avto 106 Posted January 4, 2016 Report Share Posted January 4, 2016 მაგ იხვს იხვი ქვია ! ხაზარები თურქული წარმოშობის მომთაბარეები იყვნენ. ხარაზები წაღების მკერავები. რა აქვს ამ ანგელოზივით კვატს ამგენთან საერთო? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 4, 2016 Author Report Share Posted January 4, 2016 ელჩი, იმერეთში მასე ვუძახით, თან იმერულს გასწავლით BROWNING შენ მომიღებ ბოლოს. რა გჭირთ ამ იმერლებს? მაგ იხვის სახეობას ხაზარულა ჰქვია ქართულად, რაის ხარაზულა? საიდან მოიტანეთ ეგ დასახელება? ბჯოოოს!!!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 4, 2016 Report Share Posted January 4, 2016 დღეს მაგარი იხვი იყო,გადაუღებელ ქარბუქში,პირდაპირ თვალებში გვცემდა თოვლი,100-მდე გილზი ვისროლეთ,18 იხვი ავიღეთ,11 დავკარგეთ,დავსველდი უღმერთოდ,იყო კურიოზები,მარა მერე დავწერ,ახლა არ მაქვს თავი!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 4, 2016 Author Report Share Posted January 4, 2016 მამუკა, წარმომიდგენია რა ადრენალინი იქნებოდა. ძაღლებმა რა ქნეს? ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 (edited) SOSO K. ე, ერთი კიდო. სიტყვა ხაზარიდან არის მაგ იხვის დასახელება. იძულებულსა მხდიით დაბომბვაზე გადმოვიდე. პ.ს. ბარაქა სოსო. დაგვიდე რა რეცეპტი და სურათები მონადირეების სამზარეულოში, როგორ მოამზადებ შენს ნადავლს. გიო ხარაზულას ჩვენთან ეძახიან,თორემ მე იხვად მოვიხსენიებ(mallard) მაგ მონადირეების "ელეთ-მელეთს" ეს მეგობრის ხათრით დავწერე,(იმას შემოენადირა ,) ჩემს ნადავლს მოგვიანებით დავდებ,დისშვის აქვს ტელეფონში, პ.ს.რაც შეეხება მომზადებას,დავუტოვე ხაშურში,პირველად მყავდა დისშვილი სანადიროდ, Edited January 5, 2016 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 mamuka grigolia SOSO K. ე ბიჯო, დააყარეთ სურათები და წერილები, გამძვრა სული. გუშინ ბრაუნინგს ველაპარაკებოდი და გავიხსენეთ ახალგაზრდობა. ჩემი მამიდები სამედიცინოზე სწავლობდნენ და იმ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდნენ თბილისში. ზამთარი მოვიდოდა და იმათი თეთრი ხალათები გამქრალი იყო გადავახვევდი "ლატუნის გილზებზე", დავაჯდებოდი თბილისი-ბორჯომის მატარებელს და ჰაიდა რუისისკენ. სკრას გასცდებოდა და იქიდანაც ჰაიდა. გადმოვხტებოდი გაქანებული მატარებლიდან, შემოუყვებოდი წელამდე თოვლს ურბნისამდე და მებორნე უკვე მიცნობდა. -გადამიყვანა რა ძია მეორე ნაპირზე. კაი კაცი იყო, ალბათ აღარ არის. მტკვარის გადმოსვლა იყო და იქიდანაც 5-6 კილომეტრი უნდა მევლო. ქარელამდე ვერ გავჩერდებოდი მატარებელში./არც ავტობუსის ფული მქონდა და ტაქსი ხომ ვერც წარმომედგინა. მატარებელი დილის ექვსზე გამოდიოდა თბილისიდან. ასე რომ ყველაფერი გაყინული მხვდებოდა გზაში. სიჯიუტე არ ვარგა, მაგრამ განზრახ სიჯიუტე, კაი რამე ყოფილა. ასე მაჩვენა ცხოვრებამ. ჩავიდოდი ჩემს მეგობრებთან, დავსხდებოდით იმავე დილას "ფეჩთან", დავტენიდით ორივეს, ვაზნებს თოფის წამალით, კუჭებს ორნახადი ჭანჭურის არაყით. გამთენიისას მზადა გვქონდა ყველაფერი და კიდევ მესამე ჰაიდა მოვიდა. მოვპარავდი პაპაჩემს ღორისტანში გამოშვებულ თოფს და ჩვენს მტერს მერე. ჯერ მარტო, ვისვრი აუცილებლად მიზანში და მთლად უარესი, თავში ვარტყავ ყველა სულიერს. დაილოცოს სოფელი. თბილისში დავიბადე და იქ ვიცხოვრე 33 წელი, თან მეხუთე თაობის თბილისელი ვარ. მაგრამ გადის ბევრი დრო და გულით და სულით სულ რუისელი ვყოფილვარ. დაილოცოს ყველა ჩვენი სოფელი, მაგათ გადაარჩინეს ჩვენი მოდგმა და ჯიში. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 ვახო ძაღლები არ მყავდა,იმიტომაც დავკარგეთ ამდენი იხვი,ნახევარ მეტრამდე ფხვიერ თოვლში რომ დაეცემოდა,თოვლის ქვეშ გაძვრებიდა და თუ მაშინვე არ გაადგებოდი,მოგჭამა ჭირი!!!!ჯერ ამინდი იყო საშინელი და ცოდო იყო ძაღლები იმ გაყინულ წყალში,მერე სამსახურიდან გავიარე სანადიროდ და ძაღლები საიდან მეყოლებოდა!!! ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა,გუშინდლამდე ხუთჯერ ვიყავი იხვზე და ერთი გილზიც არ მისვრია,გუშინაც პირველი 15 გილზი ისე ვისროლე ვერაფერს გავაკარე,ორნი ვიყავით, ძმაკაცს ვეხუმრებოდი,პირველ იხვს რო ჩამოვაგდებ ისე ვარ გამწარებული,ყელს გამოვჭამთქვა!!შემომაფრინდა კაი გუნდი,გავუხსენი ცეცხლი და როგორც იქნა ერთი მამალი იხვი დავატოვებინე,მივედი ავიყვანე,სახუმაროდ კისრით კბილებში დავიკავე და ძმაკაცისკენ წავედი,ზურგჩანთა იქ მედო გილზებით,ვივედი ცოტა ვიცინეთ,ცოტა ეგ ერთი და სხვა მრავალიო დამლოცა,იხვი იქვე დავაგდე თოვლზე,დავწვდი გილზებს,ჯერ თოფის მჭიდი გავძეძგე,ერთი 10 ცალი ჯიბეში ჩავიყარე,ამასობაში ჩემი იხვი გაფართხალდა,ჯერ თოვლზე გაბაჯბაჯდა,ხელი გავწიე ავიყვანთქვა და გამისხლტა ხელიდან და აფრინდა,ჯერ პირდაღებული ვუყურებდი,მერე თოფს მივწვდი და სამი გილზი მივაყოლე,შენც არ მომიკვდე გაასწორა ნელნელა ფრენა და გაფრინდა,ჩემ სიცილზე ძმაკაცმა მოირბინა,რა გჭირსო,ილარიონ შევარდნაძის არ იყოს,თოვლი თუა,ქარი თუა,ქვეყანა თუ იქცევა და იხვი გაგიფრინდა,შენ რა გაცინებს შე უპატრონოო,მითხრა და ტუჩზე შერჩენი იხვის ბუნდღა ნაზად მომაშორა!!! :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 ორ აგურს ვეძებ, თანაც ისეთებს, გამძლეები რომ იყვნენ. ჩემი ლიცენზია ხომ გამიძვირეს. სალომემაც მომთხოვა და დავაქციე ოჯახის ბიუჯეტი დღეს. რაც თანხა გავეცი ამ დილას, კაი გამართულ ჟიგულის ნოლადინს ვიყიდიდი შესტოის ძრავზე და ნოლტრის კაროპკაზე აწყობილს, თანაც პერლამოტრზე გადაღებილს./გაქცეულ ვირთხას რომ ჰგავს, ისეთ ნაცრისფერზე დამისვიო მალიარს რომ ეტყვი, ნუ ადვილად რომ ვთქვა, "მოკრი ასვალტის" ფერია რა. სკაიპი არ ჩართოთ, სისხლი მომდის თვალებიდან. მე ჯანაბას, ეს გოგო მომიღებს ბოლოს. გაიარა გარდატეხის პერიოდი და მამასავით ჩიტირეკია ყოფილა თურმე. გიხაროდენ, მე მგონი დაგვიბრუნდა უკან. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 mamuka grigolia ხდება მასეთები მამუ და არც თუ ისე იშვიათად. ელჩი აბა რა გეგონა შენ რო დაგყავდა სათევზაოდ სულ? დღეს მეც ვიხეტიალე იხვის ნახვის უზარმაზარი სურვილით მდინარისპირებში მარა არაო ! გზაზე დავდექი ,ამოვალაგე ვაზნები წამოვედი სახლისკენ და პირდაპირ ფეხებიდან ამომიხტა ის ყურებიანი საძაგელი. მივაწყევლე მარა ისე მივაწყევლეეეეე ! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 (edited) ელჩი აბა რა გეგონა შენ აა აწი უყურე ტყვია წამლის და ეკიპირებაში ფულების ხარჯვა შენ! მაგრად გამყოფოთ ღმერთმა მოკითხვა შენს ლამაზ ოჯახს! მამაუკა კარგი იყო ვიცინე! :hi: შენ რა გაცინებს შე უპატრონოო,მითხრა და ტუჩზე შერჩენი იხვის ბუნდღა ნაზად მომაშორა!!! :karochera: AMAN DAGLIJA RA !!!~ :d030: : Edited January 5, 2016 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 კაცის წყევლა არ ვარგა ავთია,ახდენა იცის!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 კაცის წყევლა არ ვარგა ავთია,ახდენა იცის!!!! მაგი მართალია. ოუხდა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 მივხვდი რო ოუხდებოდა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 5, 2016 Author Report Share Posted January 5, 2016 წყევლის გაგონებისთანავე მოიკლავდა თავს, რცხილაზე თავის ჩაჩქუნით. ციტირება Link to post Share on other sites
