Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის რეგისტრაციის ახალი კანონი

Recommended Posts

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღეს მივედი, 21 ლარი გადავიხადე, 20დან 20 ავიღე და მითხრეს აწი როცა გინდა გაიფორმებ სანადირო დანიშნულების იარაღსო.

Link to post
Share on other sites

ორივე თითქმის თანაბარი მონაცემებისაა, მთავარია რა ოპტიკა ეყენება შენს შერჩეულ მარლინს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

გამარჯობათ. სანადირო თოფის შეძენას ვაპირებ ახლო მომავალში, ხოდა მაინტერესებს ახლა რომ გავიდე იმ ტესტირებაზე და რაღაც დროის მერე შევიძინო იარაღი არის შესაძლებბელი? და კიდევ, სად უნდა მივიდე ტესტირებაზე?

უნდა მიბრძადეთ უახლოეს მომსახურების სააგენტოში.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, იარაღი როცა გნებავთ მაშინ შეიძინეთ.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

ყველას მოგეხსენებათ 1 ნოემბრიდან ძალაში შედის იარაღის გაფორმების და რეგისტრაციის ახალი კანონი.

სწორედ ამიტომ დღეს პირველ საათზე კლუბები მიწვეულები ვიყავით შსს მომსახურების სააგენტოში.აინტერესებთ ჩვენგან ანუ ზოგადად მონადირეებისგან აზრი რომელიც გათვალისწინებული იქნება.ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია რომ სახელმწოფო ითვალისწინებს ჩვენს აზრს.შეხვედრაზე იყვნენ სააგენტოს ხელმღვანელობა და კიდევ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები.

1)მოგეხსენებათ იქნება გამოცდები.ვისაც გვაქვს რეგისტრირებული უკვე არსებული იარაღი გამოცდა არ გვეხება,მაგრამ თუ 1 ნოემბრის შემდეგ გადავწყვეტთ შევიძინოთ ან გამოვცვალოთ ჩვენი იარაღები მოგვიწევს გამოცდების ჩაბარება.იყო იმაზეც საუბარი რომ ყოველ ახალ შენაძენ იარაღზე ჩააბარო გამოცდა.ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის დამუშავების პროცესში.სწორედ ამიტომ უნდა ვიაქტიუროთ და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა.

გთხოვთ ყველას დააფიქსირეთ თქვენი აზრი.შემდეგ შევაჯამებ და დამუშავებულ ვერსიას გაგაცნობთ.სასწრაფოდ გვაქვს გასაკეთებელი იმიტომ რომ 5 აგვისტოს არის შეხვედრა ისევ და სამუშაო გეგმა უნდა გვქონდეს.

2)მოგეხსენებათ არის იარაღების სამი კატეგორია

1)სამონადირეო

2)თავდაცვითი

3)სპორტული

ყველა კატეგორიას ექნება გამოცდა რათქმა უნდა თავისი შესაბამისი შეკითხვებით

ჩვენ ძირითადად უნდა ვიმუშაოთ პირველზე.გაკეთდება ბილეთები დაახლოებით ისეთი როგორიც მართვის მოწმობაზეა,გამოცდის პრინციპიც იქნება მასეთივე.ეხლა ამ კატეგორიაში რაში მდგომარეობს ჩვენი ჩართულობა:ერთ ბილეტში იქნება საკითხები იარაღის კანონიდან,იარაღის შენახვა მოვლიდან,პირველადი სამედიცინო დახმარებიდან და რა თქმა უნდა კითხვები სამონადირეო განხრით.დაწყებული იქიდან ცეცხლი სად უნდა დაანთო დამთავრებული წითელ წიგნით.უნდა ჩამოვაყალიბოთ კითხვები რომლებიც შევა ბილეთებში,გაითვალისწინეთ ისიც რომ კითხვების პასუხები უნდა იყოს დასაბუთებული ან კანონით,ან მეცნიერულად

ავარჩევთ პრიორიტეტულ კითხვებს და მივაწვდით სააგენტოს

აბა წამოვიდა წინადადებები:რეგისტრაციასთან და კითხვებთან დაკავშირებით

გამოცდა არაა ურიგო საქმე, მაგრამ თუ არა ერთი ათეული წელი მქონდა იარაღი, მერე გავყიდე (საკომისიო წესით) და ახლა ისევ ვაპირებ ყიდვას; რა, ახალბედად ვითვლები ამ საქმეში

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

გამარგობათ მეგობრებო! ჩემს ახლობელს უნდა სანადირო თოფის შეძენა ასაკით პენსიონერია ვითომ პენსიონერებზე არ ვრცელდებაო გამოცდა რამდენათ არის სიმართლე ?

