jaba 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 ყველას მოგეხსენებათ 1 ნოემბრიდან ძალაში შედის იარაღის გაფორმების და რეგისტრაციის ახალი კანონი. სწორედ ამიტომ დღეს პირველ საათზე კლუბები მიწვეულები ვიყავით შსს მომსახურების სააგენტოში.აინტერესებთ ჩვენგან ანუ ზოგადად მონადირეებისგან აზრი რომელიც გათვალისწინებული იქნება.ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია რომ სახელმწოფო ითვალისწინებს ჩვენს აზრს.შეხვედრაზე იყვნენ სააგენტოს ხელმღვანელობა და კიდევ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები. 1)მოგეხსენებათ იქნება გამოცდები.ვისაც გვაქვს რეგისტრირებული უკვე არსებული იარაღი გამოცდა არ გვეხება,მაგრამ თუ 1 ნოემბრის შემდეგ გადავწყვეტთ შევიძინოთ ან გამოვცვალოთ ჩვენი იარაღები მოგვიწევს გამოცდების ჩაბარება.იყო იმაზეც საუბარი რომ ყოველ ახალ შენაძენ იარაღზე ჩააბარო გამოცდა.ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის დამუშავების პროცესში.სწორედ ამიტომ უნდა ვიაქტიუროთ და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა. გთხოვთ ყველას დააფიქსირეთ თქვენი აზრი.შემდეგ შევაჯამებ და დამუშავებულ ვერსიას გაგაცნობთ.სასწრაფოდ გვაქვს გასაკეთებელი იმიტომ რომ 5 აგვისტოს არის შეხვედრა ისევ და სამუშაო გეგმა უნდა გვქონდეს. 2)მოგეხსენებათ არის იარაღების სამი კატეგორია 1)სამონადირეო 2)თავდაცვითი 3)სპორტული ყველა კატეგორიას ექნება გამოცდა რათქმა უნდა თავისი შესაბამისი შეკითხვებით ჩვენ ძირითადად უნდა ვიმუშაოთ პირველზე.გაკეთდება ბილეთები დაახლოებით ისეთი როგორიც მართვის მოწმობაზეა,გამოცდის პრინციპიც იქნება მასეთივე.ეხლა ამ კატეგორიაში რაში მდგომარეობს ჩვენი ჩართულობა:ერთ ბილეტში იქნება საკითხები იარაღის კანონიდან,იარაღის შენახვა მოვლიდან,პირველადი სამედიცინო დახმარებიდან და რა თქმა უნდა კითხვები სამონადირეო განხრით.დაწყებული იქიდან ცეცხლი სად უნდა დაანთო დამთავრებული წითელ წიგნით.უნდა ჩამოვაყალიბოთ კითხვები რომლებიც შევა ბილეთებში,გაითვალისწინეთ ისიც რომ კითხვების პასუხები უნდა იყოს დასაბუთებული ან კანონით,ან მეცნიერულად ავარჩევთ პრიორიტეტულ კითხვებს და მივაწვდით სააგენტოს აბა წამოვიდა წინადადებები:რეგისტრაციასთან და კითხვებთან დაკავშირებით ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 თუ გამოცდა გავლილი ექნება ადამიანს ,ახალი თოფის შეძენისას ისევ უნდა გაიაროსო? ეეეს რაცხა ვერ მოსვლიათ კაი აზრი. 4 თოფი რო ვიყიდო ერთად 4 ჯერ უნდა ჩავაბარო გამოცდა? ეს გამოდის მხოლოდ ბიუჯეტის სასარგებლო კანონი ბილეთების რაიმე ელექტრო ვერსია ხომ არ მოვიძიოთ ჰა? გადავხედავდით. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 30, 2015 Author Report Share Posted July 30, 2015 (edited) მაგ აზრს ბევრი წინააღმდეგობა სეხვდა ავთო.სავარაუდოდ გამოცდა ჩაბადება ერთხელ რომელ ბილეთებზეა საუბარი?მაგის მსგავსი ბილეთები არაა ჩვენ უნდა დავწეროთ ახლიდან მაგალითისთვის ავიღოთ ეს კითხვა რა მანძილზეა ნებადართული ნადირობა დასახლებული პუნქტიდან? ამდაგვარი კითხვებია საჭირო Edited July 30, 2015 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 როგორ უნდა ინახებოდეს იარაღი? ტარებისას როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს,ტრანპორტში როგორ უნდა იყოს. ტყვიაწამალის შენახვა გამოყენება და ა.