Jump to content
Club-Monadire.Ge

წალკის წყალსაცავი


Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

გამარჯობა მეგობრებო :)

 

მოკლედ სულ ახალი ჩამოსული ვარ წალკიდან და ახლავე მოგახსენებთ რა ხდება: ჯერ ერთი და მთავარი: წყალსაცავი შევსებულია ბოლომდე, დამშრალი რომ იყო გაზაფხულზე; როგორც იცით, წალკაში კარასის და საზანის დასაჭერად დავდივართ ძირითადად და კარასი იჭირება ხოლმე ბლომად, მაგრამ დღეს 1-2 კარასი დავიჭირეთ სულ. თავიდან ჩავედით სოფლის მხრიდან აი ქვიანი ნაპირი რომაა, მაგრამ არაფერი. საერთოდ არ იღებდა თევზი(არც გვერდით მოთევზავეებს ყავდათ რამე დაჭერილი). ნუ პრინციპში ვიცოდით , რომ ამინდი არ იყო სახარბიელო მაგრამ მაინც გავრისკეთ და წავედით. 12 საათისთვის გადავინაცვლეთ სასაფლაოს მხრიდან და დავდექით მდინარეზე. მდინარეზეც ცუდად იღებდა , მაგრამ რამდენიმე ხრამულის დაჭერა შევძელით. იქვე მოთევზავეებს გამოველაპარაკეთ და ცუდად იჭირება, მაგრამ ზოგიერთმა კალმაზი დაიჭირა ჭიაზეო და მეც ეგრევე ვიშიშვლე სპინინგი :-) თუმცა მაინდამაიც იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვაბანავე რამდენიმე კაი ვობლერი და 2 ზომის 3-4 ფერის ტრიალა მაგრამ არაფერი. პრინციპში წყალიც ისეთი მღვრიე იყო 20 სმ მეტი არ იყო ხილვადობა(დავაბრალებ წყალ, აბა ჩემს თავს ხომ არ დავაბრალებ :haha: )

 

5 საათისთვის კარგად წამოვიდა კენკვა და სულ ხრამული ჯდებოდა(ვთევზაობდით ფიდერით და ე.წ. "ფანტომასით") ხრამული მოდიოდა კავებზე გაკეთებულ პურის ქერქზე) , რამდენიმე საკმაოდ კარგი ეგზემპლარიც გავაბით, (სურათები იხ, ქვემოთ), შემდეგ სეტყვის და საშინელი წვიმის მოახლოების გამო ოპერატიულად ავკეცეთ და მოვუსვით წალკიდან :)

post-845-0-59597900-1401650741_thumb.jpg

post-845-0-45608000-1401650806_thumb.jpg

post-845-0-47109100-1401650859_thumb.jpg

post-845-0-84700900-1401650909_thumb.jpg

post-845-0-35712200-1401650966_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

:yes:

 

მშვენიერი გასვლა გამოსულა!!!

 

მანდ კალმახზე დენით რომ არ ბრაკონიერებდნენ მაგრად იქნებოდა.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

TOZI777

მშვენიერი გასვლა მოგიწყვიათ და მეთევზისთვის რაც მთავარია ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ როგორც ძალიან ბევრ მეთევზეს ახასიათებს :yes: სპინინგით რომ ვერ დაიჭირეთ მეც ღვრია წყალს დავაბრალებდი,20სმ ხილვადობა მართლა ძალიან ცოტა არის...

Link to post
Share on other sites

DMORAL

pescatore

 

 

მადლობა, გაიხარეთ :)

 

აწი როცა ავალ მანდ ყოველთვის მექნება სპინინგი და ძალიან მინდა კალმახი დავსვა სპინინგზე. ამბიციური განცხადება კი არის, მაგრამ სურვილი უკვე საქმის ნახევარია ;)

Link to post
Share on other sites

ერთი კვირის უკან ვიყავი ასული, სამწუხაროდ 8 საათიანი თევზაობის შემდგომ მონაგარი მხოლოდ 5 კარასი იყო :(

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

 

როდესაც წყალი მღვრიეა, არასოდეს არ ვხმარობ ბზრიალებს და მერყევებს.

