Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2015-2016

Recommended Posts

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები

გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:

ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი.

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი.

ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 587
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

ავთო წყალ მცურავებზე მხოლოდ 2 თვეა ნებადართული ნადირობა?

Edited by ლაშა კუცია
Link to post
Share on other sites

ამ ზონაშია ორი თვეა ნებადართული - ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

დანარჩენ ტერიტორიაზე - 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

Link to post
Share on other sites

დუტა ნუ მოეშვი )))

15 დღე გახსნამდე

;) ;) ;)

გივი მეხმარებოდა ადრე და სად არის ნეტა, აღარ ჩანს ამ თემაში რაღაც :scratchchin::)

Link to post
Share on other sites

;) ;) ;)

გივი მეხმარებოდა ადრე და სად არის ნეტა, აღარ ჩანს ამ თემაში რაღაც :scratchchin::)

აქ ვარ აქ დუტა !

ბიჭებო გთხოვთ,ვინც იცის ახალციხეში არის თუ არა გაზ-გასამართი სადგური,იქნებ დაწეროთ სად არის,დღეს wissol,galf და soccar - ში დავრეკე,მაგრამ მაგათ არ აქვთ გაზი ჯერ მაგ რაიონში.

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

აქ ვარ აქ დუტა !

ბიჭებო გთხოვთ,ვინც იცის ახალციხეში არის თუ არა გაზ-გასამართი სადგური,იქნებ დაწეროთ სად არის,დღეს wissol,galf და soccar - ში დავრეკე,მაგრამ მაგათ არ აქვთ გაზი ჯერ მაგ რაიონში.

ახალციხეში რომ შეხვალ ქალაქისკენ არ წახვიდე,მარცხნივ წადი,გაივლი ერთ 150 მეტრს და მარჯვენა მხარესაა.ანუ ახალქალაქისკენ რო უნდა წახვიდე იმ გზაზეა

Link to post
Share on other sites

ახალციხეში რომ შეხვალ ქალაქისკენ არ წახვიდე,მარცხნივ წადი,გაივლი ერთ 150 მეტრს და მარჯვენა მხარესაა.ანუ ახალქალაქისკენ რო უნდა წახვიდე იმ გზაზეა

გაიხარე ჯაბა !

ხიდზე რო გადახვალ გზა იყოფა ორად მარჯვენა გზა არის კოსტავას ქუჩა და შედის ქალაქში,ხოლო მარცხენა კი დიდი მამიშვილი ქუჩა,წავალ ამ გზით შეუხვევ პირველივე შესახვევში მარცხნივ,გადადიხარ რუსთაველის ქუჩაზე,გაუვლი სტადიონს გვერდს,ამ ქუჩით გადიხარ ახალციხიდან და მიდიხარ ახალქალაქისკენ.

ეგ გაზ-გასამართი სადგური ხიდის გადმოსვლის მერე,მარცხნივ რო შეუხვევ მანდ არ სადმე სანამ სტადიონის მხარეს გადაუხვევ,თუ ხიდამდეა სადმე ვისოლის კალონკა და სამმართველო რო გხვდება ხიდდთან არ მისულს?

მომსახურების სააგენტოს გვერდით არის

Link to post
Share on other sites

მომსახურების სააგენტოს გვერდით არის

სამწუხაროდ,მომსახურების სააგენტო ვერ ვიოვე,მხოლოდ ახალციხის სამმართველოს აჩვენებს google ესეც ლინკი ჩახედე ჯაბა რა ძმურად,თუ წავედი ღამე მომიწევს წასვლა და არ მინდა უაზროთ ვიბოდიალო

https://www.google.ge/maps/place/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/@41.6421242,42.9822146,200m/data=!3m1!1e3!4m2!3m1!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!6m1!1e1?hl=ka.

თუ გახსოვ ხიდზე რო გადმოხვალ,მერეა ეგ გაზ-გასამართი სადგური თუ მანამდე ?

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

მწყერზე რა ინფორმაციები გაქვთ? მე ვისაც ველაპარაკე ყველა კარგ იფნოს იძლევა. კახეთისკენაც კარგადააო და წალკაშიცოო (ზუსტ ადგილებს არ ვწერ შეგნებულად) :crazy:

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ,მომსახურების სააგენტო ვერ ვიოვე,მხოლოდ ახალციხის სამმართველოს აჩვენებს google ესეც ლინკი ჩახედე ჯაბა რა ძმურად,თუ წავედი ღამე მომიწევს წასვლა და არ მინდა უაზროთ ვიბოდიალო

https://www.google.ge/maps/place/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/@41.6421242,42.9822146,200m/data=!3m1!1e3!4m2!3m1!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!6m1!1e1?hl=ka.

თუ გახსოვ ხიდზე რო გადმოხვალ,მერეა ეგ გაზ-გასამართი სადგური თუ მანამდე ?

https://www.google.ge/maps/place/Akhalcikhe+LEPL+Service+Agency+of+MIA+of+Georgia/@41.643494,43.0041361,810m/data=!3m2!1e3!4b1!4m6!1m3!3m2!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!2z4YOQ4YOu4YOQ4YOa4YOq4YOY4YOu4YOY4YOhIOGDoeGDoeGDkOGDm-GDm-GDkOGDoOGDl-GDleGDlOGDmuGDnQ!3m1!1s0x0000000000000000:0x2f1bc416d144ec01!6m1!1e1?hl=ka.

Link to post
Share on other sites

ონჯა,კოტელია,ლომოტურცხში (ახალქალაქიდან ბაკურიანის მხარეს რო გზა შედის მაგ მიმართულებით ) თუ არის ვინმე ნამყოფი და რა შეგიძლიათ მითხრათ ამ სოფლებზე,როგორი სანადირო სავარგულებია?

Link to post
Share on other sites

მირზა

ასეა მირზა მართალი ხარ რაც დადის და მერე დაფრინავს ყველაფერი ვანახე ძაღლს და პატარები არიან ყველაფერი 2 კვირაში რაღა უნდა შეიცვალოს? ჩემი აზრით 30 აგვისტოს აქეთ არ უნდა გაიხსნას

Link to post
Share on other sites

წელს ჩემსკენ კარგადაა მწყერი, გუშინ ხორბლები აიღეს და მაგრად ამოდიოდა მითხრეს :dance:

მერე შეუბეროთ :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...