Jump to content
Club-Monadire.Ge

ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი 2015 წ


Recommended Posts

გუშინ ვიყავი შეხვედრაზე,შეხვედრაზე იმყოფებოდა ყველა კლუბის და ფედერაციის წარმომადგენლები. გავეცანით მემორანდუმის მიზეზები და მოვალეობანი. სამივე სამინისტრო(შსს,გდი.და ფინანსთა) ერთნაირად ღებულობს ვალდებულებას ბრაკონიერების წინაარმდეგ ბრძოლაში. ეს იმას ნიშნავს რომ იქ სადაც გდი ვერ ანხორციელებდა დამნაშავის დასჯას იმის გამო რომ არ მიეკუთვნებოდა მის სფეროს უკვე გადალახულია და ნებისმიერ დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამსახური მოახდენს რეაგირებას.

ვისაუბრეთ სამოქალაქო სექტორის ჩართულობის შესახებ . ნებისმიერ შემოსულ ზარზე (112ზე ) მყისიერად იქნება რეაგირება . რათქმა უნდა ზარი უნდა განხორციელდეს ბრაკონიერობის თვითხილვის ,ფაქტის შემთხვევაში და არა სხვისი გადმოცემული ან მოყოლილის შემთხვევაში.

შესამუშავებელია ჩვენი ვარიანტები თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ დენს ,მანოკს,სახლართ ბადეებს და ა.შ .ყველა კლუბი დადებს მისეულ ვერსიებს,ეს ყველაფერი განიხილება და შეჯერდება ერთ საუკეთესო ვარიანტად და დაინერგება .

ასე რომ ახლავე შეგვიძლია დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა.

ამაზე უკეთესი მომენტი ბრაკების ასალაგმად საქართველოს ჯერ არ ქონია ჩემი აზრით.

ყველა კლუბმა მოიწონა ეს მემორანდუმი და ერთად დგომა გადაწყდა.

ეს სამი უწყება ერთმანეთს გააკონტროლებს და იმედია ,,დაკრიშვები,, მოისპობა.

ყველას გთხოვთ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და დავდოთ ჩვენი ბრძოლის მექანიზმი ,რისი გაკეთება შეიძლება ან შეგვიძლია.

:hi3:

 

 

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 148
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩვენ ბრაკები არა ვართ, ამდენად ყველა წამოწყებას ბრაკონიერობის წინააღმდეგ მივესალმები! სოლიდარობა ანტიბრაკონიერულ წამოწყებებს!

Posted Images

ავთო მაინტერესებს ჩვენგან აინტერესებთ ზოგადად ბრაკონიერობის წინააღმდეგ გასატარებელი საშუალებების შეთავაზება, თუ პრაქტიკულ ღონისძიებებშიც მონაწილეობა.

 

ნომერ პირველი შეთავაზება ჩემი მხრიდან იქნება მონადირებული მწყერის და ღელის კალმახის გაყიდვის აკრძალვა და კონტროლი. მანოკზე და სახლართებზე არაფერს ვამბობ. უმარტივესი გასაკეთებელია შეამოწმონ ბაზრები და რესტორნები.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

1.მონიტორინგის გაძლიერება.

 

უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გატარდეს, იმ პირების მიმართ ვინც „უნდა იცავდეს და არღვევს“ , კონკრეტულ დროს დაკავებული თანამდებობას ბოროტად იყენებს, ბრაკონიერებისთვის ხელი შეწყობა და მათი მფარველობა და ა.შ. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, გადაეგზავნოს საქმე: შსს გენერალურ ინსპექციას რომელიც დაიწყებს მოკველევას და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. გარემოს დაცვის სამინისროსა და ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში მათ მონიტორინგის სამსახურს)

 

2. ოფიციალურად დარეგისტრირებული კლუბის მონადირე/მეთევზეებს მიენიჭოს „სტატუსი“.

