salamandra 65 Posted November 8, 2015 Report Share Posted November 8, 2015 (edited) დევის ტბა — კარსტული ტბა რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1370 მ. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ2, უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ3 წყალი გადის მიწისქვეშა გზით. Edited November 8, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted November 8, 2015 Report Share Posted November 8, 2015 მომეწონა დავინტერესდი და აი რა ვნახე მუხურის წმ.გიორგი და დევი ერთხელ, როცა წმ.გიორგი ხორციელად მიწაზე ცხოვრობდა, იმერეთში მუხურას სტუმრობდა. იმ ადგილებში ბევრი დევი ცხოვრობდა. წმ.გიორგის დიაკვანი გაუფრთხილებია, მე სანადიროდ მივდივარ და კარი მანამ არ გაუღო არავის, სანამ ჭუჭრუტანაში ნეკს არ შემოაყოფინებო. დიაკვანიც ასე მოქცეულა და ეკლესიაში მოსული დევის ბანჯგვლიანი ნეკი რომ უნახავს, მისთვის კარი არ გაუღია და წმ.გიორგისთვის შეუძახია - მიშველეო. ამ დროს წმ.გიორგი ზღვაზე ბრძანდებოდა. დიაკვანის ხმა რომ მოესმა, დიდ ლოდს მოჰკიდა ხელი და დევს ესროლა. მაგრამ ძლიერად მოუვიდა, ლოდმა მუხურას გადაუფრინა და რაჭაში სოფელ ბარაკონთან დაეცა. როგორც ამბობენ, მე არ მინახავს, ის ლოდი დღესაც იქ გდია და წმ.გიორგის ნასროლს ეძახიანო. წმ.გიორგი მაშინვე მუხურასკენ გაემართა, დევს შეება და დაამარცხა. მერე დიაკვანს უბრძანა, ჩემს ძალას გაძლევ და ეს დევი ხრამში გადააგდეო. დიაკვანს შეშინებია და უარი უთქვამს. მაშინ წმ.გიორგის დევისთვის წაღის წვერი ამოუკრავს და კლდიდან გადაუგდია, ზედ რომელიღაცა ხის მორებიც მიუყოლებია. სადაც დევი დავარდნილა იქ ტბა გაჩნდა. იმ ტბას დღესაც ჰქვია დევის ტბა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღესაც იმ ტბაში ურთხელის სარებია ჩარჭობილი. რაც შეეხება მშიშარა დიაკვანს, ის წმ.გიორგის ასე დაუწყევლია: არც მოშენდე და არც გადაშენდეო. მის შთამომავლობას გვარში მხოლოდ ერთი კაცი ჰყავს. ჩავამატებ ეს წყევლა ბევრჯერ მომისმენია რაჭაში ზაფხულობით, გვალვის დროს, ამ ტბაზე სოფლებიდან მიდიოდნენ "წყლის შესარხევად", ტბაში ქვას ჩააგდებდნენ, წყალს შეარხევდნენ და ღმერთს წვიმის მოსვლას სთხოვდნენ. სწამდათ, რომ ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ წვიმა მოვიდოდა. გადმოცემით ამბობენ, ტბიდან უკან, სოფლისაკენ წამოსულებს წვიმა გზაშივე წამოეწეოდათ ხოლმე. ამ ტბას იმერლების გარდა, რაჭის ახლომდებარე სოფლებიდანაც სტუმრობდნენ. გვალვის დროს ტბის წყალს წაიღებდნენ, ეკლესიაში მღვდელს ალოცვინებდნენ მასზე და მერე ყანებში მოასხურებდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი წყარო:http://saunje.ge/index.php?id=746&lang=ka ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 8, 2015 Author Report Share Posted November 8, 2015 გუბე მაგარი საინტერესო ინფოა ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted November 8, 2015 Report Share Posted November 8, 2015 ზურა მაგ ტბაზე ხომ იყავით შენ და რუსლანი? ასე მახსოვს ღამის თევით რომ წახვედით... ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 8, 2015 Author Report Share Posted November 8, 2015 ზურა მაგ ტბაზე ხომ იყავით შენ და რუსლანი? ასე მახსოვს ღამის თევით რომ წახვედით... მე არ ვყოფილვარ მაგრამ რუსლანია ნამყოფი ზამთარსი სანადიროდ.გაყინული იყო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.