avto 106 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ: ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ. სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია: ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე); წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი. წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი. ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე); ნადირობა აკრძალულია: სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის აკრძალული მეთოდები: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 ლიცენზიების გაცემას როდიდან დაიწყებენ ნეტა ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 (edited) წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით ავთო წყალ მცურავებზე მხოლოდ 2 თვეა ნებადართული ნადირობა? Edited July 28, 2015 by ლაშა კუცია ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 ამ ზონაშია ორი თვეა ნებადართული - ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. დანარჩენ ტერიტორიაზე - 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე. ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 არ წავიკითხე ბოლომდე და ცუდად გავიგე ქე ნაწერა ქვემოთ ყველაფერი :D. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 duta დაწყებულია. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 29, 2015 Report Share Posted July 29, 2015 ლიცენზიების გაცემას როდიდან დაიწყებენ ნეტა დაწყებულია უკვე ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 დუტა ნუ მოეშვი ))) 15 დღე გახსნამდე ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 დუტა ნუ მოეშვი ))) 15 დღე გახსნამდე ;) გივი მეხმარებოდა ადრე და სად არის ნეტა, აღარ ჩანს ამ თემაში რაღაც ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 (edited) ;) გივი მეხმარებოდა ადრე და სად არის ნეტა, აღარ ჩანს ამ თემაში რაღაც აქ ვარ აქ დუტა ! ბიჭებო გთხოვთ,ვინც იცის ახალციხეში არის თუ არა გაზ-გასამართი სადგური,იქნებ დაწეროთ სად არის,დღეს wissol,galf და soccar - ში დავრეკე,მაგრამ მაგათ არ აქვთ გაზი ჯერ მაგ რაიონში. Edited July 30, 2015 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 აქ ვარ აქ დუტა ! ბიჭებო გთხოვთ,ვინც იცის ახალციხეში არის თუ არა გაზ-გასამართი სადგური,იქნებ დაწეროთ სად არის,დღეს wissol,galf და soccar - ში დავრეკე,მაგრამ მაგათ არ აქვთ გაზი ჯერ მაგ რაიონში. ახალციხეში რომ შეხვალ ქალაქისკენ არ წახვიდე,მარცხნივ წადი,გაივლი ერთ 150 მეტრს და მარჯვენა მხარესაა.ანუ ახალქალაქისკენ რო უნდა წახვიდე იმ გზაზეა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 ახალციხეში რომ შეხვალ ქალაქისკენ არ წახვიდე,მარცხნივ წადი,გაივლი ერთ 150 მეტრს და მარჯვენა მხარესაა.ანუ ახალქალაქისკენ რო უნდა წახვიდე იმ გზაზეა გაიხარე ჯაბა ! ხიდზე რო გადახვალ გზა იყოფა ორად მარჯვენა გზა არის კოსტავას ქუჩა და შედის ქალაქში,ხოლო მარცხენა კი დიდი მამიშვილი ქუჩა,წავალ ამ გზით შეუხვევ პირველივე შესახვევში მარცხნივ,გადადიხარ რუსთაველის ქუჩაზე,გაუვლი სტადიონს გვერდს,ამ ქუჩით გადიხარ ახალციხიდან და მიდიხარ ახალქალაქისკენ. ეგ გაზ-გასამართი სადგური ხიდის გადმოსვლის მერე,მარცხნივ რო შეუხვევ მანდ არ სადმე სანამ სტადიონის მხარეს გადაუხვევ,თუ ხიდამდეა სადმე ვისოლის კალონკა და სამმართველო რო გხვდება ხიდდთან არ მისულს? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 გაიხარე ჯაბა ! ხიდზე რო გადახვალ გზა იყოფა ორად მარჯვენა გზა არის კოსტავას ქუჩა და შედის ქალაქში,ხოლო მარცხენა კი დიდი მამიშვილი ქუჩა,წავალ ამ გზით შეუხვევ პირველივე შესახვევში მარცხნივ,გადადიხარ რუსთაველის ქუჩაზე,გაუვლი სტადიონს გვერდს,ამ ქუჩით გადიხარ ახალციხიდან და მიდიხარ ახალქალაქისკენ. ეგ გაზ-გასამართი სადგური ხიდის გადმოსვლის მერე,მარცხნივ რო შეუხვევ მანდ არ სადმე სანამ სტადიონის მხარეს გადაუხვევ,თუ ხიდამდეა სადმე ვისოლის კალონკა და სამმართველო რო გხვდება ხიდდთან არ მისულს? მომსახურების სააგენტოს გვერდით არის ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 (edited) მომსახურების სააგენტოს გვერდით არის სამწუხაროდ,მომსახურების სააგენტო ვერ ვიოვე,მხოლოდ ახალციხის სამმართველოს აჩვენებს google ესეც ლინკი ჩახედე ჯაბა რა ძმურად,თუ წავედი ღამე მომიწევს წასვლა და არ მინდა უაზროთ ვიბოდიალო https://www.google.ge/maps/place/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/@41.6421242,42.9822146,200m/data=!3m1!1e3!4m2!3m1!