avto 106 Posted July 6, 2015 Author Report Share Posted July 6, 2015 რაზე დაობთ ხალხო არ მესმის? ამას ის უნდა იმას ეს უნდაო რო იძახით კითხეთ ვინმეს რამე? იცით რა უნდათ?ერთი კვირაა იმას ვიხვეწები ჩვენ რა გვინდა ის ვუთხრათ იმ ხალხსთქო და მაინც ,,იმანს,, გავიძახით ! მოკლედ, გადავდივართ კონკრეტულად გეგმის შექმნაზე ან ვხურავთ საერთოდ ამ თემას. ამოცანა დგას შემდეგი: რა შეგვიძლია და რა თანადგომა გვჭირდება გდი-საგან,შსს-საგან და საფინანსოსაგან. 1) შევქნით 10 კაციან (ან მეტი) რომელიც იქნება ნდობით აღჭურვილი(სვადასხვა რეგიონებში) და ნებისმიერ ბრაკონიერულ ფაქტს მიაწვდის შესაბამის სამსახურს. 2) ნადირობა თევზაობისას ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში განვახორციელებთ ზარს ამ მივაწოდებთ დამუშავებულ ინფორმაციას თუ დაკითხვებით და დაბარებებით არ მოგვაცდენენ საკუთარ საქმიანობას. 3)ჩვენს მიერ მითითებულ ადგილებზე დაამონტაჟონ ფოტოხაფანგები. 4)ამ სამიდან რომელიმე უწყებამ მოგვცეს უფლებამოსილება შევამოწმოთ საეჭვო მეთევზე ან მონადირე. გვქონდეს ბადის ან ბრაკონიერული იარაღის განადგურების უფლება. 5) გვქონდეს ბრაკონიერულ ფაქტზე ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. (სხვაგვარად მტკიცებულებად არ ჩაითვლება მემგონი) 6) ................................... ვაგრძელებთ ,ან ზემოთ შეგვაქვს კორექტივები. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 მართალი ხარ ავთო და იმიტომაც დავასახელე ადგილები რომელიც მისახედია და რომელსაც ვიცნობ. ის სოფლის პოლიციელიც იმიტომ უნდა წახალისდეს რომ იქვე ტრიალებს და ძალოვანთაგან ყველაზე ახლოა ხალხთანაც და სხვადასხვა ადგილებთანაც. ბონუსს თუ აიღებს გარწმუნებ ერთი ათად წავა საქმე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 ბევრს გაქვთ ნანახი ის ვიდეო, სადაც მონადირეები გავიდნენ ძაღლებით საჩვენებელი გამოფენის წინ. მწყერზე სეზონი ერთი თვის მერე იწყებოდა. ესენი ავარჯიშებდნენ ცუგრიებს და გადააწყდნენ ასეთ ამბავს. დგას პოლიციის მანქანა და მინდრში მიდის ბრაგა-ბრუგი. დააფიქსირეს ეს ყველაფერი და ინეტში დადეს. შედეგი იყო სასწაული. ძროხები დაიკარგა და იმათ ეძებდნენო შსს-პრესცენტრის თანამშრომელმა დასწერა. ის ვიდეოც გააქრეს და გადამღებები გააჩუმეს, ისინი კიდევ ისევ მუშაობენ პატრულში და ის დამწერი ღარიბას ლაქიაა. შარშან მოხდა ეგ ამბავი. გგონიათ რამე შეიცვალა? მე, არა. არ მოგცემენ მაგის უფლებას, ვინმეს მოსთხოვო საბუთები წარმოგიდგინოს, თუ არ ხარ ოფიციალური პირი, მაშინ კანონი უნდა შეცვალონ. რაც არ იციან, რა უნდა შესცვალონ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 ელჩი უნდა მივცეთ შანსი. გამოცოცხლება ჩანს. ავთო კაი წინადადებაა, მაგრამ ეს ათკაციანი ჯგუფი რეგისტრირებული უნდა იყოს სადმე? თუნდაც გარემოს დაცვაში? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 (edited) ავთო 6) ტელევიზიებით გაუშვან რეკლამის სახით რომ დაიწყოპ კამპანია '' სახელმწიფო ბრაკონიერის წინააღმდეგ'' თავისი ფაქტებით, და ატრიალონ . . . ეს დამიჯერეთ ძლიან მაგიურად მუშაობს Edited July 6, 2015 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 ასიანია, სარეკლმაო დრო იყიდონ სხვადასხვა არხზე და ატრიალონ. ავთო 6) ტელევიზიებით გაუშვან რეკლამის სახით რომ დაიწყოპ კამპანია '' სახელმწიფო ბრაკონიერის წინააღმდეგ'' თავისი ფაქტებით, და ატრიალონ . . . ეს დამიჯერეთ ძლიან მაგიურად მუშაობს ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 ავთო მშვენიერია ყველაფერი, მე ერთს დავამატებდი და რავიცი აბა თქვენ რას იტყვით. 