salamandra 65 Posted March 7, 2015 Report Share Posted March 7, 2015 (edited) 14 მარტს გაიმართება შეჯიბრი თევზის სპინინგით ნაპირიდან ჭერაში მდ. ნოღელასთან მდებარე კერძო სათევზე მეურნეობაში. ტურნირის ორგანიზატორები: ქ.ქუთაისის სპორტისა და კულტურის განყოფილება და სპინინგისტთა კლუბი "კოლხეთი" (ქ.ქუთაისი) წყალსატევი დაყოფილია 16 სექტორად და შესაბამისად გათვლილია 16 მონაწილეზე. 8 სექტორი აღმოსავლეთ მხარეს(ლუწი რიცხვები) და 8 სექტორი დასავლეთით(კენტი რიცხვები). შეჯიბრი ჩატარდება 4 ტურად ერთი დღის განმავლობაში. ოთხივე ტურის კენჭისყრა გაიმართება დილით ტურნირის დაწყებამდე. კენჭისყრის დროს სექტორის განმეორების შემთხვევაში მოხდება ხელახალი კენჭისყრა. ყველა მონაწილე პირველ ორ ტურს გაატარებს წყალსაცავის ერთ მხარეს, ხოლო მესამე მეოთხე ტურს საპირისპირო მხარეს. კენჭისყრა ოთხივე ტურისთვის გაიმართება 14 მარტს 08:00 დან 08:20-მდე. 08:20-დან 08:45 მდე- მსაჯების გაცნობა, წესების შეხსენება. 08:45-დან 09:00-მდე სექტორების დაკავება. 09:00 სტარტი-მსაჯის სიგნალის შემდეგ. 09:00- 10:50 პირველი ტური. 10:50-11:00 სექტორების დაკავება. 11:00-12:50-მეორე ტური. 12:50-14:20 შეკრება საწყის ადგილას, თევზის აწონვა, შედეგების გაცნობა, მცირე სადილი. 14:30-16:20 მესამე ტური. 16:30-18:30 მეოთხე ტური. 18:45 შეკრება, თევზის აწონვა. შედეგების დაჯამება, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება. შეჯიბრის წესები: 1.ყოველ ტურში თევზაობის დაწყება და დასრულება უნდა მოხდეს მსაჯის სიგნალის შემდეგ. 2.ნებადართულია თევზაობა მხოლოდ ნაპირიდან. 3.მონაწილეს შეუძლია ატაროს რამოდენიმე სპინინგი. 4.სპინინგის დასაშვები ზომებია 1.50 დან 3.0 მეტრომდე. 5.ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ ცოცხალი თევზი ქარიყლაპია ან ლოქო. 6. წარმიდგენილი თევზის მინიმალური ზომა უნდა იყოს 35სანტიმეტრი(ნაკლები ზომისთვის მონაწილე დაჯარიმდება). 7.მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მებისმიერი რაოდენობის თევზი. 8.შეფასება მოხდება ქულათა სისტემით. შეფასდება ყოველი სანტიმეტრი შემდეგი პროპორციით: ქარიყლაპია 1.5 კილოგრამამდე- სანტიმეტრი 1 ქულა ქარიყლაპია 1.5 კილოგრამის ზემოთ- სანტიმეტრი 2 ქულა ლოქო სანტიმეტრი 2ქულა 9. მონაწილეს ეკრძალება პირველ პირველ, მეორე და მესამე ტურში მინიჭებული სექტორის დატოვება ხოლო მეოთხე ტურის დაწყებიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ შეუძლია დაიკავოს სექტორი 0 ან ნებისმიერი თავისუფალი სექტორი. 10.მონაწილეს ეკრძალება გამოიყენოს სხვისი დახმარება ინვენტარის ტარებაში, ასევე თევზის დაჭერა, ამოყვანა, დაბინავება სხვისი დახმარებით. 11. წესების დარღვევისთვის მონაწილე დაჯარიმდება 50 ქულით. გამეორების შემთხვევაში 100 ქულით. 12,თევზაობა დასაშვებია მხოლოდ ხელოვნური სატყუარებით. პირველობის საორგანიზაციო ჯგუფი: 1.ბესო სვანიძე https://www.facebook.com/beso.svanidze.54?fref=ts 2.ზაზა ლალიაშვილი https://www.facebook.com/zaza.laliashvili?fref=ts 3.ზურაბ კუხიანიძე https://www.facebook.com/profile.php… 4.მერაბ ოკუჯავა https://www.facebook.com/merab.okujava?fref=ts კონსულტანტები: 1. ზურაბ მოდებაძე https://www.facebook.com/zurab.modebadze.79?fref=ts 2. შოთა კვარაცხელია https://www.facebook.com/shota.kvaratskhelia.1 ნომინაციები: 1 ადგილი- საპრიზო ფონდის 35% 2 ადგილი-საპრიზო ფონდის 25% 3 ადგილი-საპრიზო ფონდის 15% ყველაზე დიდი თევზი- საპრიზო ფონდის 25% მონაწილეობისთვის თანხის ღირებულება 30 ლარი ანგარიშია : ს.ს.