Jump to content
Club-Monadire.Ge

უსაფრთხოების დაცვა სპინინგით თევზაობის დროს

Recommended Posts

სპინინგით თევზაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა. უპირველეს ყოვლისა სპინინგისტი ყოველთვის უნდა იყოს ყურადღებით, როგორც საკუთარი თავის ასევე სხვა პირებთან მიმართებაში.

აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საკმაოდ ტრამვატულ სატყუარებთან გვაქვს საქმე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სატყუარები უპირატესად ბასრი სამკავებით ან ორკავებითაა "შეიარაღებული". ასევე, გასათვალისწინებელია რელიეფი, ირგვლივმყოფები, წყალსატევების და მდინარეების სიღრმეები, დაჭაობებულ ადგილებზე გადაადგილების საფრთხეები, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაც კი და სხვა საფრთხეები.

დარწმუნებული ვარ ზურა(სალამანდრა), ზაზა(ლიფსიტა) და სხვებიც ბევრ საინტერესოს გვაზიარებენ ამ თემაში ამ თემაში პირადი გამოცდილებიდან.

ძალიან მრავალმხრივი თემაა და ამ ფორუმზე მასზე ბევრი არაფერი გვიწერია. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

ასევე,

გავმეორდები ამ თემიდან http://club-monadire.ge/index.php?showtopic=259&st=0 რადგან სპინინგისტების უმეტესობა კარბონის სპინინგს იყენებს.

დაიცავით უსაფრთხოების წესები კარბონის ჯოხის გამოყენებისას!

კარბონის ჯოხის საფრთხის შესახებ

ეს პოსტი გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე და მიმაჩნია რომ ყველამ უნდა იცოდეც ამ საფრთხის შესახებ.

amroci

Jun 23 2011, 20:30

მდებარეობა: ქობულეთი

გააფრთხილეთ ყველას კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბონი არის ძლიერი ელექტრო გამტარი

დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა.

მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით.

მან არ შეხებია მაღალი ძაბვის კაბელს. მან უბრალოდ ახლოს გაიარა მასთან...

ეს საკმარისი გახდა, რომ ელექტროენერგიას გადაერბიონა მის სხეულში და გეტარა 10 კილოვოლტი ენერგია. რამაც დაუხეთქა ყველა ძარღვი და ვენა. ბიჭმა მოასწრო თქმა: "ვიბრიდები ბიჭები" და მოკვდა.

მოკლეთ ხალხო, ეს თემა არის გაფრთხილება ყველასთვის ვინც არ იცის კარბონის ძლიერ გამტარუნარიანობის.

გაფრთხილდით და ყველა გააფრთხილეთ სანამ დროა!

მე ვასწავლე იმ წმინდა სულის ადამიანს თევზაობა და ვერ მოვასწარი გაფრთხილება კარბონის გამტარუნარიანობაზე. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. კეთილო ხალხო!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

სამკავის სხეულიდან ამოღების იაპონური ხერხი.

ვისაც სუსტი გული გაქვთ მე-6 წუთიდან ნუ უყურებთ.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მოკლედ დავწერ,საკუთარი გამოცდილებიდანაა.ჭექაქუხილის დროს როდესაც მანქანაში გავრბივართ წვიმისაგან დასამალად,ანკესის ჯოხები დაბლა დადეთ ან დაკეცეთ და არ მიაყუდოთ მანქანას ! მანქანას მიყუდებული ჯოხი მშვენიერი მეხამრიდია !!!!! :crazy: :crazy: :crazy:

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი და საჭირო თემაა.ყოველთვის ვამბობ რომ მე ან მონადირე მომკლავს თევზაობის დროს ან ჭაობი მიმსხვერპლავს,თუმცა აქ ელვა უფრო გასათვალისწინებელია.სპინინგით თევზაობისას უმეტეს წილად ჭაობებთან გვაქვს შეხება,ვინაიდან ქარიყლაპიის ძირითადი საბინადრო ზუსტად მანდ არის.მქონია შემთხვევა,წყალში სიარულისას,მიწა ჩამვარდნია ფეხქვეშ და დამიყვინია,ძვლივს დამიხწევია თავი.ხშირი მოვლენაა წყალქვეშა დინება,რაც ძალზე საშიშია!მითუმეტეს როდესაც ვეიდერსი გაცვია!

