Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ლატუნის ვაზნა ჯობს თუ პლასტმასის?? ან საერთოდ რომელი ჯობია ქარXნული ტყვიები ტუ ხელიტ დატენილი?

 

აინშტაინმა უზარმაზარი თეორია ჩამოაყალიბა მაგ საკითხთან დაკავშირებით_ ე.წ. ფარდობითობის თეორია ქვია მაგას.

 

ყველაფერი ფარდობითია_ რაღაცასთნ შედარებით და რაღაცასთან მიმართებაში :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მწყერზე და ქათამზე ნადირობის დროს ძალიან მომწონს თითბერის ვაზნის გამოყენება, ვინაიდან რატომღაც მგონია, რომ კარგად აჯგუფებს საფანტს და ახლო მანძილზე სასროლად კარგია. დღესდღეისობით ამ ვაზნებით ერთეული ადამიანები ნადირობს და თან ბევრი მათგანი არ აქებს მას, მაგრამ კონკრეტულ მიზეზებზე არავინ საუბრობს (ერთი ორისგან მოვისმინე შედარებით დაბალი წნევა და საეზლედან ნამწვავის ამოტანის პრობლემა). რას იტყვით რამდენად რეკომენდირებულია ასეთი ვაზნებით ნადირობა და რას მივაქციოთ ყურადღება მისი დატენვის დროს?

Link to post
Share on other sites

თითბერის ვაზნამ გაბერვა იცის დროთა განმავლობაში. პიჟის სიმყარისთვის მოსანთვლაც სჭირდება.

 

მწყერზე და ქათამზე ნადირობის დროს ძალიან მომწონს თითბერის ვაზნის გამოყენება, ვინაიდან რატომღაც მგონია, რომ კარგად აჯგუფებს საფანტს და ახლო მანძილზე სასროლად კარგია. დღესდღეისობით ამ ვაზნებით ერთეული ადამიანები ნადირობს და თან ბევრი მათგანი არ აქებს მას, მაგრამ კონკრეტულ მიზეზებზე არავინ საუბრობს (ერთი ორისგან მოვისმინე შედარებით დაბალი წნევა და საეზლედან ნამწვავის ამოტანის პრობლემა). რას იტყვით რამდენად რეკომენდირებულია ასეთი ვაზნებით ნადირობა და რას მივაქციოთ ყურადღება მისი დატენვის დროს?

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ერთადერთი დადებითი თვისება რაც ლითონის ვაზნას გააჩნია ეს არის მისი მრავალჯერადად გამოყენება.

 

1)წონა დიდი აქვს.

2)საფისტონე გათვლილია ბოლიან დენთზე(გამოდიოდა ,,ჟეველოზეც,, მაგრამ ცოტა) რომელსაც დღეს არავინ იყენებს.

3)ხშირია საფისტონეში ძუძუკის დაზიანების შემთხვევები რაც ,,ასეჩკის,,დიდ ალბათობას გვაძლევს.

4)დატენილი ლითონის ვაზნა ნადირობისას იშვებს ,მცირეოდენი ბიძგებისასაც კი(სირბილი,გადახტომა) .ამიტომ აუცილებელი ხდება ზედა საფენის ჩაწებება სანთლით ან ფიცხი წებოებით.

5)ინესტება ადვილად,ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას იკეთებს კონდესატს შიგნიდან.

6)თუ თოფის სავაზნე არხი ზუსტად არ ემთხვევა ვაზნის კედლის სისქეს ,წარმოიქმნება მაღალი წნევა სავაზნეში ,რაც უარყოფიდად მოქმედებს საფანტის,ტყვიის სიზუსტესა და დაჯგუფებაზე.

7) ადრიანად გამოყავს წყობიდან სანადირო ჟილეტი თუ სხვა სანადირო აქსესუარები.

 

მაგრად კი ,,მივაჩმორე,, მარა მე ასე დამანახა პრაქტიკამ. :old:

არადა დღესაც ვიყენებ მწყერზე სანადიროდ. :e025:მამა-პაპის დანატოვარია და ვერ ველევი გადაყრელად.

Link to post
Share on other sites

დადებითი მხარეები კიდევ.

 

1. ბიძაჩემი რომ ტენიდა თვალდაუხამხამებლად ვუყურებდი და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ იყი დედამიწაზე თუ ამ დროს დამავალებდა საფისტონეს გასუფთავებას.

2. მე რომ დავიწყე დატენა სპეციელური ადგილი მოვაწყე სამაგისოდ, თავისი ყველა ინსტრუმენტით და საწყაოებით და რა ვიცი რა არა, ამ ყველაფერს უმაგრესი ,,ნადირობის" სუნი ასდის ახლაც.

3. ეს გილზები ჩემთვის და ვინც ტენიდა ყველასათვის ჩვენი ნადირობის ისტორიის უმაგრესი თანმხლები მოწმეები არიან და თვითოეული მათგანი მიყვარს.

4. გამოდგენა მაღალგრადუსიანი სპირტიანი სასმელის სასმისადაც და არ ტყდება ექსტრემალურ პირობებში გამოყენებისას.

Link to post
Share on other sites

ეს ყველას გამოცდილი გვაქვს ჩვენს თაობაში. მაშინ ეტყობა ბავშს რა ''სისხლი უდუღს ძარღვებში''.

 

 

 

დადებითი მხარეები კიდევ.

 

1. ბიძაჩემი რომ ტენიდა თვალდაუხამხამებლად ვუყურებდი და ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ იყი დედამიწაზე თუ ამ დროს დამავალებდა საფისტონეს გასუფთავებას.

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...