Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Britte Freres

 

 

2789e9464668.jpg

თეოფილე ბრიტი(1874-1945წწ)

 

 

1896 წლის თებერვალში ძმებმა თეოფილე და ლამბერ ბრიტებმა ლიეჟში დააფუძნეს კომპანია Britte Freres. მათი ხელმძღვანელობით 300 მუშაკი ამზადებდა საბრძოლო და სანადირო იარაღის დეტალებს, რითაც ამარაგებდნენ ბელგიელ და ფრანგ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს.

საოჯახო საწარმო "ძმები ბრიტები" წარმოადგენდა საკმაოდ დიდ ფაბრიკას, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე დაზგა-დანადგარებით. საწარმოში დამზადებული ესა თუ ის დეტალი ექვემდებარებოდა დამატებით კონტროლს. ამასთან ერთად ფაბრიკაში არსებობდა ამწყობი საამქრო, რომელშიც შეკვეთების შესაბამისად მზადდებოდა ძვირფასი სანადირო მოდელები.

1923 წლის სექტემბერში თეოფილე ბრიტის ინიციატივით შეიქმნა საწარმოო გაერთიანება Etablissements Britte Atelier de Mecanique de Precision, Armes en Blanc, რომელშიც "ძმები ბრიტების" გარდა გაერთიანდა ლიეჟში მდებარე საწარმოები Masquelier Freres("ძმები მასკელიე" დაფუძნებული 1876 წელს ე. მასკელიეს მიერ) და Jules Bury("ჟიულ ბური" დაფუძნებული 1840 წელს). ძალების გაერთიანებამ საწარმოს წარმადობა გაზარდა, შესაბამისად გაიზარდა გამოშვებული სანადირო თოფების რაოდენობაც. საფირმო მოდელებში ცალკე აღნიშვნის ღირსია Superbritte(მასზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ).

1930-იანი წლების დეპრესიამ საკუთარი კვალი დააჩინა კომპანიას. საცალო სანადირო იარაღზე ორიენტირებამ ეკონომიკური ეფექტი დაკარგა, რადგან ბაზარზე ჭარბად იყო იაფფასიანი სერიული თოფები. 1936 წლის ივნისში საწარმო მხოლოდ სამხედრო იარაღის დეტალების გამოშვებაზე გადაერთო. 1946 წელს თეოფილე ბრიტის სიკვდილის შემდეგ ფირმას სათავეში ჩაუდგა ლუი დესარი, რომელიც მეიარღე არ იყო და ამიტომ გასაკვირი არაა რომ ფირმას სანადირო იარაღის წარმოება არ განუახლებია.

1997 წელს უკვე მოხუცმა დესარმა გაყიდა საწარმო თავის სიძეზე ვინსენტ პიცარზე, ხოლო აქედან 2 წელიწადში ამერიკულ კომპანია Griffin & Howe-ს მიეყიდა იარაღების კოლექციაც(მათ შორის Superbritte-ის იშვიათი მოდელები).

ამჟამად კომპანია Griffin & Howe ცალკეული შეკვეთებით აწყობს Superbritte-ს, რომელშიც 1932-1936 წლებში დამზადებული დეტალები გამოიყენება.

 

 

8996ed559482.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

სანადირო თოფის ამ მოდელზე ფრანკოტისა და დიუმულენის თემებში მოკლედ გვაქვს ნასაუბრი, თუმცა უპრიანი იქნება უფრო ვრცლად ვისაუბროთ.

 

 

1873 წელს გრინერის მიერ დაპატენტებული სამმაგი საკეტი სამ ვარიანტში იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გარეჩახმახიანი ორლულიანი, რომლის ლულები ვერტიკალურად იყვნენ დაწყობილი და იხსნებოდა გვერდზე. ამ ვარიანტის მხოლოდ საცდელი ეგზემპლიარები იყო დამზადებული და ინგლისელმა გამომგონებელმა მისი წარმოებაში ჩაშვება გადაიფიქრა.

 

d59c592c6809.png

 

1888 წელს შოტლანდიელმა ჯონ დიქსონ უმცროსმა განავითარა გრინერის მცდელობანი და დაამზადა შიდაჩახმახიანი ვერტიკალი იმავე პრინციპზე. Side-opening under-and-over shotgun, რომელიც მოუქნელი და მძიმე გამოვიდა, ამიტომ წარმოებაში არ ჩაუშვიათ.

გრინერიცა და დიქსონიც თავიანთი თოფებისათვის პროტოტიპებად იყენებდნენ ჰორიზონტალური წყობის თოფების კალაპოტებსა და სასხლეტ-დამცემ მექანიზმებს, სწორედ ეს გახლდათ წარუმატებლობის მიზეზი.

აქედან 60 წელში ანალოგიური წყობის სანადირო თოფების იდეა გაცოცხლდა თეოფილე ბრიტის მიერ, როცა ახალი ტექნოლოგიები და მსუბუქი მეტალები შემოვიდა არენაზე.

ბელგიელმა დაამზადა ესტეთიური და ძალიან მსუბუქი ვერტიკალი სამმაგი ჩაკეტვით, რომელსაც Superbritte დაერქვა. 70 სმ სიგრძის ლულებით 12 ყალიბში თოფი იწონიდა 2,9 კგ-ს, 16 ყალიბში 2,7 კგ-ს, ხოლო 20 ყალიბში 2,6 კგ-ს.

ბელგიური პატენტი № 376 297 ბრიტმა მიიღო 1931 წელს, ხოლო აქედან ერთი წლის შემდეგ დაამზადა პირველი საცდელი პარტიები. 4 წელიწადში დამზადდა და გაიყიდა 250 ეგზემპლიარი სავაჭრო ნიშნებით Britte Freres, Masquelier Freres და Jules Bury.

ამ მოდელის ცალკეულ ნაწილებს საწარმო უგზავნიდა ლებოსა და ფრანკოტს. ასეთი გზავნილი დეტალებით ლებოსა და ფრანკოტის მიერ დამზადებული თოფების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა.

თეოფილე ბრიტის მიერ 1936 წელს შეწყდა ამ მოდელის ცალკეული დეტალების დამზადება და ამის შემდგომ სხვადასხვა სავაჭრო ნიშნებით ისინი რამდენიმე ევროპელი მეიარაღე მწარმოებელის პროდუქცია გახდა.

 

ექსპერტთა შეფასებით ამ სისტემის თოფების ჯამური რაოდენობა 350-დან 400 ცალამდე მერყეობს.

 

d86fe540b24d.jpg

 

 

9e6d94cb5097.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

აქ დავდებ რუსული საიარაღო ფორუმიდან ამოღებულ თემას, სადაც თავიანთ თოფებზე მფლობელები მოგვითხრობენ და ბევრ საინტერესო კითხვა-პასუხს და თოფების სურათებს ნახავთ,თემა ძალიან საინტერესოა და მე-20-ე საუკუნის დასაწყისის ბელგიურ თოფებს ეხება,შეიძლება ბევრი თქვენთვის საინტერესო მოდელი ნახოთ!!!!

http://forum.guns.ru/forummessage/60/343606-2.html

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...