Jump to content
Club-Monadire.Ge

"აკვა 2015".სამოყვარულო ტურნირი თევზის სპინინგით ჭერაში ნაპირიდან


Recommended Posts

14 მარტს გაიმართება შეჯიბრი თევზის სპინინგით ნაპირიდან ჭერაში მდ. ნოღელასთან მდებარე კერძო სათევზე მეურნეობაში.

ტურნირის ორგანიზატორები:

 

ქ.ქუთაისის სპორტისა და კულტურის განყოფილება და სპინინგისტთა კლუბი "კოლხეთი" (ქ.ქუთაისი)

 

წყალსატევი დაყოფილია 16 სექტორად და შესაბამისად გათვლილია 16 მონაწილეზე. 8 სექტორი აღმოსავლეთ მხარეს(ლუწი რიცხვები) და 8 სექტორი დასავლეთით(კენტი რიცხვები).

შეჯიბრი ჩატარდება 4 ტურად ერთი დღის განმავლობაში. ოთხივე ტურის კენჭისყრა გაიმართება დილით ტურნირის დაწყებამდე. კენჭისყრის დროს სექტორის განმეორების შემთხვევაში მოხდება ხელახალი კენჭისყრა. ყველა მონაწილე პირველ ორ ტურს გაატარებს წყალსაცავის ერთ მხარეს, ხოლო მესამე მეოთხე ტურს საპირისპირო მხარეს.

კენჭისყრა ოთხივე ტურისთვის გაიმართება 14 მარტს 08:00 დან 08:20-მდე.

08:20-დან 08:45 მდე- მსაჯების გაცნობა, წესების შეხსენება.

08:45-დან 09:00-მდე სექტორების დაკავება.

09:00 სტარტი-მსაჯის სიგნალის შემდეგ.

09:00- 10:50 პირველი ტური.

10:50-11:00 სექტორების დაკავება.

11:00-12:50-მეორე ტური.

12:50-14:20 შეკრება საწყის ადგილას, თევზის აწონვა, შედეგების გაცნობა, მცირე სადილი.

14:30-16:20 მესამე ტური.

16:30-18:30 მეოთხე ტური.

18:45 შეკრება, თევზის აწონვა. შედეგების დაჯამება, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება.

შეჯიბრის წესები:

1.ყოველ ტურში თევზაობის დაწყება და დასრულება უნდა მოხდეს მსაჯის სიგნალის შემდეგ.

2.ნებადართულია თევზაობა მხოლოდ ნაპირიდან.

3.მონაწილეს შეუძლია ატაროს რამოდენიმე სპინინგი.

4.სპინინგის დასაშვები ზომებია 1.50 დან 3.0 მეტრომდე.

5.ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ ცოცხალი თევზი ქარიყლაპია ან ლოქო.

6. წარმიდგენილი თევზის მინიმალური ზომა უნდა იყოს 35სანტიმეტრი(ნაკლები ზომისთვის მონაწილე დაჯარიმდება).

7.მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მებისმიერი რაოდენობის თევზი.

8.შეფასება მოხდება ქულათა სისტემით. შეფასდება ყოველი სანტიმეტრი შემდეგი პროპორციით:

ქარიყლაპია 1.5 კილოგრამამდე- სანტიმეტრი 1 ქულა

ქარიყლაპია 1.5 კილოგრამის ზემოთ- სანტიმეტრი 2 ქულა

ლოქო სანტიმეტრი 2ქულა

9. მონაწილეს ეკრძალება პირველ პირველ, მეორე და მესამე ტურში მინიჭებული სექტორის დატოვება ხოლო მეოთხე ტურის დაწყებიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ შეუძლია დაიკავოს სექტორი 0 ან ნებისმიერი თავისუფალი სექტორი.

10.მონაწილეს ეკრძალება გამოიყენოს სხვისი დახმარება ინვენტარის ტარებაში, ასევე თევზის დაჭერა, ამოყვანა, დაბინავება სხვისი დახმარებით.