ბერკლის ცომები და მისი ჯანი, სუნზე მოდის მაგ შემთხვევაში.

კაი გასვლა გქონიათ, ბარაქა. :yes:

 

პ.ს. ერთია კიდევ, კალმახზე დაკვირვებული ვარ, "დაჟე" წიგნის დაწერაც შემიძლია თევზის ამ სახეობაზე :d030: .

თუ ამინდი რადიკალურად იცვლება მეორე დღისთვის, არაფრით არ გაეკარება სატყუარას წინა დღეს.

თუ გადაება რამოდენიმე მსგავსი დღე, თუნდაც წვიმიანი, მერე ურახუნებს.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. :) აუცილებლად გავითვალისწინებ.

 

ისე ბრაკონიერების მცდელობის მიუხედავად მაინც ბლომადაა მანდ კალმახი ძალიან ბევრი ხტოდა წყალზე აშკარად ნადირობდნენ და სუფთა წყალი რომ ყოფილიყო , ალბათ მეც მექნებოდა შანსი...

Link to post
Share on other sites

და კიდევ, ნანახი მაქვს თქვენი ნაწერები ბერკლის ცომების შეზავებაზე და რამე და მგონი თქვენც დონკაზე უკეთებდით ამ ცომებს ხო?

Link to post
Share on other sites

მოკლედ გუშინ კიდევ ერთხელ ვიყავით წალკაში, არ მოვეშვით ვიფიქრეთ გაგვიმართლებდა ამინდში, რომ ჩავედით დაგვხვდა სასწაულად მოქუფული ამინდი და წვიმდა გადაუღებლად, რა უნდა უთხრა ამ დროს მეტეოროლოგებს? :dato: . მოკლედ ყველაფრის და მიუხედავად დავიწყეთ მზადება არადა სპეციალურად ღამე წამოვედით, რომ მთელი დღე გვესიამოვნა თევზაობით.

დაახლოებით 2 საათში დილის 9-10 საათისთვის გადაიწია ღრუბელმა და ავშალეთ ანკესები ხრამულების მოლოდინში. თავიდან ცოტ-ცოტა მოდიოდა. პერიოდულად იმატებდა ეტყობა ამინდის არასტაბილურობის გამო გაჯიუტდა თევზიც. თან საკმაოდ გაზრდილი დაგვხვდა წყალსაცავი წინა კვირასთან შედარებით (იხ.ფოტოები)თან თევზის ჭერაც გაუჭირდა ყველა ირგვლივ მყოფ მეთევზეებსაც ბალახი მოდიოდა უფრო კარგად :haha: შიგნით ეხლართებოდა თევზიც, კარასი, ხრამული და წვერა. მოკლედ პურზე და თეთრ ჭიაზე მოდიოდა გუშინ ძირითადად. ამ წვალების და მიუხედავად 2-3 კილომდე დავიჭირეთ. სხვათაშორის გამოედო ერთი ციცქნა კალმახუკაც და ცხადია გავუშვით დაე გაიზარდოს სხვა კალმახების გასახარად ;) .

post-845-0-85370500-1402202268_thumb.jpg

post-845-0-59833300-1402202285_thumb.jpg

post-845-0-54872400-1402202313_thumb.jpg

post-845-0-46472400-1402202329_thumb.jpg

post-845-0-51354600-1402202344_thumb.jpg

post-845-0-33746500-1402202363_thumb.jpg

post-845-0-08696900-1402202385_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

კარგი ნადავლია :yes: ,კალმახი თუ გამოედო,ესეიგი ბლომად უნდა იყოს რაც ძალიან სასიხარულოა.ბერკლის ცომით შეიძლება ტივტივათიც ითევზაო და ფსკერულითაც,ეს ცომი მოტივტივე არის და თუ ფსკერულზე ითევზავებ ძუის სიგრძით დაარეგულირებ მის მდებარეობას წყალში.

