Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

NIMROD

 

62b98ba97241.jpg

 

ამ ფირმის სრული სახელია NIMROD Gewehr Fabrik Thieme und Schlegelmilch Suhl, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება_ "ნიმროდი"- "თიმეს და შლეგელმიხის იარაღის ფაბრიკა ზულში".

პირველი წერილობითი ცნობები ადოლფ თიმეს(Adolf Thieme) შესახებ თარიღდება 1897 წლით, როგორც ნიმროდის პარტნიორისა(ან თანამფლობელის). საწარმო უფრო ადრე შლეგელმიხების მფლობელობაში იყო და სავარაუდოდ დაფუძნებული გახლდათ ჰაინრიხ შლეგელმიხის მიერ 1852 წელს ზულში.

1888 წელს ფირმის თანამფლობელი ხდება საწარმო Röhmer&Co, რომელიც ნიმროდს უზრუნველყოფდა მაკომპლექტებელი ნაწილებით. მაღალი ხარისხი განაპირობებდა მომხმარებელთა კეთილგანწყობას, რაც მალევე სპორტული დანიშნულების თოფების წარმოებით აღინიშნა. ნიმროდის სპორტული თოფებით ევროპელი სპორცმენების მიერ მოგებული იქნა არა ერთი საერთაშორისო შეჯიბრება, რაზედაც შესაბამისი პერიოდის პრეისკურანტები მეტყველებდნენ.

1909 წლისათვის საწარმომ გამოუშვა სხვადასხვა ტიპის სანადირო იარაღი 34 ათასი ერთეულის რაოდენობით. შემდეგ პერიოდებში საშუალო წლიური წარმადობა 1400-1700 ერთეული გახლდათ. სალულე ნამზადის სახით ფირმა გამოიყენებდა როგორც კრუპის, ასევე სხვა მწარმოებლების ნაკეთობას. საფირმო თოფები მექანიკა-კონსტრუქციით ნაკლებად გამოირჩეოდნენ სხვა გერმანული თოფებისაგან, გარდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალისა, რომლის შესახებაც ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ქვემოთ.

იმ პერიოდის ბოქსლოკების ყველაზე მთავარ ნაკლად ითვლებოდა კალაპოტისა და კონდახის არაგერმეტულობა. შესაბამისად მეოცე საუკუნის დასაწყისში სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ უმჯობესია უზრუნველყოფილი ყოფილიყო ადვილი წვდომა მექანიზმამდე და მისი ხშირი წმენდა-გასუფთავება. ანალოგიური მოთხოვნა იყო სპორცმენებისაგანაც, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და ადვილად უნდა შეეცვალათ დაზიანებული ნაწილი სასხლეტ-დამცემ სისტემაში.

ნიმროდის მეიარაღეებმა მიზნად დაისახეს გადაეწყვიტათ ბოქსლოკის სწრაფი დაშლა-აწყობის პრობლემა.

პირველ რიგში მოდერნიზება გაუკეთეს კალაპოტს, რომელიც ფალშდაფებზე შესვეს; საბრძოლო ზამბარები ქვედა მხრიდან აწიეს და დასვეს ჩახმახების უკან, რითაც ფაქტიურად "გააშიშვლეს" მთელი მექანიზმი. ასეთი კონსტრუქცია აადვილებდა მექანიზმის უმოკლეს დროში დაშლასა და დაზიანებული დეტალის შეცვლას.

 

ასე გამოიყურება თანამედროვე შტუცერი NIMROD-ის საფირმო სისტემით

1779ec752590.jpg

 

 

ამავე პერიოდს ეკუთვნის საფირმო პატენტი საბრძოლო ზამბარების შეყენების თაობაზე, როცა ზამბარების დაძაბვა ხდება მსროლელის მიერ კონდახის ყელზე ხელის შემოდებისას, ამ დროს მტევანი უჭერდა კონდახის ყელის ქვემოთ მდებარე ბერკეტს. ნიმროდის ეს პატენტი ანალოგიურია იმამ მეფეტის 1880 წლის ანალოგიური სისტემისა, ამიტომ აქ აღარ განვმეორდებით(იხილეთ "Imman Meffert"-ის თემაში).

მეოცე საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი გენიალურად მარტივი გამოგონება, რომელმაც ფირმას მოუტანა მსოფლიო აღიარება იყო 1902 წლის პატენტი, რომელიც აუმჯობესებდა სამმაგი ჩაკეტვის(პერდე-გრინერი) სისტემას.

როგორც მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის დასაწყისი პერიოდია, როცა ნიტრო დენთი მძლავრად შემოიჭრა და შესაბამისად ძალიან გაიზარდა ჩაკეტვის სისტემის გაძლიერებისა და უსაფრთხოების კონცეფციისადმი მოთხოვნა.

მეიარაღეები ცდილობდნენ მაქსიმალურად შეემცირებინათ დატვირთვა სახსრის ჭანჭიკზე. ამ პირობებში საკეტები გახდა ოთხმაგი, ხუთმაგი, თუმცა ამავე დროს დამძიმდნენ, დაკარგეს მოხერხებულობა და ესთეტიურობა. ასეთი გამოგონებების დიდი უმრავლესობა პროექტის ქაღალდზევე დარჩა. სწორედ ამ დროს ნიმროდის ოსტატებმა შემოიტანეს ე.წ. "საფეხური", რომელიც კალაპოტისა და ლულის ბალიშებზე დამატებით და მძლავრ ჩაჭიდებას უზრუნველყოფდა. ამ დამატებითმა ელემენტმა მიიღო სახელწოდება Nasen-Verschluß.

კონსტრუქციის გამოცდებმა ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა და შესაბამისად გამოიყენებოდა ძვირფას ჰორიზონტალებსა და დრილინგებში(სერიულებში თითქმის არ გვხვდება).

 

 

Nasen-Verschluß

 

90ae21e4d7e6.png

1935 წელს საწარმო NIMROD Gewehr Fabrik იყიდა ერნსტ ფუნკმა(იხილეთ "Christoph Funk"-ის თემაში) და ამით ფირმის დამოუკიდებელი არსებობა შეწყდა.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ნახეთ რა ადვილია NIMROD-ის საფირმო სისტემით აღჭურვილი თოფის სასხლეტ-დამცემი მექანიზმის დაშლა-აწყობა

 

264828f2fa80.png

 

 

ფალშდაფის მოხსნის შემდეგ а), б) დავინახავთ "დამალულ" საბრძოლო ზამბარის დამჭერს;в) დამჭერით ვიკავებთ V-სებურ ზამბარას, ჩახმახში ვახრახნით დაფის დამჭერ ჭანჭიკს, г) მოვწევთ ჭანჭიკს უკან და განცალკევებულია ჩახმახი, საბრძოლო ზამბარა და დამშვები მერყევა.

აწყობა უკუმიმართულებით

 

 

კიდევ სურათები:

 

0b6ce407f1b5.jpg

 

 

3c9da78710dd.png

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...