zaza 1 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 მოგეხსენებათ სპინინგით თევზაობისათვის მრავალი ტიპის სატყუარა არსებობს.ამ პოსტს,უშუალოდ ზედაპირულ სატყუარებს დაუთმობ. აქვე მინდა ავღნიშნო,ეს არ არის საერთო მიღებული აზრი,რასაც ვწერ,უშუალოდ საკუთარ გამოცთილებაზე დაყრდნობით.ზოგმა შეიძლება დაეთანხმოს,ზოგმა კიდე არა,ზოგმაც სინჯოს და შედეგსაც მიიღებს.მაშ ასე,დავიწყოთ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted January 22, 2015 Author Report Share Posted January 22, 2015 ზედაპირულ სატყუარად ითვლება სატყუარა ნულიანი დაძირვით,ანუ წყლის ზედაპირზე მოტივტივე სატყუარა.ესენი არიან. პოპპერი მ კონკრეტულ ფოტოებზე ასახულია megabass max pop-დღლაბუცა. მაზსე თევზაობა კი შემდეგ ნაირად ხთება.მოსროლის შემდეგ,მაჯის მოძრაობით,ნელი წამორტყმებით ვატარებთ მას წყლის ზედაპირზე.ანუ,წამორტყმა,ვახვევთ ძუას,და ისევ წამორტყმა.თავისი შეზნექილი პირის გამო ის წყალთან წინააღმდეგობისას დღლაფუნს იწყებს,რითინაც ხიბლავს მტაცებელს იერიშზე. ჩემი მეგობრის დაჭერილი ქარიყლაპია ამ მოდელის პოპერზე წელს.მან 4.5კგ აიწონა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted January 22, 2015 Author Report Share Posted January 22, 2015 ეხლა კი მინდა ერთ საინტერესო სატყუარის ტიპზე მოგიყვეთ.ვოლკერზე. ლაკი კრაფტ სამმი 100 მეგაბას გიანტ დოგ იქს რებელ ჯამპინგ მინნოუ სამივე ჩემი ფავორიტები გახლავთ ზედაპირულ სატყუარებში. ვიზუალურად ძალიან გავს ვობლერს,იმ გამონაკლისით რომ ამას არ აქვს დამატებითი ტუჩი,ნიჩაბი პირის არესთან. პირადად ჩემი სატყუარის ყველაზე საყვარელი ტიპი,და არა მარტო ჩემი.მასზე თევზის იერიში ყოველთვის ულამაზესი სანახაობაა.ეს ის შემთხვევაა,როდესაც თევზის დარტყმას ხლში კი არ გრძნობ,არამეტ უშუალოდ შენს თვალწინ იმართება ბატალია და ხედავ ამ ყოველივეს.როგორ შეამჩნევს მას თევზი,დაედევნება,და მიიტანს მასზე იერიშს.ულამაზესია! ვოლკერის გატარების რამოდენიმე მეთოდი არსებობს.stop&go,walking the dog. პირველ შემთხვევაში ვატარებთ სატყუარას ნელი პაუზებით,2-3 წამორტყმა და პაუზა,ისევ 2-3 წამოკვრა,ისევ ვასვენებთ.ხოლო მეორე ვარიანტისას კი მაჯის ინტენსიური თამაშით ვაიძულებთ სატყუარას წყლის ზედაპირზე ზიგზაგად ირბინოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ამ ტიპის სატყუარები შედეგს მაძლევს წლის ნებისმიერ პერიოდში,რაც ბევრ ჩემს უკრაინელ მეგობრებში გაკვირვებას იწვევს.უშუალოდ ის ფაქტი რომ მე მათზე ზამთარშიც ვიჭერ,როდესაც თევზი წესით ფსკერზე იმყოფება და იქვე იკვებება. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted January 22, 2015 Author Report Share Posted January 22, 2015 ასევე ზედაპირულ სატყუარებში ითვლება გლისერი,ანუ სილიკონის ბაყაყი,ან კიდე თაგვი. შევთამხთით რომ უშუალოდ საკუთარ გამოცთილებაზე დაყრდნობით ვისაუბრებდი,ამითომ თაგვზე საუბარს თავს ავარიდებ,ხოლო ბაყაყს,არაერთხელ გაუხარებივარ. გატარების პრინციპი იგივე როგორც პოპერის,წამორტყმა-პაუზა.ანუ სტოპ&გო. წარმატებები! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 დღლაფუნს :clapping: მშვენიერი ინფორმაციაა მადლობა პოსტის ავტორო ბაყაყები ვირთხა და კიდე სუ პირველი მაქ სახლში მაგრამ თევზაობის აზრზე არ ვიყავი ვცდი იმედია რამე მტაცებელი იქნება ჩემ სიახოვეს სადმე ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 მდინარეზე რამდენ ვარგისია ზედაპირულები? მთის ჩქარ მდინარეს ვგულისხმობ. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 (edited) ზაზა , პმ–შიც გკითხე , მარამ აქც მინდა რომ დავწერო. : ზამთარში სხვები რა სატყუარებს მირჩევენ ქარიყლაპიაზე? აი 1 კვირაში ალბათ მაქეთ , ფოთში გამოვუყვები. მოკლედ ვიდეოები ვნახე ქარიყლაპიას ყინულქვეშ რომ იჭერენ და ყანყალებზე ძალიან აქტიურად რეაგირებდა. ზაზა შენი ფავორიტია მგონი ვოლკერები და მაგიტომ მირჩიე ვოლკერი, (და ალბათ შენს უკრაინელ მეგობრებსაც მაგიტომ გაუკვირდათ) . ისე , მე მგონია, რომ წლის სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის სატყუარას განსხვავებული შედეგი ექნება. თორნიკე , რაც შეეხება შენს კითხვას; აქ , რომელიღაც (თუ არ ვცდები "ქაშაპზე სპინინგით"–ში) განყოფილებაში კავკასიაში მდინარეზე ქაშპის ჭერაა ვიდეო, ხოდა მანდ ზედაპირული პატარა ვოლკერით (ძალიან მაინტერესებს რა მოდელია) მაგრად იჭერს რუსი მეთევზე. ოღონდ დინებაა ძალიან ნელი... Edited January 22, 2015 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted January 22, 2015 Author Report Share Posted January 22, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი დინებაზე გამორიცხე ეგ ვარიანტი.ვობლერი,ყანყალა. TOZI777 არა აქვს მნიშვნელობა რომელი ფირმის ვოლკერი იქნება,რომელსაც ხელში დაამუღამებ ის იმუშავებს.