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!6m1!1e1?hl=ka. თუ გახსოვ ხიდზე რო გადმოხვალ,მერეა ეგ გაზ-გასამართი სადგური თუ მანამდე ? Edited July 30, 2015 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 მწყერზე რა ინფორმაციები გაქვთ? მე ვისაც ველაპარაკე ყველა კარგ იფნოს იძლევა. კახეთისკენაც კარგადააო და წალკაშიცოო (ზუსტ ადგილებს არ ვწერ შეგნებულად) ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 სამწუხაროდ,მომსახურების სააგენტო ვერ ვიოვე,მხოლოდ ახალციხის სამმართველოს აჩვენებს google ესეც ლინკი ჩახედე ჯაბა რა ძმურად,თუ წავედი ღამე მომიწევს წასვლა და არ მინდა უაზროთ ვიბოდიალო https://www.google.ge/maps/place/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/@41.6421242,42.9822146,200m/data=!3m1!1e3!4m2!3m1!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!6m1!1e1?hl=ka. თუ გახსოვ ხიდზე რო გადმოხვალ,მერეა ეგ გაზ-გასამართი სადგური თუ მანამდე ? https://www.google.ge/maps/place/Akhalcikhe+LEPL+Service+Agency+of+MIA+of+Georgia/@41.643494,43.0041361,810m/data=!3m2!1e3!4b1!4m6!1m3!3m2!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!2z4YOQ4YOu4YOQ4YOa4YOq4YOY4YOu4YOY4YOhIOGDoeGDoeGDkOGDm-GDm-GDkOGDoOGDl-GDleGDlOGDmuGDnQ!3m1!1s0x0000000000000000:0x2f1bc416d144ec01!6m1!1e1?hl=ka. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 https://www.google.ge/maps/place/Akhalcikhe+LEPL+Service+Agency+of+MIA+of+Georgia/@41.643494,43.0041361,810m/data=!3m2!1e3!4b1!4m6!1m3!3m2!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!2z4YOQ4YOu4YOQ4YOa4YOq4YOY4YOu4YOY4YOhIOGDoeGDoeGDkOGDm-GDm-GDkOGDoOGDl-GDleGDlOGDmuGDnQ!3m1!1s0x0000000000000000:0x2f1bc416d144ec01!6m1!1e1?hl=ka. Ninowmindashia gazis zapravkaaa ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 Wels adre ixsneba sezoni da bevri bartyi iqnebaa ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 ონჯა,კოტელია,ლომოტურცხში (ახალქალაქიდან ბაკურიანის მხარეს რო გზა შედის მაგ მიმართულებით ) თუ არის ვინმე ნამყოფი და რა შეგიძლიათ მითხრათ ამ სოფლებზე,როგორი სანადირო სავარგულებია? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 https://www.google.ge/maps/place/Akhalcikhe+LEPL+Service+Agency+of+MIA+of+Georgia/@41.643494,43.0041361,810m/data=!3m2!1e3!4b1!4m6!1m3!3m2!1s0x0000000000000000:0x21d5dc1fc2ba23b3!2z4YOQ4YOu4YOQ4YOa4YOq4YOY4YOu4YOY4YOhIOGDoeGDoeGDkOGDm-GDm-GDkOGDoOGDl-GDleGDlOGDmuGDnQ!3m1!1s0x0000000000000000:0x2f1bc416d144ec01!6m1!1e1?hl=ka. მადლობა ჯაბა ვიპოვე ! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 14 დღე გახსნამდე !!! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 მირზა ასეა მირზა მართალი ხარ რაც დადის და მერე დაფრინავს ყველაფერი ვანახე ძაღლს და პატარები არიან ყველაფერი 2 კვირაში რაღა უნდა შეიცვალოს? ჩემი აზრით 30 აგვისტოს აქეთ არ უნდა გაიხსნას ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 წელს ჩემსკენ კარგადაა მწყერი, გუშინ ხორბლები აიღეს და მაგრად ამოდიოდა მითხრეს ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 წელს ჩემსკენ კარგადაა მწყერი, გუშინ ხორბლები აიღეს და მაგრად ამოდიოდა მითხრეს მერე შეუბეროთ ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 მერე შეუბეროთ კიბატონო გახსნაზე ომი იქნება იქ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.