7) მონადირე/მეთევზეთა მაღაზიების კონტროლი, ბრაკონიერული საშუალებებით ვაჭრობის გაკონტროლება. ქევხო გეთანხმები, ბევრი ვეღარ გაბედავს ბრაკონიერობას, რამოდენიმეჯერ დავწერე ეს უკვე მეც. ბრაკონიერული ფაქტის გამოვლენა იქნება დაჯარიმება თუ რაც იქნება, ეს ყველაფერი ტელევიზიით უნდა იქნეს ნაჩვენები. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 Klubis wevrs rom ufleba miscen shemowmebis amashi problem as ver vxedav. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 შემოწმების მერე რა უნდა მოიმოქმედო მირზა? საინფორმაციო რგოლს რაც შეეხება, პირველი არხი და პირველი რადიო რას აკეთებენ, არც ფული უნდა მანდ და არაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 7, 2015 Author Report Share Posted July 7, 2015 არატემატური პოსტები წავშალე. საქმეს მივხედოთ დრო გადის. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 (edited) რა შეგვიძლია და რა თანადგომა გვჭირდება გდი-საგან,შსს-საგან და საფინანსოსაგან. 1. ვინაიდან გდი არის შემცირებული ეკიპაჟებით, ამიტომ მათ უნდა იტვირთონ ყველაზე რთული საქმე, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად გავუიოლებთ. მოგეხსენებათ, ბრაკონიერებს აქვთ თავიანთი რჩეული ადგილები, სადაც ხშირად დადიან. ჩვენგან უნდა მოხდეს ამ ადგილებზე ინფორმაციის მიწოდება და გდი უნდა დაუყარაულდეს. ვინაიდან ძირითადად ნავით ხდება ეს ბრაკონიერული აქტები, ამიტომ გდი-ს უნდა ჰქონდეს ორკაციანი გასაბერი ნავი(10 წუთი უნდა გაბერვას და დაფუშვას, ელექტრო სატუმბით უფრო ცოტა კიდე). მოკლედ, ადგილების გაშიფვრაში უნდა მივეხმაროთ, დაყარაულება მოხდეს მათი მხრიდან. ნავი აუცილებელია + ფანარი (წყლის შიში არ უნდა ჰქონდეთ). შემდგომი ნაბიჯები უკვე თვითონ იციან. 2. შსს არის ყველაზე დიდი იმედი ბრაკონიერობასთან ბრძოლაში. ჩვენი ზარი საკმარისია ამ შემთხვევაში, უბრალოდ მერე ხალხის დაკითხვებზე სირბილი გააუქმონ, ეგ ძალიან ცუდად მოქმედებს თანამშრომლობის მოტივაციაზე, ჩემს შემთხვევაშიც კი. 3. საფინანსომ კი თვალები უფრო ფართოდ უნდა გაახილოს და ბევრ რამეს დაინახავს. თითის გატკაცუნებაზე რომ მოდის 30 კილო ცოცხალი ნებისმიერ სუფრაზე, ნეტავ საიდან? შედიტ ნებისმიერ საბანკეტო დარბაზში და დაინტერესდით ვისგან იღებენ ცოცხალს. მოხდეს ბრაკონიერული ინვენტარის განსაზღვრა და მათი გაყიდვის ფაქტების აღკვეთა, სათევზაო და სანადირო მაღაზიების მოკლეპერიოდული კონტროლი. Edited July 7, 2015 by თორNიკე ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 RAs izam da darekav.satqmeli AR eqneba I'm nabichvars rom Shen vin chemo ...xaro ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 დარეკვა კი ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 დროული იყო ეს მემორანდუმი ჩემი მცირედი წვლილი მეც მაქვს შსეტანილი ძზალიან საინტერესო განხილვები დამხვდა აქ და მიხარია ჩემი აზრითტ პირველი ეტაპის საჭწიროებაა, რომ ამ მემორანდუმ უნდა მიეცეს შსესაბამისი სამართთტლებლივი ფომა, მაგ. ბრძანების ან განკარგულების სახე და გაეცნოს შსესაბამის სტრუქტურებს ყველა დონეზე და რეგიონებში.... დამიჯერეტ ამ მემორანდუმის შესახებ 90 % არ იცს ვისაც არსრულება ევალება... და უნდა დაწესდეს სესაბამისი მონიტორინგი ამ მემორანდუმის სესრულებაზე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 ჩემგან საბოლოოდ ორი საკითხია: 1. კლუბების განსაზღვრულ წევრებს გარემოს დაცვამ მისცეს რაღაც სტატუსი ბრაკებთან ურთიერთობაში მეტი ეფექტურობისთვის. 