 

მონადირე/მეთევზეებს მიენიჭოს „სტატუსი“ რომლის საშუალებითაც, მათ ექნებათ სამართლებრივი უფლება, შეუმოწმონ სხვა მოანდირე მეთვეზეებს: ლიცენზიები,ნადავლი,სანადირო/სათევზაო აღჭურვილობა და ა.შ

ბრაკონიერული გზით მოპოვებული ნადავლის (თევზის ბაზრობებზე თუ სხვა ადგილას) ან ბრაკონიერული ხელსაწყოების(მანოკი,დენის აპარატი და ა.შ) აღმოჩენის შემთხვევაში, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რომელი ღონისძიებების გატარების უფლებაც ზემოხსენებული „სტატუსის“ მინიჭების შემთხვევაში ექნებათ.

 

3. შეტყობინებები „112“-ში.

 

„112“-ში შესულ ყველა შეტყობინებაზე მოდეს შესაბამისი რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ეს შეტყობინება ვისგან იქნება (რომელიმე კონკრეტული კლუბის წევრისგან თუ სხვა მოქალაქეების მხირდა) აღნიშნულ შეტყობინების საფუძველზე ეკიპაჟის რეაგირების შემდგომ, მოხდეს იმ პირის გამოკითხვა ვინც შეტყობინება გააკეთა და გაფორმდეს შესაბამისის ოქმი ადგილზე ( იმ ადგილზე სადაც ეკიპაჟია მუსილი და საიდანაც დაირეკა 112ში) პოლიციის განყოფილებებში და სხვა დაწესებულებებში სიარული და იქ ჩვენებების წერა, არ მოგნია რომ კარგი აზრი იყოს, იმიტომ რომ: ბევრს დაეზარება და როდესაც ბრაკონიერს გადააწყდება არ დარეკავს 112-ში.

 

4. ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის კონტროლი

 

სისტემატიურად გაკონდროლდეს მონადირე/მეთევზეთა მაღაზიები, ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის შემთხვევაში დაჯარიმდეს მაღაზია სოლიდური ჯარიმით, განმეორების შემთხვევაში შეუჩრედეს ლიცენზია.

გაკონტროლდეს ასევე ფიზიკური პირებიც, რომლების ინტერნეტ სიცრცის გამოყენებით ვაჭრობენ ბრაკონიერული საშუალებებით და დაწესდეს მკაცრი ჯარიმები.

 

5. სახელმწიფო წარმომადგენლებისა და მონადირე/მეთევზეთა ერთობლიცი გასვლები „რეიდები“

 

სახელმწიფო წარმომადგენლების, პოლიციური დანაყოფი იქნება ეს თუ გარემოს დაცვის ან ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მონადირეთა/მეთევზეთა ჯგუფებთან ერთად ჩატარდეს, გასვლები „რეიდები“ იმ ადგილებში სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ბრაკონიერული ფაქტები. ამ შემთხვევაში მონადირე/მეთეზეთა ჯგუფი საჭიროა რადგან მათზე კარგად არავინ იცის სად ხდება ყველაზე ხშირად ბრაკონიერობა.

 

6. ბრაკონიერული ფაქტის გამოვლენის და მკაცრი ღონისძიებების გატარების ტელევიზიით ჩვენება

 

მაქსიმალურად იქნეს ტელევიზიით ნაჩვენები, ბრაკონიერული ფაქტის გამოვლენა, სახელმწიფო წარმომადგენლის თუ „ლიცენზირებული“ მონადირე/მეთევზის მიერ გატარებული ღონისძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. რადგან გავრცელდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება მაშინ როდესაც, ვლინდება ბრაკონიერული ფაქტი და რა ღონისძიებები ტარდება. (ბევრი მოერიდება ბრაკონიერობას ამის ნახვის შემდეგ)

Edited by duta
Link to post
Share on other sites

:yes: :yes: :yes::geo:

 

 

ავთო მაინტერესებს ჩვენგან აინტერესებთ ზოგადად ბრაკონიერობის წინააღმდეგ გასატარებელი საშუალებების შეთავაზება, თუ პრაქტიკულ ღონისძიებებშიც მონაწილეობა.