შ ალბათ ხო? შევუდგეთ და ჩამოვწეროთ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 (edited) ჩემის მოკლე ჭკუით, უპირველეს ყოვლისა, სანდირო იარაღთან უსაფრთხო მოქცევის წესებიდანაა ასაღები მასალები; გარდაუვლად აუცილებელია ნადირობის ვადებისა და წესების აგრეთვე სანადირო ობიექტების თაობაზე მასალების მოქცევა საგამოცდო ბილეთებში; მონადირეს ელემენტარული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იარაღის და ვაზნის ბალისტიკაზე,რამეთუ უნდა უწყოდეს რა მანძილშია გასროლა ოპტიმალური, რა მანძილშია უსაფრთხო გასროლა თავისთვის და სხვისთვისაც... უნდა იცოდეს რა სანადირო ობიექტზე რა ტიპის იარაღითა და რომელი ვაზნით ინადიროს და ა.შ. ელემენტარულად უნდა ანსხვავებდეს ხრახნილ და გლუვლულიანს, ნახევარავტომატსა და სახაზონოს, ბოლტსა და პომპას... უნდა იცოდეს იარაღის ელემენტარული მოვლის წესები; როგორც მინიმუმი უნდა კითხულობდეს იარაღზე საინფორმაციო დამღებს(სტანდარტულ სავაზნეში მაგნუმი რომ არ ჩაჭედოს ხომ უნდა იცოდეს?); მონადირული ეთიკის საწყისებსაც უნდა იცნობდეს ჩემი აზრით; გარემოსდაცვითი საწყისებიდან მასალებიც უნდა მოექცეს ალბათ... ჩემი აზრით, რადგან ეს გამოცდა იარაღის მიმართულებითაა, არაა გადაუდებელი ძაღლისა და მიმინოს წვრთნის ჩადება ბილეთებში... კინაღამ დამავიწყდა: ვაზნის დამზადებაც აუცილებლად ჩასადებია საგამოცდო მასალებში.. მე მგონი, რომ საგამოცდო ბილეთები უნდა შედგენილ იქნას არა ფუნდამენტალური ცოდნის ბაზაზე, არამედ მარტვი და ყველასათვის გასაგები ტერმინებითა და მონაცემებით. დამწყებ ახალგაზრდა მონადირეს კი არ უნდა შეძულდეს ნადირობა ბილეთების გადამკიდე, არამედ უნდა უხაროდეს ელემენტარული ცოდნის აკრება!!! Edited July 30, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 ბევრი ზემოთჩამოთვლილი მასალა "მონადირის გზამკვლევშია" მოტანილი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 მაგ აზრს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა ავთო.სავარაუდოდ გამოცდა ჩაბადება ერთხელ ეგრე რომ არ გააკეთონ, იგივე გამოვა, რომ ყველა მანქანის შეცვლაზე პრავას თავიდან იღებდე... გასაგებია: ტრაილერზე და მოტოციკლზე სხვადასხვა კატეგორიის პრავა გვჭირდება, იარაღის შემთხვევაშიც ალბათ ხრახნილზე ცოტათი სხვა კითხვარი იქნება, გლუვზე სხვა. ხრახნილიც გინდა და გლუვიც?! ორთავეს ჩააბარებინებენ ალბათ, მარა ყველა იარაღის შეცვლის ან მეორე და შემდეგი ყიდვისას გამოცდის თავიდან ჩაბარება სუფთა აფსურდია. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 30, 2015 Report Share Posted July 30, 2015 ეს არაა ადვილი დავალება, ფიქრია საჭირო. ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 საერთოდ თუ არის ესეთი ტიპის გამოცდები რომელიმე ნორმალურ ქვეყნებში ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 საერთოდ თუ არის ესეთი ტიპის გამოცდები რომელიმე ნორმალურ ქვეყნებში ? საკმაოდ ბევრში ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 რავი მე მაგალითად მაგ გამოცდებს არ დაუჭერდი მხარს. ეს ერთი კიდევ ფულის საჭრელი იქნება სახემწიფოსათვის. მითუმეტეს ყოველ იარაღის შეძენაზე ატარო გამოცდა. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 (edited) იარაღის სამი კატეგორია: 1)სამონადირეო. 2)თავდაცვითი. 