Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობის სეზონი 2015-2016


Recommended Posts

მაგ იხვს იხვი ქვია ! :d030:

 

ხაზარები თურქული წარმოშობის მომთაბარეები იყვნენ.

ხარაზები წაღების მკერავები.

რა აქვს ამ ანგელოზივით კვატს ამგენთან საერთო? :haha:

Link to post
Share on other sites
  • Replies 587
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ელჩი, იმერეთში მასე ვუძახით, თან იმერულს გასწავლით :alfons:

 

 

 

 

 

 

 

BROWNING

 

შენ მომიღებ ბოლოს.

 

რა გჭირთ ამ იმერლებს?

 

მაგ იხვის სახეობას ხაზარულა ჰქვია ქართულად, რაის ხარაზულა?

საიდან მოიტანეთ ეგ დასახელება?

 

ბჯოოოს!!!!

Link to post
Share on other sites

დღეს მაგარი იხვი იყო,გადაუღებელ ქარბუქში,პირდაპირ თვალებში გვცემდა თოვლი,100-მდე გილზი ვისროლეთ,18 იხვი ავიღეთ,11 დავკარგეთ,დავსველდი უღმერთოდ,იყო კურიოზები,მარა მერე დავწერ,ახლა არ მაქვს თავი!!!

Link to post
Share on other sites

SOSO K.

 

 

ე, ერთი კიდო.

 

სიტყვა ხაზარიდან არის მაგ იხვის დასახელება.

 

იძულებულსა მხდიით დაბომბვაზე გადმოვიდე. :d030:

 

პ.ს. ბარაქა სოსო. :yes:

 

დაგვიდე რა რეცეპტი და სურათები მონადირეების სამზარეულოში, როგორ მოამზადებ შენს ნადავლს.

 

გიო

 

ხარაზულას ჩვენთან ეძახიან,თორემ მე იხვად მოვიხსენიებ(mallard) მაგ მონადირეების "ელეთ-მელეთს"

ეს მეგობრის ხათრით დავწერე,(იმას შემოენადირა :d030: ,) ;)

ჩემს ნადავლს მოგვიანებით დავდებ,დისშვის აქვს ტელეფონში,

 

პ.ს.რაც შეეხება მომზადებას,დავუტოვე ხაშურში,პირველად მყავდა დისშვილი სანადიროდ,

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

SOSO K.

 

 

ე ბიჯო, დააყარეთ სურათები და წერილები, გამძვრა სული.

 

გუშინ ბრაუნინგს ველაპარაკებოდი და გავიხსენეთ ახალგაზრდობა.

 

ჩემი მამიდები სამედიცინოზე სწავლობდნენ და იმ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდნენ თბილისში.

 

ზამთარი მოვიდოდა და იმათი თეთრი ხალათები გამქრალი იყო

 

გადავახვევდი "ლატუნის გილზებზე", დავაჯდებოდი თბილისი-ბორჯომის მატარებელს და ჰაიდა რუისისკენ.

 

სკრას გასცდებოდა და იქიდანაც ჰაიდა.

 

 

გადმოვხტებოდი გაქანებული მატარებლიდან, შემოუყვებოდი წელამდე თოვლს ურბნისამდე და მებორნე უკვე მიცნობდა.

 

-გადამიყვანა რა ძია მეორე ნაპირზე.

 

კაი კაცი იყო, ალბათ აღარ არის.

 

მტკვარის გადმოსვლა იყო და იქიდანაც 5-6 კილომეტრი უნდა მევლო.

 

ქარელამდე ვერ გავჩერდებოდი მატარებელში./არც ავტობუსის ფული მქონდა და ტაქსი ხომ ვერც წარმომედგინა.

 

მატარებელი დილის ექვსზე გამოდიოდა თბილისიდან.

ასე რომ ყველაფერი გაყინული მხვდებოდა გზაში.

 

სიჯიუტე არ ვარგა, მაგრამ განზრახ სიჯიუტე, კაი რამე ყოფილა.

ასე მაჩვენა ცხოვრებამ.

 

ჩავიდოდი ჩემს მეგობრებთან, დავსხდებოდით იმავე დილას "ფეჩთან", დავტენიდით ორივეს, ვაზნებს თოფის წამალით, კუჭებს ორნახადი ჭანჭურის არაყით.

გამთენიისას მზადა გვქონდა ყველაფერი და კიდევ მესამე ჰაიდა მოვიდა.

 

მოვპარავდი პაპაჩემს ღორისტანში გამოშვებულ თოფს და ჩვენს მტერს მერე.

 

ჯერ მარტო, ვისვრი აუცილებლად მიზანში და მთლად უარესი, თავში ვარტყავ ყველა სულიერს.

 

დაილოცოს სოფელი.

 

თბილისში დავიბადე და იქ ვიცხოვრე 33 წელი, თან მეხუთე თაობის თბილისელი ვარ.

 

მაგრამ გადის ბევრი დრო და გულით და სულით სულ რუისელი ვყოფილვარ.