 

ნომერ პირველი შეთავაზება ჩემი მხრიდან იქნება მონადირებული მწყერის და რელის კალმახის გაყიდვის აკრძალვა და კონტროლი. მანოკზე და სახლართებზე არაფერს ვამბობ. უმარტივესი გასაკეთებელია შეამოწმონ ბაზრები და რესტორნები.

 

100% ვეთანხმები ვახოს !!!! მონადირებული მწყერის და ღელის კალმახის გაყიდვა უნდა აკრძალოს პირველ რიგში !!!!!!!!

Link to post
Share on other sites

ძალიან დიდი საქმე კეთდება და აუცილებელი იყო მეთევზე-მონადირეების ჩართვა ამ საქმეში,მივესალმები ამ წამოწყებას და ვიმედოვნებ რომ სულ მალე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა.. B)

ნადირობის საკითხში დიდად ვერ ვერკვევი,ბევრი პროფესიონალი გვყავს და თავის მოსაზრებას გამოთქვამს,მეთევზეებმა კი ჩვენი აზრი და შეხედულება გამოვთქვათ...

ჩემი შეხედულებას რამდენიმე პინქტად დავყოფ...

1 .ბრაკონიერობასთან სასტიკი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს:კანონი უნდა გამკაცრდეს თავისი ჯარიმების ოდენობასთან ერთად..;უნდა აიკრძალოს ნებისმიერი ბრაკონიერული ნივთის გაყიდვა.(ბადეები,ელ.აპარატები და ა.შ;

2 .თევზაობის რეგულაციები და ნორმები უნდა დადგინდეს,(ამა თუ იმ წყალსაცავში სხვადასხვა თევზის სახეობის დაჭერის ვადები,თევზაობისთვის დასაშვები აღჭურვილობა და თევზის ამოღების ლიმიტები მათი ზომის და წონის მიხედვით + საერთო წონის ამოღების ლიმიტი..)

3 . უნდა შემოვიღოთ ლიცენზიები (მცირეფასიანი),ლიცენზიის მფლობელს უნდა ქონდეს უფლება სხვა მეთევზის შეუმოწმოს ლიცენზია,ნადავლი და აღჭურვილობა რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დაშვებულ ნორმებს.ლიცენზიის მქონე პირის მიერ ბრაკონიერობის გამოვლენის შემტხვევაში მომდევნო წლის ლიცენზია უფასოდ უნდა გაეცეს...

4 . უნდა დაიშვას კალმახზე (პირველ ეტაპზე სპორტული) თევზაობა. კალმახით მობინადრე წყალსაცავებს სხვა კლასიფიკაცია უნდა მიენიჭოს და ამ წყალსაცავებზე სათევზაოდ ცალკე ნებართვა(მცირეფასიანი) უნდა გაიცეს და ეს თანხა ისევ მისი პოპულაციის გაზრდას უნდა მოხმარდეს...

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

თევზის რეალური საქვირითო ვადების დადგენა რეგიონისა და სახეობის მიხედვით და ამ პერიოდში თევზჭერის შეზღუდვა ან სრული აკრძალვა სახეობისდა მიხედვით

Link to post
Share on other sites

არმენს ვეთანხმები ოთხივე საკითხში.

 

ასევე

 

- სამოყვარულო ნადირობით და თევზაობით მოპოვებული ნებისმიერი სახეობის თევზის(კარჩხანას და სამეკალას გარდა :)) და ნანადირევის გაყიდვა უნდა აიკრძალოს!

 

- ბრაკონიერული საშუალებების იმპორტირება და გაყიდვა უნდა აიკრძალოს!

