Jump to content
Club-Monadire.Ge

ძლოკვი , ბოხმეჭა, მყვრელი (Anguis fragilis)


Recommended Posts

ძლოკვთან შეხვედრა დილით ლარების ამოსაღებად ან ანკესით სატევზაოდ რომ მივდიოდი კარგად მქონდა დაცდილი. სულ წარმატებული თევზაობა გამომდიოდა. ისე სანამ მისდამი შიშს დავძლევდი მომიკლავს ბევრჯერ.

Link to post
Share on other sites

ქართლში გველხოკერას ვეძახით./ჩვენთან შეფერილობა შედარებით ღია აქვს, ისე წლის დროსაც გააჩნია.

 

რაც მე ეგენი დამიჭერია კუკიის სასაფლაზე და მერე ჩანთით სკოლაში მიმიყვანია?! :d030: :d030:

 

კაციშვილი ვერ მეკარებოდა. :haha:

Link to post
Share on other sites

უფეხო ხვლიკია. სასარგებლო რეპტილიაა.

 

დიდი ხნის წინ მოწამეთის ქვემოთ მდინარიდან გამოვიყვანე იხრჩობოდა და ჰოი საოცრებავ თავზე ჯვარი ქონდა გამოსახული ცისფერი წინწკლებით,ტანის გასწვრივ კი იგივე ფერის ზოლი გასდევდა ბოლომდე და ორივე მხარეს 4-4 პატარა ჯვარი ჰქონდა.სულ 9 ჯვარი ქონდა გამოსახული.

მაგრად ცხელოდა და იქვე მონასტრის ქვემოთ ბონდის ხიდთან ბზების ჩრდილში დავსვი. მოძრაობა უჭირდა ბევრი წყალი ქონდა ალბათ ჩაყლაპული,რა უნდა მექნა არ ვიცოდი მარა მაინც დაველოდე სანამ არ წავიდა თვითონ. დღემდე თვალებში მიდგას ის საოცრება რაც მას ზურგზე და თავზე ქონდა გამოსახული თან მონასტრის ძირში მოხდა ეს.

მიჭირს ამის ახსნა მაგრამ აი კარგი მხატვარი რომ დაახატავს პროპორციულად ისე ჰქონდა ყავისფერ ტყავზე ცისფერი ჯვრები.ჯერ ასეც მეგონა რომ ვიღაცამ დაახატა მაგრამ ახლოდან ვათვალიერე და ეს ბუნებრივად იყო,ქერცლები იყო ცის ფერები.

ეს შეიძლება ვინმეს ძღაპრად მოეჩვენოს მაგრამ შემიძლია ხატზე დავიფიცო და სამივე შვილზე დავიფიცო რომ ეს რასაც ვწერ ნამდვილი სიმართლეა.

3 მეგობარი ვიყავით ერთად ეს რომ ვნახეთ .სამწუხაროდ ერთი გარდაცვლილია ,მეორე კი ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს.

ეს რომ გავუშვით იმ დღეს სათევზაოდ ვიყავით და უკან გზაზე 2 გველგესლა ვნახეთ ,ერთად იყვენ და ვერც დავინახავდით რო თავად არ დაეწყოთ თავდასხმა. უცბად ქვებს დავწვდით და რაღაც სასწაულად ყველა ნასროლი ქვა მოხვდათ. ორივე მოვკალით და წამოვედით.ეს მოწამეთის მონასტრიდან რკინიგზის ბაქნისაკენ მომავლებს შეგვემთხვა.

ახლა იქ ისეთი კარგი გზაა დაგებული ქვას ვეღარ იპოვი.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...