Jump to content
Club-Monadire.Ge

შაორის წყალსაცავი

Recommended Posts

შაორის წყალსაცავი

ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.

შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 weeks later...
  • 1 month later...

ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასავლეთში შაორის წყალსაცავი თავისი ფლორითაც და ფაუნითაც. ჩემი უსაყვარლესი ადგილი სათევზაოდ და დასასვენებლად. დროის უქონლობა რომ არა, ალბათ ყოველ დღე ვივლიდი მანდ. თანაც, შარშან სეზონის ბოლოს ნაპირთან მოყვანილმა იმოდენა კობრმა მომიქნია კუდი და გაქიცა ჩემი ნემსკავ-სიმძიმიანად რომ ლამის მეც მივყევი უკან. ის თუ ტაფაზე არ ავაშიშხინე ისე ვერ მოვისვენებ :nyam:

თუკი სურვილი და მონდომება იქნება შეიძლება ერთობლივი გასვლის მოწყობა, ამინდებიც გამოვა ნელნელა და დათბება. უკეთეს ადგილს ვერც ინატრებს კაცი სათევზაოდაც და საქეიფოდაც :)

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი იდეაა, ერთ-ორ თვეში შეიძლება ასვლა კარვებით 2-3 დღიანი, მაგრად გაგვისწორდება :yes:

პ.ს. მადლობა მამა არჩილს ლამაზი სურათებისთვის, თქვენის ნებარტვით ერთ-ორ სურათს ჩვენს ფეისბუქზეც დავდებ. :)

Link to post
Share on other sites

ზურა შაორზე წყალი სუფთაა,უფრო სწორედ მხედველობა წყალ ქვეშ რა მანძილია,

წყალქვეშა ნადირობა თუ გამოვა,

Link to post
Share on other sites

ზურა შაორზე წყალი სუფთაა,უფრო სწორედ მხედველობა წყალ ქვეშ რა მანძილია,

წყალქვეშა ნადირობა თუ გამოვა,

ზაზა მე როგორც მახსოვს საკმაოდ სუფთა წყალია :yes: ...წყალქვეშა ნადირობისთვის საუკეთესო უნდა იყოს :dato:

Link to post
Share on other sites

ზურა შაორზე წყალი სუფთაა,უფრო სწორედ მხედველობა წყალ ქვეშ რა მანძილია,

წყალქვეშა ნადირობა თუ გამოვა,

ზაზა,

საკმაოდ სუფთა წყალია. 5-10 მეტრამდე საშუალოდ მხედველობა ალბათ ამინდიდან და სეზონიდან გამომდინარე.

წყალქვეშა ნადირობის გამოცდილება არა მაქვს, თუმცა ჩემი პირადი აზრით წყალსაცავის ფართობიდან (9,2 კვ/კმ) და თევზის სავარაუდო ჯამური ოდენობიდან გამომდინარე, პირობითად ერთეულ კვადრატულ მეტრზე თევზის კონცეტრაცია არც ისე მაღალი უნდა იყოს.

თუმცა, მე თვითონ მინახავს მოსასმელი ბადეებით საკმაოდ დიდი ზომის სქელშუბლები და კობრები გამოუყვანიათ ნავით მეთევზეებს, ასე რომ, თუკი კარგი ადგილი მოიძებნება (წყალქვეშა ნადირობის სპეციფიკიდან გამომდინარე) საკმაოდ შედეგიანი შეიძლება გამოვიდეს :)

რაც შეეხება ანკესით თევზაობას, კარგი მონტაჟი, სწორად შერჩეული სატყუარა, კარგი საკვები (კორმა) და შედეგიანი და სასიამოვნო თევზაობა გარანტირებული :)

Link to post
Share on other sites

ზურა შაორზე წყალი სუფთაა,უფრო სწორედ მხედველობა წყალ ქვეშ რა მანძილია,

წყალქვეშა ნადირობა თუ გამოვა,

შაორზე ნანადირები ვარ ზაზა წყალქვეშ. მხედველობა 2-3 მეტრია მაქსიმუმი. საკმაოდ საინტერესო ტბაა წყალქვეშა ნადირობისთვის.89 ში დავიჭირე კობრი 18.600 კგ. 5 და 3 კგ ერთ დღეს. ბალონებით ვიყავი ჩასული.

Link to post
Share on other sites

18.600 კგ ძალიან ძლიერი იქნებოდა, "გარპუნით"? ეხლა აკვალანგით წყალქვეშა ნადირობა აკრძალულია თუ არ ვცდები.

კი გარპუნით დავიჭირე. ახლა ბალონებით თევზაობა აკრძალულია.