ბანკი "რესპუბლიკა" REPLGE22 ანგარიშის # GE81BR 0000010373926928 მონაწილეთა სია : 1/ მერაბ ოკუჯავა ( ზუგდიდი ) 2/ ბესო სვანიძე (ქუთაისი ) 3/ მირზა კუპატაძე (ქუთაისი) 4/ ზურა გერაძე (ქუთაისი) 5/ ზურაბ კუხიანიძე (ქუთაისი) 6/ ტატო ზაბურზანია(სენაკი) 7/ გიორგი ჩანქსელიანი (ქუთაისი) 8/ მამუკა ჩანქსელიანი (ქუთაისი) 9/ ზალი საკანდელიძე (ქუთაისი) 10/ ბადრი ფიფია (ფოთი) 11/ გიორგი ხომერიკი (ფოთი) 12/ 13/ 14/ 15/ 16/ Edited March 7, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Ulumboeli 0 Posted March 7, 2015 Report Share Posted March 7, 2015 ჩემი აზრით ყველაფერი კარგად არის ! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 7, 2015 Report Share Posted March 7, 2015 კარგია რო მხოლოდ 16 ადგილია კარგია რო ქ.ქუთაისის სპორტისა და კულტურის განყოფილება გრაიმეშ მაინც არი გამოსაყენებელი კარგია რო აქტიურები ხართ და კარგი იქნებოდა 1 სპონსორი ან მეტი წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 7, 2015 Report Share Posted March 7, 2015 salamandra ზურაბ, ასე თუ ისე რაღაც თანხა გვაქვს კლუბის წევრებს მოგროვილი. ხომ არ გვეყიდა საპრიზო ადგილებზე გასულებისთვის რაიმე საჩუქრები კლუბის სახელით? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 8, 2015 Author Report Share Posted March 8, 2015 salamandra ზურაბ, ასე თუ ისე რაღაც თანხა გვაქვს კლუბის წევრებს მოგროვილი. ხომ არ გვეყიდა საპრიზო ადგილებზე გასულებისთვის რაიმე საჩუქრები კლუბის სახელით? არა გიორგი ,არა მგონია რომ ამ ეტაპზე.....მოგვიანებით ალბათ კლუბის სახელით ჩატარდება ტურნირი სპინინგში,ზაზას ვესაუბრე ამ თემაზე,რაღაც რაღაცეებია დასახვეწი და აი მაშინ კი ბატონო... ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 8, 2015 Report Share Posted March 8, 2015 (edited) რა მაინტერესებს იცით სულ მარტო სპინინგით თევზაობაშI უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი _ ? არა ცუდი კი არ არის მაგარია მაგრამ, კაი 2 3 დღიან შეჯიბრს ჩაატარებდა მომავალში კაცი შაორზე carpfishing ში მიშას კოტეჯებიც ტყუილა არის იქვე და ცოტა კარგი ორგანიზება,არც ისე ბევრი დაჯდება,კარგიც გამოვა და ადამიანებიც მეთევვზეები გაეცლებიან ყოველდღიურ ცხოვრებას რამოდენიმე დღე. ბევრი მოვინდომე ? Edited March 8, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 8, 2015 Author Report Share Posted March 8, 2015 ა ბატონო ! ))) http://carp.sportfishing.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 8, 2015 Report Share Posted March 8, 2015 ეს რათ მინდა. მაგათმა იკითხონ მარტო კარპის ფორუმია და აგერ ყველანაირის და თევზაობის კლუბი მაქ იმათთან რა მინდა ვერ გიღალატებთ ბატონო ვერაა ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 გუბე გიგა მაქეთ გაიკითხე მტაცებლები თუ არიან? აი თუ არიან და სპინინგით 1-2 ჯერ კარგად დაიჭირე, მერე შემოდი და დაგვიწერე რომელს უფრო მაგარი ემოციები აქვს პ.ს. ბოლოს წინა პოსტი შენ დაწერე? რაღაც სასვენ ნიშნებს ვხედავ დაა ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 TOZI777 ერთმა წერტილმა რამხელა გამოხმაურება მოიპოვა არ ვარ ის ადამიანი ძველს წიხლი ვკრა არმენამ ფიდერით მომწამლა მარა ტივტივას მაინც ვერ ველევი ჩემთვის როგორც მუსიკა ისეა თევზაობა გააჩნია როდის რა განწყობაზე ვარ. ისიც მაგარია რო გესხმის თავს ვობლერზე მარა არაა არც ის ცური 40 60 წუთი რო ეჭიდავები ბომბორა თევზს ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 სამწუხაროდ არ არის საქართველოში იმდენი წესიერი მეთევზე მითუმეტეს ცალცალკე კლუბებში ან ფორუმებში განაწილებულები რომ ცალკე შიდაკლუბური ჩემპიონატები რომ ტარდებოდეს,მითუმეტეს სხვადასხვა თევზაობის სახეობებში...