Jump to content
Club-Monadire.Ge

როგორ ავირჩიოთ გლუვ ლულიანი თოფი


Recommended Posts

გამარჯობათ,

გადავწყვიტე აქ დამედო ჩემი თემა. თუ შევცდი, და სხვა ადგილზე უნდა დამედო ვთხოვ ადმინს გადაიტანოს საჭიროებისამებრ.

 

თოფის ყიდვის დროს, თითქმის ყოველთვის დგას საკითხი თუ როგორ ავირჩიოთ თოფი.

ყველაფრის შემოწმება იარაღის მაღაზიაში, ყიდვის დროს სამწუხაროდ შეუძლებელია, ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში მაღაზიას გააჩნია ტირი. თუ ტირი არ აქვს მას (მაღაზიას) აქვს ხელშეკრულება ტირთან, სადაც პოტენციურ მყიდველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მოწონებული იარაღიდან სამი გასროლა. რათა შეამოწმოს იარაღის ტაქტიკური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით ჩვენს

 

მაღაზიებს ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მყიდველს მხოლოდ ვიზუალურად ამორჩევის საშუალება აქვს. და, ალბათ დამერწმუნებით, ზოგჯერ მოლოდინი გაცრუებული გამოდის. მაგრამ, რაც გვაქვს ის გვაქვს. მე მინდა შევთავაზო მყიდველს თოფის ყიდვის დროს ლულის შემოწმების ხელმისაწვდომი მეთოდი. რომელიც მართალია 100 პროცენტით ამორჩევის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ მაინც საკმაო კარგ შედეგს იძლევა.

 

1. სწრაფად გავუსვათ ლულას გარედან ხელი, რათა ვიგრძნოთ ხომ არ არის გაბერილობები, ან შევიწროებები. გარწმუნაბთ ბევრ შემთხვევაში ეს კარგად იგრძნობა ხელით. და თუ ეს უსწორ-მასწორებები იგრძნობა უმჯობესია სხვა თოფზე გადავიტანო არჩევანი.

 

2. გავხედოთ ლულას შიგნიდან. ხშირად ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ლაპლაპებს ლულის შიგა ზედაპირი. ჩემთან ხშირად მოსულან ხოლმე თოფების შესამოწმებლად. და რა თქმა უნდა ლულის პირველ რიგში. თან დასძენდნენ - ნახე როგორ ლაპლაპებსო. მართალია ხშირად სწორი პასუხის გაცემას თავს ვარიდებ ხოლმე. და როგორც ასეთი , როცა მყიდველი და გამყიდველი ერთად მოდის... ამ ბოლო ოპერაციას მაშინვე დავანებე თავი. გავაგრძელებ. ზედაპირის ლაპლაპი არაა გადამწყვეტი. უფრო დიდი მნოშვნელობა აქვს ლულის შიგა

 

ზედაპირის სწორ გეომეტრიას. ამისათვის საჭიროა ლულა მივმართოთ ფანჯრის ზედა ჩარჩოსკენ. ანუ ისე, როცა ლულიდან გამომავალი წრის ძირა ნახევარი უყურებდეს სინათლეს. ხოლი ლულის წრის ზედა ნახევარი ჩარჩოს ჩრდილს. ამ დროს ჩარჩოს ჩრდილი აირეკლება ლულის შიგა ზედაპირზე ქვედა ნაწილში. ჰო, და ყურადღებით გავავლოთ თვალი ამ ჩრდილს. ის უნდა იყოს ლულის მთელ სიგრძეზე (ჩოკის ადგილების გარდა) აბსოლუტურად სწორი. ზოგჟერ უმჯობესია საგილზეში ჩავდოთ უკაპსულო გილზი. რათა თვალი დავაფიქსიროთ

 

ცენტრში. თუმცა, როცა ამ მეთოდს კარგად დავამუღამებთ, გილზი აღარ დაგვჭირდება. თუ ჩრდილი მთელ სიგრძეზე სწორია, ლულა (მოსალოდნელია) კარგი უნდა იყოს. თუ ჩრდილის ზოლი არის დაკლაკნილი, ეს უკვე ცუდია. ასეთი ლულიდან საფანტის კარგ გაბნევას ვერ მივიღებთ. ასევე ნაკლები იქნება საფანტის შეღწევადობაც. მე არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რატომ იქნება ასე. ვფიქრობ ამის მიხვედრა ძნელი არაა. თუმცა თუ საჭირო იქნა აუცილებლად გამოვთქვავ ჩემს აზრს.

 

მე არაფერს არ ვლაპარაკობ ლულის შიგა ზედაპირის სხვა ნიუანსებზე, მაგალითად რაკოვინებზე, ლულის გაღუნულობაზე და ა. შ. მე მგონი ეს ისედაც გასაგებია.

Edited by minchanin
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...