2. უმკაცრესი კონტროლი რესტორნებზე და ბაზრებზე, ნანადირევ-ნათევზავების(ველურ ბუნებაში მოპოვებული) გაყიდვაზე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 ჩემგან საბოლოოდ ორი საკითხია: 1. კლუბების განსაზღვრულ წევრებს გარემოს დაცვამ მისცეს რაღაც სტატუსი ბრაკებთან ურთიერთობაში მეტი ეფექტურობისთვის. 2. უმკაცრესი კონტროლი რესტორნებზე და ბაზრებზე, ნანადირევ-ნათევზავების(ველურ ბუნებაში მოპოვებული) გაყიდვაზე. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 7, 2015 Report Share Posted July 7, 2015 1. კლუბების განსაზღვრულ წევრებს გარემოს დაცვამ მისცეს რაღაც სტატუსი ბრაკებთან ურთიერთობაში მეტი ეფექტურობისთვის. 2. უმკაცრესი კონტროლი რესტორნებზე და ბაზრებზე, ნანადირევ-ნათევზავების(ველურ ბუნებაში მოპოვებული) გაყიდვაზე. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
ზურა 0 Posted July 8, 2015 Report Share Posted July 8, 2015 1. კლუბების განსაზღვრულ წევრებს გარემოს დაცვამ მისცეს რაღაც სტატუსი ბრაკებთან ურთიერთობაში მეტი ეფექტურობისთვის. დამატებით შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (ნავები, ფანრები, ბინოკლები და ა.შ.) ან ფინანსების სახით მიცენ და კლუბი თვითონ შეიძენს (შესაბამისი შესყიდვის დამადასტურებელი ფაქტურებით) ან ის აქტივი რაც სამინისტროს ბალანსზე ირიცხება გადაცენ დროებით სარგებლობაში უფლებამოსილ სტატუსის მქონე კლუბებს. აუცილებელია ასევე დელეგირების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი გაცემული სამინსიტროს მიერ, ე.წ. "ქსივა" და ამ პროცესის გაჟღერება ტელევიზიით, რათა ყველა ბრაკონიერმა გაიგოს რომ არსებობს უფლემოსილი კლუბები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, თორე წავა მერე "შენ ვინ გეკითხება ბრატ" და მისთანა ბაზარი, რაც საბოლოოდ ვაჟკაცი ბრაკონიერის მიჩეჩქვით დამთავრდება და ეს დაანგრევს ამ სისტემას. შესაცველია დაჯარიმების სისტემაც. დღეს გდი უწერს ჯარიმას და სასამართლოზე მიდის ავტომატურად, მერე მოსამართლე როდის და რას გადაწყვიტავს ცალკე თემაა. როგორაც პატრულის ჯარიმას იხდი და თუ არ ეთანხმები შენ უნდა გაასაჩივრო, ეგრე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც. არ უნდა მაგათ ბევრო ფოფინი, დააჯარიმე და ირბინოს მერე სადაც უნდა. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ როცა ჯგუფი "დაკავებს" ბრაკონიერს, უნდა დაირეკოს 112-ზე და ყველაზე ახლოს მდებარე პოლიციის თუ გდი-ს წარმომადგენელი ვალდებული უნდა იყოს მივიდეს ადგილზე. პოლიციის შემთხვევაში ამაზე არავინ გამოიდებს თავს (საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ბრაკონიერებს როგორც დამნაშავეებს არ უყურებენ) ამიტომ უნდა ჩაუსვან ეგ საქმე პრიორიტეტებში და როგორაც ძებნილის დაკავების ან დანაშაულის გახსნის შემთხვევაში აძლევენ პრემიებს და ჩინებს, ასეთი დაინტერესება უნდა მიცენ პარალელურად. ეს რაც შეეხება სამინინისტროს თხოვნას დახმარებაზე, მეტი არამგონია რამე შეიძლებოდეს. რეალურად, შსს-ს და ფინანსთა სამინიტროს შეუძლიათ ამ საქმის 80% გაკეთება, პრევენცია და გდ-ს ფაქტიურად მარტო აქტიური მონიტორინგის ფუნქცია რჩება. კაია ეს პროცესი, ჭირდება საქმეს მარა როგორც უკვე ითქვა სხისი ხელით ეკლის მოწყეტა უფროა. ზემოთაც დაიწერა და ყველა სოფელში თუ პატარა დასახლებაში არის პოლიცია, მიცენ დაინტერესება, ცოტა