Jump to content
Club-Monadire.Ge

ქართული სპორტი


Recommended Posts

აუცილებლად მინდა დავამატო ყველა ინფორმაციას თითქმის ვიღებ FB ძიუდოს სამოყვარულო ჯგუფ ჩვენ გვიყვარს ძიუდო საგან. ასევე აქვს გვერდი საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ს მაგრამ აქ თითქმის უმეტესად ძინავთ და 10 12 საათის შემდეგ დებენ სიახლეებს
მოკლედ რა მინდოდა მეთქვა ინფორმაციის წყარო მიუთითე და მადლობაც მინდა ვიუთხრა
მორჩა კინო

Link to post
Share on other sites
  • Replies 268
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

დღეს არ ვიქნები თავმდაბალი :) 1 წლიანი შეჩერების და არასტაბილური მომზადების შემდეგ მას შემდეგ რაც ჯერ კიდე 95 კილო დავიკელი მხოლოდ 5 ადგილიშევძელი კოპა იტალიაზე სულ ეს იყო მარჯვნინ რო ვარ ეგ ვარ მ

ყველაზე დიდი ტურნირი ჩემთვის იტალიაში იტალიის თასი,თვითონ ჩემპიონატში მონაწილეობის უფელა არ მაქვს სამწუხაროდ მარა იქნება ვეტერანებში მაინც გადმოვიდე აქ მაინც იტალიაში ვცხოვრობ.საქართველოს სახელით ვიჭი

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:-60კგ ამირან პაპინაშვილი.-73კგ ზვიად კაპანაძე.-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.-100კგ

Posted Images

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ინდივიდუალური სისტემით ვარჯიშობს, 3 მარტს პრაღის ღია პირველობაზე გამოვა. განსაკუთრებით მინდა, რომ ახალმა სისტემამ გაამართლოს და ბიჭებმა პირველივე ტურნირზე ივაჟკაცონ. იხილეთ შემადგენლობა.

-60: ჯაბა პაპინაშვილი, ზურაბ კახნიაშვილი
-66: თორნიკე ნაგლიაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73: ალეკო მამიაშვილი
-81: ტატო გრიგალაშვილი, ტრისტან მოსახლიშვილი
-90: ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე
-100: ზაურ კენჭაძე

FB_IMG_1519678926317.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

.თბილისის გრანპრი პაპინაშვილის, ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის გარეშე

ზედიზედ მესამე წელი თბილისი გრან პრი ვარლამ ლიპარტელიანის გარეშე ჩაივლის. კაპიტანისთვის ევროპის ჩემპიონატი ამჯერადაც უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა.
ალბათ დროა სახელმწიფომ და ფედერაციამ პრემიების განაწილების და მოტივაციის სქემას გადახედოს, რომ ყოველ წელს ასეთ დღეში არ ვიყოთ.
ლიპოს ჩვენ გვერდზე ქება არასოდეს დაკლებია (და კიდევ ბევრჯერ შევაქებთ დარწმუნებული ვარ), მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც აშკარა რეალობაა და ამ კუთხით (ჩემი მოკრძალებული აზრით) ნაკრების კაპიტნის ეს გადაწყვეტილება დანარჩენი წევრებისათვის სამაგალითოდ ნამდვილად არ გამოდგება.
პირადად მე ევროპის ჩემოიონატზე გაცილებით მეტად ვუგულშემატკივრებ იმ ბიჭებს, ვინც საკუთარი გულშემატკივრის გულისთვის პირად გეგმებს იცვლის და მაინც "რისკავს" თბილისში ასპარეზობას.
პ.ს. ამას ლიპოს "პირადი ფანი" ვწერ ჩათვალეთ არც ისე ცხელ გულზე

lipart-1518349040-1024x626.jpg

Link to post
Share on other sites

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:
-60კგ ამირან პაპინაშვილი.
-73კგ ზვიად კაპანაძე.
-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.
-100კგ ონისე სანებლიძე, დავით იზბეთელაშვილი.
+100კგ გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