3)სპორტული. მგონი ასე ჯობს: ვიყიდე იარაღი, შემდეგ მექნება არჩევანი სამი კატეგორიის გამოცდიდან რომელს ჩავაბერებ და იმ მიზნით გამოვიყენებ იარაღს. ისე კი ჯობს რომ მართვის მოწმობასავით იყოს, რომელი კატეგორიაც გაქვს ჩაბარებული, იმ კატეგორიის მიხედვით მოიხმარ იარაღს. მაგალითად, მივედი და ჩავაბარე სამივე გამოცდა, მექნება იარაღის ნებისმიერი მიზნით გამყენების უფლება, მომალში კი აღარ უნდა მომიწიოს ყოველი ახალი იარაღის შეძენისას გამოცდების ახლიდან ჩაბარება. ხოლო ვისაც მხოლოდ ერთი მიზნით უნდა იარაღი, ის ჩააბარებს კონკრეტულ გამოცდას. თუ იარაღი მინდა სანადიროდ, მაშინ ვაბარებ შემდეგ გამოცდას: სამონადირეო თუ იარაღი მინდა თავდაცვისთვის, მაშინ ვაბარებ შემდეგ გამოცდას: თავდაცვითი თუ იარაღი მინდა სპორტული მიზნით, მაშინ ვაბარებ შემდეგ გამოცდას: სპორტული. რაც მთავარია, ერთიდაიმავე მიზნით გამოსაყენებელი, ყოველი შემდეგი იარაღის შეძენისას, ძალიან დიდი სისულელეა ახალი გამოცდის ჩაბარება. თუ ვარ სპორტსმენი, მაქვს ერთი იარაღი სპორტული უფლებით, ვიყიდე ახალი იარაღი და თავიდან უნდა გავიდე გამოცდაზე? რატომ? გამოცდის ფული რომ გადავიხადო, თუ დამავიწყდა იარაღის ხმერება? უფრო ფულის სუნი მცემს!!! ამჟად ვისაც აქვს იარაღი გაფორმებული, იმას არ გავატარებდი გამოცდას, თუმცა მომავალში ახალი იარაღის შეძენისას აუცილებლია. რაც შეეხება ტესტებს, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: იარაღის აგებულება, იარაღის დანიშნულება, იარაღის მოვლა, იარაღით გადაადგილების წესები, ნადირობის წესები, ტყვია-წამლის ტესტები(შენახვა, გამოყენება). ამჟამად ეს მოვიფიქრე Edited July 31, 2015 by თორNიკე ციტირება Link to post Share on other sites
basri556 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 ამ ყველაფერს უფრო ფულის სუნი ადის,გასული წლის მართვის მოწმობის აღების არიყოს დააშანტაჟეს ხალხი რთულდებაო და კარგად მოგეხსენებად რა რიგები იყო საპატრულო შენობებთან სადაც საგამოცდო დანიშნულება ქონდათ.იმედია დამოცდილი მონადირეების აზრს გაითვალისწინებენ და რაგაც სისულელეებს არ ჩაწერენ კითხვებში. ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 (edited) რა თქმა უნდა მისასალმებელია ის ფაქტი რომ,სახელმწიფო სტრუქტურებიდან წამოვიდა კეთილი ნება და იმ ხალხის აზრის გათვალისწინებას აპირებენ ვისაც უშუალო შეხება აქვს კონკრეტულ კატეგორიასთან(ამ შემთხვევაში სანადირო იარაღს ვგულისხმობ ბილეთების კუთხით), რაც შეეხება იარაღის ყოველ გამოცვლა-შეძენისას, არამართებულად მიმაჩნია გამოცდების ჩაბარება(გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი სანადირო,თავდაცვითი და სპორტული კატეგორიიდან ისეთს იძენ რომელზეც არ გაქვს ჩაბარებული), 1 ნოემბრამდე შეძენილი იარაღის პატრონს იმ შემთხვევაში უნდა მოსთხოვო გამოცდის ჩაბარება,თუ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ახალ იარაღს შეიძენს, მიუხედავად იარაღის კატეგორიისა. ასევე იმ პიროვნებას რომელსაც ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდა კონკრეტულ კატეგორიაზე,იმავე კატეგორიის ახალი იარაღის შეძენაზე აღარ უნდა მოეთხოვებოდეს განმეორებითი გამოცდის ჩაბარება პ.ს.