774e14c40e3a.jpg

შევსულვარ ჭაობში,შემღამებია და ჩავრჩენილვარ,ბილიკიზა ვეღარ მიმიგნია და ძვლივს გამოუყვანივარ მეგობრებს.მერწმუნეთ,საშინელებაა!!როდესაც ძალა გელევა ჭაობში ჩაფლულს და ვეღარაფერს შვები.

ჭაობში სიარულისას აუცილებლად,თუ კი თოკი არ გაქვთ,იქონიეთ დიდი ჯოხი,რათა სავალი გაიკვლიოთ და საყრდენიც გექნებათ.

თუ კი ამ შემთხვევაში ჯოხი დაგეხმარებათ,წყალქვეშა დინებისას ვერაფერს გიშველით,და ამითომ მეგობრებო,აუცილებლად თან იქონიეთ თოკი,ბაწარი.ეს ბაწარი თქვენ სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.

რაც შეეხება ელვას.არ ვიცი რა,უაზროდ მიზიდავს წვიმაში თევზაობა,მითუმეტეს ზაფხულში,როდესაც წყალში შესული დგახარ და ზემოდან თბილი წვიმა მოდის.კარბონი ძალიან დენგამტარია,ეგ უკვე ითქვა მაღლა და მაგალითიც მოყვა.მაქსიმალურად მოერიდეთ ესეთ ამინდში მასთან შეხება!

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...
  • 5 months later...

შეიძლება ვინმეს გამოადგეს ჩემი შემთხვევა გასაფრთხილებლად.

ამ 2 თვის წინ გამოვიარე ფოთიდან მდ მუნჩიაზე სათევზაოდ. მაგ მდინარეს შლამიანი ფსკერი და ნაპირი აქვს.

მერამდენედ ვიყავი მანდ და კი ვიცოდი, რომ ნაპირზე რაღაც ჟანგიანი ფერი როცა დაკრავდა თიხას, იქ ძალიან წებოვანი და რბილი იყო და ფეხი ადვილად ეფლობოდა. მიუხედავად ამისა, სატყუარა როცა ჩამება (აგლია ლონგ #3 :mad: ) არ მოვერიდე და ცალი ფეხით გადავედი მაგ ადგილზე. ვეიდერსით ვიყავი და ეგრევე მუხლამდე ჩავეფალი.

მოკლედ მასაა რაღაც წებოვანი, ფეხს რომ ჩადგამ, მთელი ტერფი და ზემოთ ნელ ნელა ამ მიწით იფარება. ორივე ფეხით შიგ ჩავრჩი. ხო ვითომ არაფერი?, მაგრამ 1 საათი ვიწვალე, რომ ვეიდერსი ჩამეტოვებინდა და ორივე ფეხი ამომეღო ვეიდერსიდან მაინც. ხელის მოსაკიდებელიც არაფერი იყო ნაპირზე. :karochera: წარმომიდგენია ჭაობში წელამდე ჩაფლული ხალხი რა დღეშია. არაქათი სულ გამომეცალა და ერთი პერიოდი ტელეფონზე კინაღამ დავრეკე მაშველებთან, ღამდებოდა უკვე :e025:

ფრთხილად იყავით ჭაობებთან!!!