Link to post
Share on other sites

TOZI777

კაი ხრამულები დაგიჭერია :yes:

 

კალმახი პატარა გაუშვი ხოლმე, დიდი როგორც გინდა, ამ კანონებს რომ უყუროს კაცმა საერთოდ აღარ უნდა ითევზაოს

Link to post
Share on other sites

pescatore

 

შემდეგ აუცილებლად ვცდი ბერკლის ცომით. თბილისში ვერ ვიშოვე და მაგის გამოწერაც მომიწევს. ინტერნეტში ვნახე და ბევრი არომატებითაა, რომელს მირჩევ 2 ცალის ჩამოტანის მეტის თავი არ მაქვს.

 

 

ქევხო

 

კი , პატარებს ყველას ვუშვებდით და არამარტო კალმახს. :)

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ხვალ დილას მივდივართ წალკაში და თუ რამე გამოვიდა აქვე დავდებ. იმედია რაღაცას დავიჭერთ. სამი კვირის წინ ვიყავი და თურმე "ქვირითობას" მოვესწარი და არაპერიც არ მოდიოდა. მითხრეს ერთი კვირა კიდე დააცადეო. სამი კვირა გავიდა და აბა ვნახოთ რა ხდება :D ეს წალკა ძაან ცნობილია კარასით (მეთევზეები იფიცებიან საუკეთესო კარასი აქ მოდისო) და ხრამულით. რავიცი ერთი. თქვენ რა აზრისა ხართ. ყოველ შემთხვევაში ხვალ გაცნობებთ რა მოხდება :yes:

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

სალამი მეგობრებო. წინა ხუთშაბათს ვიყავით წალკაში. ბეშთაშენიდან შევედით საიდანაც არხი გამოდის იქ ვთევზაობდით. ვთევზაობდი ფიდერით დასაკვები (სალიაპინის ქაში) თუმცა მალევე მივხვდი რო საკვებურში საკვების ჩატენვა მხოლოდ დროის კარგვა იყო ისე აქტიურობდა თევზი. სატყუარა მხოლოდ წითელი ჭია. ვთევზაობდით 6 კაცი 3 დალევას გადაყვა :D ჯამში 40 კგ თევზი დილიდან საღამომდე 390f18bd051f.jpg5fa5cc787def.jpg

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

ვაიმეე იმედი მომეცა! მეც ვაპირებ ამ დღეებში :clapping: :clapping: :clapping: :clapping: :clapping: რა მაგარი ნადავლიააა :phil_25:

 

ისე სულ კარჩხანა რომ ჩანს, ხრამული არ იყო? ახლა აქტიურობს ხრამული შესართავთან...

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

სულ კარჩხანაა ნიკუშ. გუშინ ჩამოვიდნენ ბიჭები და ხრამულები დაჭერილი ყავდათ 15 კგმდე შესართავთან წინწყაროსკენ სწორედ ამბობ. ეს ბეშთაშენის მხარეა და არცერთი ხრამული არ აგვიღია.

Link to post
Share on other sites

გუშინდელი წალკის წყალსაცავი. დილის 6საათიდან ვთევზაობდით დილის 8მდე საკმაოდ აქტიური იყო თევზი მერე ცოტა გაჩერდა და ცოტ ცოტა მოდიოდა კვლავ. მოდიოდა ხრამული ფიდერზე (ფლეტი, ზამბარა) დამატებითი საკვები პური,კოპტონის ფქვილი, გაჯიჯვებულლი პერლოვკა. (ამ ყველაფრის ცომი რათქმაუნდა) სატყუარა თეთრი ჭია. ადგილი სოფელ ტბეთთან

 

2792c5aa871f.jpg

 

82119246490d.jpg

 

3d6ec080dfb7.jpg

 

8e2d88d81e61.jpg

 

5bd55d35ee3a.jpg

 

16bb16be24f2.jpg

 

0689c04f1787.jpg

 

ჯამში სადღაც 4 კგმდე ხრამული 3 კარჩხანა. შიგადაშიგ ჯდებოდა წვერაც პატარები რომლებიც უბრუნდებოდა ტბას

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ვიცი რომ მაგ ხრამულზე ძალინ თხელ თხელ(წვრილ) ნემსკავს იყენებენ. ოდნავ სქელზე აღარ მოდის. პირადად გამოვცადე.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...