 

 

 

- თევზების სახეობების მიხედვით, უნდა დადგინდეს სამოყვარულო თევზაობისას გარემოდან ამოსაღები თევზის ზომის პარამეტრები(სახეობების მიხედვით) და დღიური რაოდენობრივი ლიმიტი(სახეობების მიხედვით). ეს არმენსაც უწერია ცოტა სხვა ინტერპრეტაციით.

 

გდი-ის, საპარტულოს და სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი პრემიით უნდა წახალისდეს ყოველ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

აიკრძლოს სახლართი ბადეები, ელექტრო შოკური მოწყობილობები. დამამზადებელს, გამყიდველს, გამომყენებელს ჯარიმა 2000-5000 ლარის ფარგლებში.

 

სახლართი ბადეების შემოტანის აკრძალვა, სათევზაო მაღაზიების კონტროლი და დაჯარიმება თუ აკრძალული პროდუქცია ექნება.

 

ფაქტზე დაჭირილ ბრაკონიერზე მოხდეს ჯარიმის ანგარიში შემდეგნაირად: მიყენებული ზარალი გამრავლებული 100ზე.

 

სპორტული თევზჭერის წახალისება, უაზრო შეზღუდვების მოხსნა ნემსკავების რაოდენობაზე.

 

წელიწადში 2 თვე მაინც უნდა დაასვენო კონკრეტული სახეობის თევზი, ტოფობის დროის მიხედვით.

 

კალმახის გამრავლებაზე ჩატარდეს კონკრეტული სამუშაოები და 3 წელიწადში შევძლებთ წითელი წიგნიდან ამოღებას.

 

საანდოობის მხრივ შეიქმნას იმ ხალხის სია ვისი ზარიც მაღალი პროცენტით სანდო იქნება 112-ისთვის და აღარ მოუწევს ჩვენებებზე ხალხს სირბილი, თუ რა ნახა და სად. თითოეული კლუბი ან ფორუმი გადასცემს სანდო ხალხის სიას თავისი მობილურის ნომრებით და მათი ზარი იქნება ყოველთვის სანდო, ეს სამართალდამცავების მოტივაციაზეც იმოქმედებს.

 

ყველაზე დიდი ზარალი "აპარატით"ადგება ჩვენს იქტიოფაუნას, ამიტომ უნდა გაკონტროლდეს გაყიდვის ადგილები, საიდან აქვთ ამდენი ცოცხალი ყოველთვის და კალმახი არანაკლებ.

 

და რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ გდი-ში აიყვანონ კომპენტეტური ხალხი, ვინც ნადირობაც იცის და თევზაობაც, სად რა იჭირება და რა თევზია მდინარეში. დამტავრდეს "გალსტუკიანი პეპელების" ერა, ბუნებას არაფერი დაუშავებია!!!

Link to post
Share on other sites

მშვენიერია მე ვერაფერს დავამატებ გარადა იმისა pescatore ს დავეთანხმები 100% და თორNიკეისე ნუ იზამ კაცის მოკლვაზე უფრო ნაკლებში გამოდიოდეს დამნაშავე ვიდრე კალმახის მოკვლაზე :)

 

 

აუცილებელია ლიცენზიები ყველგან და ყველაფერზე კლასიფიკაციებით მდინარეში არსებული თევზის მიხედვით

 

ყველაფერზე დაიწერა დენზე ბრძოლის გარდა განსაკუთრებით საბრაკონიერო მდინარეებზე ფსკერიდან რამოდენიმე მეტრზე უნდა დამაგრდეს მოწყობილობები რომელიც ელ შოკზე იმაზე რაზეც თევზი კვდება პირდაპირ სიგნალს გადასცემს ოპ სამსახურს .... არვიცი 1 ს არეალი რამხელა იქნება მარა ეს იქნება ხაფანგი ბრაკონიერებისათვის

Link to post
Share on other sites

ბიჭებო აქ რაც დაიწერა ყველაფერზე ვისაუბრეთ. ჩვენ კანონის შეცვლაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ.

ბრაკონიერობაც აკრძალულია და ამ გზით მოპოვებბული პროდუქტის გაყიდვაც .

