Gurulo 154 Posted April 30, 2015 Report Share Posted April 30, 2015 (edited) FLODMAN დღეს მინდა მოგითხროთ იარაღზე, რომელიც მსუბუქია, ზუსტია, ლამაზია, არ ფუჭდება, არ ჭირდება წმენდა და რაც მთავარია არ ცვდება!!! ამ პოსტის მკითხველს ნუ გაეღიმება ჩემი ფანტასტიკოსობის მიზეით, რამეთუ არსებობს შვედეთის პროვინციაში ფირმა Flodman Guns რომელიც სწორედ ასეთ თოფებს უშვებს საწარმოს ამჟამინდელმა მფლობელმა სიკსტენ სკულმანმა, რომელიც სპეციალობით ავიაინჟინერია, ფირმა შეიძინა 1992 წელს რიუნე ფლოდმანისაგან. სკულმანი თავდაპირველად ფლოდმანთან მუშაობდა და კარგად იცნობდა მასალათა გამძლეობის თეორიას, გააჩნდა საუკეთესო ცოდნა ძლიერმდგრადი ლითონების თაობაზე. შედგა მოლაპარაკება და საწარმო სკულმანის ხელში აღმოჩნდა(გარიგების ფასი ჩემთვის უცნობია). უკვე 1993 წელს სიკსტენ სკულმანმა გამოუშვა თავისი პირველი იარაღი, რომლის ლულა ტიტანისა გახლდათ, რასაც დაემატა უძვირფასესი კაკალი. ფირმა იყენებს არა მარტო ტიტანს და უჟანგავ ფოლადს, არამედ იმ მასალებს, რომლებიც ექსკლუზიურად კოსმოსური ხომალდებისა და ბირთვული ინდუსტრიისა გვგონია: ტიტანი(grade 5), შენადნობი ss2377, Damascene, Stavax®, Cor-rax® - მასალები, რომლებიც ფაქტიურად არ ცვდება. ალბათ მკითხველისათვის ადვილი წარმოსადგენია ასეთი უცვეთი მასალების დამუშავების ტექნოლოგიის სირთულე!!! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სკულმანის ნაკეთობამ აღიარება 2002 წლიდან მიიღო და საწარმომ ამის შემდეგ დაიწყო მოგების მიღება. იარაღში ლულისა და კალაპოტის შეერთება ნაცვლად ტრადიციული სახსრის ჭანჭიკისა რკალებით ხდება. აღნიშნული დეტალი განაპირობებს მეორე მომენტსაც, კერძოდ, მდგარად მეტალებთან კონტექსტში აღნიშნული შეერთება განაპირობებს მის უცვეთობას. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ორიგინალურია და დასხლეტის სისწრაფე ყველაზე მაღალია მსოფლიოში_ ეს დრო შეადგენს წამის ორ მეათასედს. მცველი ავტომატურია თუმცა ადვილად იცვლება სპორტულ რეჟიმზე. იარაღის დაცემის შემთხვევაში გამორიხცულია უნებლიე დასხლეტა. იარაღი გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე და ლულები გათვლილია ფოლადის საფანზე(რატომღაც მხოლოდ ტყვიისას რომ ისვრიდეს ) საწარმო ამზადებს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ეგზემპლიარს. წარმოება-მარკეტინგის პროცესში ჩართულია მხოლოდ 2 ადამიანი სიკსტენ სკულმანი და მისი მეუღლე ვირვე. სულ იწარმოება 3 მოდელი: ვერტიკალური გლუვლულიანი, კომბინირებული ვერტიკალი და ორლულიანი ხრახნილი ლულებით. მოდელები მზადდება სამ ვარიანტად: სპორტული, სანადირო და ლუქსი. თითოეულ კლიენტზე მორგება და ტყავის ქეისი ყველა შემთხვევაში მიღებულია. ძვირფასი გრავირება უკეთდება მხოლოდ ლუქს კლასს. ყალიბები: 12/70, 12/76, 7х57R, 7,65R, 9.3х74R. ცალკეული კლიენტებისათვის მზადდება ,,საფარის" ყალიბები .500 და .416. Flodman Guns 100 პროცენტით შვედური წარმოებისაა, რომელსაც იცნობენ იაპონიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და აშშ-ში. სწორედ ამ ქვეყნებში იყიდება მთლიანი ასორტიმენტის 80%, ხოლო დანარჩენი კი შვედეთში. ფასი სამშობლოში 12 000 ევროდან იწყება Edited April 30, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 30, 2015 Report Share Posted April 30, 2015 Gurulo ერთ რამეს თუ დააკვირდი ძამა? მხოლოდ ფოლადის საფანტზეო. ჩადე მაგ თოფში შენი დატენილი ვაზნა, შენივე ჩამოსხმული საფანტით და ღორების სოკოლით გაძეძგილი და თუ არ დაჭირდება გაწმენდა, აგერ ვარ მე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 Gurulo ერთ რამეს თუ დააკვირდი ძამა? მხოლოდ ფოლადის საფანტზეო. ჩადე მაგ თოფში შენი დატენილი ვაზნა, შენივე ჩამოსხმული საფანტით და ღორების სოკოლით გაძეძგილი და თუ არ დაჭირდება გაწმენდა, აგერ ვარ მე. ტიტანის ლულას რუსების სოკოლი და რბილი კაბელის ტყვია კი არა ,,კისლატა" ვერ უზამს ვერაფერს გამოაკრავს კი რბილ ლითონს, მარა 10 წელიწადში ერთჯერ ფოლადის ჩოთქი გამოუსვი და მორჩა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 30, 2015 Report Share Posted April 30, 2015 კვებეკური კომპანიაა, ელიტარულ კარაბინებს უშვებს, ასევე ტიტანის ლულით. გლუვლულიანიც თუ იწარმოებოდა არ ვიცოდი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.