Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო


Recommended Posts

MOE-logo.png

თხოვნა იქნება ყველა დადებულ ინფორმაციას მიეთითოს საინფორმაციო წყარო

საკონტაქტო ინფორმაცია

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

მისამართი: 0114, ქ.თბილისი, გ. გულუას ქ. 6

ტელეფონი: +995 32 272 72 34

ფაქსი: +995 32 272 72 34

 

ელ-ფოსტა: pr@moe.gov.ge

 

--------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

კონტაქტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 153

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - ზვიად პაპიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ. 272 72 56

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - დავით დაბრუნდაშვილი

 

 

იურიდიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - ნანა ზამთარაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 19;

 

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - ნინო თხილავა

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 50; ელ.ფოსტა: ntkhilava@moe.gov.ge

 

გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - თამარ შარაშიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 46; ელ.ფოსტა: t.sharashidze@moe.gov.ge

 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი - ლია ჭელიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 52; ელ.ფოსტა: L.chelidze@moe.gov.ge

 

მინისტრის აპარატი

აპარატის უფროსი - მარიამ მათიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 07

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სამსახურის უფროსი - ეკატერინე ბენდელიანი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 34; ელ.ფოსტა: pr@moe.gov.ge, foi@moe.gov.ge

 

ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური

სამსახურის უფროსი - იოსებ ქარცივაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 32; ელ.ფოსტა: biodepbio@moe.gov.ge

 

სატყეო პოლიტიკის სამსახური

სამსახურის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 79;

 

ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური

სამსახურის უფროსი - ქეთევან კორძახია

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 28; ელ.ფოსტა: air@moe.gov.ge

 

ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახური

სამსახურის უფროსი - ბესარიონ დათიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 63; ელ.ფოსტა: b.datishvili@moe.gov.ge

 

კლიმატის ცვლილების სამსახური

სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლაზრიევი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 49; ელ.ფოსტა: g.lazrievi@moe.gov.ge

 

მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახური

სამსახურის უფროსი - ნინო ჩიქოვანი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 57; ელ.ფოსტა: n.chikovani@moe.gov.ge

 

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების დაცვის სამსახური

სამსახურის უფროსი - ალვერდ ჩანქსელიანი

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 27; ელ.ფოსტა: a.chankseliani@moe.gov.ge

 

წყლის რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის უფროსი - მარიამ მაკაროვა

საკონტაქტო ინფორმაცია: 272 72 26; ელ.ფოსტა: m.makarova@moe.gov.ge

 

დეტალური ინფორმაცია თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ იხილეთ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში

Link to post
Share on other sites

აზრი რა აქვს?

ბრაკონიერობის ვიდეო ფაქტებს თავიაანთ გვერდზე უდებენ და ძალიან კიდიათ.

იცი რატო??იმიტომ რომ უცოდინრებით და ყველაზე დიდი ბრაკონიერებით ყავთ გავსებული გარემოცვა

Link to post
Share on other sites

JABA

რაც მაგათ საიტზე ვნახე ის გადმოვწერე მაგათი იუთუბ გვერდი მაქ დამატებელი და ხანდახან რა-ღაცას აკეთებენალბათ ტელევიზიისთვის

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

კარგი საშუალება გავუზიაროტ ჩვენი სურვილები და ხმა მივაწვდინოთ სამინისტროს:

 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს საზოგადოება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ. გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.ერთად ვიზრუნოთ გარემოზე."

https://docs.google.com/forms/d/1kMwMGGFPxN8hU42dpkWlVG5UuR94h045KcVLRnIy-J0/viewform

Link to post
Share on other sites

JABA

 

მე ვმუშაობ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ადმიისტრაციაში, რომელიც თავის მხრივ ს.ს.ი.პ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია, თავად სააგენტო კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სიპია .