აი ჩვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამაზეა აქ საუბარი. ჩვენ მონადირეებმა რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ ეს არის მოსაფიქრებელი.

სახლართი ბადის გამოყენება აკრძალულია კანონით .გაყიდვას კი ჯერჯერობით ვერავინ აკრძალავს(უახლოეს მომავალში მაინც).იყიდება თოფი მაგრამ არავინ გეუბნება კაცს ესროლეო.

დენის აპარატების გაყიდვის ფაქტს ან დამზადების ბუდეს ვინც აღმოაჩენს ამაზე აუცილებლად იქნება მყისიერი რეაგირება.

 

ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები არსებული კანონმდებლობის ფონზე. შევეგუოთ იმას რომ კანონის შეცვლას დიდი დრო უნდა და სანამ ეს მოხდება გულზე ხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ.

სამი სამინისტრო ჩაერთო ამ კეთილ საქმეში და ჩვენ როგორც შევძლებთ დავეხმაროთ.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

საანდოობის მხრივ შეიქმნას იმ ხალხის სია ვისი ზარიც მაღალი პროცენტით სანდო იქნება 112-ისთვის და აღარ მოუწევს ჩვენებებზე ხალხს სირბილი, თუ რა ნახა და სად. თითოეული კლუბი ან ფორუმი გადასცემს სანდო ხალხის სიას თავისი მობილურის ნომრებით და მათი ზარი იქნება ყოველთვის სანდო, ეს სამართალდამცავების მოტივაციაზეც იმოქმედებს.

Link to post
Share on other sites

თუ გვერდში არ დაუდექით მაგ სამინისტროებს და არ მივაწოდეთ ფოტო-ვიდეო მასალა, არაფერი არ გამოვა.

 

მაგ მასალის მიწოდებას "ბოზობას" ეძახით და სხვანაირად რომ არ გამოვა მაგ უბედურების თავიდან მოშორება, ჩემზე ყკეთესად იცით ყველამ.

 

ყველა მეხუთედან, ოთხს მობილური გიდევთ ჯიბეში, გადაიღეთ ის დედა დანგრეულლები, ვინც ანადგურებს თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს.

 

მიაწოდეთ ინფო და თუ არ იმოქმედებენ, მერე ითვალონ პრემია-დანამატები.

 

თქვენ ხართ პირველები, თქვენ უბდა გამოასწოროთ სიტუაცია და დააძალოთ მაგ სამინისტროებს ტვინი გაანძრიონ.

 

ბჯოოოს და ვააახ. :karochera:

 

პ.ს. გინდათ ნორმალური ცხოვრება?

მეტყვით ჰოოვო, მაგრამ რასაც ზემოთ წაიკითხავთ, იმას არ გააკეთებთ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

მე ფანრიანი ნოკია მაქვს , ჩემი ნათევზავები ვერ გადამიღია და ბრაკონიერს რას გადავუღებ :crazy::haha:

 

სამაგიეროდ რეკავს, და თუ ვინმე ფაქტზე წავასწარი აწი პირდაპირ საპატრულოში დავრეკავ(უბრალოდ მეტი რესურსი აქვთ და მეტი ეკიპაჟი ყავთ). ბოზობა არ ვიცი მე, მაგ ბრაკონიერებზე ბოზი და ჩათლახი კაცი არ მეგულება დუნიაზე.

 

რაც შეეხება წინადადებებს: კლუბების მიერ ჩატარებული ღონისძიებები გააშუქონ მედიით, მოხდება ამ კლუბების წევრების რაოდენობის გაზრდა. მარტო მე ვიცი რამდენიმე მაგალითი კლუბში გაწევრიანების შემდეგ რომ დაიწყეს "სხვანაირად" აზროვნება და თევზს და ბუნებასაც (ნაგავს აღარ ყრიან) სხვანაირად ეპყრობიან. ხათრი და პატივისცემა აქვთ თავისი კლუბელების!

