Jump to content
Club-Monadire.Ge

შაორის წყალსაცავი


Recommended Posts

მეც რამდენი მითევზავია, არასოდეს შემხვედრია ქაშაპი. ტყიბულის წყალსაცავს რაც შეეხება, დავადასტურებ ბატონი ავთოს ნათქვამს და ქაშაპი ახლაც მოდის. ერთი კვირის წინ ვიყავი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Zura Dvali გუშინ დავბრუნდი, წარმოშობით ნიკორწმინდელი ვარ მე და ბავშვობიდან მანდ ვთევზაობ... ჯერ ერთი იმის მეათედი თევზი აღარ არის წყალსაცავში რაც მაგალითად 10 წლის წინ იყო, უამრავი ბადეა, პირველ ხიდთანაც კი, ეს კატერი დადის, ჩერდება ხოლმე და რომ დავაკვირდი პატარა ბუიოკებია ანუ ბადეები, ვისაც შაორზე გითევზავიათ იცით პლატინა, სადაც აუკრძალიათ მანქანით შესვლა რაც უსინდისობად მიმაჩნია, ყველაზე კარგი მისადგომი ადგილი იქაა, მეორე ხიდთან მარჯვნივ საკაიფო ჩასასვლელი რომ იყო გადაკეტეს და ვიღაც ქალი მიმტკიცებდა კერძოა და რაღაცეებს ვაშენებთო, ამ ფასიანის გამო ძალიან ბევრი მოერიდება მანდ მისვლას, მოკლედ მაგარი გულდაწყვეტილი დავბრუნდი, ზოგს გონია რა გინდათ მოუვლიან და კარგიაო, ბავშვობიდან მანდ ვთევზაობ და გეტყვით არავის მოვლა შაორს არ სჭირდება, იმ სიველურეს და სილამაზეს თანდათან კარგავს რაც ჰქონდა, პუტანკებით ამოკრიფეს თევზი, იდიოტურ კანონებს ადგენენ და ეგ მოვლაა? რაც შეეხება იმას თევზი ჩვენიაო, თუ წყალსაცავი სახელმწიფოსია იქაური თევზი სხვისი როგორ იქნება? მაგათ აქვთ თევზის რეწვის ანუ მოპოვების ლიცენზია რაც ნიშნავს რომ მათ მიერ დაჭერილი თევზი არის მათი, ოღონდ დაჭერის მერე, მაგრამ რაც რჩება წყალსაცავში მაგათი არ არის, სახელმწიფოსია და მათგან რაიმეზე ფასის დაწესება უკანონოა! ეხლა ვინმემ მაგალითად არ მომიყვანოთ ე.წ. შაორის განვითარების გეგმა, რომელიც რეალურად დამტკიცებული გეგმა კი არა დაინტერესებული პირის წერილია სადაც მისი სურვილებია ასახული...

Нравится · Ответить · 3 · 1 ч · Отредактирован

Link to post
Share on other sites

ვა, ეს რა ხდება თურმე?! აგვისტოში ვაპირებდი დარჩენით წასვლას და გამოდის მთელი ღამე ვიღაცის ყარაულობის ქვეშ უნდა ვიყო? გარემოს დაცვის წარმომადგენლები სულ იქ დგანან და ისინიც ალბათ მოსყიდული ეყოლებათ, რო დაიწყო ალბათ უფლებების დაცვა, იმათი მოშველიების იმედიც არ უნდა გქონდეს. გაიყიდა მოკლედ საქართველო. :( აი, სადაა მიტინგები სატარებელი..

Link to post
Share on other sites

ლიცენზიის ჩვენებას ვთხოვთ შსპ "შაორის ტბა"-ს მაგრამ თქვენ გაინტერესებთო და თქვენ თვითონ მოიძიეთო ასე თუ გაინტერესებთო.სამაგიეროთ კი ეს დადეს თავის გვერდზე ( მარტალია ამ შსპ გვერდი არაა..) ვითომ და საბუთი რომელსაც არავითარი იურიდიული ძალა არა აქვს

 

b474d8cb8712.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

სამინისტროში მივიწერე და მაგათგან, თუ ვეღირსები პასუხს. ასე პირდაპირ სახელმწიფო რესურსის სხვა პირზე გადაცემა, თუნდაც კარგი საქმის საკეთებლად, რანაირი სამართალია ერთი? მესმის, რომ ტბის განსაზღვრულ ტერიტორიაზე იყოს და მთელ ტბაზე რაღა ჯანდაბაა?!

Link to post
Share on other sites

მოვიდა პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან სადაც არაფერი წერია ფასიანი თევზაობის შესახებ შაორზე.ასე რომ ბანალურ გამოძალვას აქვს ადგილი !!!

 

7edfcc1a46d3.jpg

 

0787e0ead879.jpg

 

5c2142eb86a7.jpg

Link to post
Share on other sites

დადგენილება #300 - "თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად "თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N94, მუხლი 1070) დამტკიცებული დებულების 7' მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 დამე-5 პუნქტები:

 

 

5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზიატთან შეთანხმებით.".

 

მუხლი 2. დადგენილების 7' მუხლის მე-3 პუნქტის "ა", "ი", "ლ" ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ თევზჭერის ლიცენზიებზეც, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიებისა.

 

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ნიკა გილაური

Link to post
Share on other sites

ხო, და ეგ არის ბატონო ზურაბ. კი ქონია მინიჭებული მთავრობისგან უფლება და გინდა ისე ელაპარაკე გინდა ასე. კანონშივე წერია ლიცენზიანტთან მოლაპარაკების გზითო- ისიც გვთხოვს თანხას თევზაობაზე- არ, გადავიხდით და მოლაპარაკებაც არ შედგაო გეტყვის..

Link to post
Share on other sites

ხო, და ეგ არის ბატონო ზურაბ. კი ქონია მინიჭებული მთავრობისგან უფლება და გინდა ისე ელაპარაკე გინდა ასე. კანონშივე წერია ლიცენზიანტთან მოლაპარაკების გზითო- ისიც გვთხოვს თანხას თევზაობაზე- არ, გადავიხდით და მოლაპარაკებაც არ შედგაო გეტყვის..

 

კი. ზუსტად მასე გამოდის :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...