროებული ელფერი შეიძინა და ხელს უწყობდა სისასტიკისა და სამურაელთა საბრძოლო მზადების განვითარებას. ამგვარი მდგომარეობა ბატონობდა იაპონურ ძიუდოში მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე. ეს პერიოდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა კავშირში ძიუდოსადმი ნეგატიური დამოკიდებულებით ხასიათდებოდა. 1945 წლიდან იაპონიაში იცვლება სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. კაპიტულირებული სახელმწიფო, შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ მოექცა. ამერიკელებმა იცოდნენ ომამდელი ძიუდოს გასამხედროებული ხასიათის შესახებ და სწორედ ამიტომ აკრძალეს მისი სწავლება იაპონიის სკოლებში. აკრძალვა მოიხსნა 1948 წელს, როდესაც სახელმწიფომ უარი თქვა რევანშზე. ამ დროს ძიგორო კანოს ვაჟი რისეი კანო სათავეში ჩაუდგა იაპონურ ძიუდოს და აქტიურად შეუდგა მამის პედაგოგიური სისტემისა და ძიუდოს პროგრესული საწყისების აღდგენას. პროფესორ გურამ რატიშვილის მიხედვით მე პირადად მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი გურამ გიორგიჩის პატარა მეგობარი ის ყველას მეგობაროთი მიმართავდა და მთელი ძველი წარმატება ძიუდოსი ხაბარელის დროს და მანამდე უმეტესად რატიშვილის დამსახურებაა ის ადგენდა კვირეულ ციკლს ვარჯიშებისას,უდიდეს დროს უთმობდა ყველა სპორცმენთან ურთიოერთობას, არ ქონდა მნიშვნელობა იყო სპორცმენი ოლიმპიური ჩემპიონი, თუ უბრალოდ მისული,ქონდა თითქმის ყველა ქვეყნის ყველა ნაკრებიუ წევრის ვიდეო ჩანაწერები. Edited December 21, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 21, 2015 Report Share Posted December 21, 2015 რაგბში რა ხდება? იმედია ვერ არევენ სიტუაციას. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 21, 2015 Author Report Share Posted December 21, 2015 BROWNING რაგბში? მანდ საკმაოდ კარგი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა არჩევნების წინ თუ ვნახე დავდებ და თვითონ მიხვდები რა ხდება ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 21, 2015 Author Report Share Posted December 21, 2015 აჰა ვიპოვე პირველი კომენტარი არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ იმას ვერ იტყვის რამეს მიშვებოდენო ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 25, 2015 Author Report Share Posted December 25, 2015 judoattitude.com-ის შედგენილი 2015 წლის ტოპ 10 იპონი. (მათ შორის მოხვდა უშანგი მარგიანის იპონი) 5 ადგილზე ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 7, 2016 Report Share Posted June 7, 2016 რას არ მოესწრება კაცი: ფეხბურთში ეროვნული ნაკრების დონეზე, საქართველომ ესპანეთს პირველი ტაიმი მოუგო!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 7, 2016 Report Share Posted June 7, 2016 მთლიანი თამაში მოვიგეთ!!! უფლის სასწაულია! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 30, 2016 Report Share Posted June 30, 2016 საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები თურქეთის დედაქალაქში დასრულებული “ანკარის თასის” გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი ყინულის ახალი მოედნის გახსნას მიეძღვნა და მასში 3 ნაკრები – თურქეთი, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა მონაწილეობდა. ქართველი ჰოკეისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ორივე მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოსნიელები 14:2 გაანადგურა, მეორეში კი მასპინძელ თურქეთს 8:1 სძლია. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2018 Author Report Share Posted February 21, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2018 Author Report Share Posted February 21, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2018 Author Report Share Posted February 21, 2018 დღეს არ ვიქნები თავმდაბალი :) 1 წლიანი შეჩერების და არასტაბილური მომზადების შემდეგ მას შემდეგ რაც ჯერ კიდე 95 კილო დავიკელი მხოლოდ 5 ადგილიშევძელი კოპა იტალიაზე სულ ეს იყო მარჯვნინ რო ვარ ეგ ვარ მარცხნივ რო ვარ ვიყავი :) 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 21, 2018 Report Share Posted February 21, 2018 ყოჩაღ გიგა ! წინსვლები და გამარჯვებები გქონოდეს სულ.... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 21, 2018 Report Share Posted February 21, 2018 ყოჩაღ, ვერც ვიცნობდი, ორი სხვადასხვა ადამიანია. როგორ მიაღწიე, მარტო დიეტითდა ვარჯიშით? კოპა იტალია რა ტურნირია? ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2018 Author Report Share Posted February 21, 2018 20 minutes ago, BROWNING said: კოპა იტალია რა ტურნირია? ყველაზე დიდი ტურნირი ჩემთვის იტალიაში იტალიის თასი,თვითონ ჩემპიონატში მონაწილეობის უფელა არ მაქვს სამწუხაროდ მარა იქნება ვეტერანებში მაინც გადმოვიდე აქ მაინც იტალიაში ვცხოვრობ.საქართველოს სახელით ვიჭიდავებდი მაგრამ არ არსებობს საქართველოს ვეტერან ძIუდოისტთა ნაკრები ვინც დადის თავისი სურვილით და ნაცნობობით მოპოვებული დაფინანსებით სამწუხაროდ ჩემი შედეგი ბარიატრიულმა ქირურგიამ მიმაღწევია სულელი ვიყავი რო მეგონა მაშIნ ჯანმრთელი ვიყავი და ვითომ ტავს კარგად ვგრძნობდი ფაქტიურად თავიდან დაბადება არ ვიცი რა არის მაგრამ ალბათ ის არი რასაც მე ყოველდღე ვგრძნობ 1 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 22, 2018 Author Report Share Posted February 22, 2018 ქართული რეალობისათვის უცნაური და ძიუდოს სამყაროსათვის საინტერესო ამბავი მოვიდა ამომავალი მზის ქვეყნიდან - 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონს, სოიჩი ჰაშიმოტოს იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ მინიმუმ 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა თავისი საშვი, რომლითაც შესაძლებელი იყო იაპონიის სპორტის მეცნიერებათა ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში შესვლა, მის მეგობარს გადასცა, რომელიც დაცვამ შესვლის მცდელობისას დააკავა 8 თებერვალს. ამ ინსტიტუტში შესვლა კი მკაცრად შეზღუდულია. შედეგად, მთავარი მწვრთნელის განკარგულებით, ჰაშიმოტო პარიზის გრან სლემის განაცხადიდან ამოიღეს და ეროვნული ნაკრების ა გუნდიდან ბ გუნდში დააქვეითეს. ასევე 6 თვის განმავლობაში აეკრძალა ზემოთხსენებულ ინსტიტუტში და ასევე ეროვნულ საწვრთნელ ცენტრში ვარჯიში. ასევე ჩამოერთვა მთელი 2018 წლის სტიპენდია და 6 თვიანი დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ 2018 წლის დარჩენილ ტურნირებზეც საკუთარი ხარჯებით მოუწევს გამოსვლა. დაახლოებით ასეთივე ამბავი გადახდა 3 წლის წინ კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონ, ნაოჰისა ტაკატოს, როცა ვარჯიშებზე დაგვიანებისათვის. 2014 წელს დისკვალიფიცირებული იყო შოჰეი ონოც. მან სასჯელი ახალწვეულებისთვის სილის გაწნის პროცედურების დანერგვის მცდელობისას მიიღო. ასე და ამგვარად იაპონიამ დაკარგა შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთდროულად ჰყოლოდა მოქმედი ოლიმპიური (ონო) და მსოფლიო (ჰაშიმოტო) ჩემპიონები ერთ წონაში. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 24, 2018 Author Report Share Posted February 24, 2018 ხვალ დიუსელდორფის გრანსლემზე ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ტურნირზე ასევე გამოვლენ ლაშა ტაველური, ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი. ტურნირის სივრცეhttps://live.ijf.org/gs_ger2018/live_video ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 25, 2018 Author Report Share Posted February 25, 2018 დიუსელდორფის სტრიმი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 26, 2018 Report Share Posted February 26, 2018 როგორ გული მწყდება, ასეთ ხალხს, როგორიც ჩვენი გიგა გვყავს, საკუთარ სამშობლოში არ მისცეს საშუალება ჩვენი ქვეყნის სახელით ებრძოლა. მიდი გიგა, ხომ იცი რომ ძლიერი ხარ და არავინ არ დაინდო ტატამზე. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 26, 2018 Author Report Share Posted February 26, 2018 8 hours ago, გიორგი said: არავინ არ დაინდო ტატამზე. მე აღარ მინდობენ უკვე გიო :) დავბერდი სპორტისთვის გადავბარგდები ახლა ვეტერანებშ იმედია ფედერაციასთან მოლაპარაკება წარმატებული იქნება და მომცემენ უფლებას იტალიის სახელით ასპარეზობის თუ არადა შეჯიბრებებს რა დალევს ამ დალოცვილში სამოყვარულოდან გადავალ სპორტულ თევზაობაზე :) ეგეც არანაკლებ მიყვარს ხოდა სასიხარულო ამბავიც ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედ მოიგო დიუსელდორფის გრან სლემი, გილოცავთ! იმასაც გეტყვით, რომ ამ შედეგით ის წონის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.