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

ავთო, მაშინ გამოდის რომ მაგ ხალხი ვერ ასრულებს კანონს. მწყერიც იყიდება რესტორანში და კალმახიც. მე ხომ ვერ შევამოწმებ? ბათუმის ბაზრის შემოწმებას რა უნდა. თუ მათ პრაქტიკულ ღონისძიებებში უნდათ კლუბების ჩართვა, მაშინ კლუბებს(ან გარკვეულ წევრებს) რარაც სტატუსიც უნდა ჰქონდეთ რომ ბრაკონიერებს შეებრძოლონ. მაგალითად ერთობლივი გასვლები სავარგულებში გდი-ს ტანამშრომლებთან ერთად ნადირობის წინა თვეს ან ნადირობის სეზონზე. გასვლები მდინარეებზე სადაც ყველაზე მეტი ბრაკონიერობაა. მონადირე-მეთევზეზე კარგად არავინ იცის სად რა ხდება. ეს ამბები უნდა გაშუქდეს მედიით და ცოტა თავს შეიკავებენ.

 

 

 

 

ბიჭებო აქ რაც დაიწერა ყველაფერზე ვისაუბრეთ. ჩვენ კანონის შეცვლაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ.

ბრაკონიერობაც აკრძალულია და ამ გზით მოპოვებბული პროდუქტის გაყიდვაც .

აი ჩვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამაზეა აქ საუბარი. ჩვენ მონადირეებმა რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ ეს არის მოსაფიქრებელი.

სახლართი ბადის გამოყენება აკრძალულია კანონით .გაყიდვას კი ჯერჯერობით ვერავინ აკრძალავს(უახლოეს მომავალში მაინც).იყიდება თოფი მაგრამ არავინ გეუბნება კაცს ესროლეო.

დენის აპარატების გაყიდვის ფაქტს ან დამზადების ბუდეს ვინც აღმოაჩენს ამაზე აუცილებლად იქნება მყისიერი რეაგირება.

 

ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები არსებული კანონმდებლობის ფონზე. შევეგუოთ იმას რომ კანონის შეცვლას დიდი დრო უნდა და სანამ ეს მოხდება გულზე ხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ.

სამი სამინისტრო ჩაერთო ამ კეთილ საქმეში და ჩვენ როგორც შევძლებთ დავეხმაროთ.

Link to post
Share on other sites

TOZI777

100% გეთანხმები.

 

მაგალითად ჩემი მოთხოვა იქნება სამინისტროების მიმართ (თქვენც მოგეწონებათ მგონი :dato: )და ჩასადებია საბოლოო დამუშავებულ ვარიანტში

 

სამივე სამინისტრომ თავიაანთ საიტებზე და ფეისბუქ გვერდებზე უნდა განათავსონ ინფრომცია სამოქალაქო საზოგადოებიდან რომელი კლუბებია ჩართული ზემოხსენებულ პროექტში.(მიწვეული ყველა იყო მაგრამ აგერ თქვენ და აგერ მე დარჩება რამოდენიმე)ასევე უნდა გავიდეს ვიდეო რგოლები ტელევიზიით ან ინფორმაციის შინაარსით.სწორედ ამ მიდგომით გაცილებით გაუმჯობესდება სიტუაცია ბრაკონიერობის თვალსაზრისით და გარკვეულწილად ხელს შეუწყობს კლუბების პოპულიზაციას.

ასევე ყველაზე დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ნადირ ფრინველის და თევზეულის გამრავლების პერიოდში მკაცრი კონტროლი უკანონო მოპოვებისა.მაგ დროს უნდა ყველაზე მეტი კონტროლი.აბა ბუდეზე რო მოკლავენ ან მუცელ გავსებულ თევზს რო დაიჭერენ ათEულობით არსება ნადგურდება.მაგრამ ჯერ რეგიონების მიხედვით ისაა დასადგენი რა სად როდის მრავლდება.

