Jump to content
Club-Monadire.Ge

დიდპირა ბასი (ლათ. Micropterus salmoides )


Recommended Posts

 

დიდპირა ბასი

 

რიგი: ქორჭილასნაირნი

 

ოჯახი: ცენტრარხოსებრნი

 

გვარი: შავი ბასები

 

სახეობა: დიდპირა ბასი

 

დიდპირა ბასი ლათ. Micropterus salmoides;

 

ინგლ.black bass, bigmouth bass, largemouth bass

 

რუს.Басс большеротый, Большеротый окунь

 

cecf862c5e50.jpg

 

ac114f007dbc.jpg

 

e5f77d3c0f94.jpg

 

 

საქართველოში დიდპირა ბასის აკლიმატიზაციაზე(სპიციალურად გამოყოფილ წყალსატევებში მაინც)რა აზრის ხართ?

 

იტალია, კვიპროსი, საფრანგეთი ხორვატია, უნგრეთი, პორტუგალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკის

 

რესპუბლიკა, იაპონია და სხვა . ასეთია(შეიძლება უფრო ფართეც) ამ თევზის გავრცელების გეოგრაფია ამერიკის კონტინენტის გარეთ.

 

სპინინგით სპორტული თევზაობის უმაგრესი ობიექტია. აქედან გამომდინარე დიდი ეკონომიკური სარგებლობის

 

მომტანია. მთელ მსოფლიოში, წარმოების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროს უამრავი ორგანიზაციაა ამ თევზზე და მის ირგვლივ არსებულ ბიზნესზეა დაკიდებული.

 

 

განსაკუთრებით, ამ მხრივ, აღსანიშნავია იაპონია სადაც ეს თევზი ამერიკელმა სამხედროებმა(სპინინგისტებმა) შეიყვანეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დადიდპირა ბასმა

 

იაპონელების დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სპორტული თევზჭერის გამორჩეულმა სახეობამ. სათევზაო აღჭურვილობის მწარმოებელი იაპონური კომპანიები დიდწილად ამ

 

თევზის ჭერასთან დაკავშირებულ ბაზარზე არიან ორიენტირებულები. მაგალითად მარტო კომპანია Megabass-იც საკმარიასია.

 

 

იაპონიაში:

 

 

 

ბასზე თევზაობა საფრანგეთში

 

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მშვენიერი სათევზაო ობიექტია სპინინგით! ამ თევზის აკლიმატიზაციაზე ოღონდ ჩაკეტილ წყალსატევებში უნდა იზრუნოს არა მარტო გარემოს დაცვის სამინსტრომ არამედ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომაც რადგან დავითმა მშვენივრად ჩამოაყალიბა ზემოთ თუ რა სარგებელი მოაქვს ამ სახეობას სახელმწიფოსათვის

Link to post
Share on other sites

უცებ კითხვა გამიჩნდა ეს თევზი შაორში ივარგებს გარემოს შეეგუება იქ ძაან ცივა და ძველ სახეობებს ხო არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს და ერთიც კარასის განადგურება როგორ ხდება

Link to post
Share on other sites

გუბე

 

გიგა, შაორში არა. მანდ უფრო კალმახი ჯობს, ცისარტყელისებრი და ღელის(ადგილობრივი)

 

ბასისთვის შაორს ვერ გავიმეტებ. :)

 

უფრო ისეთ ადგილებში სადაც მარტო კარჩხანაა, კერძო ტბორებშიც შეიძლება, დასავლეთში ნახევრად დაჭაობებულ წყალსატევებში...

 

 

 

 

დიდპირა ბასზე თევზაობა იტალიაში

 

 

 

 

 

 

 

ისე გიგა, ბასი შენთანაც მგონია იქნება :)

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო სათევზაო ობიექტია ბასი, მაგარი მებრძოლია, სპინინგისტების ერთერთი გასართობი თევზია.

 

აქვე უნდა ავღნიშნო SMALLMOUTH-ის და BIGMOUTH-ს შორის რა განსხვავებაა.

 

ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ორივე საინტერესო საჭერია.

 

ბიგმაუსი ორჯერ დიდი იზრდება თავის თანამოძმესთან შედარებით, მაგრამ კულინარიული თვისებებით სმოლმაუსი ბევრად სჯობია.

 

ნახევარ კგ-ზე მეტი რომელიც არის, ფილეებად გაკეთდეს და ძალიან გემრიელი მისართმევია.

