Jump to content
Club-Monadire.Ge

TOPWATER LURES ანუ ზედაპირული სატყუარა


Recommended Posts

მოგეხსენებათ სპინინგით თევზაობისათვის მრავალი ტიპის სატყუარა არსებობს.ამ პოსტს,უშუალოდ ზედაპირულ სატყუარებს დაუთმობ.

აქვე მინდა ავღნიშნო,ეს არ არის საერთო მიღებული აზრი,რასაც ვწერ,უშუალოდ საკუთარ გამოცთილებაზე დაყრდნობით.ზოგმა შეიძლება დაეთანხმოს,ზოგმა კიდე არა,ზოგმაც სინჯოს და შედეგსაც მიიღებს.მაშ ასე,დავიწყოთ.

Link to post
Share on other sites

ზედაპირულ სატყუარად ითვლება სატყუარა ნულიანი დაძირვით,ანუ წყლის ზედაპირზე მოტივტივე სატყუარა.ესენი არიან.

პოპპერი

c6176ee71695.jpg

მ კონკრეტულ ფოტოებზე ასახულია megabass max pop-დღლაბუცა.

მაზსე თევზაობა კი შემდეგ ნაირად ხთება.მოსროლის შემდეგ,მაჯის მოძრაობით,ნელი წამორტყმებით ვატარებთ მას წყლის ზედაპირზე.ანუ,წამორტყმა,ვახვევთ ძუას,და ისევ წამორტყმა.თავისი შეზნექილი პირის გამო ის წყალთან წინააღმდეგობისას დღლაფუნს იწყებს,რითინაც ხიბლავს მტაცებელს იერიშზე.

ჩემი მეგობრის დაჭერილი ქარიყლაპია ამ მოდელის პოპერზე წელს.მან 4.5კგ აიწონა.

d5a8f90f0a2c.jpg

Link to post
Share on other sites

ეხლა კი მინდა ერთ საინტერესო სატყუარის ტიპზე მოგიყვეთ.ვოლკერზე.

ლაკი კრაფტ სამმი 100

57876e3c96c9.jpg

მეგაბას გიანტ დოგ იქს

5fe1194721ac.jpg

რებელ ჯამპინგ მინნოუ

00ec17acc01a.jpg

სამივე ჩემი ფავორიტები გახლავთ ზედაპირულ სატყუარებში.

ვიზუალურად ძალიან გავს ვობლერს,იმ გამონაკლისით რომ ამას არ აქვს დამატებითი ტუჩი,ნიჩაბი პირის არესთან.

პირადად ჩემი სატყუარის ყველაზე საყვარელი ტიპი,და არა მარტო ჩემი.მასზე თევზის იერიში ყოველთვის ულამაზესი სანახაობაა.ეს ის შემთხვევაა,როდესაც თევზის დარტყმას ხლში კი არ გრძნობ,არამეტ უშუალოდ შენს თვალწინ იმართება ბატალია და ხედავ ამ ყოველივეს.როგორ შეამჩნევს მას თევზი,დაედევნება,და მიიტანს მასზე იერიშს.ულამაზესია!

ვოლკერის გატარების რამოდენიმე მეთოდი არსებობს.stop&go,walking the dog.

პირველ შემთხვევაში ვატარებთ სატყუარას ნელი პაუზებით,2-3 წამორტყმა და პაუზა,ისევ 2-3 წამოკვრა,ისევ ვასვენებთ.ხოლო მეორე ვარიანტისას კი მაჯის ინტენსიური თამაშით ვაიძულებთ სატყუარას წყლის ზედაპირზე ზიგზაგად ირბინოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ამ ტიპის სატყუარები შედეგს მაძლევს წლის ნებისმიერ პერიოდში,რაც ბევრ ჩემს უკრაინელ მეგობრებში გაკვირვებას იწვევს.უშუალოდ ის ფაქტი რომ მე მათზე ზამთარშიც ვიჭერ,როდესაც თევზი წესით ფსკერზე იმყოფება და იქვე იკვებება.

Link to post
Share on other sites

ასევე ზედაპირულ სატყუარებში ითვლება გლისერი,ანუ სილიკონის ბაყაყი,ან კიდე თაგვი.

c248587aae3c.jpg

შევთამხთით რომ უშუალოდ საკუთარ გამოცთილებაზე დაყრდნობით ვისაუბრებდი,ამითომ თაგვზე საუბარს თავს ავარიდებ,ხოლო ბაყაყს,არაერთხელ გაუხარებივარ.

e1607b58ffb5.jpg

გატარების პრინციპი იგივე როგორც პოპერის,წამორტყმა-პაუზა.ანუ სტოპ&გო.

