Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 124
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კარგია. წიწვოვანი თუა ახლოში, 30სმ სისქის წიწვოვნის ტოტების ''ლოგინი'' მიწის სიცივისგან დაგიცავს. პოინტერი მაგარი ჩანს. ნადირობ?

Link to post
Share on other sites

რათქმაუნდა , აბა მაგის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია :)

12 წლიდან დავიწყე ნადირობა უკვე თოფით და მანამდე ლაგატკები და კისტისთოფები და ასე შემდეგ , გენებში მაქვს ნადირობა :)

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი. მოგვიყევი მაშინ შესაბამის თემაში შენს ძაღლზე, იარაღზე(მორა გყვარებია ვიდეოში ჩანს), ნადირობებზე.

 

 

რათქმაუნდა , აბა მაგის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია :)

12 წლიდან დავიწყე ნადირობა უკვე თოფით და მანამდე ლაგატკები და კისტისთოფები და ასე შემდეგ , გენებში მაქვს ნადირობა :)

Link to post
Share on other sites

ძაღლებზე

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=41&st=1740

 

თოფებზე

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=169&st=260

 

დანებზე

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=122&st=180

 

დამილინკეთ მაშინ თუ არ შეწუხდებით იარაღებზე დანებზე და ნადირობის ისტორიები სად დავწერო?

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

კისერზე: დანა, პლიუს ასანთ-მოსანთები. აქ აბსოლუტური აუცილებლობაა ტაიგაში შესვლამდე.

 

48f88490014d.jpg

 

ed2b4aacb596.jpg

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

სახლიდან მოვდივარ დრეს დილით სამსახურში და თოვლჭყაპია ისეთი და ქარი, რომ თვალის გახელა გიჭირს. ჩემს თავს ვკითხე ასეთ ამინდში დაანთე ცეცხლი თუ ბიჭი ხართქო. კაია თეორია და აუცილებელი, მაგრამ რა სხვა რეალობაა პრაქტიკაში მისი განხორციელება.

Link to post
Share on other sites

საინტერესო თემები თვითგადარჩენისთვის და უბრალოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის.

 

http://www.cabelas.com/category/Camp-Cabelas-Techniques/662070780.uts

Link to post
Share on other sites

კარგია, ცოტა ნაჯახი არ მომეწონა. დიდი და მოუხერხებელი ჩანს. გუდვილში იყიდებოდა ფისკარსები.

 

 

სხვა თემებმა რა დაგიშავა :hi:

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ნაჯახი მეზიზღება , ვცდილობ ფული შევაგროვო wetterlings-ისვის ან gransfors bruks-ისთვის , ეგენი თუ ვერ გავქაჩე ჰუსქვარნასაც არაუშავს.

Link to post
Share on other sites

ტყეში ნაჯახი შეუცვლელია. მორას აქვს ძალიან მსუბუქი ნაჯახი, მე მაგრად მემსახურება.

 

 

ნაჯახი მეზიზღება , ვცდილობ ფული შევაგროვო wetterlings-ისვის ან gransfors bruks-ისთვის , ეგენი თუ ვერ გავქაჩე ჰუსქვარნასაც არაუშავს.

Link to post
Share on other sites

ტყეში ნაჯახი შეუცვლელია. მორას აქვს ძალიან მსუბუქი ნაჯახი, მე მაგრად მემსახურება.

რათქმაუნდა , მე რომ მითხრა ერთ ნივთს რას აირჩევდიო ნაჯახს ავირჩევდი აუცილებლად.

მინდა რო თუ ყიდვაა ბარემ ისეთი ვიყიდო რაც მთელი ცხოვრება მექნება და გამოცვლა არ დამჭირდება , ეს ნაჯახი 2007 ის მერე მაქვს და ჯერჯერობით არაფერი წუნი არ მაქ მის მიმართ და არც რკინის მიმართ , უბრალოდ ვიზუალორად საშინლად არ მომწონს , სკანდინავიური ნაჯახის თავის ფორმები მომწონს და ჰუდსონ ბეის ტიპის თავები.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 month later...

ფეისბუქზე ჯგუფი გვაქვს გახსნილი - მოლაშქრეთა და თვითგადარჩენის მიმდევართა კლუბი - სადაც ძალიან დიდი ხანია უკვე ვწერთ ამ თემაზე. ბევრი საინტერესო პოსტი მიწერია და ვეცდები ნელნელა დავაკოპირო. თუმცა აქაც საკმაო მასალა გიდევთ.

Link to post
Share on other sites

ტყეში, მთაში, მინდრორში ყოფნისას აუცილებელია ვიპოვნოთ ან ავაშენოთ თავშესაფარი და დავანთოთ ცეცხლი. ეს არის ორი აუცილებელი პირობა გადარჩენისთვის. ამისთვის უნდა შეგვეძლოს დროში ორიენტირება, რომ თავზე არ დაგვაბნელდეს და დროულად მივხედოთ საქმეს. ძალიან ადვილია იმის გამოცნობა თუ რამდენი საათი და წუთია დარჩენილი მზის ჩასვლამდე. ამაში საკუთარი ხელის თითები დაგვეხმარება. იხილეთ ვიდეო:

Link to post
Share on other sites

როცა ველურ პირობებში იპოვით წყალს, ნუ იჩქარებთ მის დალევას, ჯერ ეცადეთ გაფილტროთ ის. ამის რამდენიმე საშუალება არსებობს:

1) ჩაასხით წყალი პოლიეთილენის ცელოფანში და დადეთ მზეზე. ულტრა იისფერი სხივები მოკლავენ ბაქტერიებს.