Link to post
Share on other sites
ეს თევზი შაორში ივარგებს გარემოს შეეგუება იქ ძაან ცივა
ლარჯმაუტ ბასს კი უყვარს სითბო..

მაგრამ შესანიშნავად ცხოვრობს კვიპროსის წყალსატევებში, რომლებიც არიან მაღალ მთაში (და ზოგი ზამთარში ყინულითაც ფარდება ;) )

ძველ სახეობებს ხო არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს
მაგალითად რომლებს?
შაორში არა. მანდ უფრო კალმახი ჯობს
დათო, კვიპროსზე ბასთან ერტად ცხოვობს მდინარის კალმახი და გოჭაც ;) ..
და ერთიც კარასის განადგურება როგორ ხდება
კარჩხანის პირველი და ყველაზე საშიში მტერი არის ქარიყლაპია..

მაგრამ, პრობლემა არის იმაში, რომ ქაrიყლაპია არ ჭამს მარტო კარცხანას, და ამიტომ წარმოადგენს საფრთხეს ყველა თევზისთვის მათ შორის, კალმახისტვის და ბასისთვისაც)

უფრო ისეთ ადგილებში სადაც მარტო კარჩხანაა

კი შესაძლებელია, რაdგან ბასი ქვირიტობს ბუდეში, და ქვირითობის მერე ამ ბუდეს იცავს..

აქვე უნდა ავღნიშნო SMALLMOUTH-ის და BIGMOUTH-ს შორის რა განსხვავებაა.
I'm sorry, but თემას, რამდენათაც მე მივხდი (შეიძლება ვცდები ;) ), ჰქვია ლარჯმაუტ ბასი..

სიტყვა სმოლლმოუტი თემაში ამ ციტატამდე არ შემხვედრია ;)..

თან, სმოლმაუტი ბევრად ნაკლებად არის გავრცელებული მსოფლიოში, და ძირითად სპორტულ ინტერესს წარმოადგენს იმენნო ლარჯმაუტი (მთელი შეჯიბრები ტარდება მაგაზე)..

თან თითკმის ყველა ფორუმებზე სიტყვა "ბას"-ში დეფოლტ იგულისხმება ლარჯმაუტი..

მინდა დავამატო, რომ ზოგ კვეყნებში ლარჯმაუტის მაგივრად ყავთ მისი უახლოვესი ნათესავები..

აი ვთქვად, ვენესუელა, მისი პიკოკ-ბასით (ანუ სხვა დასახელებით - პავონი)

https://www.youtube.com/watch?v=CaKQDvRcRUA#t=20

Edited by Kaa
Link to post
Share on other sites

დავით თუ ხარ ნამყოფი ჭილის ტბაზე ეგ ტბა არის ნახევრად დაჭაობებული მარტო კარჩხანაა და შეიძლება მანდ მაგ თევზის გაშვება. თან თბილისთან ძალიან ახლოსაა და კარგი იქნებოდა

Link to post
Share on other sites

Kaa

1 პოსტი დაწერეთ და საკმაოდ ინფორმაციული სასიამოვნო იქნება ხშირად თუ მოგვაწოდებთ იმას რაც იცით პლიუს გამოცდილებასაც თითქმის ყველაფერზე გავიგე პასუხი. შაორი ჩემი გულისტკივილია ჩემთვის იდიალური შაორი არი კარჩხანას გარეშე სხვა თევზიო რაც არი პლიუს ბასი და ქარიყლაპია ეს რამდენად ფანტაზიის სფეროა არვიცი მარა ოღონბ კარასი არ იყოს იქ და ავიტან უბასობას :)

Link to post
Share on other sites

ჩემი თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე კარგი ადგილი ბასისთვის იქნებოდა რამე ტბა დასავლეთში.. ფოთში, ქობულეტში, ან იგივე გრიგილეთში..

შედარებით ტბილა იქ, საკვები ბაზა ას კარგი...

აქეთკენ კი, საუკეთესო ვარიანტი არის თბილისის ზვა..

Edited by Kaa
Link to post
Share on other sites

გუბე

დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის :)

რაც შეეხება ქარიყლაპის გაშვებას იგივე შაორში, მე ვფიქრობ რომ ეგ საკიტხი ერ ძალიან კარგად უნდა გაანალიზდეს..

რადგან ერთხელ თუ გაუშვი იქ ქარიყლაპია, მაგას იქიდან უკვე ვერ გამოიყვან..

და ქარიყლაპის მენიუში შედის თითქმის ნებისმიერი ცოცხალი ობიეკტი ზომით მისი 1/3-ი და ნაკლები..

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...