Link to post
Share on other sites

ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასავლეთში შაორის წყალსაცავი თავისი ფლორითაც და ფაუნითაც. ჩემი უსაყვარლესი ადგილი სათევზაოდ და დასასვენებლად. დროის უქონლობა რომ არა, ალბათ ყოველ დღე ვივლიდი მანდ. თანაც, შარშან სეზონის ბოლოს ნაპირთან მოყვანილმა იმოდენა კობრმა მომიქნია კუდი და გაქიცა ჩემი ნემსკავ-სიმძიმიანად რომ ლამის მეც მივყევი უკან. ის თუ ტაფაზე არ ავაშიშხინე ისე ვერ მოვისვენებ :nyam:

თუკი სურვილი და მონდომება იქნება შეიძლება ერთობლივი გასვლის მოწყობა, ამინდებიც გამოვა ნელნელა და დათბება. უკეთეს ადგილს ვერც ინატრებს კაცი სათევზაოდაც და საქეიფოდაც :)

ზურა გკითხო მინდა,არ მითევზავია ერთი 4-5 წელია შაორზე და როგორ არის სიტუაცია?იქ,დამბასთან ერთი ოჯახი ცხოვრობს,ბრაკობით ირჩენდა თავს,ბადეებში ქონდათ თლა ტბა გადახლართული.ხთება კიდე ეგეთეები თუ მოისპო?და სად თევზაობ უშუალოდ მანდ?მეორე ხიდთან თუ შედიხარ ტყეში მე-3 ზალივამდე?თეთრ ქვებთან იჭირებოდა კიდე კარგად მანდ.

P.S. ბიჭებო გამარჯობა ყველას :hi:

დამბიდან არი ტყეში შესასვლელი და იქვე ფიცრული სახლია ჩადგმული, მანდ შევესწარი შარშან როგორ ამოიღეს ბადეეები. ალბათ ეგენი არიან.

ადგილებს რაც შეეხება, გააჩნია რა დანიშნულებით მივდივართ, თუ მარტო სათევზაოთ აუცილებლად დამბაზე ვჩერდებით, თუკი თევზაობას + :drunk: მაშინ ან მეორე ხიდიდან შევდივარ სადამდეც მანქნანა შევა და მერე ფეხით, ან კიდე მეორე ხიდს რომ გაცდები ნიკორწმინდას გზაზე არი რამოდენიმე ჩასასვლელი წყლის პირას და რომელიმე ადგილს ვირჩევთ. თუმცა ჩემთვის პირადად დამბასთან თევზაობა ყოველთვის უფრო შედეგიანია ხოლმე :)

ნიკორწმინდის გზიდან რო ჩადიხარ ეგაა თეთრ ქვებს რომ ეძახიან.თვითონ დამბა ძაან გაშლილი და ქარიანი ადგილია,ტივტივაზე ჭირს ხოლმე იქ თევზაობა,ძირითადად ფსკერული ამართლებს.დამბიდან მე-3 ზალივშიც გადიხარ,ოგონდ ვილისი ან რაიმე ეგეთი ჯანიანი პიპიაა საჭირო.იქ ქარი არ ურტყამს საერთოდ და მაგარი წყნარი ადგილია.საკარავე და სამწვადე ადგილებიც ბლომად არის ზალივში.მეორე ხიდიდან რომ მიხვიდე იქ ფეხით ძაან ბევრია სასიარულო ტყით,ამიტომაც დამბიდან ურტყამდით კრუგს.აკეთებენო შაორის წყალსაცავს მაგრადო როგორც ტურისტული ზონაო და ნაღდია თუ ბალამუტია მეოცნებესი ეგ აღარ ვიცი.ვიღაც კერძო პირმა შეისყიდაო.ნაღდად რომ ღვთიური ადგილია.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

შაორზე თევზაობის ლამაზი ვიდეოა, კარგი ადამიანის და იმავდროულად კარგი მეთევზის შესრულებით.

Link to post
Share on other sites

მაგარი ნადავლია და ძალიან მაგარი ადგილი...თან ახალი დადებულია ვიდეო და ალბათ ამ ბოლო დროის გადაღებულია,ხომ არ იცი დავით რაზე იჭირა?

Link to post
Share on other sites

მაგარი ნადავლია და ძალიან მაგარი ადგილი...თან ახალი დადებულია ვიდეო და ალბათ ამ ბოლო დროის გადაღებულია,ხომ არ იცი დავით რაზე იჭირა?

აუცილებლად ვკითხავ, რომ ვნახავ.

Link to post
Share on other sites

აუ რამაგარია დავით, ვედროთი რამე პრიკორმკა აქვს ნეტა, თუ კი ნეტა რაა?! და რაზე თევზაობდა ნეტა ნაჟივკად რას ხმარობდა?! რამაგარია შაორი, რა კამკამა წყალია, ოცნებათ მექცა რა მანდ თევზაობა... :clapping:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...