 

დაილოცოს ყველა ჩვენი სოფელი, მაგათ გადაარჩინეს ჩვენი მოდგმა და ჯიში.

Link to post
Share on other sites

ვახო ძაღლები არ მყავდა,იმიტომაც დავკარგეთ ამდენი იხვი,ნახევარ მეტრამდე ფხვიერ თოვლში რომ დაეცემოდა,თოვლის ქვეშ გაძვრებიდა და თუ მაშინვე არ გაადგებოდი,მოგჭამა ჭირი!!!!ჯერ ამინდი იყო საშინელი და ცოდო იყო ძაღლები იმ გაყინულ წყალში,მერე სამსახურიდან გავიარე სანადიროდ და ძაღლები საიდან მეყოლებოდა!!!

ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა,გუშინდლამდე ხუთჯერ ვიყავი იხვზე და ერთი გილზიც არ მისვრია,გუშინაც პირველი 15 გილზი ისე ვისროლე ვერაფერს გავაკარე,ორნი ვიყავით, ძმაკაცს ვეხუმრებოდი,პირველ იხვს რო ჩამოვაგდებ ისე ვარ გამწარებული,ყელს გამოვჭამთქვა!!შემომაფრინდა კაი გუნდი,გავუხსენი ცეცხლი და როგორც იქნა ერთი მამალი იხვი დავატოვებინე,მივედი ავიყვანე,სახუმაროდ კისრით კბილებში დავიკავე და ძმაკაცისკენ წავედი,ზურგჩანთა იქ მედო გილზებით,ვივედი ცოტა ვიცინეთ,ცოტა ეგ ერთი და სხვა მრავალიო დამლოცა,იხვი იქვე დავაგდე თოვლზე,დავწვდი გილზებს,ჯერ თოფის მჭიდი გავძეძგე,ერთი 10 ცალი ჯიბეში ჩავიყარე,ამასობაში ჩემი იხვი გაფართხალდა,ჯერ თოვლზე გაბაჯბაჯდა,ხელი გავწიე ავიყვანთქვა და გამისხლტა ხელიდან და აფრინდა,ჯერ პირდაღებული ვუყურებდი,მერე თოფს მივწვდი და სამი გილზი მივაყოლე,შენც არ მომიკვდე გაასწორა ნელნელა ფრენა და გაფრინდა,ჩემ სიცილზე ძმაკაცმა მოირბინა,რა გჭირსო,ილარიონ შევარდნაძის არ იყოს,თოვლი თუა,ქარი თუა,ქვეყანა თუ იქცევა და იხვი გაგიფრინდა,შენ რა გაცინებს შე უპატრონოო,მითხრა და ტუჩზე შერჩენი იხვის ბუნდღა ნაზად მომაშორა!!! :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

ორ აგურს ვეძებ, თანაც ისეთებს, გამძლეები რომ იყვნენ.

 

ჩემი ლიცენზია ხომ გამიძვირეს.

 

სალომემაც მომთხოვა და დავაქციე ოჯახის ბიუჯეტი დღეს.

 

რაც თანხა გავეცი ამ დილას, კაი გამართულ ჟიგულის ნოლადინს ვიყიდიდი შესტოის ძრავზე და ნოლტრის კაროპკაზე აწყობილს, თანაც პერლამოტრზე გადაღებილს./გაქცეულ ვირთხას რომ ჰგავს, ისეთ ნაცრისფერზე დამისვიო მალიარს რომ ეტყვი, ნუ ადვილად რომ ვთქვა, "მოკრი ასვალტის" ფერია რა.

 

სკაიპი არ ჩართოთ, სისხლი მომდის თვალებიდან. :d030:

 

მე ჯანაბას, ეს გოგო მომიღებს ბოლოს.

 

გაიარა გარდატეხის პერიოდი და მამასავით ჩიტირეკია ყოფილა თურმე.

 

 

 

გიხაროდენ, მე მგონი დაგვიბრუნდა უკან.

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

ხდება მასეთები მამუ და არც თუ ისე იშვიათად. :d030:

 

ელჩი

 

აბა რა გეგონა შენ რო დაგყავდა სათევზაოდ სულ? :d030:

 

დღეს მეც ვიხეტიალე იხვის ნახვის უზარმაზარი სურვილით მდინარისპირებში მარა არაო !

გზაზე დავდექი ,ამოვალაგე ვაზნები წამოვედი სახლისკენ და პირდაპირ ფეხებიდან ამომიხტა ის ყურებიანი საძაგელი. მივაწყევლე მარა ისე მივაწყევლეეეეე ! :e025:

Link to post
Share on other sites

ელჩი აბა რა გეგონა შენ აა აწი უყურე ტყვია წამლის და ეკიპირებაში ფულების ხარჯვა შენ! მაგრად გამყოფოთ ღმერთმა მოკითხვა შენს ლამაზ ოჯახს!