მიტისკონ და თვითონ პოლიციელები მოაგვარებენ ბრაკონიერობის პრობლემას ყველგანა ყავთ ინფორმატორები, მითუმეტეს სოფლებში (სადაცაა ბრაკონიერობის ყველაზე დიდი პრობლემა) ყველამ იცის ვინ რას მაიმუნობს. რომ დაიძრება ბრაკონიერი თავისი ელექტროობით მდინარისკენ დააკავონ ფაქტზე. ვერ მოიპვებენ ინფორმაციას ვინ სად და როდის დადის თუ რა?! მიცენ ამ პოლიციელებსაც დაინტერესება და ეგენი გაანახევრებენ ბრაკონიერობას. ფინანსთა სამინისტრომ კიდე აკრძალოს ასეთი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია. გააკონტროლოს ბაზრები და რესტორნები. თუ რამე ამ 2 სისტემას გამოეპარა, ონლაინ მონიტორინგის რეჟიმში იმუშავებს გდი და ეგაა. მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ ეს მემორანდუმი წინსვლაა, მაინც იმ აზრზე ვარ რომ სახელმწიფო ნება უნდა ამ საქმეს. სადაც ქურდული სისტემა მოსპეს ბრაკონიერობას ვერ ერევიან?! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 8, 2015 Report Share Posted July 8, 2015 ზოგადად იგივეს ვიტყვი რაც ზურამ თქვა: ნების შემთხვევაში ყველა რაიონში იცის პოლიციამ ვინ ბრაკონიერობს და ჩვენს გარეშეც მოუვლიდნენ საქმეს, მაგრამ თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდათ, აგერ ვართ და გამოგვიყენონ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 2, 2016 Report Share Posted April 2, 2016 (edited) მაინტერესებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი შედგა თუ არა. გარდა მონადირეებისათვის ყველაფრის განაკრძალებისა და აღკვეთისა რაიმეს აკონტროლებს ვინმე? მაგალითად ნანადირევით ვაჭრობას... დღეს, 2 აპრილს, სანადირო სეზონის დასრულებიდან 33 დღის შემდეგ, ურეკი-ფოთის ტრასაზე, წყალწმინდის ბაზრობაზე იყიდებოდა ნანადირევი გარეული იხვები!!! რას ან ვის იცავთ ბატონო თქვენ??? გარემოს??? ბუნებას??? ქვეყანას??? ბოდიში მარა, ასე მეჩვენება ბრაკებს იცავთ და ჩემნაირების ხარჯზე ბიუჯეტს ავსებთ... Edited April 2, 2016 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 2, 2016 Author Report Share Posted April 2, 2016 მემორანდუმი არა კვახი ! ხიდტან 48 მეტრში მჯდომ ტივტივით მოთევზავეს ამჩნევენ და ტრასაზე ჩამოკიდებულ იხვსა და მუყაოზე მოწყობილ ცოცხალს ვერ ხედავენ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 2, 2016 Report Share Posted April 2, 2016 ტრასაზე ჩამოკიდებულ იხვსა და მუყაოზე მოწყობილ ცოცხალს ვერ ხედავენ. ზუთხსაც :( ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 24, 2019 Report Share Posted June 24, 2019 მეგობრებო შეხედავდით ალბათ FB-ზე ამ ჯგუფს "მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" https://www.facebook.com/groups/409137229815175/ მინდა სოლიდარობის გამოცხადება კლუბის და ფორუმის სახელით.რას ფიქრობთ ამის შესახებ თქვენი აზრი მაინტერესებს ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 25, 2019 Report Share Posted June 25, 2019 22 hours ago, salamandra said: მეგობრებო შეხედავდით ალბათ FB-ზე ამ ჯგუფს "მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" https://www.facebook.com/groups/409137229815175/ მინდა სოლიდარობის გამოცხადება კლუბის და ფორუმის სახელით.რას ფიქრობთ ამის შესახებ თქვენი აზრი მაინტერესებს ? ჩვენ ბრაკები არა ვართ, ამდენად ყველა წამოწყებას ბრაკონიერობის წინააღმდეგ მივესალმები! სოლიდარობა ანტიბრაკონიერულ წამოწყებებს! 2 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.