28827511_1919324138086631_6631207505108280459_o.jpg

Link to post
Share on other sites
On 2018-3-15 at 2:27 PM, gube said:

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვა:
-60კგ ამირან პაპინაშვილი.
-73კგ ზვიად კაპანაძე.
-81კგ ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.
-100კგ ონისე სანებლიძე, დავით იზბეთელაშვილი.
+100კგ გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

28827511_1919324138086631_6631207505108280459_o.jpg

მარო 1 მესამე ადგილი ზებედა რეხვიაშვილისგან და მისი გდება მეასმე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან

 

Link to post
Share on other sites

ქუთაისმა დინამო დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა

,ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,დინამო“ 20 ქულის სხვაობით 73:53 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ,,რუსთავი“–,,კაკტუსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 
,,ქუთაისის“ რიგებში დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ჯონათან ლი გახლდათ, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 10–10 ქულა მოაგროვეს აკაკი დვალიშვილმა და აკაკი ლომოურმა. დვალიშვილმა 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. 
მატჩის შემდეგ ,,ქუთაისის" მტავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, კალათბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა მოუხადა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები. საკრებულოს თავჯდომარის მოედგილის რამაზ ჩხიკვაძის თქმით ,,ქუთაისმა" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მატჩი, რომელიც გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგანაც ,,ქუთაისმა" პრინციპულ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.

29425290_1835011096529809_3081108713793126400_o.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ გაუგია, ეგებ მათთვისაც საინტესო იყოს და ვისაც ძიუდო უყვარს იმათთვის – მით უმეტეს…

ეს ძიუდო გვარიანი რამ ყოფილა, ამაში ნამდვილად დავრწმუნდი, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ სპორტის სასახლეში სწორედ იმ დროს მოვხვდი, როცა ძიუდოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. იქ ორი ტატამი გაეშალათ და ერთმანეთს ერკინებოდნენ. კოსტუმ-ჰალსტუხიანი მსაჯები ტატამიზე დინჯად და უხმაუროდ მიდი-მოდიოდნენ (არც გასაკვირია, წინდებისამარა იყვნენ ამ იაპონური ჭიდაობის წესის თანახმად) და ხანდახან თუ შესძახებდნენ: „ჰაჯიმეეე!“, „მატეეე!“, „კოკააა!“, „შიდოოო!“.

მე, როგორც ამ ჭიდაობისთვის სრულიად უცხო კაცი – არ დავმალავ და ასე ვთქვათ, ცოცხალი ძიუდოსთვის არასოდეს მიმზერია – ძალიან მიმიზიდა ამ ხმებმა: მსაჯთა ძახილმა და ტატამზე გადენილი ბრაგვანის ხმამ.

დარბაზში სამიოდე ქვედა სექტორი თუ იყო სავსე. მოედნის კიდეში ქართული გაზეთების ფოტოკორესპონდენტები იდგნენ, ცოტა აქეთ მერაბი, იგივე რატი, „სარბიელის“ მწერალი და ძველი ძმობილი, ან ძიუდოსტების გენმდივანი.

მაგრამ იქ არ ჩავსულვარ. არადა, რომ ჩავსულიყავი, გვარიან ინფორმაციას მოვიპოვებდი. გადავწყვიტე უბრალოდ ჭიდაობისთვის მეცქირა და რამე-რუმეებში ჩემით გავრკვეულიყავ, თუკი ასეთ რამეს საერთოდ მოვახერხებდი. ინფორმატორი წონებსა და გვარებს აცხადებდა და მეტი რა მინდოდა?

ავედი ტრიბუნაზე და მარტო დავჯექი. ამდენი ფეხბურთისგან და ღამისთევისგან გამოლაყებული ვუყურებდი უცხოურ, შორეულ, ჩვენი სპორტსმენებისთვის საოცრად ახლობელ, შინაურ რამედ  ქცეულ სანახაობას.