ისე ჩემი პირადი აზრია, რომ ყველას,ვისაც ნებისმიერ იარაღთან შეხება აქვს,ელემენტარული ცოდნა უნდა მოეთხოვებოდეს იარაღის უსაფრთხოების,მოხმარების,შენახვის წესების, არა მარტო 1 ნოემბრიდან,არამედ აქამდეც. Edited July 31, 2015 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 (edited) ჩემის მოკლე ჭკუით, უპირველეს ყოვლისა, სანდირო იარაღთან უსაფრთხო მოქცევის წესებიდანაა ასაღები მასალები; გარდაუვლად აუცილებელია ნადირობის ვადებისა და წესების აგრეთვე სანადირო ობიექტების თაობაზე მასალების მოქცევა საგამოცდო ბილეთებში; მონადირეს ელემენტარული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იარაღის და ვაზნის ბალისტიკაზე,რამეთუ უნდა უწყოდეს რა მანძილშია გასროლა ოპტიმალური, რა მანძილშია უსაფრთხო გასროლა თავისთვის და სხვისთვისაც... უნდა იცოდეს რა სანადირო ობიექტზე რა ტიპის იარაღითა და რომელი ვაზნით ინადიროს და ა.შ. ელემენტარულად უნდა ანსხვავებდეს ხრახნილ და გლუვლულიანს, ნახევარავტომატსა და სახაზონოს, ბოლტსა და პომპას... უნდა იცოდეს იარაღის ელემენტარული მოვლის წესები; როგორც მინიმუმი უნდა კითხულობდეს იარაღზე საინფორმაციო დამღებს(სტანდარტულ სავაზნეში მაგნუმი რომ არ ჩაჭედოს ხომ უნდა იცოდეს?); მონადირული ეთიკის საწყისებსაც უნდა იცნობდეს ჩემი აზრით; გარემოსდაცვითი საწყისებიდან მასალებიც უნდა მოექცეს ალბათ... ჩემი აზრით, რადგან ეს გამოცდა იარაღის მიმართულებითაა, არაა გადაუდებელი ძაღლისა და მიმინოს წვრთნის ჩადება ბილეთებში... კინაღამ დამავიწყდა: ვაზნის დამზადებაც აუცილებლად ჩასადებია საგამოცდო მასალებში.. მე მგონი, რომ საგამოცდო ბილეთები უნდა შედგენილ იქნას არა ფუნდამენტალური ცოდნის ბაზაზე, არამედ მარტვი და ყველასათვის გასაგები ტერმინებითა და მონაცემებით. დამწყებ ახალგაზრდა მონადირეს კი არ უნდა შეძულდეს ნადირობა ბილეთების გადამკიდე, არამედ უნდა უხაროდეს ელემენტარული ცოდნის აკრება!!! 100% ხარ გელა,ნებისმიერს,ვისაც იარაღთან აქვს შეხება უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეს იარაღის უსაფრთხო მოხმარების,მოვლის და შენახვის წესები,(რა მიმართულებით ისროლოს,რა მდგომარეობაში და რა პირობებში უნდა ინახებოდეს იარაღი და ტყვია-წამალი,რა მანძილზე ისვრის დაახლოებით კონკრეტული იარაღი,რომელსაც ფლობს,),უნდა ანსხვავებდეს იარაღის კატეგორიებს,(მაგნუმში ერთმა იარაღი იყიდა და ჩოკებს და კონტეინერს ვერ არჩევდა,წარმოვიდგინე მინდორში ან ტყეში რომ შეგხვდება ამისთანა). ეს ყველაფერი ერთად უნდა შეჯერდეს, დაემატოს მონადირის ეთიკა,ნადირობის ვადები,ნანადირევის მოპოვების კვოტები, მინიმალურ დონეზე გარემოსთან უსაფრთხო მოპყრობის წესები,აკრძალული სანადირო ობიექტების სია, ელემენტარული სამედიცინო ცოდნა დაშავებულის მოსავლელად,და ა.შ, ვნახოთ რა გამოვა, Edited July 31, 2015 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 მონადირე ხალხი ხართ, ვერ ხვდებით რა ხდება? პირველ ნოემბრამდე დაიცლება იარაღის მაღაზიები. ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლოთ? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 რა დაცლის გიო, ფასები მაღალია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 (edited) და რატომაა მაღალი? გეხსომება რა მოხდა, ობამამ რომ დაახეთქა იარაღის რეგულაციაზე, რა დავწერე მაშინ? მსხვილ კალიბრიანს ვინ სჩიოდა, 22-იანის ტყვიებს "სოფლი" მაღაზიაში გადავაწყდი, დაცარიელებული იყო დახლები ყველგან. ვის მიუწვდება ხელი იარაღის შემოტანაზე საქართველოში, ვინ არეგულირებს და ვის უნდა რომ დაკანონდეს ეგ "შემოთავაზება"? მახეა ბიჯო, ხაფანგში გაყოფინებენ თავს. ნეტაი ახლა მომცა 650$ და 15 წუთში გამოვიტან ზეთიან AR16-ს. გაფორმება და გამოცდა კი არა, გოგრა და კვახი. Edited July 31, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 მონადირე ხალხი ხართ, ვერ ხვდებით რა ხდება? პირველ ნოემბრამდე დაიცლება იარაღის მაღაზიები. ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლოთ? თუ ყოველივე ეს მახეა, მეეჭვება მაგან საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში რაიმე დაიჭიროს... ეგ სატყუარა მდიდარ ქვეყნებში იმუშავებს. საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იაფიანი იარაღით და ჩემის მოკლე ჭკუით, ასე იქნება კაი ხანს ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 ერიჰაა . . . არა რა, არ არის ჩვენი საშველი თუ იარაღი უკვე მაქვს და არაფერი მეხება, სხვას რომ ვიყიდი გამოცდა რაღა საჭიროა, რა ის სხვანაირად ისვრის?? ჯერ უნდა შეიქმნას შესაბამისი სახელმძღვანელო და მერე ილაპარაკონ გამოცდებზე. ციტირება Link to post Share on other sites
basri556 0 Posted July 31, 2015 Report Share Posted July 31, 2015 შარშან სექტემბერში ვიყიდე ერთერთი თოფი და გადასაფორმებლად რო მივედი ქუთაისში რიგი დამხვდა, 6-7 კაცამდე აფორმებდა თავის თოფს,(მაშინ ხმები დააგდეს გაუფორმებელ სანადირო თოფებზე პირდაპის ციხეაო) და გაამართლა კიდეც წავიდა ბიუჯეტისკენ დამატებითი თანხებიი, წინააღმდეგი არ ვარ მყიდველის ცოდნის შემოწმების მაგრამ!!!!86 ლარი მართვის მოწმობის მქონეს უჯდება გადაფორმება,არმქონეს+++ ფსიხოს აღების ხარჯი,ახლა კიდე გამოცდის დაემატება დიდი ალბათობით და უკვე ბევრი გამოდიიის.თუ მართლა ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ცოტა ფასსაც დაუწიონ და გამოცდა უფასოდ ჩაატარონ,მერე ხმასაც არამოვიღებ, ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2015 Author Report Share Posted August 1, 2015 გსაგებია ბიჭებო თქვენ რააც ამბობთ. მე რაც გთხოვეთ იმ საკითხთან დაკავშირებით არაფერი დაწერილა.ეს ზოგადი საუბარი არ მოგვცემს არაფერს.დრო გვაქვს ძალიან ცოტა ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 მონადირე ხალხი ხართ, ვერ ხვდებით რა ხდება? პირველ ნოემბრამდე დაიცლება იარაღის მაღაზიები. ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლოთ? გეთანხმები ძმაო თავიდანვე არ მომეწონა მაგ გამოცდების ამბავი ბევრი მოითბობს მაგ საქმეზე ხელს. ბიუჯეტისთვის კიდევ დამატებითი შემოსავალი იქნება მაინც ვერ ავსებენ და იგონებენ ახალ ახალ რაღაცეებს მერე შემოიღებენ მართვის მოწმობის არიყოს რაღაც ქვე სახეობებს და ცხრაჯერ მოგიწევს გამოცდის ჩაბარება და ფულის ყრა ყველაფერზე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2015 Author Report Share Posted August 1, 2015 ყველას გთხოვთ მე რაც დავწერე იმას უპასუხეთ.ეს თემა სხვა რამის გულისთვის გავხსენი და რისთვისაც გავხსენი წერია პირველ პოსტში.ჯერ არავინ არაფერი არ ვიცით რა როგორ იქნება.ასე რომ ძალიან გთხოვთ თვი შევიკავოთ არათემატური პოსტებისაგან.გთხოვთ როგორც ძმებ და როგორც მეგობრებს ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2015 Author Report Share Posted August 1, 2015 რას ხედავთ იმაში ცუდს რომ დამწყებმა მონადირემ ჩააბაროს გამოცდა ვერ ვხდები,რა გჭირთ ხალხო ეს მსოფლიო ქვეყნებში ადაპტირებული მეთოდია ყველგან.ელემენტარული შთაბეჭდილება მაინც ექნება ხალხს ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.