Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Gebruder Adamy

 

 

1921 წელს ეს საიარაღო ფირმა ზულში დააფუძნეს ძმებმა ფრანც და ალბერტ ადამებმა. ამ გვარის ოსტატებზე ზულში ცნობილი იყო ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან, ხოლო 1820 წლიდან ადამები სანადირო იარაღის წარმოებით დაკავდნენ. საწარმოო ციკლი 1937 წლიდან ვიდრე დღემდე, ერთსა და იმავე მისამართზე ხორციელდება. თანამედროვე ოფისი საწარმოსთან ერთად საფირმო მაღაზიასაც აერთიანებს.

1955 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს ალფრედ ადამი, ხოლო 1977 წლიდან დღემდე მისი შვილი ჰელმუთი, რომელსაც ობერ-ოსტატის წოდება მეიარაღეების გილდიამ მიანიჭა.

ბიზნესში ჩართულია ოსტატის მთელი ოჯახი: შვილი საწარმოო პროცესში მონაწილეობს, მეუღლე პროდუქციის მარკეტინგითაა დაკავებული.

დღეისათვის ფირმა უშვებს მაღალი კლასის სახაზინო დაგატენვის გლუვლულიანებს, კომბინირებულებს და ხრახნილლულიანებს. ყველა მოდელი მზადდება და გრავირდება მხოლოდ შეკვეთებზე, რის გამოც ამ ფირმის თითოეული ნაკეთობა ინდივიდუალურია და ერთადერთ ეგზემპლიარშია წარმოდგენილი.

ფირმა საბაზო მოდელებად განიხილავს მხოლოდ იმ იარღს, რომლებიც დრომ გამოსცადა და პრაქტიკაში მაღალი რესურსით ხასიათდებიან(ამ ფირმის ყველა ნაკეთობა ხელით იწყობა).

 

d4e93eb9f857.jpg

 

საფირმო თოფებზე არის წარწერა "Gebr. Adamy". ამ განმასხვავებელ აღნიშვნასთან ერთად გარკვეული პერიოდის თოფებზე არის წარწერა "Buhag", რადგან ,,ძმები ადამები" არიან გაერთიანება ბიუჰაგის დამფუძნებლები.

ისეთ პატარა ფირმებს, როგორიცაა "ძმები ადამები" როგორც წესი, არა აქვთ ლულისა და კალაპოტის საკუთარი წარმოება_ ამისათვის საჭიროა მძლავრი და ძვირადღირებული საწარმოო ფონდი. ფირმა ყიდულობს სალულე ნამზადს გაბურღული არხებით, თუმცა დაყვანის პროცესში ლულის არხები იხვეწება და ამის შემდგომ იგზავნება საგამოცდო სადგურებზე.

 

 

acba2c018653.jpg

Link to post
Share on other sites

vaxoo.ka

 

თქვენი თოფი წარმოებულია 1946 წლის ივლისში(თუ დამღა746 სწორად წავიკითხე ლულის ბალიშზე).

როგორც თემის დასაწყისში ვწერდი ფირმა ადამი ყიდულობდა(ახლაც ასეა) ლულასა და კალაპოტებს. მერე მხატვრულად თავად ამუშავებდა და დაჰყავდა.

მოდელი გახლავს ზიმსონი 73.

საერთოდ სერია 70-იანები ყველაზე მასიური წარმოების მოდელებია სამმაგი ჩაკეტვით.

თქვენი თოფი სერიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული მოდელია(74-ე კიდევ უფრო მაღალმხატვრულია).

Link to post
Share on other sites

მადლობთ დახმარებისთვის მიახლოებით რა ღირს ესეთი თოფები

 

ისე თუ გაგიგიათ მაგ თოფების ფასები. მე ვერსად ვნახე არცეთ ბაზრობაზე არ არი თითქმის ყველა თოფია ეგენი კი არა

 

ან საქართველოში აქვს ვინმეს

 

:mad:

 

:drinks:

 

მაგაზეც თუ დამეხმარებით კარგი იქნება წინასწარ მადლობა :clapping:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მადლობთ დახმარებისთვის მიახლოებით რა ღირს ესეთი თოფები

 

 

მაგ თემაზე ვერაფერს გეტყვი... ბევრი ნიუანსი განაპირობებს ფასს, რაც სურათებით ვერ დადგინდება.

Link to post
Share on other sites

ზოგადად 16 კალიბრიან თოფებზე დიდი მოთხოვნა არაა,რიგით გერმანულ რეპარაციულ თოფებზე ფასი უხეშად 500-დან 1000 დოლარამდე მერყეობს,მდგომარეობიდან და ბრენდიდან გამომდინარე!!!!

Link to post
Share on other sites

ისე ეს ჩემი თოფი რა ეგირება :karochera:

 

ახალგაზრდა კოლეგავ, ზემოთ მოგახსენე, რომ თოფის ღირებულება სურათებიდან ვერ დადგინდება. მაგ საქმისათვის საფუძვლიანი რევიზია ჭირდება სანადირო ინსტრუმენტს.

Link to post
Share on other sites

თუ ძალიან გაინტერესებს მეგობარო გეტყვი,იქ იგულისხმება ახალი თოფები,ანუ ძველი გამოშვება მაგრამ ახალივით,ყოველგვარი დეფექტია გარეშე,ეგეც არა მგონია 16 კალიბრიან თოფს და თანაც რეპარაციულს ეხებოდეს,რეპარაციული თოფების ხარისხი სხვაა,ვიდრე ფირმების თავისუფალი ფუნქციონირების დროინდელი პროდუქციის ხარისხი,თუ სურვილი გექნება შემეხმიანე და ვნახავ შენს თოფს,სამტრედიელი ვარ,577721425!!!!

Link to post
Share on other sites

ვახო,კარგად გადაიკითხე ფორუმი,არის აქ შესაბამისი თემები,თუ კიდევ რაიმე შეკითხვა დაგებადება, დაწერე და გიპასუხებთ,ოღონდ ეცადე შესაბამის თემაში წერო!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...