კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 (edited) ალბათ ხშირად გინახავთ ბეარ გრისლის გადაცემაში, წყლის არ ქონისას საკუთარ შარდს რომ სვავს. შარდი ვერანაირად ვერ მოკლავს წყურვილს. უბრალოდ ფსიქოლოგიურ რწმენას გაძლევს, სანამ წყალს იპოვი, რადგან ორგანიზმი რაღაც სითხეს ღებულობს. ასევე ვერც ლუდი ან სხვა ტკბილი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები ვერ კლავს წყურვილს, პირიქით, აძლიერებს მას. უწყლობის დროს არც სიგარეტის მოწევა შეიძლება, რადგან გააქვს ორგანიზმიდან სითხე და თუ მას დროულად ვერ აანაზღაურებ გაუწყლოება დაგემართებათ. ანუ ნელი სიკვდილით მოკვდებით. ერთი ჩინელი,რომელიც მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოჰყვა და გადარჩა( ექვსი დღის მერე ნახეს) ამბობდა რომ საკუთარმა შარდმა გადაარჩინა. მაგრამ ექიმებმა რო გასინჯეს თირკმელზე ჰქონდა სერიოზული პრობლემა.ჯანმრთელი ადამიანის შარდში95 % წყალია ..5% ნიტროგენი,კალციუმი,რომელიც ილექება თირკმელში და დიდმა რაოდენობამ შეიძლება მისი გაჩერებაც გამოიწვიოს.თუმცა რასაც ბეარ გრილსი აკეთებს,ან ვინმე სხვა ..ერთი დღეზე გაკეთებული გათვლებით არამგონია სერიოზულ პრობლემას ქმნიდეს. წყურვილის და წყლის არ ქონის დროს კარგი ხრიკია რამის მოწუწვნა, მაგალითად კენჭის. ამ დროს ნერწყვი გამოიყოფა და წყურვილი შედარებით ნაკლებად შეგაწუხებთ. Edited April 18, 2016 by კომანჩე ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 ალბათ ხშირად გინახავთ ფილმებში ცეცხლწაკიდებულ, ძირს დაგდებულ ადამიანს მეორე ადამიანი ცეცხლის ჩაქრობის მიზნით რამე ტანსაცმელს რომ ურტყავს. სინამდვილეში ამით ისინი უფრო აღვივებენ ცეცხლს, რადგან ტანსაცმლის ქნევა იწვევს ნიავს, ცეცხლს კი ჩასაქრობად ვაკუუმი სჭირდება. ამიტომ თუ წყალი არ გვაქვს, ცეცხლწაკიდებულს უნდა დავაფაროთ ზემოდან, ტანსაცმელი, პირსახოცი, ხალიჩა, ან რამე ისეთი რაც ცეცხლს ჰაერს არ მიაწვდის. p.s. თუმცა გააჩნია ვინ იწვის ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 ცივ ზამთარში, ყინვის დროს თუ ტანსაცმლის შიგნით ჩაიფენთ გაზეთებს, საერთოდ ვერ იგრძნობთ ყინვას. ქაღალდი არ ატარებს სიცივეს და ინარჩუნებს სითბოს. სწორედ ამიტომ ძინავს ბევრ უსახლკაროს კარდონის ყუთში. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 აქ წვრთნას გავდივარ ცეცხლის ანთებაში :D ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 20 ცხოველი, რომლის ხორციც ვარგისია საკვებად, მაგრამ ბევრი არ შეჭამს, სანამ შიმშილი არ აიძულებს ამას: 1) ციყვი 2) ლომი 3) მორიელი 4) ვირთხა 5) მედუზა 6) მტრედი 7) მაჩვი 8) ოპოსუმი 9) კატა 10) ზვიგენი 11) ბაყაყი 12) ლოკოკინა 13) ნიანგი 14) გველი 15) ვირი 16) ვეშაპი 17) ძაღლი 18) კალია 19) აქლემი 20) ადამიანი ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 თვითგადარჩენის სიტუაციაში ტერმინი "ნაგავი" არ არსებობს. ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ. დღეისათვის იყოს, მერე გავაგრძელებ. იმედია გააქტიურდება ხალხიც... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 კომანჩე 1) ციყვი 6) მტრედი 7) მაჩვი გამისინჯავს. #7 ობიექტი განსაკუთრებით გემრიელია ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 ლოკოკინაც გემრიელია. თუ სახლის პირობებში გინდათ სუფთად მომზადება მაშინ წყლით სავსე დიდ ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და გააჩეროთ რამდენიმე დღე. უნდა ჩაუყაროთ ფქვილი და ყოველდღე უცვალოთ წყალი. ფქვილი მათ ორგანიზმიდან გამოიტანს ყველანაირ ნაგავს. შემდეგ უკვე სუფთა ლოკოკინა შეგიძლიათ შეწვათ. თუმცა თუ. ლაშქრობისას იპოვნით და პირდაპირ დააგდებთ კოცონზე ეესაწვავად არც ამით დაშავდება რამე კალიის შეწვა თუ გინდათ უნდა მოაწყვიტოთ თავი აუცილებლად, თავს გამოყვება ნაწლავებიც. ამის შემდეგ ააცვით ჩხირზე კალიები და შეწვით. რაც შეეხება ბაყაყს, ტყავი უნდა გააძროთ აუცილებლად. ზოგი ბაყაყის ტყავი ტოქსიკურია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 იყიდება სადმე? რა ჰქვია? ეს ჩემი თვითგადარჩენის სანთებელაა. ამის წყალობით შემიძლია ცეცხლი ავანთო ნებისმიერ ამინდში. რგოლის გამოკვრით იქმნება ნაპერწკალი რომელიც ღვივდება თოკში და შემდეგ შემიძლია გადავუკიდო ნებისმიერ მასალას. ესპანეთში მწყემსები ხმარობენ მთაში. უტყუარია. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 აქ თამბაქოს მაღაზიებში იყიდება. რა ქვია არ ვიცი მარა გავიგებ ციტირება Link to post Share on other sites
