ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 კუმისის ტბა ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე). კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა[1]. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია. წარსულის პერიოდში კუმისის ტაფობში ჩამდგარი იყო რამდენიმე ნაწილად დატოტვილი ტბორი. შემდეგ შეერთების შედეგად მცირე ტბად გადაიქცა. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა[1]. ტბის ძირითადი მასაზრდოებელია მდინარე ალგეთის წყალი, რომელიც აქ არხითაა მიყვანილი. საზრდოობს ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი (შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.). შიგ ტბაში ადგილ-ადგილ შეინიშნება ცივი წყაროების გამოსავლები. მდიდარია თევზით. მოიპოვება სქელშუბლა, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ხრამული, წვერა, ჭანარი, გველანა, გამბუზია და სხვ. სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted May 3, 2012 Report Share Posted May 3, 2012 გავიგე ეხლა იჭირებაო თევზიო. ვინც იყავით რაზე მოდის???? ნახეთ ეს ვიდეოც http://www.myvideo.ge/?video_id=1689615 ციტირება Link to post Share on other sites
ალეკო 0 Posted June 10, 2012 Report Share Posted June 10, 2012 ადგილი სადაც წელიწადში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება წასვლა, ისიც ადრე გაზაფხულზე სანამ თევზი და წყალი აყროლდება ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted June 10, 2012 Report Share Posted June 10, 2012 მანდ თევზაობა ფასიანია? ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 10, 2012 Report Share Posted June 10, 2012 კი ფასიანია. მგონი, 3(ან 4) ლარი ღირს ერთი ჯოხი. ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 ღირს წასვლა ამ ტბაზე? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 ღირს წასვლა ამ ტბაზე? რისი დაჭერაც შენ შეგიძლია, იმის მერე მე ნაღდად არ წავიდოდი მანდ. არის მოზრდილი ზომის თევზი, მაგრამ კარჩხანათია/კარასით/ სავსე. ციტირება Link to post Share on other sites
bujajo 0 Posted August 31, 2013 Report Share Posted August 31, 2013 ხვალ მივდივარ კუმისზე სათევზაოთ და რამე რჩევას ხო არ მომცემთ? რაზე მოდის და ასე შემდეგ. ციტირება Link to post Share on other sites
zuranikola 0 Posted September 13, 2013 Report Share Posted September 13, 2013 გამარჯობათ, ეს ჩემი პირველი წერილია. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან კვირას ვაპირებ სათევზაოდ წასვლას კუმისზე, თუმცა ჯერ ვერ გადამიწყვეტია კუმისზე ჯობია თუ წალკაში? 2-3 კვირის წინ რო ვიყავი წალკაში არხზე ფაქტიურად სულ დამშრალი იყო, ძალიან იყო წყალი დაწეული... :( კუმისზე რა სიტუაციაა თუ შეგიძლიათ რო მითხრათ, არ ვარ ნამყოფი... ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 13, 2013 Report Share Posted September 13, 2013 კარჩხანას მეტი არაფერიია კუმისზე, პატარა საზანსაც შეიძლება გამოჰკრა კავი. ამ ბოლო დროს აღარ ვყოფილვარ ისე. ციტირება Link to post Share on other sites
zuranikola 0 Posted September 13, 2013 Report Share Posted September 13, 2013 გაიხარე მადლობა, კარჩხანა კარგად მოდის? ამურის დაჭერის შანსი არ არის? ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 სალამი მეგობრებო. ამ დღეებში გადაწყვეტილიმაქვს კუმისს მივაშურო და შევიძნე შემდეგი ინგრედიენტები. კანაფის თესლი 0.5 კგ დაფქული სიმინდი 1 კგ ფშენო 0.5 კგ პერლოვკა 0.5 კგ და მაქვს ასევე კოპტონის პუდრი 2 ტომსიკა მაღაზიებში რაც იყიდება სტანდარტულად. რას მირჩევთ მეგობრებო როგორ მოვამზადო კობრისთვის დასაკვები რა რამდენზე შევურიო რომელი მოვხარშო და ა.შ იქნებ დამაკვალიანოთ? ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted March 9, 2015 Report Share Posted March 9, 2015 სტილი ფიდერი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 15, 2015 Report Share Posted March 15, 2015 bubamara წყალს რა ტემპერატურა აქვს ამ ჟამად ტბაზე,და საერთოდ წყალი დათბა უკვე ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.