Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მართალია დღეისათვის ეს ფირმა პისტოლეტების წარმოებითაა ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ფორუმელის თხოვნით ამ საწარმოს ისტორიასაც წარმოგიდგენთ, მითუმეტეს რომ ჩვენს ფორუმში ბრაზილია სხვასთან შედარებით უფრო ღარიბად გამოიყურება.

 

 

Forjas Taurus Manufacturing

 

130c2de5556c.jpg

 

 

საიარაღო კომპანია ტაურუსი განლაგებულია ქალაქ პორტუ-ალეგრიში. ის დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1889 წელს და მაშინ სანადირო იარაღის წარმოებით გახლდათ დაკავებული.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ტაურუსი მცირე რაოდენობით სანადირო იარაღს შიდა ბაზრისათვის აწარმოებდა, უკიდურეს შემთხვევაში ექსპორტი ლათინური ამერიკის ფარგლებს არ ცდებოდა. 30-იანი წლების ბოლოს კომპანიის სათავეში მყოფი გერმანიიდან ემიგრირებული პირების დამსახურებით წარმოება ფართოვდება და ექსპლოატაციაში შედის დამატებითი საწარმოო ფონდები

60-იანი წლების მეორე ნახევარში საწარმო სხვადასხვა ტიპის პისტოლეტების წარმოებაზე გადადის. უკვე 1968 წელს ტაურუსი ამერიკის ბაზარზე შედის. 1970 წელს საწარმოს აქციათა საკონტროლო პაკეტი Smith & Wesson-ის ხელში გადადის. 1977 წელს კი მოხდა კომპანიის გამოსყიდვა მისი მმართველების ლუის ესტიმისა და კარლოს მურგელის მიერ, რომლებმაც წარმატებით მოახდინეს როგორც წარმოების, ასევე მარკეტინგის განვითარება.

1980 წელს ტაურუსმა შეისყიდა ბრაზილიაში არსებული ბერეტას ქარხანა, თავისი ამწყობი ხაზით. ამ ხაზის დამსახურებითა და ბერეტასაგან მიღებული ლიცენზიით საწარმომ დაიწყო პოპულარული პისტოლეტის Beretta-92-ის წარმოება, მხოლოდ საკუთარი სახელით Taurus PT92/99. მოგვიანებით აღნიშნული იარაღი გადამუშავდა: შეიცვალა სასხლეტი, მცველი, ყალიბი. მოდელმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კარგად გაყიდვადი გახდა.

b60023453cf2.jpg

ამერიკის ბაზარზე უკეთ დამკვიდრების მიზნით 1984 წელს გაიხსნა შვილობილი კომპანია მაიამიში Taurus USA.

ფირმამ დაიწყო ბრენდების ცნობილი მოდელების კოპიების გამოშვება .22-დან .44 მაგნუმის ყალიბების დიაპაზონში. მათ შორის ძალიან საინტერესო სანადირო რევოლვერი Raging Bull. ამ იარაღით აფრიკულ ნადირობებში გადიოდნენ მისი 5,6,7 ან 8 ტყვიანი დოლურათი და 4,5,6,8 ან 10 დიუმის სიგრძის ლულით. ამ მოდელის ყველაზე მასიური ყალიბებია .480 Ruger და .500 Magnum(უფრო დაწვრილებით მოდელის შესახებ იხილეთ თემაში " საბრძოლო და თავდაცვითი იარაღი"_პისტოლეტი-რევოლვერი).

დღეისათვის ტაურუსის წარმადობა წელიწადში ერთი მილიონი პისტოლეტია, ხოლო გამა კი 500 სხვადასხვა მოდელი.

2011 წელს კომპანიამ ბრაზილიის საწარმოთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა აშშ-ში გაყიდული იარაღის რაოდენობით.

656c094d2794.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...