11. წესების დარღვევისთვის მონაწილე დაჯარიმდება 50 ქულით. გამეორების შემთხვევაში 100 ქულით.

12,თევზაობა დასაშვებია მხოლოდ ხელოვნური სატყუარებით.

 

პირველობის საორგანიზაციო ჯგუფი:

1.ბესო სვანიძე https://www.facebook.com/beso.svanidze.54?fref=ts

2.ზაზა ლალიაშვილი https://www.facebook.com/zaza.laliashvili?fref=ts

3.ზურაბ კუხიანიძე https://www.facebook.com/profile.php…

4.მერაბ ოკუჯავა https://www.facebook.com/merab.okujava?fref=ts

კონსულტანტები:

1. ზურაბ მოდებაძე https://www.facebook.com/zurab.modebadze.79?fref=ts

2. შოთა კვარაცხელია https://www.facebook.com/shota.kvaratskhelia.1

 

ნომინაციები:

 

1 ადგილი- საპრიზო ფონდის 35%

2 ადგილი-საპრიზო ფონდის 25%

3 ადგილი-საპრიზო ფონდის 15%

ყველაზე დიდი თევზი- საპრიზო ფონდის 25%

 

მონაწილეობისთვის თანხის ღირებულება 30 ლარი ანგარიშია :

ს.ს.ბანკი "რესპუბლიკა" REPLGE22

ანგარიშის #

GE81BR 0000010373926928

 

მონაწილეთა სია :

 

1/ მერაბ ოკუჯავა ( ზუგდიდი )

2/ ბესო სვანიძე (ქუთაისი )

3/ მირზა კუპატაძე (ქუთაისი)

4/ ზურა გერაძე (ქუთაისი)

5/ ზურაბ კუხიანიძე (ქუთაისი)

6/ ტატო ზაბურზანია(სენაკი)

7/ გიორგი ჩანქსელიანი (ქუთაისი)

8/ მამუკა ჩანქსელიანი (ქუთაისი)

9/ ზალი საკანდელიძე (ქუთაისი)

10/ ბადრი ფიფია (ფოთი)

11/ გიორგი ხომერიკი (ფოთი)

12/

13/

14/

15/

16/

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კარგია რო მხოლოდ 16 ადგილია

კარგია რო ქ.ქუთაისის სპორტისა და კულტურის განყოფილება გრაიმეშ მაინც არი გამოსაყენებელი

კარგია რო აქტიურები ხართ

და კარგი იქნებოდა 1 სპონსორი ან მეტი

 

 

წარმატებები

Link to post
Share on other sites

salamandra

 

ზურაბ, ასე თუ ისე რაღაც თანხა გვაქვს კლუბის წევრებს მოგროვილი.

 

ხომ არ გვეყიდა საპრიზო ადგილებზე გასულებისთვის რაიმე საჩუქრები კლუბის სახელით?

Link to post
Share on other sites

salamandra

 

ზურაბ, ასე თუ ისე რაღაც თანხა გვაქვს კლუბის წევრებს მოგროვილი.

 

ხომ არ გვეყიდა საპრიზო ადგილებზე გასულებისთვის რაიმე საჩუქრები კლუბის სახელით?

არა გიორგი ,არა მგონია რომ ამ ეტაპზე.....მოგვიანებით ალბათ კლუბის სახელით ჩატარდება ტურნირი სპინინგში,ზაზას ვესაუბრე ამ თემაზე,რაღაც რაღაცეებია დასახვეწი და აი მაშინ კი ბატონო...

Link to post
Share on other sites

რა მაინტერესებს იცით სულ მარტო სპინინგით თევზაობაშI უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი _ ? არა ცუდი კი არ არის მაგარია მაგრამ, კაი 2 3 დღიან შეჯიბრს ჩაატარებდა მომავალში კაცი შაორზე carpfishing ში მიშას კოტეჯებიც ტყუილა არის იქვე და ცოტა კარგი ორგანიზება,არც ისე ბევრი დაჯდება,კარგიც გამოვა და ადამიანებიც მეთევვზეები გაეცლებიან ყოველდღიურ ცხოვრებას რამოდენიმე დღე.

