salamandra 65 Posted October 10, 2015 Report Share Posted October 10, 2015 არალის ზღვა, ასევე არალის ტბა (ყაზახ. Арал Теңізі; უზბეკ. Orol dengizi; რუს. Аральскοе мοре) — მლაშე ტბა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე. ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ²-ს შეადგენდა და ამ მონაცემით იგი მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში; სიდიდის გამო ეწოდა არალის ტბას „ზღვა“. წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთეზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება მარილის სქელი ფენები. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგეანდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 10, 2015 Author Report Share Posted October 10, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 10, 2015 Author Report Share Posted October 10, 2015 არა და ოდესღაც ზუთხისებრებით სავსე იყო ეს ზღვა .....((((((((((( ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.