 

TOZI777

ამ კითხვარის დანუიშნულებაც ესააა რეალური საჭიროებები, საზოგადოების განწყობა და მოლოდენები შეაფასოსს : )

Link to post
Share on other sites

caucasica

კარგია რო აქ დადე ეს გამოკითხვა მეც მივიღე მონაწილეობა და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები მადლობა

Link to post
Share on other sites

2 ჯერ შევავსე ,ძალიან კარგია ასეთი ინტერესის გამოხატვა სამინისტროს მხრიდან...იმედია ბოლობოლო რამე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ახალი მინისტრის მეთაურობით...იმედები დიდია..

Link to post
Share on other sites

caucasica

 

მეც თერჯოლელი ვარ მეგობარო.

 

იმ კითხვარშიც დავწერე და აქაც გავიმეორებ: 2 უმთავრესი პრობლემა აქვს მაგ სისტემას: 1) კანონის დამცველების სიმცირე (ასევე მათი არასათანადოდ აღჭურვა (აგერ თბილისის გდი-ს ნავი არ ყოლია და თბილისის ზღვიდან ბადეები ვერ ამოიღეს :karochera: ) და სასაცილო ხელფასები); 2) თვით ამ კაონის დამცველთა ბრაკონიერობა. აგერ ერთი ნაცნობი მყავს და გდი-ში მუშაობის დროინდელ ამბებს მიყვებოდა ჩასული სტუმრების საამებლად რამდენჯერ მოუკლავთ და აუშიშხინებიათ შვლის მწვადები. ახლა კიდევ ქალაქიდან ჩასული "უმფროსობის" საამებლად თვითონ არ დარბიან აპარატით, მაგრამ ყავთ "შინაური" აპარატჩიკები და ერთს გადაურეკავცენ და კაი ნედლ თევზს გააჩენენ სუფრაზე :karochera: .

 

მოკლედ ეს ყველაფერი ისედაც ყველამ იცის უფროსიდან დაწყებული გლეხკაცით დამთავრებული და ამას არაფერი კითხვარების შევსება არ ჭირდება. ამას ჭირდება პატრონი რომ გამოასწოროს ისევე როგორც ეს მოხდა მაგალითად პატრულში ან საბაჟო-საგადასახადოში...

Link to post
Share on other sites

კარგია. სხვათა შორის ახალმა მინისტრმა, კონკურსებე გამჭირვალედ ჩატარდებაო. ვნახოთ.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...
  • 3 weeks later...

გუშინ ვიყავი გრიგოლეთში ვთევზაობდი, დგისით ვითომც არაფერი 3 ნავი არხში დენით დადიოდა თევს კლავდა ((( არც კი ცხვენიად, პატრონი არ გვკავს არავის, გარემოც დამცველები სად არიან?

Link to post
Share on other sites

გუშინ ვიყავი გრიგოლეთში ვთევზაობდი, დგისით ვითომც არაფერი 3 ნავი არხში დენით დადიოდა თევს კლავდა ((( არც კი ცხვენიად, პატრონი არ გვკავს არავის, გარემოც დამცველები სად არიან?

მეგობარო გრიგოლეთში კონკრეტულ ადგილს ხომ ვერ დაასახელებ სადაც ბრაკები ნახე?

Link to post
Share on other sites

გუშინ ვიყავი გრიგოლეთში ვთევზაობდი, დგისით ვითომც არაფერი 3 ნავი არხში დენით დადიოდა თევს კლავდა ((( არც კი ცხვენიად, პატრონი არ გვკავს არავის, გარემოც დამცველები სად არიან?

 

 

ამის შემდეგ მასეთ ფაქტს რომ გადააწყდები, მაშინვე დარეკე 112 ში ;)

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

+

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. რეკრეაციული თევზჭერა – სპორტული თევზჭერის სახე (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე) – თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში;

ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა;

გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა:

ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), რიონი (რიონის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ა“, „პ.ბ“ და „პ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ა) კეფალი (ლობანი) – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;“.