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

კარბონის ელექტროგამტარობაზე უმეტესობამ იცის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სმენიათ ამ თემაზე არაფერი. დღევანდელ რეალობაში ადვილად შესაძლებელია დამწყებმა მეთევზემ შეიძინოს ე.წ. კარბონის ჯოხი ვიღაცის რეკომენდაციით, მაგრამ მან არ იცოდეს არაფერი კარბონზე. არც ტერმინი *მაღალმოდულიანი გრაფიტი* ეუბნება მას არაფერს. მაღალი ხარისხის ნაწარმზე ყველა თავმოყვარე ბრენდი როგორც წესი მიუთითებს მოდულის ნუმერაციას ან კარბონის პროცენტულობას (მაგ. IM7 ან IM8 და ა.შ.)ასეთ შემთხვევაში ხელთგვაქვს მაღალი გამტარუნარობის მქონე ინსტრუმენტი, რომლითაც მაღალი ძაბვის ხაზებს უნდა ვერიდოთ და არ დავდგეთ ღიად, მდინარის პირას თუ მინდორში. გასათვალისწინებელია, რომ მოღრუბლულ ამინდში ხდება ატმოსფეროს იონიზირება და ელვა მუხტს იღებს მიწიდან, უფრო სწორად რაღაც ობიექტიდან მიწაზე, იქნება ეს ხე, ბოძი, ცოცხალი ორგანიზმი (ადამიანი ან პირუტყვი) ან ტექნიკური ნაგებობა და ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება უნებურად გახდეს იმ მუხტის შემგროვებელი კონკრეტულ მომენტში და იმპულსის მიმცემი მეხის დაცემისთვის. ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ამ მოვლენაზე და ფიქრობს პირიქით, თითქოს მაღლიდან ეცემა მეხი. არა, იმპულსი დაბლიდან მიდის. ასე რომ, კარბონით ხელში პროვოცირებას ვახდენთ ბუნების ამ უმძლავრესი მოვლენის გამოცდის, რასაც ხშირად ფატალური შედეგი მოსდევს. მქონია შემთხვევა თვალით მეხილა, თუ როგორ იყო დამუხტული ჩემი ტელესკოპური ჯოხი (ე.წ. ბოლონეზი) და როგორ გაჰქონდა ტკაცანი სექციებს შორის შეერთების ადგილებს. ვიდექი მდინარის პირას, ჩაღრმავებულ ხეობაში. ჩემს უკან ნაპირის სიმაღლე იქნებოდა სამი-სამნახევარი მეტრი. ჰორიზონტალური მდგომარეობიდან როგორც კი გადამქონდა ჯოხი ვერტიკალურში, ანუ მაღლა ვწევდი, ეგრევე ტკაცატკუცი გაჰქონდა და თვალით შესამჩნევიც იყო ნაპერწკლები ზემოთნახსენებ ადგილებში (შეერთებებზე). მივხვდი რაც ხდებოდა და ამოვედი ნაპირზე. მეგობრები იდგნენ დაბლა, 50 მეტრში და მათთან მივედი შეკითხვით, ამჩნევდნენ თუ არა ისინი მსგავს მოვლენას. აღმოჩნდა რომ არა. მაშინ წავიყვანე ისინი იმ ადგილზე სადაც ვიდექი ადრე და მათაც თვალნათლივ დაინახეს აღწერილი ფაქტი, თუ როგორ ყრიდა ნაპერწკლებს ჩემი კარბონის *ინსტრუმენტი*. დავკეცეთ ჯოხები და გავერიდეთ იქაურობას, რამეთუ ეს სახიფათო თამაშს ემსგავსებოდა. ნახევარ საათში გაწვიმდა და ელვის ცეცხლოვანი ენებიც უხვად ანათებდნენ იმ მიდამოს, რომელსაც უკვე შორიდან ვაკვირდებოდით.

Edited by ენგური+

მადლობა!

Link to post
Share on other sites

ენგური+

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ თევზაობის სურათები და ამბებიც უნდა გქონდეთ და გაგვეცანით თუ შეიძლება :)

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

გადავთარგმნე უცხოური უკრაინული ფორუმიდან .ესეც არანაკლები დასაცავი წესია რომელიც ყველამ უნდა დაიცვას

frtxilad2.jpg

Edited by Kot FishingTV
Link to post
Share on other sites
5 hours ago, Kot FishingTV said:

გადავთარგმნე უცხოური უკრაინული ფორუმიდან .ესეც არანაკლები დასაცავი წესია რომელიც ყველამ უნდა დაიცვას

frtxilad2.jpg

კოტე, ყოჩაღ!!! კარგია!!!

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...