Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

7aca70c74837.jpg

 

თევზი რომლის შესახებაც ქვემოთ წავა საუბარი საქართველოში ცნობილია სიგის სახელწოდებით იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის ამ თევზის ქართული სახელი.არა და სულხან-საბა ორბელიანს ეს თევზი თავის წიგნში ლაჟას სახელით აქვს მოხსენებული

ლაჟა (Coregonus) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა.გვარი შეიცავს 60 !!! სახეობას. აქვს მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული, რომლის სიგრძე 75 სმ, მასა 8 კგ, იშვიათად 16 კგ აღწევს. აქვს ვერცხლისფერი გვერდები, მუქი ზურგი, პატარა პირი. დიდი რაოდენობითაა გავრცელებული ჩრდილოეთ ყინულოვანი, ატლანტის და წყნარი ოკეანეების აუზებში.

საქართველოში 1930 წლიდან აკლიმატიზებულია ტაბაწყურის ტბაში. ლაჟას აქვს გამსვლელი, ტბის და მდინარის ფორმები. ტოფობენ სექტემბერ-ნოემბერში. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, ნაწილობრივ თევზებით. სიგი ძვირფასი სარეწაო ობიექტია.მის ხორცს ოდნავი კიტრის სუნი ასდის.მას იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.

Link to post
Share on other sites

ლაჟას ქვესახეობა ვოლხოვური ლაჟა (Coregonus lavertus baeri),რომელიც ლადოგის ტბიდან 30-ან წლებში იქნა ჩამოყვანილი ტაბაწყურში გაუშვეს.რამდენადაც ვიცი ადგილობრივი პირობები არ მოეწონა და ძალზე დაწვრილდა.ახლა რა სიტუაციაა იქ არ ვიცი მაგრამ დავაზუსტებ....

Link to post
Share on other sites

თუ თევზებს ჭამს მტაცებელი გამოდის ხო? და სპინინგით იჭირება?

კი რა თქმა უნდა,ტრიალებზე და მერყევ სატყუარებე იჭერენ

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...