ასე რომ კლუბთაშორისი ან საერთოდ ღია ჩემპიონატებსაც რომ ახერხებენ ეს ხალხი ისიც ძალიან დიდი საქმე და წინგადადგმული ნაბიჯია ძალიან მიხარია ასეთი წინსვლა რომ არის სპორტულ თევზაობაში,რაც უფრო მეტი ვიქნებით ჩვენ მით ნაკლები ბრაკონიერი იქნება და მით უფრო მეტი თევზი იქნება წყალში... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 13, 2015 Author Report Share Posted March 13, 2015 აბა ველით შედეგებს !!!!!! B) ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 13, 2015 Report Share Posted March 13, 2015 წარმატებები ყველას!!! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 13, 2015 Report Share Posted March 13, 2015 ბევრი ფოტოვიდეომასალა კარგი იქნება შეჯიბრების შემდეგ თუ განთავსდება აქ წარმატებებს ვისურვებ ორგანიზატორებს მონაწილეებს და ყველას ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 14, 2015 Report Share Posted March 14, 2015 წარმატებები!! მოუთმენლად ველით შედეგების ამსახველ ფოტოებს და რეპორტაჟებს! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 14, 2015 Author Report Share Posted March 14, 2015 (edited) დარეგისტრირებულ მონაწილეთა სია 1. მერაბ ოკუჯავა. ზუგდიდი 2. ბესო სვანიძე. ქუთაისი 3. ტატო ხაბურზანია.სენაკი 4. ბადრი ფიფია.ფოთი 5. დიმა ფიფია.ფოთი 6. ზურაბ ბაბუციძე .თბილისი 7. რომან არჩვაძე.ბათუმი 8. ირაკლი ბოჭორიშვილი.ქუთაისი 9. ვასილ პარფენოპულო ბათუმი 10. მურთაზ ჩოგოვაძე.ქუთაისი 11. ზალი საკანდელიძე.ქუთაისი 12. მირზა კუპატაძე.ქუთაისი 13. ზურა გერაძე.ქუთაისი 14. გიორგი ჩანქსელიანი.ქუთაისი 15. ზურაბ კუხიანიძე .ქუთაისი 16. გიორგი ხომერიკი.ფოთი Edited March 14, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 14, 2015 Report Share Posted March 14, 2015 ქუთაისის ჩემპიონატია ? წარმატებები კიდე ერთხელ ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 15, 2015 Report Share Posted March 15, 2015 ბადრი გავიდა მე-2 ადგილზე. გილოცავ ბადრი და აწი სულ პირველი ადგილებიი B) ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 15, 2015 Author Report Share Posted March 15, 2015 ბადრი გილოცავ მეორე ადგილზე გასვლას !! ძალიან კარგია და მომავალში სულ პირველი ადგილები აგეღოს !!!! B) ისე ერთ კარგ რეპორტსაც თუ დადებდი ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა.. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 15, 2015 Author Report Share Posted March 15, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 15, 2015 Report Share Posted March 15, 2015 ყოჩაღ ბადრი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 16, 2015 Report Share Posted March 16, 2015 ბადრი გილოცავ მეორე ადგილს,მშვენიერი შედეგია,სულ წარმატებებს და პირველ ადგილებს გისურვებ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 348 Posted March 16, 2015 Report Share Posted March 16, 2015 გილოცავთ მონაწილეებსაც, გამარჯვებულებსაც და რაც მთავარია ყოჩაღ ორგანიზატორებს. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 16, 2015 Report Share Posted March 16, 2015 ბადრი გილოცავ!ფავორიტი კი იყავი,მაგრამ თევზაობაში ასე ხდება საერთოდ... :yes: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 17, 2015 Author Report Share Posted March 17, 2015 კი მაგრამ რეპორტის და სურათის დამდები არავინაა კაცო ?? ბადრი სადა ხარ,ხომ არ გვემდური ?? ))))) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.