 

ასევე მიზანშეწონილად მიმაჩნია სამინისტროების პრესცენტრებმა თანმიმდევრობით ყველა კლუბის საერთო ნადირობები აღბეჭდონ და ეტაპობრივად გაუშვან ტელევიზიით როგორნ ნადირობენ მონადირეები

 

ასევე აუცილებლად უნდა დარეგულირდეს კანონი ნადირობის და თევზჭერის მიმართ.

უპირველესად მტაცებლის ულიმიტო ამოღებით და მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანით

აუცილებლად მცურავებზე უნდა გადაიწიოს სეზონი მარტის ბოლომდე(მხოლოდ მცურავზე)

აუცილებელია სპორტული თევზაობის მიმართ კანონის გადახედვა

უაუცილებელია მობილური ჯგუფების შექნა სადაც იქნებიან კლუბის წევრები,შესაბამის ეკიპაჟებთან ერთად.ჩვენზე კარგად არავინ იცის სად დაძვრება ბრაკონიერი და სად რას აფუჭებენ.უამრავი ისეთი ადგილია გდი-ს და შსს ინსპექტორს წარმოდგება არ აქვთ საერთოდ თუ არსებობს ის ადგილი რუქაზე

 

კიდე თუ მოვა რამე თავში დავწერ აუცილებლად

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

ავთო, მაშინ გამოდის რომ მაგ ხალხი ვერ ასრულებს კანონს. მწყერიც იყიდება რესტორანში და კალმახიც. მე ხომ ვერ შევამოწმებ? ბათუმის ბაზრის შემოწმებას რა უნდა. თუ მათ პრაქტიკულ ღონისძიებებში უნდათ კლუბების ჩართვა, მაშინ კლუბებს(ან გარკვეულ წევრებს) რარაც სტატუსიც უნდა ჰქონდეთ რომ ბრაკონიერებს შეებრძოლონ. მაგალითად ერთობლივი გასვლები სავარგულებში გდი-ს ტანამშრომლებთან ერთად ნადირობის წინა თვეს ან ნადირობის სეზონზე. გასვლები მდინარეებზე სადაც ყველაზე მეტი ბრაკონიერობაა. მონადირე-მეთევზეზე კარგად არავინ იცის სად რა ხდება. ეს ამბები უნდა გაშუქდეს მედიით და ცოტა თავს შეიკავებენ.

 

ზუსტად ეგაა ვახო,ჩვენი ხელით უნდათ საქმის კეთება. :karochera:

კი ბატონი გავაკეთებთ მაგრამ რა სტატუსით?

Link to post
Share on other sites

ჩვენი ხელით უნდათ საქმის კეთება.

 

ძლივს რაღაც დაიძრა ეს საქმე ჯაბა და მაგას ვინღა ჩივის, რაღაც რო მოიფიქრონ და მონადირეს მიეცეს დამოუკიდებლად ბრაკონიერულ პაქტზე რეაგირების უფლება, მე პირადად დიდი სიამოვნებით დავუწყებ დევნას ბრაკონიერებს :hi3:

ის იქნება ჩემი აზრით ყველაზე კარგი რომ, მონადირეთა კლუბის წევრ მონადირეებს მიენიჭოს სტატუსი, რომლის თანახმადაც მას შეეძლება ბრაკონიერულ პაქტზე რეაგირების მოხდენის და შესაბამისის ღონისძიების გატარების უფლება :scratchchin:

Link to post
Share on other sites

რა ვერ გაიგეთ ხალხო არ მესმის. აქამდე იყო მარტო გდი და რესტორნის გაკონტროლების არც რესურსი ქონდა და არც უფლება. ახლა ჩაერთო ფინანსური და იმას აქვს ამის უფლება. გდი-ს არ ყავს შესაბამისი რაოდენობის მობილური ჯგუფები. შსს კი პატრულირებს თითქმის ყველა რაიონში და ტრასაზე.