bigmisha 0 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 ესეც გუშIნდელი ნადავლი, ძალიან მაღლა დაფრინავს მაგრამ ერთიცალი მაინც ავიღე ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 ქუთათური ბარაქა გივი. როგორც იქნა მაგ ბუნდღა დასაწვავების გაპუტვა მოგიწია. ეს ტერმინი შენგან მაქვს აღებული, იხვს და ბატს ბუნდღა დასაწვავს ვეძახი მას მერე, რაც შენ გაგიცანი. გაიხარე გიოოო ! ლანჩხუთში მივდივარ ნათესავთან და ამაგამ თუ არა იმედი მაქვს დილით მაინც დავბომბავ კანალებს !! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 (edited) mamuka grigolia მაი ბებერო მაშინ დავაფიქსირე რო დაწერე კაცის წყევლა ჭრისო. ახლა დროს დააკვირდი და ჩემ ქვისლს რო ახჩობ მაგ ,,ბალოტში,, ალილოზე ჩამომვლელების მისაცემი კვატი მაინც თუ გყავთ მოკლული ???! B) Edited January 6, 2016 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 გუშინ საქმე არაფერი მქონდა და წავედი საყეტიალოთ. სადღაც ოცდაათ კილომეტრიანი "მარშ-ბრასოკი" გამომივიდა. გუბურები და ტბორები გაყინული დამხვდა, ასე რომ იხვი და ბატი გამოირიცხა. ეს დებილი კურდღლები კიდევ, როცა სეზონია, სად გაქრებიან ხოლმე ერთი ეგ გამაგებინა. გამოვედი ტყიდან როგორც იქნა, მოვქოქე პიპია, წამოვედი სახლისკენ და პატარა ტბაა გზაზე. თვალები კინაღამ წამომცვივდა, სავსე იყო იხვით და ბატით, მარა რა გინდა რომ ჰქნა. სროლა არ შეიძლება იმ ტერიტორიაზე. გალუმპული და გაყინული ჩამოვედი სახლში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 ამ საღამოს მე და მამუკა გახლდით ერთ ტკბილ და მურაბა ადგილზე სანადიროდ. მოთელვამ დღის სინათლეზე წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მერე არც საღამოს გადაფრენაზე მოგვიწია სასროლზე და არც ღამეზე მოფრენილა რამე. სიამოვნება დიდი მივიღე ძმაკაცთან ჩახუტებით და შობის ღამესაც მოვუსწარი ოჯახში. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 (edited) მე ვერა მაგრამ ჩემი ახლობლები კი ნადირობენ და აგერ ფორუმი რომ განელდეს ეს სურათი ჩემგან Edited January 6, 2016 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 გუშინ საღამოს გადაფრენაზე,ფიჩორზე აღებული იხვებიი,სამწუხაროდ ერთი ვერ ავიღე კიდევ,ისეთ ადგილზე დავარდა ვეღარ ვიპოვე :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 რავარი დაწყნარებული თვალები აქვს ჩვენს ქუთათურს? ბარაქა გივიკო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 მოკლედ, დავდივარ იხვზე და ვნადირობ ქათამს... იხვი რომ მოვინადირო ალბათ ბატზე სანადიროდ უნდა ვიარო ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted January 9, 2016 Report Share Posted January 9, 2016 ბარაქა ბარაქა! ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted January 10, 2016 Report Share Posted January 10, 2016 (edited) ესეც დაპირებული სურათები, 2 იანვარს საღამოს მე, ჩემი მეგობარი და ჩემი დისშვილი(პირველად იყო სანადიროდ) გავედით საღამოს "პერელიოტზე" მტკვარზე,ჩემთან ხაშურში,იხვი იყო ძალიან ცოტა,თითქმის არ მოძრაობდა,ერთი "ჩიროკი" წამოგვიფრინდა და ის მოვხსენი, ცოტა ხანში პატარა გუნდმა გადმოიფრინა და მოშორებით პატარა გუბურაში ჩასხდნენ,მისაპარად ძალიან ძნელი იყო,ახლოს არ მიგვიშვეს,იქედანაც ერთი დავტოვე,ეგ იყო და ეგ,იმ საღამოს მეტი იხვი არ გვინახავს. პ.ს.მეორე დღეს ორი მეგობარი გავიდა კიდევ იმ ადგილებისკენ და ჩამჯდარი გუნდიდან 6 ცალი "ხაზარულა" მოინადირეს, Edited January 10, 2016 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.