იქ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ლამის ერთადერთი სახეობაა, ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას რომ გვაძლევს. თუმცა,რა ვიცი, ასე უცებ რას დაინახავ? თანაც, მარტო მჯდომი და თანაც პირველად.

dzi-300x251.jpg
მარტო მჯდომიო, სულ ხუთ წუთს ვიყავი მარტო. ერთი ხნიერი, კეთილთვალებიანი კაცი წამომადგა თავს და ზრდილობიანად. დასავლური აქცენტით მკითხა, შეიძლება შენს გვერდით დავჯდეო? მთელი სექტორი ცარიელი იყო და, აბა რა გითხრათ? ჩანს, მარტო ყოფნა არ უნდოდა.

ჩამოჯდა და ერთხანს ჩუმად ვუმზერდით ტატამის.

მერე ვეღარ მოითმინა და უცებ, ჯიქურ მკითხა:

– ივერი ნახე გუშინ? მაგარია, ძაან მაგარია! ქართულის გარეშე ვერ იჭიდავებ ამას.

მე გავჩუმდი. არავითარი ივერი არ მინახავს, მერეღა გავიგე (მისგანვე) რომ ივერი ჯიქურაულის გამო ლაპარაკობდა. საერთოდაც მალე მივხვდი, რომ ჩემს გვერდით ძიუდოს გულშემატკივარი იჯდა. ისეთი, ჩვენ რომ ფეხბურთისა გახლავართ და საათობით რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ის ჰყვებოდა. როგორ ჩამოდიოდა პატარა მშობლიური ქალაქიდან თბილისის დიდი საერთაშორისო ტურნირის საყურებლად. მან იცოდა ნებისმიერი საჭიდაოდ გამოსული ბიჭის მონაცემები და ავ-კარგი. არ აინტერესებდა შიდაძიუდოური ჭორები და წამდაუწუმ იმეორებდა, რომ ქვეყანა წახდა, რადგან ტრიბუნები ცარიელია, ბილეთის ფასი (1 ლარი) საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ფასად უჩანდა. არცთუ მაღალ დასწრებას ხალხის გამოშტერებას აბრალებდა, ვიმეორებ, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ქომაგი, გარდა სიყვარულისა ამ სპორტთან რომ არაფერი აკავშირებდა.

რა დასამალია და, მე პასიურად ვპასუხობდი. ან რა უნდა მეპასუხა? ერთი ის ვუთხარი, ფრანგი დუიე ავარიაში მოჰყვა და ხახალეიშვილმა კეთილი სურვილები უდეპეშა-მეთქი.

წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი. ეგ ცუდიაო, თქვა, ის თუ ამგვარად დაიმტვრა, რომ ვეღარ იჭიდავებს, რაღა ვქნათ, ვისღა უნდა შეხვდეს ხახალეიშვილიო.

მალევე მიხვდა, რომ პროფანი გახლდით, მაგრამ არ მაგრძნობინა – საქმეში გამარკვია და ტაშსაც ერთდროულად ვუკრავდით ხოლმე.

ამასობაში კი მე რაღაცეები გავიგე.

მივხვდი, რომ ძიუდო მეტად რთული და თავისებური რამ არის და ყველაფერთან ერთად მას ფესვები, ტრადიციები და ერთგულება სჭირდება.

ასევე აღმოვაჩინე, რომ ძიუდო არის საკმაოდ მომხიბლავი სამყარო, რომელიც დღეს არცთუ იოლად ცხოვრობს. ეს არის მთელი კასტა უზარმაზარი ლაშქარი, რომელსაც თავისი კანონები და ადათები  აქვს.

მივხვდი იმასაც, რომ ორ კაცს შორის ბრძოლის ამ წესს მეტად კეთილშობილური, თუმცაღა სახიფათო წესები და ილეთები აქვს.

თავში ვთქვი, და ახლაც ვიმეორე, ძალიან მომეწონა ძიუდოს ხმები.

როგორც შევიტყვე, მსაჯებად უფრო ქართლელები იყვნენ, მაგრამ მათ მიერ შეძახილი იაპონური სიტყვები ძალიან მელოდიურად ჟღერდა:

ჰაჯიმეე!