2) დავლიოთ წყალი სიგარეტის ფილტრის საშუალებით.

3) ჭურჭელში აღებულ წყალში ჩავყაროთ ნახშირი. ის კლავს ბევრ ბაქტერიას.

ყველა ეს მეთოდი არ იძლევა 100% გარანტიას იმისას რომ წყალი აბსოლუტურად დაზღვეული იქნება ფილტრაციის შემდეგ, მაგრამ მოწამვლის რისკი მცირდება.

Link to post
Share on other sites

"After the Last Dog Died" - "მას შემდეგ რაც უკანასკნელი ძაღლი მოკვდა." ეს არის წიგნი, სადაც მოთხრობილია ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ისტორია თვითგადარჩენის შესახებ. რა თქმა უნდა რეალური ამბავი. 1911 წელს 29 წლის გეოლოგი დუგლას მოუსონის სამ კაციანი ჯგუფი სამეცნიერო ექსპედიციით ანტარქტიდაზე გაემგზავრა. უკაცრიელ კონტინენტზე 500 კილომეტრიანი ლაშქრობის შემდეგ მოულოდნელად ჯგუფის ერთერთი წევრი გაყინულ წყალში ჩავარდა მახრილში შებმულ 6 ძაღლთან ერთად და თან გაიყოლა საკვები, კარავი და ყველა ის ატრიბუტი რაც აუცილებელია ასეთ ადგილას სიცოცხლისათვის. ველური ბუნების პირისირ დარჩენილი ორი თავზარდაცემული მოლაშქრე სასწრაფოდ უკან გაბრუნდა, რომ ბანაკამდე მიეღწიათ, სადაც საკვები და სითბო ელოდათ. უსაკვებოდ დარჩენილები გზაში კვირეების განმავლობაში იკვებებოდნენ დამხრჩვალი ძაღლების უმი ხორცით. ასობით კილომეტრის გავლის შემდეგ დუგლასის მეორე მეგობარსაც ფეხი დაუცდა გაუვალ თოვლზე და გაყინულ წყალში დაიხრჩო თანამეწყვილის მსგავსად. მარტოდ დარჩენილმა დუგლასმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ისე მაიღწია კარავს, მშიერმა და ძალაგამოცლილმა.

ეს შოკისმომგვრელი ამბავი აღბეჭდილია წიგნში, რომელსაც ალბათ არასდროს ეღირსება ქართულად თარგმნა.

Link to post
Share on other sites

ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც აქ, მალაგაში მოვისმინე. მოგეხსენებათ რომ ესპანეთს და მაროკოს ერთი პატარა ყურე აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ყურე იმდენად პატარაა, რომ მალაგის ზოგიერთი სანაპიროდან მაროკოს მთებიც კი ჩანს. რა თქმა უნდა ყურეს ესპანეთის საზღვაო პოლიცია აკონტროლებს რომ უკანონოდ საზღვარი არავინ გადაკვეთოს. ამიტომ არალეგალი მაროკოელები ესპანეთში მოსახვედრად შემოვლით გზებს მიმართავენ ხოლმე და გაშლილ ზღვაში ცურვასაც არ ერიდებიან. ეს რა თქმა უნდა ძალიან სარისკოა, მით უმეტეს თუ ნაოსნობა და გზის გაკვლევა ზღვაში არ იცი. ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე წლის წინ. მაროკოდან ესპანეთისკენ წამოვიდნენ პატარა ნავით არალეგალურად მაროკოელთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. მათ შორის იყო ჩვილ ბავშვიანი დედა. როცა შუა ზღვაში შევიდნენ გზის გაგნება გაუჭირდათ, გაუთავდათ საკვები, ბევრი შიმშილისგან ცუდად გახდა და რა თმა უნდა თვითგადარჩენის ინსტინქტმაც თავი იჩინა. ზუსტად არ ვიცი რამდენი იყვნენ და ვინ ვინ დახოცა, მაგრამ რამაც შემძრა იყო ის, რომ მოკლეს პატარა ბავშვი და შეჭამეს. ეს ქალი კი მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ მეძუძური იყო და რძეს წოვდნენ. ესპანეთში რომ ჩამოაღწიეს ეს ქალი ჭუაზე იყო შეშლილი, უაზროდ ლაპარაკობდა რაღაცეებს. დანარჩენებს რა ბედი ეწიათ არ ვიცი.

აი ესაა შიმშილი. მეცინება იმ ხალხზე ვინც იძახის ხოლმე რაღაც ცხოველზე ან ქვეწარმავალზე, რაც არ უნდა მომშივდეს ამას არ შევჭაააამ.. შიმშილი ადამიანის ყველაზე ძლიერი ინსტინქტია და ყველაზე კეთილშობილ ადამიანებსაც კი უბიძგებს კანიბალიზმისკენ საჭიროების შემთხვევაში.

Link to post
Share on other sites

ab20acbe99f9.jpg

 

ეს ჩემი თვითგადარჩენის სანთებელაა. ამის წყალობით შემიძლია ცეცხლი ავანთო ნებისმიერ ამინდში. რგოლის გამოკვრით იქმნება ნაპერწკალი რომელიც ღვივდება თოკში და შემდეგ შემიძლია გადავუკიდო ნებისმიერ მასალას. ესპანეთში მწყემსები ხმარობენ მთაში. უტყუარია.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...