წარმატებები! :hi3:

Link to post
Share on other sites

დღლაფუნს

:clapping: :clapping:

 

 

 

მშვენიერი ინფორმაციაა მადლობა პოსტის ავტორო ბაყაყები ვირთხა და კიდე სუ პირველი მაქ სახლში მაგრამ თევზაობის აზრზე არ ვიყავი ვცდი იმედია რამე მტაცებელი იქნება ჩემ სიახოვეს სადმე

Link to post
Share on other sites

ზაზა , პმ–შიც გკითხე , მარამ აქც მინდა რომ დავწერო. : ზამთარში სხვები რა სატყუარებს მირჩევენ ქარიყლაპიაზე? აი 1 კვირაში ალბათ მაქეთ , ფოთში გამოვუყვები.

 

 

მოკლედ ვიდეოები ვნახე ქარიყლაპიას ყინულქვეშ რომ იჭერენ და ყანყალებზე ძალიან აქტიურად რეაგირებდა. ზაზა შენი ფავორიტია მგონი ვოლკერები და მაგიტომ მირჩიე ვოლკერი, (და ალბათ შენს უკრაინელ მეგობრებსაც მაგიტომ გაუკვირდათ) . ისე , მე მგონია, რომ წლის სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის სატყუარას განსხვავებული შედეგი ექნება.

 

თორნიკე , რაც შეეხება შენს კითხვას; აქ , რომელიღაც (თუ არ ვცდები "ქაშაპზე სპინინგით"–ში) განყოფილებაში კავკასიაში მდინარეზე ქაშპის ჭერაა ვიდეო, ხოდა მანდ ზედაპირული პატარა ვოლკერით (ძალიან მაინტერესებს რა მოდელია) მაგრად იჭერს რუსი მეთევზე. ოღონდ დინებაა ძალიან ნელი...

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

დინებაზე გამორიცხე ეგ ვარიანტი.ვობლერი,ყანყალა.

TOZI777

არა აქვს მნიშვნელობა რომელი ფირმის ვოლკერი იქნება,რომელსაც ხელში დაამუღამებ ის იმუშავებს.მეთევზე იჭერს,და არა სატყუარა).მუღამის ამბავია.

სეზონის მიუხედავად ვცვლი მხოლოდ გატარების ტემპს და სტილს.ზამთარში ზანტია,არ მოძრაობს,ენერგიას არ ხარჯავს,ამიტომ რაც შეიძლება ნელი გატარება არის საჭირო.

გუბე

პოპერით დაიწყე გუბე,უფრო იოლია.

Link to post
Share on other sites

მშვენიერი თემა გაგიხსნია ზაზა :yes: ერთ საქარიყლაპიე ტბას მივაგენი აქ და უნდა ვემზადები სეზონისთვის და ძალიან გამომადგება შენი რჩევები და ეს თემა...

Link to post
Share on other sites

კარგი თემაა!!! ყოჩაღ ზაზა!!!

 

ზერდაპირულ სატყუარებს კარგა ხანია "ვიცნობ", მაგრამ კონკრეტულად ვოლკერები ზაზამ(ამ თემის ავტორმა) შემაყვარა.

 

მართლაც, ვოლკერი თევზაობის აზარტის და ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით შეუდარებელი სატყუარაა.

 

walker Megabass Giant Dog X

 

f6e3951f2290.jpg

 

6f346eb4a707.jpg

 

064c8d68b693.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

BROWNING

 

ვახო ალბათ იმუშავებენ მაგრამ მე გამოცდილებს გირჩევ მაინც.

 

მაგალითად: Rebel Jumpin' Minnow Size : 3 1/2-Inch, 3/8-Ounce http://www.amazon.com/Rebel-Jumping-Minnow-Lures-4-5-Inch/dp/B000ALG1N4/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876659&sr=8-1&keywords=Rebel+Jumping+Minnow

 

 

და

 

 

Megabass Giant DOG-X http://www.amazon.com/Megabass-Python-Topwater-Pencil-Walker/dp/B00C8SAEVW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876806&sr=8-1&keywords=Megabass+Giant+DOG-X

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ძაან მაგარი თამაში აქვს ამ ბენტ მინოუს და აგერ მაგის კლონი ვნახე იაფად, ვისაც დააინტერესებს.bent minnow

 

86მმ-იანებიც აქვთ და 110 მმ იანებიც. თან მაგარი სამკავები უყენიათ.

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

მადლობა დმორალ.

 

BROWNING

 

ვახო ალბათ იმუშავებენ მაგრამ მე გამოცდილებს გირჩევ მაინც.

 

მაგალითად: Rebel Jumpin' Minnow Size : 3 1/2-Inch, 3/8-Ounce http://www.amazon.com/Rebel-Jumping-Minnow-Lures-4-5-Inch/dp/B000ALG1N4/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876659&sr=8-1&keywords=Rebel+Jumping+Minnow

 

 

და

 

 

Megabass Giant DOG-X http://www.amazon.com/Megabass-Python-Topwater-Pencil-Walker/dp/B00C8SAEVW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1426876806&sr=8-1&keywords=Megabass+Giant+DOG-X

Link to post
Share on other sites

 

ნამდვილად!!!

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...