 

ბევრი მოვინდომე ? :)

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

ეს რათ მინდა. :) მაგათმა იკითხონ მარტო კარპის ფორუმია და აგერ ყველანაირის და თევზაობის კლუბი მაქ იმათთან რა მინდა

ვერ გიღალატებთ ბატონო ვერაა

Link to post
Share on other sites

გუბე

 

გიგა მაქეთ გაიკითხე მტაცებლები თუ არიან? აი თუ არიან და სპინინგით 1-2 ჯერ კარგად დაიჭირე, მერე შემოდი და დაგვიწერე რომელს უფრო მაგარი ემოციები აქვს ;)

 

 

 

პ.ს. ბოლოს წინა პოსტი შენ დაწერე? რაღაც სასვენ ნიშნებს ვხედავ დაა :blush2:

Link to post
Share on other sites

TOZI777

ერთმა წერტილმა რამხელა გამოხმაურება მოიპოვა :) არ ვარ ის ადამიანი ძველს წიხლი ვკრა არმენამ ფიდერით მომწამლა მარა ტივტივას მაინც ვერ ველევი ჩემთვის როგორც მუსიკა ისეა თევზაობა გააჩნია როდის რა განწყობაზე ვარ. ისიც მაგარია რო გესხმის თავს ვობლერზე მარა არაა არც ის ცური 40 60 წუთი რო ეჭიდავები ბომბორა თევზს :iscavlet:

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ არ არის საქართველოში იმდენი წესიერი მეთევზე მითუმეტეს ცალცალკე კლუბებში ან ფორუმებში განაწილებულები რომ ცალკე შიდაკლუბური ჩემპიონატები რომ ტარდებოდეს,მითუმეტეს სხვადასხვა თევზაობის სახეობებში...ასე რომ კლუბთაშორისი ან საერთოდ ღია ჩემპიონატებსაც რომ ახერხებენ ეს ხალხი ისიც ძალიან დიდი საქმე და წინგადადგმული ნაბიჯია

ძალიან მიხარია ასეთი წინსვლა რომ არის სპორტულ თევზაობაში,რაც უფრო მეტი ვიქნებით ჩვენ მით ნაკლები ბრაკონიერი იქნება და მით უფრო მეტი თევზი იქნება წყალში... :old:

Link to post
Share on other sites

ბევრი ფოტოვიდეომასალა კარგი იქნება შეჯიბრების შემდეგ თუ განთავსდება აქ

წარმატებებს ვისურვებ ორგანიზატორებს მონაწილეებს და ყველას

Link to post
Share on other sites

დარეგისტრირებულ მონაწილეთა სია

 

 

 

1. მერაბ ოკუჯავა. ზუგდიდი

2. ბესო სვანიძე. ქუთაისი

3. ტატო ხაბურზანია.სენაკი

4. ბადრი ფიფია.ფოთი

5. დიმა ფიფია.ფოთი

6. ზურაბ ბაბუციძე .თბილისი

7. რომან არჩვაძე.ბათუმი

8. ირაკლი ბოჭორიშვილი.ქუთაისი

9. ვასილ პარფენოპულო ბათუმი

10. მურთაზ ჩოგოვაძე.ქუთაისი

11. ზალი საკანდელიძე.ქუთაისი

12. მირზა კუპატაძე.ქუთაისი

13. ზურა გერაძე.ქუთაისი

14. გიორგი ჩანქსელიანი.ქუთაისი

15. ზურაბ კუხიანიძე .ქუთაისი

16. გიორგი ხომერიკი.ფოთი

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ბადრი გილოცავ მეორე ადგილზე გასვლას !! ძალიან კარგია და მომავალში სულ პირველი ადგილები აგეღოს !!!! B) ისე ერთ კარგ რეპორტსაც თუ დადებდი ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა..

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...