30.11.1996

Link to post
Share on other sites

ოქროს კვირა საქართველოს სპორტის ისტორიაში
 

დინამოს და ტორპედოს ფანებმა წინა თამაშზე სკამები დაამტვრიეს - ახლა ასე შეხვდნენ ერთმანეთს.

რაგბის ახაგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

თბილისის გრანპრიზე ძიუდოში 5 ოქრო მოვიგეთ + ვერცხლები და ბრინჯაოები

ანასტასია გოტფირდიც ევროპის ჩემპიონი გახდა

რევაზ დავითაძეც ევროპის ჩემპიონი გახდა

შოთა მიშველაძეც ევროპის ჩემპიონი გახდა

თორნიკე შენგელია ევროლიგის ფლეიოფშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ორი თამაში მოიგო ზედიზედ და გოლი არ გაუშვა

29571084_1786870491336069_8656299581211176977_n.jpg

29597454_1786870448002740_453256804898144225_n.jpg

Link to post
Share on other sites

 

2018 წელს, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირების კვარცხლბეკზე ვაჟთა 7 წონით კატეგორიაში 22 სხვადასხვა ქართველი ძიუდოისტი ავიდა. მწვრთნელებს მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის 9 კაციანი შემადგენლობის ასარჩევად კარგი თავსატეხი ელით.

29598026_762333853970605_5486287414158924570_n.jpg

Link to post
Share on other sites

თბილისის გრან-პრიმ იმდენად გადაგვატანინა ყურადღება საკუთარ თავზე, რომ სულ დავივიწყეთ ქართველი ჭაბუკები, რომლებმაც ტულაში წარმატებით იასპარეზეს და რუსეთში ქართული ჰიმნიც ააჟღერეს.

ქართველების ანგარიშზე 6 მედალია, რომელთაგან 1 ოქროსი, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოსია. ოქროს მედალს ილია სულამანიძე (სურათზე) დაეუფლა; ვერცხლს დათო დვალიშვილი, საბა ინანეიშვილი, ლუკა კაპანაძე და ნიკა ხარაზიშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო გოგა ჭანკვეტაძეს ერგო.

სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა -90 კგ-ში, სადაც კვარცხლბეკზე 3 ქართველი იდგა.

გუნდურ ჩათვლაში, ქართველებმა მეორე ადგილი დაიკავეს. პირველი ადგილი მასპინძელ რუსებს ერგოთ, რომლებიც ტურნირზე 154 მონაწილით იყვნენ წარდგენილნი.

29683917_762667113937279_4334113897711828218_n.jpg

Link to post
Share on other sites

თორნიკე ჭკადუა, გვარი გადაჰოლანდიურებულია ალბათ დეტალები არ ვიცი. გვარს იმიტო იცვლიან უფრო ადვილია სხვა გვარით სხვა ქვეყნის ნაკრებში მოხვედრა რადგან იქ წინა შედეგები არ მიგყვება როცა გვარს იცვლი და შესაბამისად სხვა ნაკრების წევრობაც აღარ არსებობს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018

სამხრეთ აფრიკაში ტარდება მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატი.ხვალ ბოლო თამაშებია.საქართველო ტაივანს ხვდება.მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ჩემპიონია და მეორე დივიზიონში აღზევდება.ვუსურვოთ წინსვლა ჩვენ ნაკრებს !!

a7a45edaa7eb.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

 

d8cd6399ff49.jpg

დივიზიონი მოგებულია! საქართველოს ჰოკეის ნაკრების ისტორიული შედეგი

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია. ჩვენი ჩემპიონები მომავალ წელს გამოვლენ II დივიზიონის B ჯგუფში.სამხრეთ აფრიკაში  მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრები ფავორიტი არ იყო, ამის მიუხედავად ქართველმა ჰოკეისტებმა 5-დან 4 თამაში მოიგეს და ქართული ჰოკეის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.

2-ე დივიზიონის B ჯგუფში 2019 წ. : ახალი ზელანდია,ისრაელი,ჩრდილოეთ კორეია,მექსიკა ,ჰოლანდია და საქართველო 

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...