თუ გვინდა როგორმე დავეხმაროთ ამაზე უკეთესი ვარიანტი აღარასოდეს გვექნება. არავინ გვთხოვს თქვენი ხელებით უნდა ვაკეთოთ საქმეო. დაგვიდექით გვერდშიო.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

არავინ გვთხოვს თქვენი ხელებით უნდა ვაკეთოთ საქმეო. დაგვიდექით გვერდშიო.

 

ავთო ყველაფერი გასაგები და მისასალმებელია მათი მხრიდან ასეთი წინადადება.

ეხლა მოსაფიქრებელია ეს გვერდში დგომა რაში უნდა გამოიხატოს ხომ ? ამ ეტაპზე ჩვენ (მონადირე/მეთევზეს) რა შეუძლია? შეუძლია მხოლოდ: ბრაკონიერული ფატქს რომ წააწყდება დარეკოს 112 ში. ეს უკანასკნელი ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, შესაბამისის სამსახურის სწრაფი რეგირების შემთხვევაში.

მაგრამ ჩემი აზრით, ამ 112 ში ზარების გარდა, კიდევ რომ მოვიფიქროთ, ბრაკებთან ბრძოლის კ სხვა, დამატებითი გზა და შევთავაზოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგი იქნება.

Link to post
Share on other sites

 

მაგრამ ჩემი აზრით, ამ 112 ში ზარების გარდა, კიდევ რომ მოვიფიქროთ, ბრაკებთან ბრძოლის კ სხვა, დამატებითი გზა და შევთავაზოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგი იქნება.

 

მაგას ვიძახი მეც და ვიმუშაოთ მაგ მიმართულებითთქო. ამოიკრიბება ისეთი საკითხები რაც იქ არ განხილულა და მივაწოდებთ. ყურადღებით ვისმენდი და ჩანიშნულიც კი მაქვს რა საკითხები არის უკვე განხილვის სტადიაში.

 

ყველა კლუბს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა უკვე.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

შენ კი მიცნობ კარგად.

 

იცი რამდენი სატელეფონო კარტა მაქვს "დამწვარი" მაგათთან რეკვაში?

 

თან რა ღირს ეს დედადანგრეული?

 

უზით ვიღაც შტერი გოგო და ფეისბუკზე მოგვწერე, იქ გიპასუხებთო.

 

ვეუბნები, შვილო, გიგზავნი ნაღდ დოკუმენტებს თავის ვიდეო-სურათებით, სადაც დაფიქსირებულია ბრაკონიერობის ფაქტები.

 

თუთიყუში ჰყავთ.

 

მაინც, ფეისბუკზე მოგვწერეო.

Link to post
Share on other sites

რა ვიდეოები და სურათები მომდის PM-ზე, ვერ დაიჯერებთ.

 

მაგ ყველაფერს ბრაკონიერობა აღარ ჰქვია.

Link to post
Share on other sites

ავთოთუ მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილში უნდათ ჩვენი დახმარება(თეორიული ნაწილები ზემოთ ბლომად გვაქვს), თითოეული კლუბიდან გარკვეულ წევრებს(ყველას თუ არა) უნდა მისცენ სტატუსი რომ ოფიციალურად ითანამშრომლონ სახელმწიფო სტრუქტურებთან. რიგით მოქალაქეს მხოლდო დარეკვის საშუალება აქვს, მეტი არაფერი.

 

ლიცენზიები შემოსაღებია(არასრულწლოვნებს უფასო)ოღონდ ძალიან იაფი უნდა იყოს და ეს ბრაკების გამოვლენას გაადვილებს. შემოსული ფული მოხმარდეს ბუნებისდაცვის სხვადასხვა პროექტებს. ლიცენზიის პირობები ისეთმა კაცმა არ უნდა დაწეროს, კაბინეტიდან გამონასვლელი რომ არ არის.

 

კანონის მიღება კია გრძელი გზა, მაგრამ კანონქვემდებარე აქტები და შიდა რეგულაციები ხომ შეუძლიათ უპარლამენტოდ მიიღონ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...