salamandra 65 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 გიურზა (Vipera lebetina) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 თუ შემხვდა წელს სადმე 30 გრამი საფანტი ჩემზე იყოს ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 ბრაუნინგს დაუმალეთ ეს თემა, თორემ ფინთათ გახდება. მაგარი საშიში არსებაა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სამედიცინო მომსახურების სისწრაფეს, შირაქში თუ გაგკრა კბილი, გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი აქვს მონადირეს. ძაღლი ვერ უძლებს მის შხამს დიდხანს, მალე კლავს. მოერიდეთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 წელს ბლომადააო იძახიან შირაქში. მარცვლეულის კარგი მოსავლი იყო, ესეიგი თაგვიც ბლომადაა ესეიგი ორმაგი სიფრთხილე გვმართებს ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.