 

 

მამაუკა

კარგი იყო ვიცინე! :hi: :hi:

 

შენ რა გაცინებს შე უპატრონოო,მითხრა და ტუჩზე შერჩენი იხვის ბუნდღა ნაზად მომაშორა!!! :karochera: :karochera: :karochera:

 

AMAN DAGLIJA RA !!!~

:d030: :d030: :d030: :

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

ქუთათური

 

ბარაქა გივი. :yes:

როგორც იქნა მაგ ბუნდღა დასაწვავების გაპუტვა მოგიწია.

 

ეს ტერმინი შენგან მაქვს აღებული, იხვს და ბატს ბუნდღა დასაწვავს ვეძახი მას მერე, რაც შენ გაგიცანი.

 

 

გაიხარე გიოოო !

 

ლანჩხუთში მივდივარ ნათესავთან და ამაგამ თუ არა იმედი მაქვს დილით მაინც დავბომბავ კანალებს !! :*

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

მაი ბებერო მაშინ დავაფიქსირე რო დაწერე კაცის წყევლა ჭრისო. ახლა დროს დააკვირდი და ჩემ ქვისლს რო ახჩობ მაგ ,,ბალოტში,, ალილოზე ჩამომვლელების მისაცემი კვატი მაინც თუ გყავთ მოკლული ???! :haha::friends::* B)

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

გუშინ საქმე არაფერი მქონდა და წავედი საყეტიალოთ.

 

სადღაც ოცდაათ კილომეტრიანი "მარშ-ბრასოკი" გამომივიდა.

 

გუბურები და ტბორები გაყინული დამხვდა, ასე რომ იხვი და ბატი გამოირიცხა.

 

ეს დებილი კურდღლები კიდევ, როცა სეზონია, სად გაქრებიან ხოლმე ერთი ეგ გამაგებინა.

 

გამოვედი ტყიდან როგორც იქნა, მოვქოქე პიპია, წამოვედი სახლისკენ და პატარა ტბაა გზაზე.

 

თვალები კინაღამ წამომცვივდა, სავსე იყო იხვით და ბატით, მარა რა გინდა რომ ჰქნა.

სროლა არ შეიძლება იმ ტერიტორიაზე.

 

გალუმპული და გაყინული ჩამოვედი სახლში.

Link to post
Share on other sites

525a7ff7b65a.jpg

 

ამ საღამოს მე და მამუკა გახლდით ერთ ტკბილ და მურაბა ადგილზე სანადიროდ. მოთელვამ დღის სინათლეზე წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მერე არც საღამოს გადაფრენაზე მოგვიწია სასროლზე და არც ღამეზე მოფრენილა რამე.

სიამოვნება დიდი მივიღე ძმაკაცთან ჩახუტებით და შობის ღამესაც მოვუსწარი ოჯახში.

Link to post
Share on other sites

მე ვერა მაგრამ ჩემი ახლობლები კი ნადირობენ და აგერ ფორუმი რომ განელდეს ეს სურათი ჩემგან

ea9c39e3e5e6t.jpg

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

გუშინ საღამოს გადაფრენაზე,ფიჩორზე აღებული იხვებიი,სამწუხაროდ ერთი ვერ ავიღე კიდევ,ისეთ ადგილზე დავარდა ვეღარ ვიპოვე :(

 

post-11-0-04780900-1452337231_thumb.jpg

 

post-11-0-20946400-1452337252_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

d786bdde0189.jpg

 

მოკლედ, დავდივარ იხვზე და ვნადირობ ქათამს...

 

იხვი რომ მოვინადირო ალბათ ბატზე სანადიროდ უნდა ვიარო :alfons:

Link to post
Share on other sites

ესეც დაპირებული სურათები,

2 იანვარს საღამოს მე, ჩემი მეგობარი და ჩემი დისშვილი(პირველად იყო სანადიროდ) გავედით საღამოს "პერელიოტზე" მტკვარზე,ჩემთან ხაშურში,იხვი იყო ძალიან ცოტა,თითქმის არ მოძრაობდა,ერთი "ჩიროკი" წამოგვიფრინდა და ის მოვხსენი,

ცოტა ხანში პატარა გუნდმა გადმოიფრინა და მოშორებით პატარა გუბურაში ჩასხდნენ,მისაპარად ძალიან ძნელი იყო,ახლოს არ მიგვიშვეს,იქედანაც ერთი დავტოვე,ეგ იყო და ეგ,იმ საღამოს მეტი იხვი არ გვინახავს.

 

პ.ს.მეორე დღეს ორი მეგობარი გავიდა კიდევ იმ ადგილებისკენ და ჩამჯდარი გუნდიდან 6 ცალი "ხაზარულა" მოინადირეს,

post-317-0-31157200-1452436826_thumb.jpg

post-317-0-81956700-1452436902_thumb.jpg

post-317-0-05019400-1452436935_thumb.jpg

post-317-0-79540400-1452436985_thumb.jpg

post-317-0-89400500-1452437007_thumb.jpg

post-317-0-98830400-1452437062_thumb.jpg

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...