მეთევზე იჭერს,და არა სატყუარა).მუღამის ამბავია. სეზონის მიუხედავად ვცვლი მხოლოდ გატარების ტემპს და სტილს.ზამთარში ზანტია,არ მოძრაობს,ენერგიას არ ხარჯავს,ამიტომ რაც შეიძლება ნელი გატარება არის საჭირო. გუბე პოპერით დაიწყე გუბე,უფრო იოლია. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 ლიფსიტა პირღია თებზით ? კაი ვცდი თუ მეღირსა მზე ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 ლიფსიტა ეს ყანყალა სასტიკად არ მომწონს თქვენის ნებართვით, მე ცანცარას ვეძახი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 22, 2015 Report Share Posted January 22, 2015 მშვენიერი თემა გაგიხსნია ზაზა ერთ საქარიყლაპიე ტბას მივაგენი აქ და უნდა ვემზადები სეზონისთვის და ძალიან გამომადგება შენი რჩევები და ეს თემა... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 23, 2015 Report Share Posted January 23, 2015 (edited) კარგი თემაა!!! ყოჩაღ ზაზა!!! ზერდაპირულ სატყუარებს კარგა ხანია "ვიცნობ", მაგრამ კონკრეტულად ვოლკერები ზაზამ(ამ თემის ავტორმა) შემაყვარა. მართლაც, ვოლკერი თევზაობის აზარტის და ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით შეუდარებელი სატყუარაა. walker Megabass Giant Dog X Edited January 23, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 (edited) OSP BENT MINNOW 86 Edited March 19, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 ესენი იმუშავებენ? http://www.gibbslures.com/wave-walker/wave-walker-1-12-oz http://www.gibbslures.com/polaris-popper/ http://www.gibbslures.com/pencil-popper/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 ან ესენი? http://www.gibbslures.com/danny-surface-swimmer/ ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 20, 2015 Author Report Share Posted March 20, 2015 BROWNING კი ვახო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 ძალიან კარგი. მაგ აქაური კომპანიაა. BROWNING კი ვახო ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 (edited) BROWNING ვახო ალბათ იმუშავებენ მაგრამ მე გამოცდილებს გირჩევ მაინც. მაგალითად: Rebel Jumpin' Minnow Size : 3 1/2-Inch, 3/8-Ounce http://www.amazon.com/Rebel-Jumping-Minnow-Lures-4-5-Inch/dp/B000ALG1N4/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876659&sr=8-1&keywords=Rebel+Jumping+Minnow და Megabass Giant DOG-X http://www.amazon.com/Megabass-Python-Topwater-Pencil-Walker/dp/B00C8SAEVW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876806&sr=8-1&keywords=Megabass+Giant+DOG-X Edited March 20, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 21, 2015 Report Share Posted March 21, 2015 (edited) ძაან მაგარი თამაში აქვს ამ ბენტ მინოუს და აგერ მაგის კლონი ვნახე იაფად, ვისაც დააინტერესებს.bent minnow 86მმ-იანებიც აქვთ და 110 მმ იანებიც. თან მაგარი სამკავები უყენიათ. Edited March 21, 2015 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 21, 2015 Report Share Posted March 21, 2015 მადლობა დმორალ. BROWNING ვახო ალბათ იმუშავებენ მაგრამ მე გამოცდილებს გირჩევ მაინც. მაგალითად: Rebel Jumpin' Minnow Size : 3 1/2-Inch, 3/8-Ounce http://www.amazon.com/Rebel-Jumping-Minnow-Lures-4-5-Inch/dp/B000ALG1N4/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876659&sr=8-1&keywords=Rebel+Jumping+Minnow და Megabass Giant DOG-X http://www.amazon.com/Megabass-Python-Topwater-Pencil-Walker/dp/B00C8SAEVW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876806&sr=8-1&keywords=Megabass+Giant+DOG-X ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 21, 2015 Author Report Share Posted March 21, 2015 BROWNING ვახო,ესეც.ძაან მაგარია http://www.amazon.com/Lucky-Craft-SM100-074-Sammy/dp/B00636QFCC/ref=sr_1_8?ie=UTF8&qid=1426970273&sr=8-8&keywords=lucky+craft+sammy+100 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 22, 2015 Report Share Posted March 22, 2015 ვაა, მაგარი ჩანს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 22, 2015 Report Share Posted March 22, 2015 BROWNING ვახო,ესეც.ძაან მაგარია http://www.amazon.com/Lucky-Craft-SM100-074-Sammy/dp/B00636QFCC/ref=sr_1_8?ie=UTF8&qid=1426970273&sr=8-8&keywords=lucky+craft+sammy+100 ნამდვილად!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted October 12, 2016 Report Share Posted October 12, 2016 (edited) გენადი კუზმენკოს ვიდეოა ზედაპირულ სატყუარებზე Edited October 12, 2016 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.