Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

W. J. Jeffery & Co

 

 

defc55fd93c1.jpg

 

 

უილიამ ჯეკმენ ჯეფრი დაიბადა 1857 წელს. 31 წლის ასაკში საკუთარი საწარმო გახსნა, თუმცა მანამდე მეიარაღის პროფესიას ეუფლებოდა "კოგსველ და ჰარისონში", სადაც აიღო პატენტი სამიზნე კვანძზე. მეორე საწარმო, რომელშიც ჯეფრი მუშაობდა, გახლდათ ფილიპ უებლის კომპანია, რომელშიც საიარაღო საწარმოს მმართველის უნარჩვევებს დაეუფლა. სწორედ უებლის კომპანიაში მუშაობის პერიოდთანაა დაკავშირებული ერთი სკანდალი:

ჯეფრიმ კომპანიისათვის არენდით აიღო ლონდონის ერთ-ერთი შენობა და ხელშეკრულებაზე როგორც ფირმის მესაკუთრემ, ისე მოაწერა ხელი. ამ ქმედებისათვის მას სამსახურიდან გაგდება ემუქრებოდა, თუმცა საერთო ბიზნესიდან წასვლა საბოლოოდ უებლის მოუხდა და არა ჯეფრის.

უილიამ ჯეფრის საწარმო სხვა ლონდონური ფირმებისაგან განსხვავებით მყიდველს სთავაზობდა შედარებით იაფ პროდუქციას: გლუვლულიანებს, კომბინირებულებს, შტუცერებსა და მჭიდიან თოფებს. ცალკეულ შემკვეთთათვის ამზადებდა ტყუპებსაც.

 

cde6979eeed2.jpg

 

საფირმო პატენტებს შორის არის ვაზნების ტიპები .255 Rook-დან .600 Nitro Express-მდე ყალიბებში. ამ ვაზნებმა იარაღის მწარმოებელთა შორის მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ზემოთაღწერილი ნიუანსები განაპირობებდა ჯეფრის პროდუქციისადმი მაღალ მოთხოვნილებას, განსაკუთრებით ხშირი მომხმარებლები გახდნენ მონადირეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ბრენდების შესყიდვას, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ აფრიკულ ნადირობებში.

1909 წელს ფირმის დამფუძნებელი გარდაიცვალა და საწარმო მისი ძმის, ჩარლზის მმართველობაში გადავიდა, ხოლო 1920 წლიდან კი ძმიშვილი, პირს ჯეფრი ხდება მმართველი.

ფირმა ერთ-ერთი იშვიათი ინგლისურ ფირმათაგანი გახლდათ, რომელიც მყიდველს ფრინველსა და მწირ ცხოველებზე სანადიროდ სთავაზობდა კომბინირებულ ჰორიზონტალურებს ყალიბით_ მარჯვენა 12 ან 16 ყალიბისა მარცხენა კი ხრახნილი 450 ან 577 ყალიბისა.

მკითხველს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ფირმა მხოლოდ იაფ პროდუქციას უშვებდა. ცალკეული კლიენტებისა და შემკვეთებისათვის ფირმა ჯეფრი ამზადებდა ძვირფას იარაღსა და ტყუპებს, რომლებიც იშვიათად გამოდიან ახლანდელ ლონდონის აუქციონებზე, თუმცა ძალიან ძვირს ფასობენ.

 

1aa17487c34c.jpg

 

 

პროფესიონალ მონადირეებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა ჯეფრის ორლულიანი შტუცერი 600-იან ყალიბში. მათი წარმოება 1902 წლიდან დაიწყო. იწონიდა 5,5კგ-ს და გააჩნდა "დამანგრეველი" ეფექტი(საკეტი გახლდათ ენსონ-დილი და ქვედა სახსნელი ბერკეტი). ფირმის მიერ სულ დამზადებულია ასეთი 32 ცალი ნიტრო-ექსპრესი, რაც ლონდონსა და ბირმინჰემში მეოცე საუკუნეში ერთად დამზადებული ამ ყალიბის თოფების 1/3-ს შეადგენს.

მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფირმის წარმოება. 1950 წლისათვის ასორტიმენტი შემოიფარგლებოდა

სამი მოდელით. 50-იანი წლების მეორე ნახევარში საწარმო გაკოტრებისაგან იხსნა ვესტლი რიჩარდსის საფარქვეშ შესვლამ, ხოლო შემდეგ კი ჰოლანდ-ჰოლანდის პატრონაჟმა.

დროთა განმავლობაში ჰოლანდ-ჰოლანს სულ უფრო ნაკლებად აღელვებდა ჯეფრის ბედი და ბოლოს, 2000 წელს მივიწყებული ფირმა ჯეფრი იყიდეს ინვესტორებმა ამერიკიდან, რომლებმაც მისი მმართველობა ჩააბარეს ფირმა რიგბის ყოფილ მფლობელს პოლ პობერტსს.

Link to post
Share on other sites

გელა ერთი ეს ნახე და განავრცე შენებურად!!!!!

http://www.theexplora.com/david-mckay-brown-guns-at-westley-richards/

 

 

აბა დიდ ავიაციაში აწე რაღა გინდაო რომ მითხარი????????????? :haha:

 

 

 

გეხუტე მამუკა გულში!!! :*

 

ეგ მეიარაღე რა ხნის წინათ განვიხილეთ აღარ გახსოვს??? აგერ ბმული:

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=138

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...