5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისას), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობებისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):

ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;

გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;

დ) კალმახის (მდინარის/ტბის) – მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ე) ქამბალა-კალკანის – პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე;

ვ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიბოსნაირების – მთელი წლის განმავლობაში;

ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების – მთელი წლის განმავლობაში;

თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში, მითითებულ ვადებში), ასევე რეკრეაციული თევზჭერისას საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ინდივიდები თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას, რაც უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისა და რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.“.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით – პირველი ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები, მითითებულ პერიოდში და ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის თაობაზე;“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესი

1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზეც გარკვევით უნდა ეწეროს ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში, ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.

2. აუცილებელია წყალსატევში განთავსებული თევზის მოსაშენებელი კონსტრუქცია აღჭურვილი იყოს ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ კონსტრუქციის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.

3. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.

9. მე-13 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

10. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) გარდა ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვებისა, რეკრეაციული თევზჭერისას აკრძალულია:

ზ.ა) ბუნებრივი სატყუარას გამოყენება;

ზ.ბ) არასპორტული (ენის მქონე), ასევე ორეული, სამეული და მეტი ნემსაკვის მქონე თევზსაჭერი იარაღის გამოყენება თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;

ზ.გ) თევზზე მშრალი ხელით ან ხელთათმანით შეხება;

ზ.დ) თევზის ნაპირზე ამოყვანა და მისი ხელში აყვანა, თუ ქვემოთ წყალი არ არის;

ზ.ე) თევზის სიმაღლიდან გადაგდება წყალში დაბრუნების დროს;

ზ.ვ) თევზის წყალში დაბრუნება მანამ, სანამ არ მოძლიერდება იგი თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ მისი წინ და უკან წყალში მოძრაობებით, რაც საჭიროა თევზის ლაყუჩებში წყლის გასატარებლად.“.

11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, მათ შორის, თევზჭერა რეკრეაციული პრინციპით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ამ დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ ზონებში.“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე

წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.“.

13. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამრეწველო თევზჭერისას, ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა.“.

14. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე. ამასთან, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და წარმოდგენილია მისი აღწერა. სამინისტრო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ პუნქტში მითითებული ელექტრომოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები, რომლითაც დაშვებულია სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.“.

+

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს განცხადება რეინჯერებსა და ტყის მცველებზე ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 20 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი გამოვლინდა.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველს ზურაბ ბლიაძეს ბრაკონიერებმა პირადი ავტომანქანა გადაუწვეს და ამავე უბნის უფროსის - მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს. ასევე, ფიზიკური ზეწოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე რეზო ქიმაძეზე განხორციელდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მობილიზებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

გარემოს დაცვის სამინისტრო შეგახსენებთ, რომ სამინისტროს თითოეული თანამშრომელი და განსაკუთრებით, ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ საქართველოს უდიდეს საგანძურს - ტყეს და ტყის რესურსს.

სამინისტრო არ შეეგუება სამსახურებრივი უფლება-მოსილების შესრულების პროცესში თანამშრომლებზე ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური ზეწოლის მცდელობას. ყოველი ასეთი ფაქტი იქნება აღკვეთილი და გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ.

 

 

http://www.info9.ge/sazogadoeba/146932-tyis-mcvels-manqana-dautsves-kholo-satyeos-ufrosis-sakhls-qvebi-daushines.html?lang=ka-GE

Link to post
Share on other sites

მედალს 2 მხარე აქვს. ზოგი ისეთი ჩათლახია გლეხს ბოსტნისთვის მოჭრილ ჭიგოზე უწერს ჯარიმას და დედაც აქვს მოს. . . . ვი ! ყველა მასეთს. კანონებს თუ ვიყურე მე პიდარასტი დამაჯდება თავზე ვატყობ.

 

კანონს ამოფარებული ფორმიანი თანამშრომელის ფსიქოლოგია კარგად ვიცი მე, N1 ბრაკონიერებიც ეგენი არიან გ.დ.ს-ის თამადობით.

 

ნემსკავების რაოდენობის კანონთან შეუსაბამობაზე რომ ჯარიმის დაწერა მომინდომოს, ალბად ძალიან ცუდი რამ მოხდება . . .

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...