Edited by ika777
Link to post
Share on other sites

გამარგობათ მეგობრებო! ჩემს ახლობელს უნდა სანადირო თოფის შეძენა ასაკით პენსიონერია ვითომ პენსიონერებზე არ ვრცელდებაო გამოცდა რამდენათ არის სიმართლე ?

სისულელეა.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ბიჭებო, მომწერეთ მოკლედ - იცით რომ მალე ჩამოსვლას ვაპირებ ჩვენს საერთო შეხვედრაზე და მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო თოფის ყიდვა- რეგისტრაციისთვისაც - რა ნაბიჯები მექნება გადასადგმელი ამისათვის (საქართველოს მოქალაქეობა უკვე მაქვს)/

წინასწარ დიდი :hi3:

თოფს იყიდი ,გამოცდას ჩააბარებ და თოფიც გაფორმებულია.შემდეგ 11 ლარიანი ნადირობის მოსაკრებელი ნებისმიერ ბანკში აიღებ. სრულუფლებიანი მონადირე გახდები :e025:

Link to post
Share on other sites

თოფს იყიდი ,გამოცდას ჩააბარებ და თოფიც გაფორმებულია.შემდეგ 11 ლარიანი ნადირობის მოსაკრებელი ნებისმიერ ბანკში აიღებ. სრულუფლებიანი მონადირე გახდები :e025:

დავაზუსტებ,

ჯერ გამოცდის ჩაბარებაა პირველი საფეხური, მხოლოდ ამის მერე იძლევიან შესაძლებლობას თოფის შეძენისას მაღაზიები და შემდგომ გაფორმება,11 ლარიანი მოსაკრებელი თავისთავად ყოველივე ამის შემდეგ.

წარმატებები კობა.

Link to post
Share on other sites

დავაზუსტებ,

ჯერ გამოცდის ჩაბარებაა პირველი საფეხური, მხოლოდ ამის მერე იძლევიან შესაძლებლობას თოფის შეძენისას მაღაზიები და შემდგომ გაფორმება,11 ლარიანი მოსაკრებელი თავისთავად ყოველივე ამის შემდეგ.

წარმატებები კობა.

გასაგებია. მადლობა ავთო, სოსო, დუტა

სად უნდა ჩავაბარო გამოცდები, რა საბუთებია საჭირო გამოცდებზე რომ დამიშვან (არის თუ არა საჭირო, რომ რაიმე მონკავშირის, კლუბის ან კიდევ რაიმე სხვა ორგანიზაციის წევრი ვიყო? ან მათი რეკომენდაციები), ფასიანია თუ არა გამოცდებზე გასვლა, შესაძლებელია თუ არა გამოცდების ჩაბარება რეგიონებში - მაგალითად ზუგდიდში (ან ქუთაისში), "ფსიქოს "გარდა არის თუ არა საჭირო სხვა სამედიცინო ცნობები (ჩვენთან მთლიან სამედიცინო შემოწმებას გადიხარ), ძაღლისთვის რა უნდა გავაფორმო... და ა.შ.

წყარო შსს-ს მომსახურების სააგენტო:

იარაღის ნებართვის გამოცდა

2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა დაიწყო. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა:

გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;

გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის

მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.

გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

პ.ს. გამოცდის ღირებულებაა 20 ლარი პლიუს 1 ლარი ბანკის მომსახურების,თანხას იხდი სააგენტოშივე.

რაც შეეხება ძაღლს,არაფერი არ უნდა,თბილისში მოგვთხოვეს მარტო ძაღლების რეგისტრაცია,რეგიონებში არ გამიგია.

წარმატებები კობა.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

ბიჭებო, მომწერეთ მოკლედ - იცით რომ მალე ჩამოსვლას ვაპირებ ჩვენს საერთო შეხვედრაზე და მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო თოფის ყიდვა- რეგისტრაციისთვისაც - რა ნაბიჯები მექნება გადასადგმელი ამისათვის (საქართველოს მოქალაქეობა უკვე მაქვს)/

წინასწარ დიდი :hi3:

რა მოუთმენლელები ვართ :karochera:

ამ თემის წაკითხვა თავიდან დავიწყე და....ბოლომდე ვერ მოვითმინე, ისე დავსვი ჩემი კითხვა. ბოლო გვერდებზე კი თითქმის ყველა ჩემს კითხვაზე უკვე ყოფილა პასუხი გაცემული სოსო, გელა და სხვებისგანაც.

შსს-ს გვერდზე ბილეთების კითხვებიც ყოფილა, მხოლოდ დარეგისტრირება ჭირდება, პირადობის ნომრის შეყვანით.

ბიჭებო ბოდიში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :hi3::hi3:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...