gcckoka 0 Posted June 14, 2016 Report Share Posted June 14, 2016 ჩემი ფეროცირიუმის ჯოხი , მე გავუკეთე სახელო და ჩასადები ქამრის ყულფით ციტირება Link to post Share on other sites
gcckoka 0 Posted June 15, 2016 Report Share Posted June 15, 2016 ჩემი ახალი სათამაშო ერთი სული მაქ გარეთ როდის გავიტან ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 14, 2016 Report Share Posted August 14, 2016 კარგი რამე-რუმეები თვითგადარჩენისთვის. http://www.camillusknives.com/About/Survivorman+Survival+Kits/Survivorman+Survival+Kits/8799 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 26, 2016 Report Share Posted August 26, 2016 ფრედერიკ დიონი კვებეკელია. მარტოხელა ექსტრემალური ლაშქრობების და ექსპედიციების ვეტერანი უკვე. http://www.fredericdion.com/alaska-adventure ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 26, 2016 Report Share Posted August 26, 2016 ცეცხლი შვეიცარიულ დანას ტარი გადაუკეთა ისე რომ სანთებელა ჩასვა იგივე ზომაში. დანა, სანთებელა, სასტვენი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 23, 2017 Report Share Posted March 23, 2017 მარტო(ქათამთან ერთად) გრენლანდიაზე, პატარა იახტით. კაი კადრებია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2017 Report Share Posted April 29, 2017 ასეთი პარაფინირებული დაწნეხილი მუყაო იყიდება აქ. ერთი საათი იწვის, თუნდაც წვიმაში. პრაქტიკულია ზამთარში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 10, 2017 Report Share Posted May 10, 2017 ძალიან საინტერესო და პრაქტიკული რჩევები: https://www.youtube.com/channel/UC_ZWlqFhI9ZqUrmUatZwoww ციტირება Link to post Share on other sites
gcckoka 0 Posted July 7, 2017 Report Share Posted July 7, 2017 ზამთრის სახალისო გასვლა https://www.youtube.com/watch?v=K0zs1zcYp5I&t=634s ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 8, 2017 Report Share Posted July 8, 2017 კარგია, მომეწონა. პოინტერი მხეცია. ნაჯახიც კარგი შეგიძენია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 7, 2017 Report Share Posted August 7, 2017 სხვადასხვა სასარგებლო რჩევები. http://www.outdoorcanada.ca/skills ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 20, 2018 Report Share Posted February 20, 2018 თვითგადარჩენის ნაკრებები. https://www.discountcutlery.net/Survival-Kits_c_3150.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 17, 2018 Report Share Posted March 17, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 19, 2018 Report Share Posted March 19, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 30, 2019 Report Share Posted July 30, 2019 (edited) კრაზანის შხამი ხშირად მომაკვდინებელია. ძალიან გახშირდა კრაზანის კბენით გარდაცვლილების რიცხვი. ხალხმა არ იცის რა გააკეთოს ამ დროს. აუცილებელია: 1. ადრენალინის ინექცია, რომ გამოირიცხოს სუნთქვის და გულის გაჩერება (კბენიდან 10-15 წუთში იგუდება ადამიანი). იყიდება ადრენალინით შევსებული შპრიცები, რომლითაც წამლის შეყვანა ბარძაყზე ხდება, თუნდაც შარვალის ზემოდან. 2. დექსამეტაზონის(ან სხვა სტეროიდის) ინექცია. 2. ანტიჰისტამინური(ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატი. 4. პაციენტის ეგრევე საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან ადრენალინის ინექცია მხოლოდ 15 წუთი მოხსნის პრობლემას და მერე ისევ რისკის ქვეშაა პაციენტი. თუ ადრენალინი არ გაქვთ, მხოლოდ დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინური ხშირად ვერ ხსნის პრობლემას, ამიტომ პაციენტი ეგრევე საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ. ჩემს ძმას უკბინა კრაზანამ რთველზე ორი წლის უკან და ათ წუთში უკვე იგუდებოდა. სასწრაფომდე ძლივს მიასწრეს. ახლა ადრენალინით სავსე შპრიცს დაატარებს ყველგან, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლისას. https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/110085-qath-tsuthshi-sheshupda-yeli-daeketa-da-daighupaq-zestafonshi-45-tslis-mamakacis-gardacvalebas-krazanis-nakbens-abraleben.html Edited July 30, 2019 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.